ადამიანმა უნდა იღვაწოს, რომ სარგებელი მოუტანოს საკუთარ სულსა და ხორცს
ადამიანმა უნდა იღვაწოს, რომ სარგებელი მოუტანოს საკუთარ სულსა და ხორცს
საბერძნეთში მოგზაურობამ ძალიან ბევრი რამ შემძინა. უპირველესად რწმენა, ღვთისა და მოყვასის სიყვარული გამიძლიერა და საუკეთესო ადამიანებს დამაახლოვა. მამა აბიბოსის ლოცვა-კურთხევით, მართლაც ღვთისნიერი და ჭეშმარიტად მორწმუნე ქართველები გავიცანი, მათ შორის ვარლამ ხვიჩია. იგი წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძრის სტიქაროსანი და მედავითნეა და ბევრი ქართველის ჭეშმარიტ გზაზე დამყენებელიც. ვარლამი ამჟამად ათენის უნივერსიტეტში ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობს. ასევე ეუფლება ხატწერას და გალობას. როცა ვკითხე, მომავალში რას აპირებ-მეთქი, მიპასუხა, - ყველაფერი ღვთის ნებააო. მამა აბიბოსის ლოცვა-კურთხევა კი მას ღვთის ნებას აუწყებს. ბევრი ქება რომ აღარ გამომივიდეს, უმჯობესია თავად ვარლამს მოვუსმინოთ.

- თქვენი ნებართვით, საუბრის დასაწყისში მინდა შობა-ახალი წელი მივულოცო სრულიად საქართველოს, "კარიბჭის" რედაქციას და მის ერთგულ მკითხველს. დამდეგი წელი ყოფილიყოს ბედნიერების, სიხარულის და საქართველოს გაბრწყინების წელიწადი.

ჩემი საბერძნეთში ჩამოსვლა მართლაც ძალიან დიდი სასწაულია. ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლ "ქუთაისის" მსახიობ-მოცეკვავე საბერძნეთში გასტროლებზე ჩამოვედი. საქართველოში დაბრუნების წინ გადავწყვიტე აქ დარჩენა და ოჯახის დახმარება. დავიწყე მუშაობა. ღვთის წყალობით, გავიცანი მამა აბიბოსი, ჩემი სულიერი მოძღვარი. მართალია, საქართველოშიც დავდიოდი ეკლესიაში, ვიყავი აღმსარებელი, მაზიარებელი, მაგრამ ალბათ მთავარი მაკლდა - სულიერი მოძღვარი. ძალიან ბევრი პირველი სულიერი ნაბიჯი გადავდგი საბერძნეთში - პირველად აქ შევხვდი უწმინდესს, გავხდი სტიქაროსანი და პირველად შევედი საკურთხეველში. ჩემი მოძღვრისგან უკეთ ვისწავლე უწმინდესის, ეკლესიის, სამშობლოს სიყვარული. ჩემი მოძღვრის დახმარებით და უწმინდესთან მეუფე კალისტრატეს შუამდგომლობით, ჩავაბარე ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. საბერძნეთში რომ არ ჩამოვსულიყავი, ალბათ ვერ მოვხვდებოდი ათონის წმინდა მთაზე. ღვთის წყალობით ეს ოცნებაც ავიხდინე - შეძლებისდაგვარად ხშირი სტუმარი ვარ ათონის მთისა. ბოლო წლებში მამა აბიბოსის ლოცვა-კურთხევით და მასთან ერთად საქართველოში მოვილოცე არაერთი ეკლესია-მონასტერი, მათ შორის ბეთანიის, წალკის მონასტრები (სადაც კალმახებია), არქიმანდრიტ ანდრიას (ტარიადისის) დახმარებით მოვილოცე ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაც. როდესაც საქართველოში ათონელი მამები ბრძანდებოდნენ, მათთან ერთად მოვილოცე თბილისის, მისი შემოგარენის და ახალციხის ეპარქიის ეკლესია-მონასტრები. რამდენიმე დღე საფარაში დავრჩი, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როცა მამა აბიბოსთან ერთად ჩამოვდივარ საქართველოში, მაქვს ბედნიერება, საპატრიარქოში დავესწრო უწმინდესის ლოცვას. ქუთაისში დიდი სიხარულით ვესწრები სამეუფო ღვთისმსახურებას წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში. მეუფე კალისტრატესთან წირვა-ლოცვაზე დგომა დიდ ბედნიერებას მგვრის. მეუფე უაღრესად მლოცველი და დაუღლელია.

მამა აბიბოსი რომ არა, შეიძლება ვყოფილიყავი ეკლესიური, მაგრამ ბევრი ჩვენი თანამემამულის მსგავსად წინ დამეყენებინა მატერიალური კეთილდღეობა. საბერძნეთში ჩემი დარჩენის მიზეზიც ხომ ეს იყო! ღვთის წყალობით, ჩემი ცხოვრება ღვთით წარიმართა და მატერიალურმა უკან გადაიწია. მოთხოვნილებად მექცა ეკლესიური ცხოვრება და უფალთან მეტი სიახლოვე.

ქართველები ძირითადად ვიკრიბებით ათენში, ახარნონის ქუჩაზე მდებარე წმინდა პანტელეიმონის ტაძარში. მადლობა ღმერთს და მადლობა საბერძნეთის მთავარეპისკოპოს ქრისტოდულოსს (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული), რომელმაც საქართველოს საპატრიარქოს ნება დართო თვეში ერთხელ ქართული წირვის ჩატარებისა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმსახურებას აღასრულებს ორი მოძღვარი - არქიმანდრიტი აბიბოსი (ტარიადისი) და სქემიღუმენი სინესი (მამა თეიმურაზ კალანდაძე), რომლებიც ძალიან ბევრს ზრუნავენ საბერძნეთში დროებით მყოფ ქართველებზე.

ბევრ ქართველთან მაქვს ურთიერთობა. სულიერად უჭირთ, რადგან მოძღვრის და ეკლესიის გარეშე ცხოვრობენ, შესაბამისად, სულიერ შიმშილს განიცდიან. მართალია, მატერიალურ მდგომარეობას მცირედ იუმჯობესებენ, მაგრამ დამეთანხმებით, რომ სულიერი დახმარება ეკლესიის გარეშე შეუძლებელია. ჩემს მოძღვართან ვინც დადის, ვიცი, რომ ისინი ძალიან დიდ ნუგეშს იღებენ. მინახავს, სასოწარკვეთილებამდე მისულთ ეკლესიაში, მამა აბიბოსთან მოსვლის შემდეგ, მცირე დროში სულში სიხარული და მომავლის რწმენა, იმედი დამკვიდრებიათ. ბევრმა საბერძნეთში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. ეს, რა თქმა უნდა, დიდი წარმატებაა მათი და ჩვენი მოძღვრისა.

წმინდა პანტელეიმონის ტაძარში მართლაც მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლობა იკრიბება. აქ მსახურობენ ბერძენი, ქართველი, უკრაინელი, რუმინელი, მოლდოველი და სერბი მამები. გვყავს აფრიკელი დიაკვანიც. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის წმინდა პანტელეიმონის ტაძრის ყოფილ წინამძღვარს მამა პროკოფის, ამჟამად ის კერნიცის ეპისკოპოსია. როდესაც ტაძარში ბევრი უცხოელი მოძღვარია, შესაბამისად, უცხოელი მრევლიც მრავლადაა. მამა პროკოფი ცდილობდა ყველა ენაზე წარმოეთქვა მრევლის წინაშე - "ქრისტე აღსდგა!" მრევლისგან იყო პასუხი - "ჭეშმარიტად აღსდგა!" ყოველი ადამიანი დედაენაზე ამბობდა ამ სიტყვებს.

KARIBCHEწმინდა პანტელეიმონის ტაძარში დაბრძანებულია საქართველოდან ჩამობრძანებული წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის ხატები, მაცხოვრის ჯვარცმა. როდესაც მეუფე პროკოფი საქართველოში ბრძანდებოდა, მოილოცა წმინდა შიო მღვიმელის მონასტერი. იქ ისეთი დიდი მადლი შეიგრძნო, რომ წმინდა პანტელეიმონის ტაძარში წმინდა შიოს პატივსაცემად წმინდა მამის ფრესკა დაახატვინა. ეს მართლაც დიდად სასიხარულოა. შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარმა მეუფე პროკოფის უსახსოვრა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი და მამა აბიბოსის დახმარებით ჩამოაბრძანეს საბერძნეთში. ეს ხატიც წმინდა პანტელეიმონის ტაძარშია დაბრძანებული და ქართველ მრევლთან ერთად ბერძნებიც სთხოვენ შეწევნას. მეუფე პროკოფის შეწევნით, კარიბჭის ივერიის ღვთისმშობლის ხატი ცენტრალურ ანალოგიაზეა დაბრძანებული და მრევლი მის წინაშე ლოცულობს.

- შენი აზრით, რით განსხვავდება საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესია-მონასტრები?

- განსხვავება მხოლოდ ენაშია. ათონის მთაზე ხშირად უთქვამთ მამებს - ჩვენ ვართ ერთი და განსხვავება არის ენაო. აშკარად იგრძნობა მატერიალური განსხვავებაც. საბერძნეთში ყველა მონასტერს აქვს საკუთარი ფინანსები. აქ მხოლოდ საღვთო მოშურნეობაზე, მოღვაწეობასა და წინამძღვრის მორჩილების აღსრულებაზე ფიქრობენ.

როცა ყველას სძინავს, მაშინ იღვიძებენ ათონელი მამები და იწყებენ ლოცვას. მათი ღვაწლი და მოშურნეობა იწყება ბიზანტიური დროით 5-6 საათზე. ბიზანტიური დრო 4 საათით უსწრებს წინ საბერძნეთისას ანუ საბერძნეთის დროით ლოცვა 1-2 საათზე იწყება. ათონის მთაზე ყველა მონასტერს თავისი ტიპიკონი აქვს. მის შესრულებას სხვადასხვა დროს იწყებენ - 2-დან 4 საათამდე. ლოცვა 4-5 საათს გრძელდება, რასაც მოსდევს ღვთისმშობლის პარაკლისი. შემდეგ მონასტრის საძმო და მომლოცველები ერთად ტრაპეზობენ. ნატრაპეზევს მონასტრის ყველა წევრი ასრულებს თავის მორჩილებას. როცა მონასტერში ჩავდივარ, მამებს სატრაპეზოში ვეხმარები. ამით ვცდილობ, მათგან მივიღო ლოცვა-კურთხევა და გავძლიერდე რწმენაში.

- აქაური ცხოვრების სტილი იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანმა ეკლესიურად შეძლოს ცხოვრება?

- საბერძნეთში სახელმწიფო რელიგია მართლმადიდებლობაა. აქ არის ათონის წმინდა მთა. მათე მოციქულმა თავისი სახარება თავადვე გადათარგმნა ბერძნულ ენაზე. პავლე მოციქულმა თავის დაარსებულ საბერძნეთის პირველ ეკლესიებს მიმართა ეპისტოლეებით - კორინთელთა (ორი ეპისტოლე), თესალონიკელთა (ორი ეპისტოლე) მიმართ საკითხავით. ასევე წმინდა იოანე მახარებელმა საბერძნეთში კუნძულ პატმოსზე დაწერა გამოცხადება.

საბერძნეთში საცდური ბევრია, მაგრამ არის იმის პირობაც, რომ ადამიანმა ეკლესიურად იცხოვროს. თუკი ადამიანი ეძებს საცდურს, ყველგან ნახავს. მამა აბიბოსი გვარიგებს, რომ ჩვენი თავი იმ ფუტკარს შევადაროთ, რომელიც დიდი შრომის ფასად ათეულ კილომეტრზე ეძიებს ნექტარს და მოიპოვებს. ადამიანმა უნდა იღვაწოს, რომ სარგებელი მოუტანოს საკუთარ სულსა და ხორცს. საბერძნეთის ეკლესია-მონასტრები მდიდარია სიწმინდეებით და ყველა მომლოცველს შეუძლია მიეახლოს და თაყვანი სცეს წმინდა ნაწილებს, მათგან დიდი ნუგეში და წყალობა მიიღოს. ღმერთს ვთხოვ, რომ წმინდა მამათა ლოცვითა და მადლით, ჩვენი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ჩვენი მოძღვრების ლოცვით, ღვთისმშობლის მეოხებით შეგვეწიოს უფალი, დაგვიცვას, დაგვიფაროს ბოროტისაგან და გაგვიმთლიანოს საყვარელი სამშობლო.
ბეჭდვაელფოსტა
29.06. 2019
მადონა თედორაძე
რომ არა წმინდა პანტელეიმონის ტაძარი, რომ არა მამა აბიბოსი და ქართველი მოძღვრები (ისე, ცნობისათვის, ვარლამ ხვიჩია დღეს უკვე მამა ნიკოლოზია, ბერად შემდგარი), რომ არა სარწმუნოებასთან დაახლოება მათი დახმარებით, მე პირადად, არ ვიცი, როგორ გადავიტანდი... თითოს სამშობლო იქ გვეგულებაო- "ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი აღესრულების" აქ გამართლდა ეს ნათქვამი გიორგი მერჩულისა.
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler