ვინც ღმერთს მიაკუთვნა თავისი ცოდნა, ღვთით წაუვიდა ცხოვრება
ვინც ღმერთს მიაკუთვნა თავისი ცოდნა, ღვთით წაუვიდა ცხოვრება
უფალი ადამიანს თავისუფალ არჩევანს აძლევს და ის თავად განსაზღვრავს, როგორ იცხოვროს წუთისოფელში. ღვთის გზაზე მავალი მუდამ ეკლესიის წიაღში ცდილობს ყოფნას. როცა ჭეშმარიტ სიხარულს და უფალთან სიახლოვეს შეიგრძნობს, უფრო მეტად ერთვება ეკლესიური ცხოვრების ფერხულში და სულიერად იზრდება. არჩილ გულიაშვილი მართლაც ჩემს თვალწინ გაიზარდა, კარგი მეზობლობა და საუკეთესო მეგობრობა გვაქვს. ხშირად სულიერი მოძღვრის მსგავსად ისე მადლიანად მოგცემს რჩევას, რომ მისი დაუჯერებლობა არ ეგების. თვე არ გავა, ზურგჩანთამოკიდებული მონასტრის გზას არ დაადგეს.

ამასობაში სტიქარიც ჩაიცვა და წიგნის კითხვასაც დაეუფლა. საკუთარ თავზე საუბარს ერიდება...

- ბავშვობაში ანჩისხატის ტაძარში დავდიოდი. მაშინ მამა ზაქარია ძინძიბაძე იყო ამ ტაძრის მოძღვარი. როცა ლურჯ მონასტერში გადაიყვანეს, თან გავყევი, - მიამბობს არჩილი, - ეკლესიურ ცხოვრებას დედამ მაზიარა და მას შემდეგ ტაძარს არ ჩამოვშორებივარ. ახლა პატარა სამების ტაძარში დავდივარ. თანდათან გამიღვივდა სურვილი, უფლის სამსახურში ჩავმდგარიყავი. ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ანტონის (ნადიბაიძე) ლოცვა-კურთხევით წიგნის კითხვა შევისწავლე და მედავითნეობაც დავიწყე. აღდგომა დღეს სტიქარითაც შევიმოსე. როგორც შემიძლია, ისე ვემსახურები უფალს.

ეკლესიის წიაღში ძალიან ბევრი რამ შევისწავლე - კეთილისა და ბოროტის გარჩევა, საქმის ბოლომდე მიყვანა, თავმდაბლობა, ადამიანებთან ურთიერთობა, სხვისი აზრის პატივისცემა, სხვისი ჭირის გაზიარება. ეკლესიამ მასწავლა ყველაფერი. ადამიანი მუდამ განახლების პროცესშია და მუდამ იზრდება. ეკლესიურმა ცხოვრებამ შემცვალა. ვცდილობ, ყველანაირად ვაკონტროლო თავი და ვძლიო სისუსტეებს - სინანულით, აღსარები, ზიარებით. თუ კაცმა თავად არ მოინდომა, მხოლოდ ეკლესია ვერ გამოასწორებს. როცა მოვინდომე, ეკლესია ამითაც ძალიან დამეხმარა. შესაძლებელია ოჯახიდან გქონდეს წინააღმდეგობა, მაგრამ თუ გულით და სულით გსურს უფალთან ყოფნა, შეძლებ ამას. მრავალი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია წმინდანთა ცხოვრებიდან. წმინდა ბარბარეს წინ ეღობებოდა საკუთარი მამა, მაგრამ ეწამა ქრისტესთვის. ცხრა ძმა კოლაელნი მშობლებმა ჩაქოლეს ქვებით. რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ ოჯახიც ხელს შეგიწყობს. მაშინ მადლიც შედის და ღვთიური სიმშვიდეც მკვიდრდება ოჯახში. თუ ოჯახი კეთილია, მერე ეს გადადის ახლობლებზე, სამეზობლოზე და ყველას სურს მასთან ურთიერთობა.

სულიერი ფერისცვალება გარეგნულ მხარეზეც აისახება. თუ ადრე ადამიანი გამოსაჩენად აქცევდა ჩაცმულობას ყურადღებას, სულიერი ფერისცვალების შემდეგ მას სურს, მხოლოდ სუფთად და უბრალოდ გამოიყურებოდეს. მინდა, არ გამოვირჩეოდე საზოგადოებაში და უბრალოებით ვიცხოვრო. სულიერიდან გამომდინარეობს ფიზიკური სახეცვლილებაც. უბრალოება ქრისტიანობის თვისებაა.

ადამიანი მაშინ იზრდება ქრისტიანობაში, როცა საკუთარი თავის მიმართ უჩნდება უკმაყოფილების გრძნობა. უფალი ყველას აძლევს იმის საშუალებას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზარდოს სულიერებაში. მთავარია, ზომიერება დავიცვათ, რომ ამპარტავნებაში არ ჩავვარდეთ. თუ როგორ გამოვიყენებთ უფლის ბოძებულს, ჩვენს სიბრძნესა და სიმდაბლეზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტად შედის ადამიანი ეკლესიის წიაღში, უფრო მეტად მიანდობს თავს უფალს. რაც უფრო მეტი მიეცემა, მეტიც მოეთხოვება. თუნდაც სტიქაროსნობა, მედავითნეობა, შემდეგ მღვდლობა თუ მოუნდა, ეს ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა. მღვდელი არა მხოლოდ საკუთარ თავზე აგებს პასუხს, არამედ მთელ მრევლზე. როგორც უფალი ინებებს, ისე წარმართავს ჩემს ცხოვრებასაც. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

მონასტერში კიდევ სულ სხვა ცხოვრებაა. რამდენჯერაც წავედი მონასტერში, იმდენჯერ სხვა ცოდნა ჩამოვიტანე. ვისწავლე ლოცვა, ძმობის სიყვარული, შენდობის თქმა, ვცდილობ, მეც ასე ვიცხოვრო. ძილის წინ ოჯახის წევრებს შენდობას ვთხოვ. პავლე მოციქული ბრძანებს: ნაწყენ გულზე მზე არ ჩავიდესო - ანუ ნაწყენი არ დარჩეთ ვინმეზეო. წყენის მოშორებას მონასტერი ასწავლის. ასწავლის კიდევ ერთად ცხოვრებას, შრომას, ჭირისა და ლხინის გაზიარებას. მორჩილებას და სიყვარულს. შესაძლოა თავიდან არ გქონდეს სიყვარული, მაგრამ მერე მორჩილებაში სწავლობ. თავიდან, მოძღვრის კურთხევით, სარკის წმინდა გიორგის მონასტერში წავედი. მაშინ 19 წლის ვიყავი. დედა წარმოშობით ქარელის რაიონიდან არის და სარკის მონასტრის შესახებ მისგან მსმენოდა. ღვთის შეწევნით, ფეხით ავედი მონასტერში. წინამძღვარი გახლდათ იღუმენი ისაია (გოგიბერიძე). ამჟამად არქიმანდრიტია და ქოზიფის მამათა მონასტერს წინამძღვრობს. მაშინ მონასტერში მშენებლობა მიმდინარეობდა, სენაკებს აშენებდნენ. მადლობა უფალს, რომ სარკის მონასტერში ძალიან დიდი სითბო დავინახე. რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ ვესტუმრე მონასტერს. ზამთრისპირი იყო და თოვლში ღამის 12 საათზე მომიწია მისვლა. თან მგლები იცის იმ ტყეში - ღმერთს მივენდე და ისე მივადექი მონასტრის კარს.

სარკის წმინდა გიორგის ტაძარი ძალიან მადლიანი და შემწეა. მსმენოდა, რომ დიდად შეეწეოდა უშვილო წყვილებს. ჩემს იქ ყოფნაში ამოვიდა ერთი აზერბაიჯანელი კაცი - 12 წელი შვილი არ ჰყავდა. სარკის წმინდა გიორგის ისე შეევედრა, რომ ვაჟი მიეცა. მეორეს 8 წლის უშვილობის შემდეგ გოგონა შეეძინა. მადლობის ნიშნად ამოდიან და შესაწირს გასცემენ სარკის წმინდა გიორგის სახელზე.

აგვისტოს ომის დროს სარკის წმინდა გიორგის მონასტრის ძმობამ დიდი დახმარება გაუწია მოსახლეობას. იქაურებმა თავშესაფარი და ნუგეში სარკის წმინდა გიორგის სახით იპოვეს.

ღვთის შეწევნით ქოზიფის მამათა მონასტერშიც ვიცხოვრე რამდენიმე დღე. მსგავსი სამონასტრო გარემო არსად მინახავს. წმინდა ლაზარეს სახელობის ეკლესიაში საძვალეა. საოცარია მისი ხილვა. ვინც მღვდელმონაზონი იყო, თავის ქალაზე ჯვარი აქვს გამოსახული. შრომასა და ლოცვაში მიდის აქაც მონასტრული ცხოვრება. მონასტერში ნათლად დავინახე ბერმონაზვნური ცხოვრების მადლი, რომელიც სულ სხვა ღვაწლს მოითხოვს. ქრისტიანობა რთულიც არის და მარტივიც. რთული იმითაა, რომ მორწმუნემ დაკისრებული ჯვარი ბოლომდე უნდა ზიდოს. განსაცდელების და განკითხვის დათმენა, რომ გვმართებს, კარგად დამანახა მონასტერმა. თუ მორჩილება არ მექნება, ამას ვერც მივხვდები და ვერც დავითმენ. რაც მეტი განსაცდელი შეგხვდება, მით გაძლიერდები რწმენასა და ცხოვრებაშიც. მონასტერმა კიდევ მასწავლა ადამიანების შეცნობა - კაცი საქმით უნდა შეიცნო და არა ლამაზი სიტყვებით. ხე ნაყოფით იცნობაო... სხვათა შორის, მონასტერმა საერო ცხოვრებაც მასწავლა - შრომისმოყვარეობა და დროის ფასი. თუ შრომობ, გონება ოცნებაში არ გაგეფანტება. მონასტერში მადლს იღებ.

ჩემთვის თითოეული მოძღვარი, ვისთანაც მქონდა ურთიერთობა, უდიდესი მაგალითის მომცემია. საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტის მაგისტრატურაში ვსწავლობ. ზოგი ამბობს, მეცნიერება და ეკლესია შორიშორს არიან ერთმანეთისგანო. ეს მცდარი აზრია, რადგან ღვთისმეტყველება ყველაფერს მოიცავს - ფიზიკას, ქიმიას და სხვა მეცნიერებებს. საოცარია, რომ ნაკურთხი წყალი არც ფიზიკურად და არც ქიმიურად ჩვეულებრივისგან არ განსხვავდება: განსხვავება ისაა, რომ ნაკურთხი წყალი არ ფუჭდება, ჩვეულებრივი კი იხრწნება. ამას ვერანაირად ავხსნი, თუ არა ღვთის მადლით. თუ იაზროვნებს ადამიანი, მეცნიერებას მიიყვანს ეკლესიამდე და ღმერთამდე. მეცნიერების უმეტესობა, ვინც საკუთარ თავს მიაწერა ნებისმიერი ცოდნა, ცუდ დღეში აღმოჩნდა. ვინც ღმერთს მიაკუთვნა თავისი ცოდნა, ღვთით წაუვიდა ცხოვრება. იყვნენ ისეთი მეცნიერებიც, რომლებიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ღმერთი ერთია. აინშტაინმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფარდობითია ყველაფერი - სივრცე, დრო, სიგრძე, სიგანე, მოძრაობა, ბოლოს დაასკვნა, რომ ღმერთი არის ერთი, აბსოლუტური და შეუდარებელი.

უფლის რწმენის გარეშე ნაბიჯის გადადგმაც არ შემიძლია. მწამს, ღვთის შეწევნით ყველაფერს შევძლებ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler