ჩემი უფლის, იესო ქრისტეს რელიგია ღვთაებრივი და ჭეშმარიტია!..
ჩემი უფლის, იესო ქრისტეს რელიგია ღვთაებრივი და ჭეშმარიტია!..
ნიკოლოზ ამბრაზი "ებრაელი რაბინის მოქცევა"
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8,9
"აი, რას წინასწარმეტყველებს ახალი აღთქმა ჩვენს ხალხზე:

პირველი.
კატასტროფაზე, რომელიც რომის იმპერატორ ტიტეს დროს მოხდა, ახალ აღთქმაში წერია: "ვაი მიდგომილთა და რომელნი აწოებენ მათ დღეთა შინა!" (მათე 24,19). ვაი, ძმანო! ჩვენი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი, რომელმაც ეს კატასტროფა იხილა, მოწმობს, რომ იერუსალიმის ალყის დროს საშინელი შიმშილობა ჩამოვარდა და ერთმა სასოწარკვეთილმა დედამ საკუთარი შვილის ხორცი შეჭამა.

მეორე.
აღსრულდა ასევე ქრისტეს საშინელი წინასწარმეტყველება ჩვენი, იერუსალიმის ტაძრის დანგრევაზე: "ამენ გეტყვი თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაი ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს".

გეკითხებით, სად არის ოდესღაც მშვენიერი ტაძარი სოლომონისა? სად არის ტაძარი, სადაც ოდესღაც განისვენებდა დიდება იეჰოვასი? ვაი! ნანგრევებად ქცეულა და ისიც უცხოელთა ხელშია! ჩვენ, ისრაელიანებს, მასთან მიახლოების უფლებაც კი არ გვაქვს! მხოლოდ გოდების კედელთან შეგვიძლია მივიდეთ და საკუთარ ხვედრზე ვიტიროთ.

მესამე.
ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი რჯულის მიხედვით აკრძალული გვაქვს სისხლის ჭამა. ცხოველების სისხლსაც კი არ ვაკარებთ პირს. ჩვენთან ხორცს ისე ამზადებენ, რომ მასში სისხლის წვეთიც არ დარჩეს, ეს სიმართლეა! მაგრამ ყველგან ბრალს გვდებენ ქრისტიან ბავშვთა სისხლის დაღვრაში. ცრუდ მოწმობენ, თითქოს ჩვენ მათ სისხლს ვსვამდეთ. დიახ, ეს სიცრუეა! საშინელი ცილისწამებაა! ჩვენთვის ხომ ეს საშინელი ცოდვაა. უაზრო ცილისწამებაა! ერი, რომელსაც ღვთისაგან მეექვსე მცნებად აქვს ნაბრძანები "არა კაც კლა", ვერ დაღვრის უმანკო სისხლს. თუმცა, ჩვენდა სავალალოდ, ყველგან და ყოველთვის, ვიდრე აქამომდე, დევნილნი ვართ და გვდევნიან სისხლის გამო! ვისი სისხლისო, იკითხავთ. ჰოი, ძმანო ჩემნო! ჭეშმარიტად დევნილნი ვართ წმინდა და უმანკო სისხლის გამო იმისა, ვის ჯვარცმასაც სთხოვდნენ ჩვენი მამები მმართველ პილატეს და ეტყოდნენ: "სისხლი მისი იყოს ჩვენზე და ჩვენს შვილებზე". ჩვენ თავი დავიწყევლეთ და ამიტომაც დავისაჯეთ! ასიათასობით მოწყვიტეს ალყის დროს. ტაძარი დაინგრა!.. ასობით ათასი მონად გაყიდეს... ათობით ათასი ტყვე ამშვენებდა იმპერატორ ტიტეს არმიის ძლევამოსილ ტრიუმფს! ჯერ კიდევ მოსემ იწინასწარმეტყველა: "რამეთუ წინაწარმეტყუელი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთა? ვითარცა-ესე მე, მისი ისმინეთ... და იყოს კაცი იგი, რომელმან არა ისმინნეს ყოველნი იგი სიტყუანი მის წინაწარმეტყუელისანი, რომელსა-იგი ეტყოდის სახელითა ჩემითა, მე შური ვიძიო მისგან" (მეორე სჯული 18,15). განა შური არ იძია? განა არ მოგვსრა ათასნაირი განსაცდელით, იმით, რისი წარმოთქმაც უბრძანა სულიწმინდამ მოსეს? განა არ გაგვფანტა დედამიწის ყველა კუთხეში და გავხდით: "საბასრობელად და იგავად საკიცხელებისა ყოველთა შორის ნათესავთა"? (მეორე სჯული 28,37). განა არ მოვემსახურეთ ჩვენს მტერს, ვისთანაც მაშინ უფალმა გაგზავნა ჩვენი ხალხი "შიმშილითა და წყურილითა. და შიშულოებითა და ნაკლულევანებითა ყოვლისაგან"? (მეორე სჯული 28,48). "და მოავლინოს შენ ზედა უფალმან ღმერთმან შენმან ნათესავი იგი შორიელი კიდითგან ქუეყანისაით... ეტევებოდიან, ვითარცა ორბნი... ნათესავი, რომლისაი არა გესმოდის ხმაი მისი, ნათესავი ურიდი და თუალუხუავი, რომელმან არა თუალ-ახუნის მოხუცებულსა სიბერისა... აღგფხურას შენ ქალაქთა შენთა, რომელთა დამკვიდრებულ იყო და დაამხუნეს ზღუდენი იგი მაღალნი და შენნი და ძნელნი, რომელსა-იგი შენ ესვიდე ყოველსა მას ქუეყანასა შენსა და შეგიცვან შენ და შეგაურვონ ყოველთა მათ შინა ქალაქთა შენთა... და შეშჭამდე შენ ნაშობთა მუცლისა შენისათა ორთა ძეთა და ასულთა შენთასა... რომელსა გაჭირებდენ შენ მტერნი იგი შენნი ყოველთავე მათ ქალაქთა შინა შენთა" (მეორე სჯული 28,49-53). განა ამ განსაცდელებზე არ წერს მათესაგან სახარება: "რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაით, ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს"? (მათე 24:21). არ მოვუსმინეთ ხმას ჩვენი უფალი ღმერთისა, არ მივიღეთ ქრისტე როგორც მესია და ამიტომაც წყევა აქამდე მოგვეწია! ვაი ჩვენდა, რამეთუ სისხლი მისი აქამდე გვდევნის!"

ვიდრე ამას ვამბობდი, ისინი დუმდნენ, მაგრამ ჩანდა, რომ მათი გულები ვულკანივით დუღდა და საცაა, თავზე ლავას დამატეხდნენ..."

რაბინი ისააკი გვწერდა:

"ჩემს ახლობლებს ვუთხარი, - ახალი აღთქმის უზუსტესი წინასწარმეტყველების თანახმად, ქრისტიანობის ისტორიით, რომელიც სიწმინდესა და სიყვარულს ასწავლის, დაბოლოს, ჩემი სულიერი ფერისცვალებით, რომელმაც ჭეშმარიტების შეცნობით დამიმშვიდა სინდისი და გამოუთქმელი სიხარულით ამავსო, გიმოწმებთ და ვაღიარებ, რომ არა უბრალოდ იესო ნაზარეველის რელიგია, არამედ ჩემი უფლის, იესო ქრისტეს რელიგიაა ღვთაებრივი და ჭეშმარიტი!..

მეხის გავარდნასავით გაისმა ჩემი ნათქვამი! განცვიფრებულნი ერთმანეთს გაშეშებულნი უცქერდნენ. უეცრად მთავარრაბინმა იყვირა:

- დაიხშოს ბაგენი შენნი! - ყველა ჭკუადაკარგული მეცა და სცადა, ჩემთვის ბაგე დაეხშო. ზოგი ყელში მწვდა, ერთმა ჩემმა ძმამ მარჯვენა თვალში მუშტი ჩამარტყა. დარტყმა საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ იმან, ვისაც ჭეშმარიტად ვაღიარებდი, გულში ისეთი ღვთაებრივი სიტკბოება ჩამიღვარა, რომ ტკივილი ვერ ვიგრძენი. საცოდავი დედაჩემი გონმიღებული დაეცა. სიყვარულით ვიჩქარე მის წამოსაყენებლად. მაგრამ ვაი! მოვიდა გონს თუ არა, ჩემი დანახვისთანავე საშინელი რისხვით აივსო, ხელი მკრა და კარებისკენ მიმითითა: - გაეთრიე, გაეთრიე, წყეულოო!

მაშინ ვიგრძენი საშინელი სიმართლე ჩემი მაცხოვრის სიტყვებისა: "განყოფად მამაი ძისაგან და ძე მამისაგან; და დედაი ასულისაგან და ასული დედისაგან" (ლუკა 12,53). აი, ასეთია ჭეშმარიტება!

დანარჩენის აღწერა აღარ ძალმიძს, ნიკოლოზ! რამეთუ ცხოვრებაში არსებობს ისეთი მომენტები, რომლის გამოთქმაც კაცის ენას არ შეუძლია!..

იმედი მაქვს, რომ რამდენიმე დღის მერე შევძლებ, ჩემს თავს მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენების აღწერას. აგრეთვე აღვწერ კონსტანტინოპოლში ჩემს საქმიანობას, რომელმაც ღვთის კურთხევით საკვირველი ნაყოფის გამოღება დაიწყო.

ვიტყვი მხოლოდ იმას, თუ როგორ გაგრძელდა მამაჩემის სახლში მომხდარი ეს საშინელი დრამა. შინიდან სიმშვიდით ავსებული გამოვედი იესო ქრისტეს მოწაფეთა მსგავსად, როცა მათ იუდეველთა უშჯულო სინედრიონი მიატოვეს და უხაროდათ მაცხოვრის გამო გინებას რომ მიეწივნენ (იხ. მოციქ. საქმე 5,4).

იანვრის ყინვიანი ღამე დგებოდა. სად წავიდე-მეთქი, ვფიქრობდი. მარტო დავეხეტებოდი ოდესღაც ნაცნობ ქუჩებში. გადატანილი ავადმყოფობით დაუძლურებულმა ჩემმა სხეულმა ელდას ვერ გაუძლო. ოფლი მასხამდა, ყინვა მიჭერდა. "სად წავიდე, თავშესაფარი სად ვპოვო?" - არ მასვენებდა ფიქრი, - მე ხომ რაბინის სამოსი მეცვა...

უეცრად მან, ვინც თავისი სახარების ნათელი განმიცხადა, გამოსავალი ჩამაგონა - დამეკაკუნებინა ერთ-ერთ სახლის კარებზე, სადაც მღვდელი ცხოვრობდა. "გაუკვირდება მაღალი ღმერთის მსახურს, როცა ასე გვიან მისულ რაბინს იხილავს", - გავიფიქრე. მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, შინაურივით მიმიღეს, იშვიათი სითბოთი და სიყვარულით. მღვდლის ცოლმა მაშინვე ცხელი ჩაი მომიტანა: - მიირთვით, რაბინო, გათბებით! ქუჩაში საშინლად ყინავსო. ბავშვები ცნობისმოყვარეობით მათვალიერებდნენ.

მასპინძელმა, ღვთისმოშიშმა მღვდელმა და უფლის ჭეშმარიტმა მონამ, მოისმინა ჩემი ამბავი, გაოცდა, მუხლებზე დაემხო და ღმერთი ადიდა. საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო! მან მხურვალედ გამამხნევა და განმაძლიერა იესო ქრისტეს რწმენაში.

მეორე დღეს დავტოვე ჩემი სამშობლო. კურთხეულ იყავნ სახელი მაცხოვრისა ჩემისა! აღუწერელია ჩემი სიხარული, რამეთუ საქმე უფლისა წინ მიდის და საკვირველი ნაყოფი გამოაქვს. იმედი მაქვს, ამაზე სხვა დროს მოგითხრობთ. ჩემი მხურვალე სალამი და მადლიერება გადაეცით თქვენს ჩემთვის დიდად პატივცემულ ოჯახს: ადრიანეს, პერიკლეს, იოანეს და ყველა თქვენს საყვარელ შვილს. ველოდები თქვენგან ძმურ წერილსაც.

ქრისტესმიერი სიყვარულით, თქვენი ძმა ისააკ მ."

თავი 3. დიდება ღმერთს!
საოცარი სიხარულით წაიკითხა ჩვენმა ოჯახმა მისი წერილი! ენა ვერ გამოთქვამს იმ აღფრთოვანებას და გაოცებას, რომლითაც აგვევსო სულები! არაერთხელ გადავიკითხეთ და მოუთმენლად ველოდით ჩვენი საყვარელი მეგობრისგან ახალ ამბავს. დღე დღეს მიჰყვებოდა, თვე - თვეს, დაპირებული წერილი კი არ ჩანდა. ისააკის გამო ვშიშობდით და არც უმიზეზოდ. გარშემო მყოფ ადამიანთა უმეცრება და ფანატიზმი საფრთხეს თვით მის სიცოცხლეს უქადდა.

როგორც წერილიდან მივხვდით, ისააკმა გადაწყვიტა, რაბინად დარჩენილიყო, თუმცა კი ირწმუნა ქრისტე, რადგან ასე უფრო ადვილად მიიყვანდა თავის თანატომელებს ქრისტესთან. როგორც მოგვიანებით აგვიხსნა, ასე მოქცევა პავლე მოციქულის სიტყვებმა გადააწყვეტინა: "რამეთუ თავისუფალ ვიყავ ყოველთაგან და ყოველთა თავი ჩემი დავამონე, რაითა უმრავლესნი შევიძინნე. ვიქმენ ჰურიათა თანა, ვითარცა ჰურიაი, რაითა ჰურიანი შევიძინნე; შჯულსა ქუეშე მყოფთა თანა, ვითარცა შჯულსა ქუეშე მყოფი, რაითა შჯულსა ქუეშე მყოფნი შევიძინნე; უშჯულოთა თანა, ვითარცა უშჯულოი, - არა უშჯულოი ვიყავ ღმრთისა, არამედ შჯულიერი ქრისტესი, - რაითა უშჯულონი შევიძინნე; ვიქმენ უძლურთა მათ თანა, ვითარცა უძლური, რაითა უძლურნი შევიძინნე; ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაითა ყოველნი ვაცხოვნნე. ხოლო ამას ვიქმ სახარებისა მისთაის, რაითა თანა-ზიარ მისსა ვიქმნე" (1 კორინთ. 9,19-23).

ჩვენ ვღელავდით, ვფიქრობ, საფუძვლიანად, რამეთუ ისააკმა არაფერი შეგვატყობინა მათ სახლში განვითარებული დრამის შედეგებზე. მის წინააღმდეგ ხომ არაფერი იღონეს მთავარრაბინმა ბიძამ და ნათესავებმა? ხომ არ შეატყობინეს კონსტანტინოპოლში, სადაც ჯერ არს, რათა ღალატის გამო თანამდებობიდან გაეძევებინათ და ამით შეეზღუდათ თალმუდის ერთგულებში წმინდა სახარების დამღუპველი გავლენა? ანდა შესაძლოა მისმა მტრებმა ჩათვალეს, რომ ისააკი თვითონვე დატოვებდა რაბინობას, რადგან ჯვარცმულისადმი მხურვალე რწმენა უცხო გარემოში დარჩენის ნებას არ მისცემდა... ჩვენ ეს უკანასკნელი ფიქრი გვანუგეშებდა. წარმოვიდგინეთ, თუ რა თავისუფლად შეეძლო რაბინ ისააკს ისრაელის სახლის წარწყმედულ ცხოვართა სულების ჭეშმარიტებასთან მიყვანა. რამეთუ როგორც მოწმობს პავლე მოციქული: "და არა ვითარ-იგი მოსე საფარველი დაიბურის პირსა თვისსა, რაითა არა ხედვიდენ ძენი ისრაელისანი დასასრულსა მას განქარვებისასა. არამედ დაბრმეს გონებანი მათნი, რამეთუ ვიდრე დღეინდელად დღედმდე იგივე საბურველი საკითხავსა მას ზედა ძუელისა შჯულისასა ჰგიეს აღუძარცუელად, რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების. არამედ დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთვის, საბურველი გულსა მათსა ძეს. ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი. ხოლო უფალი სულ არს; ხოლო სადა სული უფლისაი, მუნ აზნაურებაი არს. ხოლო ჩუენ ყოველნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით, მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად, ვითარცა-იგი უფლისაგან სულად" (2 კორინთელთა 3,13-18).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler