ამხელა ცა არც ერთ სოფელს არ აქვს
ამხელა ცა არც ერთ სოფელს არ აქვს
20 იანვარს ქალბატონ თამარს 102 წელი შეუსრულდება
სილამაზისა და გარეგნული მომხიბვლელობის გარდა სოფელი სიმონეთი ბევრი რამით იზიდავს მიმსვლელს. სიმონეთელებმა კარგად იციან თავიანთი სოფლის ფასი და იმასაც კი იჩემებენ, ამხელა ცა არც ერთ სოფელს არ აქვსო.

ამჯერად ამ უზრმაზარი სოფლის პატარა უბან სათემოში მივიჩქაროდი უხუცესი ქალბატონის თამარ კლდიაშვილის მოსანახულებლად. ოთხი ვაჟისა და ერთი ქალიშვილის დედა 14 შვილიშვილისა და 10 შვილთაშვილის პატრონია. დასაოჯახებელი შვილიშვილებისგან კიდევ ელის ბადიშებს. თვითონაც მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. მისი მეუღლის პართენ ღვინეფაძის ოჯახში 9 და-ძმა იზრდებოდა. თამარი, ძველი ქართული ჩვეულებისამებრ, უმცროსი ვაჟის, ბეჟანის, ოჯახში ცხოვრობს. რძალს, ნათელას, ემადლიერება - "მაგათით მიდგას სული, ყურადღება მეტი აღარ შეიძლებაო".

"სახელგანთქმული მამა მყავდა, წმინდა გიორგის სახელობის უძველესი ეკლესიის დიაკონი. მამა, რა თქმა უნდა, ხშირად მაზიარებდა. კი აღარ მახსოვს, ბოლოს როდის ვეზიარე...

წმინდა გიორგის ეკლესიაში იმარხებოდნენ სამეფო გვარეულობის შთამომავლებიც. წინათ ეს ეკლესია კიდევ უფრო მაღლა, შინდოვანის მთის წვერზე ყოფილა აგებული, მისი ნანგრევები ახლაც არის შემორჩენილი. ხალხი რომ გამრავლებულა, თანდათან ქვემოთ ჩამოუნაცვლებია და ერთი სოფლის ადგილას რამდენიმე მოზრდილი სოფელი გაჩენილა. მათგან ორ სოფელს ისევ სიმონეთი ჰქვია, ოღონდ გასარჩევად წინ დაერთვის "ზედა" და "ქვედა". სიმონეთის ძველი უბანია სათემოს უბანიც. კარგი ქუჩა იყო ჩვენი ქუჩა, სახელგანთქმული, ღირსეული ხალხი ცხოვრობდა.

ჩემი ქმარი პართენ ღვინეფაძე და მისი ძმები ნესტორი, პროკლე, ვიქტორი, მიხალო და ნიკოლოზი მგალობლები იყვნენ. პართენს პირველი ხმა ჰქონდა, იმას მიჰყავდა გალობა, ვიქტორს - დიდებული ბანი... კომუნისტებმა ეკლესიიდან მღვდლები რომ გაყარეს და წირვა-ლოცვა შეწყდა, მგალობელ ძმებს საბჭოთა ოლიმპიადებზე ამღერებდნენ. ეთაკილებოდათ, მაგრამ რა ექნათ, უარის თქმა არ შეიძლებოდა.

სიმდიდრით არ გამოვირჩეოდით ("შემოდგომის აზნაურებს" გვეძახდნენ), თუმცა სტუმარი არ გვაკლდა - ერთი წავიდოდა, მეორე მოდიოდა. ჩვენი სტუმარი მთელი ქუჩის სტუმარი იყო. იწყებოდა გადაპატიჟ-გადმოპატიჟება. ხარობდნენ პატარებიც. ჩვენი ქუჩიდან სულ სიმღერის ხმა ისმოდა.

დღეს რა კარგი დღე გამითენდა! თქვენმა გულმა იხარა ჩემი მონახულებისთვის! ძველი ამბების გახსენებამ გული დამიამა.

სიმონეთში ბევრ სხვა გვართან ერთად ღვინეფაძეები, ხაჭაპურიძეები, ქათამაძეები, მამალაძეები ცხოვრობენ. ამ გვარების ხალხს სუფრა სულ გაშლილი რომ ჰქონოდა, რა გასაკვირია", - ღიმილით ამბობს ქალბატონი თამარი.

20 იანვარს მას 102 წელი უსრულდება. შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები თავს მოიყრიან. ხმა და სმენა, ღვთის წყალობით, არ აკლიათ და თავიანთი სიმღერით მოხუცსაც გაახარებენ. იმ დროს მოიგონებენ, როცა სოფელი სავსე იყო, დუღდა და გადმოდუღდა.

სიმონეთში სასიხარულო ამბავი დამხვდა - სათემოს უბნის წლობით მიტოვებულ, კომუნისტებისგან იავარქმნილ ეკლესიას სოფლის ახალგაზრდები აღადგენენ თავიანთი ძალებით. მათ ტიტე სამანიშვილი თაოსნობს (ეკლესია ვინმე სამანიშვილის აშენებული ყოფილა). თეთრი ქათქათა თლილი ქვები, რითაც ეკლესია იყო აგებული, დაუზიანებელი და მშენებლობისთვის ვარგისია, მცირეოდენი მასალის დამატება სჭირდება, რაშიც სოფლის დეპუტატი ბუცხრიკიძე გვეხმარებაო, - მითხრა ტიტემ. მაცხოვრის სახელობის ეკლესია მოხატული და ხატებით გამშვენებული იყო. შემორჩენილია ღვთისადმი ჩვენი დიდი მეოხების მთავარმოწამეთა დავითისა და კონსტანტინე არგვეთის ერისთავების ხატი, რომელსაც სათუთად ინახავენ სათემოსუბნელები და აღდგენილ ტაძარში დააბრძანებენ. მართალია, ახლა სოფელი სანახევროდ დაცლილია, გულსაკლავად იცქირებიან მიტოვებული სახლები, მაგრამ ღვთის წყალობით როგორც ტაძარი შენდება, სოფელიც ისევ აღორძინდება.

ამ ეკლესიაში ბოლოს სოფლის მკვიდრი პართენ ჭუმბურიძე წირავდა. ის ეკლესიის გვერდით, მღვდლის საკადრის გაშლილ ეზოში სახლობდა. მღვდელ პართენის ოჯახი უშვილო იყო. მისი მეუღლის ოლღა აბაშიძის (მწერალ გრიგოლ აბაშიძის და) წყალობით ბავშვები ხშირად სტუმრობდნენ. ოლღა უმასპინძლდებოდა, კოკრებს უცხობდა პატარებს. ახლო მეზობლის პატარა გოგონა ჰყავდა განსაკუთრებით შეჩვეული.

მღვდლის კარ-მიდამოს ახლა მისი ძმისშვილი თამაზ ჭუმბურიძე უვლის და ზაფხულობით ოჯახთან ერთად აცოცხლებს იქაურობას.

სიმონეთის სახელის წარმომავლობის შესახებ ადგილობრივი სკოლის მასწავლებლის ნოდარ აბულაძისგან შევიტყვე: როგორც ცნობილია, სიმონ კანანელმა ქრისტიანობის ქადაგება აჭარიდან დაიწყო. მაშინ იქ გაჩენილა სოფელი სიმონეთი. იქიდან წამოსულებს იმერეთში გაუშენებიათ სოფელი სიმონეთი. ნაწილი მოსახლეობისა, რომელმაც ქრისტე არ იწამა, ინეგოლის იქით (თურქეთში) გადასულა, დასახლებულან და თავისი სოფლისთვის სიმონეთი უწოდებიათ, თუმცა ქრისტიანობა არ მიუღიათ.

პოეტმა ფრიდონ ხალვაშმა ლექსით გვამცნო მათ შესახებ:

"ერთი ვიყავ,
დღეს ქვეყნად სამი სიმონეთი ვართ".

ბატონმა ნოდარმა ისიც მიამბო, როგორ გამოთალეს სიმონეთელებმა უზარმაზარი ქვის ჯვარი და აჭარის სიმონეთში წააბრძანეს, იქიდან კი აჭარლებმა აკვანი გამოატანეს - იმ ბავშვის ოჯახისთვის გადასაცემად, ვინც პირველი დაიბადებოდა იმ თვეში.

ქალბატონ თამარს გამომშვიდობებისას ვკითხე, ასეთი შრომისმოყვარე, მუხლმოუღლელი ქალბატონი ლოგინში როგორ ძლებთ-მეთქი. გულმა მომთხოვა და მივყვები, აბა, რა ვქნაო, - მშვიდად მიპასუხა. მშვიდობა ნუ მოუშალოს ღმერთმა!

მოამზადა
ნათული კეშელავამ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler