დეკანოზი შიო: პაპმა, რომელიც უცხოპლანეტელების მონათვლასაც კი აპირებს, ჩვენ უნდა გვიქადაგოს ქრისტიანობა?
დეკანოზი შიო:  პაპმა, რომელიც უცხოპლანეტელების მონათვლასაც კი აპირებს, ჩვენ უნდა გვიქადაგოს ქრისტიანობა?
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
- საქართველოში საქადაგებლად ჩამოდის ცრუ პაპი, რომელიც ამბობს, რომ ჰომოსექსუალებს ბოდიში უნდა მოვუხადოთო, ასევე ამბობს, რომ არც ადამი არსებობდა და არც ევა, არც ჯოჯოხეთი არსებობს და არც სამოთხეო, უცხოპლანეტელებთან მოსაუბრე ჰალუცინირებულმა პაპმა, რომელიც უცხოპლანეტელების მონათვლასაც კი აპირებს, ჩვენ უნდა გვიქადაგოს ქრისტიანობა? ეხლა დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ გავიაზროთ - მასთან თანაზიარება საშიში და დამღუპველი იქნება. წმინდა ისიდორე პელუზიელი ბრძანებს: "მარადის შეაჩვენებდეთ პაპს, რამეთუ ყოველგვარი ბოროტების სათავეა იგი".

ასევე წმინდა იუსტინე პოპოვიჩი ბრძანებს: სამი დიდი დაცემა იცის კაცობრიობამ: ადამის, იუდას და პაპისო. ნახეთ, ეს უდიდესი წმინდა მამები როგორ გვმოძღვრავენ პაპიზმის შესახებ. მოგეხსენებათ, დღეს რომის პონტიფიკოსი იეზუიტთა ორდენის წევრია. ის გამოირჩევა სკანდალური განცხადებებით. "არც ადამი არსებობდა და არც ევა, არც ჯოჯოხეთი არსებობს და არც სამოთხე" საინტერესოა ეს სადუკეველური მიდგომა რწმენასთან. ასევე მან განაცხადა, რომ ბოდიში უნდა მოუხადოთ ჰომოსექსუალებს...მკითხველმა განსაჯოს.

წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ჯოჯოხეთი, რომ არ არსებულიყო ალბათ მას მამათმავლობა ჩაანაცვლებდაო".

არ მივიდეთ პაპის მესაზე, რომელიც პროზელიტურ ხასიათს ატარებს. მინდა გავაფრთხილო მკითხველი და ვურჩიო, რომ იქადაგონ ამის შესახებ, რომ პაპიზმი მწვალებლობაა. მოდას აყოლილი "ევროპფილები" სიხარულით გაეშურებიან პაპის მესაზე, მაგრამ მათაც მამობრივად შევახსენებ, რომ არ მივიდნენ. ხოლო ჰომოსექსუალებისთვის ჩატარებულ მესას ალბათ ისინი დაესწრებიან, რომელთაც უყვარს სოდომია და გარყვნილება. მაპატიეთ ასეთი მკაცრი განცხადებისთვის, მაგრამ პაპიზმი კაცობრიობის დაუძინებელი მტერია.
დრო გვაქვს, რომ დავფიქრდეთ. მადლითა და წყალობითა იესო ქრისტესითა, ამინ!



ბეჭდვაელფოსტა
03.10. 2016
ივერიელი
ლაოდიკიის წმ. კრება მე-6 კანონი: კანონისტის ეპისკოპოს ნიკოდიმოს მილაშის მიერ ლაოდიკიის წმ. კრების მე-6 კანონის განმარტება: "რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს" - ამბობს უფალი იესო ქრისტე (ლუკ. 11,23; მთ. 12,30), ხოლო ვინც ქრისტეს მტერია, ის მისი ეკლესიის მტერიც არის. ყოველი მწვალებელი გარეშეა ეკლესიისათვის, რაკი უარმყოფელია ქრისტიანული სარწმუნოების ამა თუ იმ საფუძვლისა. რაკი თრგუნავს გაცხადებულ ჭეშმარიტებას, მაშასადამე იმასაც, ვინც ეს ჭეშმარიტება გააცხადა, ე. ი. იესო ქრისტეს - ეკლესიის დამფუძნებელს. აქედან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთ პირს აეკრძალოს ეკლესიური ლოცვა და ის მადლი, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის საშუალებით შეუძლია ადამიანს მიიღოს; ასეთ პირს, როგორც ამას კანონი განაწესებს, უნდა აეკრძალოს ეკლესიაში შესვლა." "მწვალებლები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისი ერესის მიმდევრები არიან, არ უნდა შევიდნენ ღმერთის სახლში" და ქადაგება ზუსტადაც, რომ იყო სვეტიცხოველში პაპისტური! რჯულის კანონის მიხედვით, რომელ კანონზე დაფუძნებით შეუშვეს პაპისტების კერპი სვეტიცხოველში, თანაც ქადაგების წარმოსათქმელად?! ან რომელი კანონი გვავალდებულებს გალობითა და ოვაციებით სტუმრობა მწვალებელისა წმინდა ტაძარში?! "პაპი პაპისტებისათვის ღვთაებაა და კ ე რ პ ი ა. ამსაშინელი ცდომილების მიზეზით ღვთის მადლმა დატოვა პაპისტები; ისინი ერთგულობენ მხოლოდ თავიანთ თავსა და ს ა ტ ა ნ ა ს, რომელიც ყოველი მწვალებლობის, მათ შორის პაპიზმისაც, გამომგონებელი და მამაა. არც ერთი მწვალებლობა ასე ღიად და თავხედურად არ აცხადებს თავის გულზვიადობას, ადამიანის სასტიკ უგულებელყოფას და მის სიძულვილს.” წმ.ეგნატე ბრიაჩანინოვი თუ ის უწმინდურობა მისგან მოდის, მაშ რა ესაქმება ერეს იერარქ პაპს წმინდა ტაძარში? “კათოლიკეები როგორი გააფთრებით ექაჩებიან მართლმადიდებლებს კათოლიციზმში- დამღუპველ რწმენაში! ღმერთო, დაიფარე მართლმადიდებლობა მძვინვარე, ულმობელი კათოლიციზმისაგან, რომელშიც ყველაფერი პაპის, ი ე ზ უ ი ტ ე ბ ი ს თვითნებობას ექვემდებარება” “კათოლიკური ცხოვრების ყველა საუკუნეს წითელ ხაზად გასდევს-მართლმადიდებლობის სიძულვილი, ფანატიზმი, მართლმადიდებელთა დევნა და მკვლელობანი". ღირსი იოანე კრონშტადტელი მთელი დედამიწის შეურაცხმყოფელს რა ესაქმება სინანულისა და მოქცევის გარეშე სიწმინდეში. “ჩვენ არ მიგიღებთ თქვენ მანამ, სანამ ილაპარაკებთ, რომ სულიწმიდა გამოდის ძისაგანაც”. წმიდა გრიგოლ პალამა (+1359) " შეაჩვენებდეთ პაპს რამეთუ ყველა უწმინდურება და ბოროტება მისგან მოდის." წმ. კოზმა ეტოლიელი
30.09. 2016
1
“როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ა.წ. 30 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას ესტუმრება მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე I თანმხლებ პირებთან ერთად. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას. ამასთან, ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები და მათაც და საერთოდ ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ. შევნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენსა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის შუა საუკუნეებიდან შეწყვეტილია ლოცვით-ევქარისტიული კავშირი; და ვიდრე არსებობს დოგმატური სხვაობები, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მართლმადიდებელი მორწმუნეები არ იღებენ მონაწილეობას მათ მსახურებაში. ბუნებრივია, პაპი მესას კათოლიკებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ“.
26.09. 2016
00
სამწუხაროა,რომ ეს ჯურნალიც მძიმე მარგინალური ფანატიზმის გამშუქებელი გახდა და ვერ ინარჩუნებს სარგებლიან ტონს....ევროფილური პლეადა
24.09. 2016
-პასუხი უცხოპლანეტელების მონათვლაზე
..უცხოპლანეტელების მონათვლა,მოდი ამას უფრო სხვა სახელი დავარქვათ "დემონების მონათვლა" , ამგვარი ვარიანტი ცოტა უცნაურად ჟღერს,მაგრამ ვინც არ ერკვევა ამ საკითხში ან არ არის ჩახედული,მისთვის უცნაურად და სასაცილოდ ჟღერს. ორ რამეს ვიტყოდი:1-ესაა ორიგენეს მოღვრება, სახელად "აპოკატასტასი" ჯოჯოხეთის გაუქმებისა და საბოოლოოდ ყველას ცხონების შესახებ(მათ შორის ეშმაკის გამოსწორება დამისი სიკეთისაკენ მოქცევა).-ეს მწვალებლობა დაგმობილ იქმნა, თუმცაღა ამ "სწავლების" ფუძემდებელი ფიქრობდა მოცემულ საკითხზე და ის აგრძელებდა თავის მოძღვრებას შემდეგ ნაირად:"ქრისტე მეორედაც მოვა და ჯვარს ეცმევა დემონების სულის გამოსახსნელად"-ეს სწავლება რა თქმა უნდა აკრძალეს,მაგრამ თუ სხვანაირად შევხედავთ არსებულ პრობლემას("დემონების მოქცევას") -პაპმა მათი მონათვლა გადაწყვიტა-ორიგენესაგან განსხვავებით......თუმცა ეს ყველაფერი სრული აბსურდია,რადგან ის აკრძალული,წარმართული სწავლებაც კია ,რომელსაც თავის დროზე ელინი ფილოსოფოსები განსხვავებულად აყალიბებდნენ,ხოლო ორიგენეს მამა კი წარჩინებული "ელინის" ოჯახში იყო დაბადებული და მისთვის ანტიკური ფილოსოფია კარგად იყო ცნობილი
24.09. 2016
ვიღაც
მტკიცედ დგომას ვუსურვებ პირველ რიგში ჩემს თავს და სრულიად სამართლმადიდებლოს!
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler