მთელი გულისყური სულიერებაზე უნდა გადავიტანოთ
მთელი გულისყური სულიერებაზე უნდა გადავიტანოთ
ამერიკას მხოლოდ 14 წმინდანი ჰყავს
მამა პეტრე ყრუაშვილი ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართულ სამრევლოში, ფილადელფიის წმინდა გიორგის, ვაშინგტონის წმინდა თამარ მეფისა და პენსილვანიის შტატში მდებარე წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრებში წირავს. უწმინდესისა და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, რომელიც ამერიკისა და კანადის ქართულ სამრევლოს უძღვება, უკვე რვა თვეა, მამა პეტრე უცხოეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს სულიერად აპურებს.

- ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ადრე მამა ალექსანდრე თანდილაშვილი მოღვაწეობდა. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის წმინდა ნინოს ტაძრის დაარსებასა და მრევლის ჩამოყალიბებაში. ნაქირავებ შენობაში მოაწყო ეკლესია და გარშემო შემოიკრიბა მრავალი ქართველი, - მიამბობს მამა პეტრე, - ნიუ-იორკში ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს. მართლაცდა ბევრი ქართველია მამა ალექსანდრეს ლოცვა-კურთხევით მოქცეული და გადარჩენილი.

ღვთის წყალობით, შარშან დაისვა საკითხი, რომ ამერიკაში ქართული ეკლესია უკვე საქართველოს, მისი უწმინდესის დაქვემდებარებაში ყოფილიყო, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქართული სამრევლოების გახსნას. მიმდინარე მოვლენების გამო რუსულ ტაძრებში ღვთისმსახურების ჩატარება უხერხულობას და დაძაბულობას იწვევდა, რის გამოც ბევრმა ქართველმა მიატოვა ტაძარი. საჭირო გახდა ქართველი სასულიერო პირების ჩამოსვლაც. უწმინდესისა და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, თავიდან მე და მამა იოანე ჩამოვედით. მამა იოანე სან-ფრანცისკო-ლოს-ანჯელესში მსახურობს, მე - ფილადელფიაში, ვაშინგტონსა და პენსილვანიის შტატში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში. რამდენიმე ხნის წინ, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ჩიკაგოში გაიხსნა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი. ამჟამად სამ ტაძარში ვწირავ. მალე მეოთხეშიც მომიწევს ღვთისმსახურება. მეუფე დიმიტრის ჩამობრძანებით ძალიან გაიხარეს აქაურმა ქართველებმა. მეუფე თითქმის ყოველდღე ხვდებოდა ხალხს. მისი ლოცვა-კურთხევით, ატლანტაში გაიხსნება წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძარი. მალე სხვა ქართველი მოძღვრებიც შემოგვემატებიან. ახლახან გავხსენით ფილადელფიის წმინდა გიორგის ტაძარი და მრევლიც მოგვიმრავლდა. ტაძრისთვის შევარჩიეთ შენობა, მოვაწყვეთ საკურთხეველი, კანკელი. მანამდე ალბანელების ტაძარში გვიწევდა მსახურება. წირვა-ლოცვასთან ერთად შუა კვირაში ვატარებთ პარაკლისებს, ვკითხულობთ დაუჯდომლებს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მამა მიქაელ ფოფხაძის ღვაწლი, რომელიც ვაშინგტონში მსახურობდა. დღეს მამა მიქაელი საქართველოშია. ქართული ეკლესია ფაქტობრივად მან ჩამოაყალიბა ვაშინგტონში. აზიარებდა, აღსარებას იბარებდა, ნათლავდა, ასრულებდა ჯვრისწერას. ჩამოყალიბებული მგალობელთა გუნდი დატოვა. მეუღლეც მუდამ გვერდით ედგა. ის დედასავით იყო ყველა ქართველისათვის. მამა მიქაელი ბევრ ადამიანს დაეხმარა როგორც სულიერად, ასევე მატერიალურად.

ამერიკაში ქართველებს ძალიან უჭირთ ფიზიკურადაც და სულიერადაც. ერთი დღით მაინც რომ გაუცდეთ სამსახური, უკვე პრობლემების წინაშე არიან. ამიტომ მათ სულიერ მოძღვართან ურთიერთობა, განმუხტვა აუცილებლად სჭირდებათ.

ამ ქვეყანაში რელიგიას არავინ ზღუდავს. გაგიკვირდებათ და, ამერიკას მხოლოდ 14 წმინდანი ჰყავს. ჩვენსა და მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. მაგალითად, საზიარებლად შეიძლება ნასაუზმევნი მოვიდნენ.Eეკლესიაში გამოკრულიც კი აქვთ მენიუ, წირვის შემდეგ რა უნდა მიირთვან ტრაპეზზე. ჩვენს ტაძარში კიდევ ასეთი წესია - წირვის დროს ჩამოატარებენ ხოლმე კალათას შესაწირისათვის. წირვის შემდეგ ტრაპეზზეც კრეფენ შესაწირს. მოძღვრისადმი დახმარებას ამგვარი ფორმითაც გამოხატავენ.

***
აქაურ ქართველებს განსაკუთრებით სიმშვიდე აკლიათ. სულიერ შიმშილსაც განიცდიან, სამსახურის შოვნაც უჭირთ. მოგეხსენებათ, რომ ტრადიციები საკმაოდ განსხვავებული გვაქვს. ყველანაირად უნდა შეეცადო, რომ მათ როგორმე მოერგო. ქართველების უმეტესობას საბუთები არა აქვს. საქართველოში ჩვილი ბავშვები რომ დატოვეს, დღეს ისინი უკვე დაოჯახებულები არიან და მათი ნახვის სურვილიც კლავთ. ფაქტობრივად ოჯახებს შეწირულები არიან. როგორც მოძღვარი, ყველანაირად ვცდილობ მათ გვერდით დავუდგე და მხოლოდ წირვა-ლოცვით არ შემოვიფარგლო. როგორ გამომდის, ვერ გეტყვით. უცხოეთში მოძღვარმა ყველანაირად უნდა შეუმსუბუქოს მრევლს მძიმე ტვირთი. როცა მეუფე ისაია ბრძანდებოდა ჩვენთან, ერთმა ჰკითხა, - რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ საქართველო არ მენატრებოდესო.Mმეუფეს უთქვამს, - მაგის წამალი რომ ვიცოდე, მაინც არ გეტყვით, რადგან საქართველოში წასვლაზე აღარავინ იფიქრებთო.

საკმარისია კანონის ოდნავი დარღვევა და შეიძლება დაიჭირონ ქართველი ემიგრანტები. წარმოიდგინეთ, ზოგიერთს საკუთარი მშობლებისთვის წყალი არ მიუტანია და აქ ვიღაც მოხუცს უვლის.Aაქ ერთი ყმაწვილია, თბილისში სასულიერო სემინარიის ნასტუდენტარი. გაჭირვებამ უცხოეთში წამოიყვანა. დღეს ბერიკაცს უვლის. ერთხანს, როცა მოხუცს სიარული შეეძლო, ეს ყმაწვილი კაზინოშიც კი დაჰყვებოდა და ასე ემსახურებოდა. რომ არ წაჰყოლოდა, სამსახურს დაკარგავდა.

***
დღევანდელი კაცობრიობის უდიდესი პრობლემაა მატერიალურზე ზრუნვა, სული ნაკლებად ახსოვთ. ამის გამო ხდება ამდენი უბედურება, ავადმყოფობა, განსაცდელები. არადა მთელი გულისყური სულიერებაზე უნდა გადავიტანოთ.Aადამიანს სულიერი ცხოვრება არ მოსწყინდება. სიხარული მხოლოდ უფალთან ერთობაშია და უფლის მადლით მონიჭებულ სიკეთეში.

უკვე 14 წელი გავიდა, რაც მოძღვარი ვარ. სულიერი მოძღვრის, მამა ზაქარია ფერაძის ლოცვა-კურთხევით, ჩავაბარე ბათუმის სასულიერო სემინარიაში. ბათუმში მაკურთხა მღვდლად მეუფე იობმა...

საუბრის ბოლოს ქართველ ხალხს ვუსურვებ ერთობას, რწმენაში განმტკიცებას, ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. ღმერთმა მშვიდობა არ მოგიშალოთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler