ერთხელაც არავის უთქვამს, ეზიარეო, თვითონ კი ვერ მოვიფიქრე...
ერთხელაც არავის უთქვამს, ეზიარეო, თვითონ კი ვერ მოვიფიქრე...
დამიბარა კეცხოველმა. ღმერთო, რა კაცი იყო!
კაფანდარა მოხუცი ქალი ბოთლებით სავსე ორ დიდ ჩანთას ეზიდებოდა. მივუახლოვდი. ცოტა უნდობლად ამომხედა, მერე ალაპარაკდა:

"ქიმიკოსი ვარ, უნივერსიტეტი დავამთავრე, კარგად ვსწავლობდი. არ შეიძლებოდა, კარგად არ გესწავლა კეცხოველის დროს. სწავლის ფულსაც ბ-ნი ნიკო მიხდიდა. მისი ქალიშვილი ელისო და მე ერთ წელს ვაბარებდით (ის - ბიოლოგიურზე). მაშინ დავმეგობრდით.

ღატაკი რომ ვიყავი, შევეცოდე. ერთხელ მამისთვის უთქვამს, სტიპენდიას შინ ვერ მოვიტან, ჩემთან ერთი ღარიბი გოგო აბარებს, სწავლის ფული არ ექნება და უნდა გადავუხადოო. ნიკოს უთქვამს, სტიპენდია შენთვის შეინახე, მე დავეხმარებიო.

დამიბარა კეცხოველმა. ღმერთო, რა კაცი იყო!

50 მანეთს მაძლევდა ყოველთვე. მისი საყვარელი სტუდენტი ვიყავი, ადამიანურად წყნარი და მორიდებული. ერთხელ ჯგუფხელმა "არა" დამიწერა - აუდიტორიაში ვერ შემამჩნია.

მაშინ სიმკაცრე იყო, ლექციის გაცდენა არ შეიძლებოდა. გვიან ღამემდე ვრჩებოდი უნივერსიტეტში. კლარა გამსახურდიამ თავისი სადოქტორო ლაბორატორიული ცდების ჩატარება მე მომანდო.

პეტრიაშვილზე მე-15 სკოლაში ვსწავლობდი. ჩემი კლასელები ყველანი ჭკვიანები და კარგები იყვნენ. სააკაშვილის ბებია მზია წერეთელი ჩემი სკოლის ამხანაგია. ასე რომ გამიჭირდა, მირჩიეს, მიდი, გულისხმიერი ქალია, დაგეხმარებაო. როგორ მივიდოდი... რა მეთქვა, ფული მომეცი-მეთქი?! მირჩევნია, ვიმათხოვრო.

რატომ არ გავთხოვდი? ძალიან ლამაზი ვიყავი, კლასში რომ შევიდოდი, დაიძახებდნენ: ჩვენი "თამარ ციციშვილი" მოვიდაო. ყველა ბიჭთან ვმეგობრობდი, როგორ შემომბედავდნენ სხვა რამეს (იღიმება). სანამ დრო მქონდა, ჭკუა არ მქონდა, ჭკუა მომეცა და ბედი გამექცა. 40 წლისა ხომ არ გავთხოვდებოდი ჩემს დასავით? გაჰყვა ლოთს.

სიძეც და დაც გარდამეცვალა. მათ ორ ობოლს მე ვარჩენ. ბოთლების გაყიდვაც ჩემი დის რჩევით დავიწყე.

მამაჩემი ელიზბარი ძალიან ლამაზი კაცი იყო. გიორგი სააკაძის როლს სთავაზობდნენ. ქალები უყვარდა. დედა დაჩაგრული იყო. ერთხელ ვუთხარი: "ლამაზ კაცს რომ მიჰყვებოდი, არავინ გითხრა, გაწვალდებიო?" დედის და დის შემხედვარეს გათხოვებაზე აღარც მიფიქრია. ხომ გაგიგონიათ, წინა კაცი უკანასი ხიდიაო..."

რამდენიმე ხნის შემდეგ ნუცა კეკელიძის კუთხეში ვნახე, მათხოვრობდა. იქვე წიგნები ეწყო - უწიგნოს მიჭირს, ვკითხულობ ხოლმეო. ჩემი რჩევით, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან გადმოინაცვლა, უნივერსიტეტის ეზოში.

ნუცას წინაპრებიც სასიქადულო ჰყოლია: დედის დედა ეპისკოპოს ტყემალაძის და ყოფილა. მითხრა, მეუფე სიონში წირავდაო. "სიონის გვერდით ცხოვრობდა. გაგიკვირდებოდათ, ისე ღარიბულად. დედა და ბებია მორწმუნეები იყვნენ. ბებიამ ისიც კი იცოდა, როდის გარდაიცვლებოდა. ტაძარში ხშირად დავყავდი. ალბათ მაზიარებდა, - არ მახსოვს. მწამს, როცა გიჭირს, მეგობრად უფლის მეტი არავინ უნდა იგულო.

ძალიან მინდოდა, იესოს ჯვარცმა მქონოდა. ერთხელ ვხედავ, ვიღაც ბიჭს მოაქვს. მომიახლოვდა და მაჩუქა. აბა, 40 ლარი სად მქონდა მის საყიდლად? მითხრა, მე კი არა, უფალმა გაჩუქაო. შინ რომ მივიტანე, ჩემმა დისშვილმა მამუკამ თავიდან ფეხებამდე დამკოცნა გახარებულმა.

მამუკა კბილის ტექნიკოსია. სამუშაო ვერ იშვა. სამსახურში მოსაწყობად 5 ათასი ლარი მოსთხოვეს... მთელ დღეებს ეკლესიაში ატარებს. მისი დაც უმუშევარია. გაჭირვებამ და უსაქმურობამ ჯანმრთელობა შეურყია ორივეს (დეპრესიულები არიან).

ერთ დროს კარგი სამსახური მქონდა, ასე კი არ მიჭირდა. დირექტორმა უმიზეზოდ დამითხოვა. საჩივლელად მოსკოვში წავედი. რუდენკოს მოახსენეს, საქართველოდან ქალია ჩამოსული, თქვენთან შეხვედრას ითხოვსო. რუდენკომ მაშინვე მიმიღო. რუსთან წავედი საშველად...

ამას არ მოჰყვა კარგი ამბავი - ჩემი დირექტორი სამსახურიდან მოხსნეს. თავისთვის ვერ მიპატიებია ჩემი საქციელი! არ უნდა გამეკეთებინა... ზოგჯერ ვფიქრობ, ამისთვის ხომ არ ვისჯები-მეთქი..."

ტაძართან თხოულობ მოწყალებას, ხომ არ ზიარებულხარ-მეთქი, - ვკითხე.

"არა, ერთხელაც არავის უთქვამს, ეზიარეო, თვითონ კი ვერ მოვიფიქრე..."

მამა კახაბერთან მივედით. აღსარების დღე დაუთქვა...

ტაძარში მისულს მეგონა, ნუცას ზიარებაზე ვნახავდი. ატირებული შემომხვდა: "აღსარებაზე ვერ მივედი, თავს ახალი უბედურება დამატყდა - ჩემს დისშვილს ბინის გასაყიდად განცხადება გამოუქვეყნებია. თავზარი დამეცა, ბინის მყიდველები რომ შემოვიდნენ! მთელი ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა კეკელიძის ქუჩაზე გავატარე. სკოლა იმ უბანში დავამთავრე, მერე - უნივერსიტეტიც. იქ ყველა და ყველაფერი მიყვარდა, ჩემად მიმაჩნდა.

ჯერ მამაჩემის სახლი გაყიდეს, მერე თავიანთი მამის. ქავთარაძის ქუჩაზე გადავედით საცხოვრებლად. ძლივს შევეგუე იქაურობას. ახლა 83 წლის ქალი სადღა წავიდე?.. როგორ შეიძლებოდა წინაპრების დანატოვარის ასე განიავება?! მე ისევ მაგათთვის მინდა სახლიც, კარიც, თუ რამე გამაჩნია კიდევ, თორემ სამარეში ვის რა წაუღია. შიშველი დავიბადეთ და შიშველი წავალთ. იესო რომ მკითხავს, რა გააკეთე დისშვილებისთვისო, რა ვუპასუხო?"

ვანუგეშე, ისევ მოძღვართნ მისვლა და აღსარების თქმა ვურჩიე - უფალი დაგაყენებს სწორ გზაზე-მეთქი. ცრემლები მოიწმინდა. მოიბოდიშა, წინათ ჩემი ცრემლი არავის უნახავს, ახლა კი სულ ვტირიო. მერე ნამათხოვრალი დათვალა. კმაყოფილი დარჩა. ძირითადად 5 ლარს ვშოულობ, "ხუთიანები" ყოველთვის მიყვარდაო, - გაიღიმა.

ღმერთი იყოს მისი შემწე.

მინაწერი

წვიმის ორი წვეთივით ჰგავს ბევრი ჩვენგანის ცხოვრება ქალბატონი ნუცას ცხოვრებას...

მოამზადა
ნათელა კეშელავამ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler