"ყველას ჰყავს ერთი წმინდანი, რომელიც იფარავს, შენ კი მთელი ეკლესია გყოლია მფარველად"
"ყველას ჰყავს ერთი წმინდანი, რომელიც იფარავს, შენ კი მთელი ეკლესია გყოლია მფარველად"
წმინდა ადგილები
- უფალმა დამასაჩუქრა იმით, რომ საბერძნეთში მომახვედრა და ჩემი ოჯახი გაჭირვებიდან იხსნა. მაგრამ თურმე უფრო დიდი საჩუქარი ჰქონდა მომზადებული - ეს არის წმინდა ადგილების მოლოცვა, - მიყვება ესმა ღონიაშვილი, - რამდენიმე თვის წინ მოვილოცეთ ეკლესია-მონასტრები, მათ შორის ქალაქ მეგარაში პანაღია გალაქტოტოფურა (სადაც დაბრძანებულია სასწაულმოქმედი ხატი), პანაღია ტრიხერესა, პანაღია გალაქტოტოფუსა და პანაღია ეპაკუუსა. პანაღია გალაქტოტოფურას მონასტერში მამა რაფაელმა დიდი სიყვარულით მიგვიღო, დაგვლოცა და პანაღია გალაქტოტროფუსას ხატები გვაჩუქა. ჩვენდა გასაოცრად, ეკლესიაში დაგვხვდა ბატონი სოსო მესხია, რომელიც ოდესღაც საქართველოს ტელევიზიის თანამშრომელი გახლდათ, ამჟამად კი საბერძნეთში ამ დიდებულ მონასტერს ემსახურება. ქართველ თანამემამულეებს მანაც არ მოგვაკლო ყურადღება. შემდეგ ვეწვიეთ ღვთისმშობელ კიპაროსიოტის და წმინდა იეროთეოსის სახელობის მონასტრებს. წმინდა იეროთეოსი ათენის პირველი ეპისკოპოსი და პავლე მოციქულის მოწაფე გახლდათ, მანვე აკურთხა ეპისკოპოსად. ამავე მონასტერში დაბრძანებულია აგრეთვე ღვთისმშობლის "კიპარისიოტის" ხატი.Aასე იმიტომ ეწოდება, რომ მონასტრის შესასვლელთან ერთმა დიდმა კვიპაროსის ხემ მეკობრეებისგან თავდასაცავად შეიფარა ოცი ბერი. მათ თან ჰქონდათ ღვთისმშობლის მიძინების ხატი და მას შემდეგ ამ ხატს ეწოდა "კიპარისიოტისა".

წმინდა ბარბარეს სახელობის მონასტრის მოლოცვისას სასწაული შემემთხვა. ყველა მონასტერში ვიძენდი საეკლესიო წიგნებს. როდესაც მოვილოცე მალევის მირონმდინარე ღვთისმშობელი, ღირსი პატაპის სასწაულმოქმედი და წმინდა იეროთეოსის მონასტრები, უსახსრობის გამო წიგნები ვერ ვიყიდე. გული დამწყდა. წმინდა ბარბარეს ეკლესიაში მისვლისას კი ქალბატონმა, რომელიც ხატებს და რელიგიურ ლიტერატურას ყიდიდა, ზუსტად ის წიგნები მისაჩუქრა, რისი შეძენაც ვერ შევძელი.

***
მოვილოცეთ პანაღია ხვრიპე ვიოტიას ორხომენოში, სადაც 1943 წლის 9 სექტემბერს ღვთისმშობელმა სასწაული მოახდინა. ამ დღეს გერმანელებს ქალაქი უნდა გაენადგურებინათ, მაგრამ მტრის სამი ტანკი უცნაურად შეჩერდა. როდესაც გერმანელი ოფიცერი მიხვდა, ზეციურ ძალებთან ჰქონდა საქმე, მტრული გრძნობა მეგობრულით შეეცვალა. ეკლესიაში შევიდა, დაიჩოქა ღვთისმშობლის ხატთან და ლოცვა დაიწყო. მას მერე ეს ოფიცერი ქალაქს ომის ბოლომდე მფარველობდა. შემდეგში გერმანელებმა გაიხსენეს, რომ იმ საღამოს, როდესაც ტანკები დაიძრნენ ქალაქის გასანადგურებლად, მოულოდნელად ქალის კივილი და შეძახილი შემოესმათ. მათ წინაშე გაჩნდა მბრწყინავ ღრუბელში გახვეული წარმოუდგენლად დიდებული ქალი, რომელსაც მკაცრი გარეგნობა ჰქონდა. მაღლა ხელაწეული, თითქოს ანიშნებდა, გზა აღარ გაეგრძელებინათ. და ტანკებიც გაშეშდნენ.

***
შემდეგ მოვილოცეთ ღვთისმშობელი "პელაგია" და დავლიას მონასტერი - "იერუსალიმი". Pპარნასოს აღმოსავლეთით, 900 მ სიმაღლეზე დგას დავლიელთა უსაყვარლესი ტაძარი "იერუსალიმი". ის XI საუკუნისაა. მკვლევართა აზრით, პარნასოს ჩრდილოეთით, მთის ძირიდან ელატიამდე, განსაკუთრებული სიყვარულით იყო გავრცელებული იერუსალიმის სახელწოდებები და ამიტომაც ეწოდა მონასტერს "იერუსალიმი".

ძველ ელატიაში 1884 წელს არქეოლოგებმა მიაკვლიეს ქვას, რომელზეც იესო ქრისტე იჯდა კანაში გამართულ ქორწილში. მონასტერში მოვიკითხეთ ქვა. გვითხრეს, - ეს მამათა მონასტერი იყო, მერე გადაკეთდა დედათა მონასტრად და დედებს ქვა აქ აღარ დახვედრიათო.

მონასტრის მრევლმა, ქალბატონმა მარია კოზმიტიმ ხალისით და სიყვარულით მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მონატერში მოკლე დროით იცხოვრა ღირსმოწამე იერუსალიმმა თავის სამ ვაჟთან - სეკენდიკოსთან, სეკენდოსთან და კიგოროსთან ერთად. მერე მკაცრი ჰავის გამო გადაინაცვლეს უფრო ჩრდილოეთით. ურჯულოებმა მის თვალწინ მოჰკვეთეს თავი სამივე ვაჟიშვილს და შემდეგ მასაცო. მონასტერი 23 აგვისტოს ზეიმობს წმინდანის ხსენების დღეს.

მონასტრეში დაბრძანებულია წმინდა ნაწილები: წმინდა არტემის, წმინდა ფოტინის, წმინდა რაფაელის, წმინდა ნექტარიოსის, წმინდა პარასკევას, წმინდა ლუკა კრიმეას არქიეპისკოპოსის, წმინდა ხარლამპის, წმინდა ნიკიფორეს თავის ქალა, წმინდა დიონისესი, კორინთოს არქიეპისკოპოსისა.

ღირსი ლუკას მონასტერი
ღირსი ლუკა სტირიოტის მონასტერი მდებარეობს ელიკონას მთის ფერდობზე. მითოლოგიის თანახმად, ღმერთებმა ერთი სიკეთით სავსე ყმაწვილი მთად გადააქციეს, რომელსაც ელიკონა დაარქვეს. ღირსი ლუკას ცხოვრება გადმოგვცა უცნობმა მწერალმა და ასახავს არა მარტო წმინდანის მშფოთვარე ყოფას, არამედ მაშინდელი ეპოქის რელიგიურ და პოლიტიკურ მდგომარეობას.Dწმინდანის ცხოვრება და მოღვაწეობა დაიწერა 962 წელს, ასკეტის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ და ეყრდნობა ზუსტ ინფორმაციას.

ღირსი ლუკა 896 წელს, დელფუსის მახლობელ ქალაქ კასტრში დაიბადა. იგი დიდი ოჯახის მესამე შვილი იყო. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სიკეთით, შეძლებისამებრ ეხმარებოდა ღარიბებს. ბავშვობიდანვე მუხლჩაუხრელად შრომობდა და ამიტომ საფუძვლიანი განათლება ვერ მიიღო.

ბავშვი იყო, როცა თესალიისკენ წავიდა ბერული ცხოვრების მადლის მისაღებად. ჯარისკაცებმა დაიჭირეს და დააპატიმრეს - გაქცეული მონა ეგონათ. ბერული ცხოვრების მაძიებელს თავს კიდევ ბევრი რამ გადახდა. ბოლოს იოანის მთაზე დაიდო ბინა, როგორც მეუდაბნოემ. ამ ქვეყანასთან დაშორებამ მისი გული გამკაცრების მაგივრად უფრო მეტი სიყვარულით აავსო. სადაც არ უნდა დაბინავებულიყო, ყველგან მიწას ამუშავებდა, ჭირნახულს გაჭირვებულებს ურიგებდა.

მერე ბულგარელების მიერ ხალხის შევიწროება, ძარცვა ვერ აიტანა და ზემენოში წავიდა მესვეტე ბერთან. იქ დაახლოებით 19 წელი იმსახურა. მოგვიანებით კორინთოში მოწამე პროკოფისთან მივიდა. როდესაც ბარბაროსების ბატონობა დასრულდა, ღირსმა ლუკამ ძველი სტირიდას სიახლოვეს გადაინაცვლა. თავმდაბალმა, უბრალომ და სუფთა გულის პატრონმა 56 წლის ასაკში 953 წელს ელიკონას ფერდობზე დაასრულა სიცოცხლე. იქ, სადაც წმინდანი მოღვაწეობდა, მისი სულიერი შვილის შემწეობით წმინდა ბარბარეს სახელობის პატარა ეკლესია აშენდა. მონასტრის მოწყობაზე ღირსი ლუკას სულიერმა შვილებმა მისი გარდაცვალების შემდეგ იზრუნეს.

ღირსი ლუკას მონასტერიც ბევრჯერ გაიძარცვა, მაგრამ მის ათასწლოვან ცხოვრებაში ყველაზე დიდი ძარცვა ღირსი ლუკას წმინდა ნაწილების გატაცება იყო. წმინდა ნაწილებმა დიდხანს იმოგზაურეს და საბოლოოდ ისევ საბერძნეთში დაბრუნდნენ.

წმინდანის ხსენების დღე 7 თებერვალია.

მონასტერში გიდობა გაგვიწია ბატონმა ტასოსმა. მოგვატარა ყოველი კუთხე-კუნჭული. გვითხრა, რომ წმინდანი თავიდან აქ იყო დაკრძალული. ყურადღება მიგვაქცევინა ურჯულოების მიერ თვალებდათხრილ ფრესკებზე... ისიც გვითხრა, რომ ამ სვეტებზე ადრე დემონური ძალებით შეპყრობილებს ჯაჭვებით აბამდნენ და მერე გამოჯანმრთელებულები მიჰყავდათ შინ.

ღვთისმშობელი "პელაგია"
ღვთისმშობლის შობის სახელზე აგებული მონატერი "პელაგია" ვიოტიას ორხომენოშია. მონასტრის სახელს უკავშირებენ რომაელ პელაგიას, რომელიც გადაურჩა ზღვის აზვირთებულ ტალღებს, მოექცა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და პლოუს მთაზე მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა.

მონასტერში ერთ-ერთმა მონაზონმა გვითხრა, რომ მათ ხშირად სტუმრობენ ქართველი ღვთისმსახურები.

მრავალი სასწაული აქვს მოხდენილი ღვთისმშობელ "პელაგიას". ერთ-ერთი 2004 წლის 8 აგვისტოს მოხდა.

"მე ვარ კოსტა პისინიდი, მცხოვრები ვიოტიას ორხომენოში. 2003 წლის 22 ივნისს დილით გავედი მამულში ელექტროფრეზით მიწის დასამუშავებლად. უბედურება შეემთხვა. ელექტროფრეზმა ჩამითრია და ყელი ხორხამდე გადამიჭრა, მხარ-ბეჭი დამიმსხვრია. ორ ნაწილად გადამიმსხვრია ხელი, მარცხენა ბარძაყი ძვლამდე გამიგლიჯა და შემდეგ უცნაურად უცებ გაჩერდა. ჩემი მეუღლის ყვირილზე მოცვივდნენ მეზობლები, მაგრამ რას მიშველიდნენ - ფრეზას დანები ყელში მქონდა გაყრილი. გამოიძახეს მეხანძრეები და სასწრაფო დახმარება, რომლებიც დაახლოებით ერთ საათში მოვიდნენ. მიუხედავად ასეთი ტრავმისა, სისხლდენა მთლიანად შემიწყდა. მეხანძრეებმა გადაჭრეს ფრეზა და გამათავისუფლეს.

ჯერ ლივადიას საავადმყოფოში გადამიყვანეს, შემდეგ ათენის ტრავმატოლოგიურში, სადაც ექიმებს არ სჯეროდათ, რომ ასეთი ტრავმის მიუხედავად ცოცხალი ვიყავი. ერთმა ექიმმა თქვა: "ყველას ჰყავს ერთი წმინდანი, რომელიც იფარავს, შენ მთელი ეკლესია გყოლია მფარველადო". მაშინ დავფიქრდი, რომ ის დღე, როდესაც ეს მოხდა, ყოველთა წმიდათა ხსენების დღე იყო. უფლის დახმარებით ორი თვის შემდეგ დავბრუნდი შინ. საავადმყოფოში ერთი წელი ვიტარებდი ფიზიოთერაპიას და ელექტროთერაპიას.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ შემიპყრო მელანქოლიამ. არ ვიცოდი, რა მინდოდა, რას ვითხოვდი, ყველას ბრალს ვდებდი.

ზუსტად იმ დროს ჩამივარდა ხელში ბროშურა - წმინდა მონასტრის, "პელაგიას" ისტორია. გამიჩნდა ძლიერი სურვილი მისი მოლოცვისა. შემეძლო ფრთხილად ავტომობილის მართვა. 2004 წლის 8 აგვისტოს, კვირა დღეს, ჩავჯექი მანქანაში და შინიდან გავიპარე. მონასტერში რომ მივედი, ცისკრის ლოცვა დასრულებული იყო. ჩამოვჯექი და ერთი საათი მაინც ვაკვირდებოდი ეკლესიას. მცირე ხნით გარეთ გავედი. მონაზონი გამომყვა. შევხედე, მორჩილის სამოსი ეცვა და სახე უბრწყინავდა, უჩვეულოდ ლამაზი იყო. ტვინში ეშმაკეულმა ფიქრმაც გამიელვა. თითქოს ფიქრს მიმიხვდა, შემობრუნდა და გამიღიმა ისე მრავალმნიშვნელოვნად, რომ შემრცხვა კიდეც.

მე მთისკენ გავაგრძელე გზა, მონაზონი ბაღისკენ წავიდა, უკან მობრუნებული შევჩერდი ერთ პატარა ხესთან. დავინახე, მონაზონი ჩემკენ წამოვიდა, ხელში ორი საზამთრო ეჭირა. მთხოვა, საზამთროები ეკლესიამდე მიმატანინეო. დავთანხმდი და მარცხენა ხელი გავუწოდე. მან კი - მარჯვენა ხელით გამომართვიო. ვუთხარი, მტკივა-მეთქი. არა უშავს, როგორც მოახერხებ, ისე მომეხმარეო. ორივე ხელში მომაწოდა საზამთროები. საშინელმა ტკივილმა დამიარა, წამოვიყვირე, გრძნობა დავკარგე და ძირს დავეცი.

ხალხი შემომეხვია. გონს მოსულმა შევნიშნე, რომ აღარც მონაზონი ჩანდა, აღარც საზამთროები და ბაღი. მათ კი, გიჟად რომ არ ჩავეთვალე, ვუთხარი, თავბრუ დამეხვა-მეთქი. მერე ნელ-ნელა გავაგრძელე გზა მონასტრისკენ, ყველას ვაკვირდებოდი, მაგრამ არავინ ჰგავდა იმ მონაზონს. საშინელი ტკივილი კი გრძელდებოდა.

ჩავჯექი მანქანაში და შინ დავბრუნდი. ვფიქრობდი, არასწორი ფიქრის გამო დავისაჯე-მეთქი. არ ვიცოდი, როგორ მეთქვა ეს ოჯახის წევრებისთვის. ნახევრად მძინარეს ისევ გამომეცხადა ის მონაზონი და მითხრა: - ნუ გეშინია, ხელი კარგად გექნება, ორი წლის შემდეგ კვლავ მოხვალ მოსალოცად და აღმოაჩენ იმას, რაც დღეს ნახეო. იმ წამიდან გამიარა ტკივილმა და ხელიც ავამოძრავე.

ათი დღის შემდეგ საექიმო კომისიაზე უნდა გავსულიყავი. ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ. ხელსაწყო უჩვენებდა, რომ კუნთები განადგურებული იყო, მაგრამ ხელს ჩვეულებრივ ვამოძრავებდი. ექიმს ავუხსენი, რაც მოხდა. მითხრა, ეს მხოლოდ ღვთის სასწაულის შედეგიაო.

მინდოდა მადლიერი ვყოფილიყავი უფლისა და ამიტომ გამიჩნდა ძლიერი სურვილი, გალობა მესწავლა. უფლის დახმარებით გავხდი მგალობელი".

ღვთისმშობელი "ფანერომენი" ხილიომოდიეში
"ფანერომენის" ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია-მონასტრები საბერძნეთში საკმაოდ ბევრია. კორინთოს ახლოს, ხილიომოდიეში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი და უძველესი ხატი ბრძანდება.

მთის წვერზე ულამაზესი წმინდა ადგილია. თავიდან აქ მამათა მონასტერი ყოფილა, ხოლო 1949 წლიდან დედათა მონასტერი დაფუძნდა. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ახალი მონასტრის ახლოს იყო უძველესი ქრისტიანული ტაძარი, რომელსაც ალბათ ეკუთვნოდა ეს ისტორიული ხატი. არავითარი ცნობა არ არის აქ ეკლესიის არსებობის და განადგურების შესახებ.

ხატის გამოჩენის ისტორია კი ასეთია: ახლანდელი მონასტრიდან მოშორებით, მთაზე თვალისთვის შეუმჩნეველი და ძნელადმისადგომი გამოქვაბულია. ერთ დღეს იქიდან მწყემსებს გალობის ხმა მოესმათ, რომელიც სიხარულის და სიყვარულის მომგვრელი იყო. გახარებული მწყემსები დაინტერესდნენ, რა ხდებოდა და დიდი საშიშროების მიუხედავად გამოქვაბულამდე ავიდნენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა იქ მხოლოდ ღვთისმშობლის ხატი დაუხვდათ, რომელიც ახალდაწერილს ჰგავდა. თუ როგორ ან როდის გაჩნდა ხატი ამ ყოვლად მიუდგომელ გამოქვაბულში, არავინ იცის. დედა ღვთისამ ასეთნაირად ისურვა თავისი ხატის გამოჩენა და ამიტომაც უწოდებენ ხატს "ფანერომენი". "ფანი" - გამოჩენას ნიშნავს. X საუკუნეში იქვე აუშენებიათ ძველი მონასტერი.

ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის წყალობით, მონასტერი უდიდეს უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობდა. მათ შორის ზეთის ხილის ბაღებს, ვენახებს, სახნავ-სათეს მიწებს, ათასობით ცხვარ-ძროხას, ასობით სკას, წყლის წისქვილებს... სარდაფში ნაპოვნია ღვინის კასრი, აქვე ყოფილა ზეთის სახდელი. ყოველივე ამის გამო მონასტერი ძალიან დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის როგორც სულიერ, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში. განსაკუთრებით კი "თურქოკრატიის" დროს.

საბერძნეთის ეროვნული გმირი თეოდორე კოლოკოტრონი გამორჩეულად გრძნობდა "ფანერომენის" ხატის შემწეობას თურქეთთან ბრძოლაში და ყოველი გამარჯვების შემდეგ მადლობას მხურვალე ლოცვით სწირავდა. ყოველივე ეს და სხვა მრავალი სასწაული გახდა ცნობილი თურქებისთვის და მონასტერი ააოხრეს. დარჩენილი ქონებიდან დროთა განმავლობაში ნაწილი გავერანდა, ნაწილი საჩუქრად დარიგდა, ნაწილიც გამოიყენეს ახალი ტაძრის ასაგებად.

"ფანეორომენის" ხატს აქვს მკაცრი სახე, დიდი თვალები, რომლებითაც ყველაფერს ამჩნევს. ვინც მის სახეს უყურებს, ჰგონია, რომ მხოლოდ მას უყურებს და აკვირდება.Aაურაცხელია ხატის მიერ ჩადენილი სასწაული, მათ შორის დამსჯელი ხასიათისა. ამ სტუმართმოყვარე ტაძრიდან მომლოცველს გაუმასპინძლებლად არ უშვებენ. ასე უმასპინძლეს ერთხელ მეზობელი სოფლიდან მისულს, რომელმაც წასვლისას საკვების ნაწილი მოიპარა. მონასტრიდან ცოტა გაიმანძილა და მოულოდნელად ნაბიჯი დაუმძიმდა. მაშინვე მიხვდა, ღვთისმშობელი სჯიდა. ნაქურდალი იქვე, ხის ფუღუროში დამალა. როგორც კი გაიფიქრა, სოფლიდან უკან მოვბრუნდები და ნაქურდალს დავაბრუნებო, მაშინვე იგრძნო შვება. ასეც მოიქცა და პატიება სთხოვა ღვთისმშობელს.

მონასტერში დაბრძანებულია მრავალი სიწმინდე, მათ შორისაა წმინდა პატრიარქ სოფრონ იერუსალიმელის თავის ქალა.

ზეციური დედოფლის და მისი ხატის "ფანერომენის" მფარველობა არ მოგვაკლდეს უცხო მხარეში გადმოხვეწილ ქართველებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler