სჯობს, ხშირად ღმერთს ელაპარაკოთ შვილის შესახებ, ვიდრე შვილს - ღმერთის შესახებ...
სჯობს, ხშირად ღმერთს ელაპარაკოთ შვილის შესახებ, ვიდრე შვილს - ღმერთის შესახებ...
ძნელია იპოვო ოქროს შუალედი ბავშვების სრულ დამოუკიდებლობასა და გადამეტებულ შეზღუდვას შორის
წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "დედა შვილის შობით, პირველ რიგში, ქვეყანას მოუვლენს ადამიანს , შემდეგ კი მისი სახით ზეცას უნდა მისცეს ანგელოზი. არ არსებობს უფრო დიდი ხელოვნება, ვიდრე აღზრდის ხელოვნებაა. ფერმწერი, ხელოვანი მხოლოდ უსიცოცხლო ფიგურას ქმნის, ბრძენი აღმზრდელი კი - ცოცხალ სახეს, რომლის შემხედვარე უფალიც ხარობს და ხალხიც". ბავშვის აღზრდა და პიროვნებად ჩამოყალიბება აკვნიდანვე იწყება. იგი პირველ შთაბეჭდილებებს გარშემომყოფთაგან იღებს და წარუშლელად რჩება მის მეხსიერებაში. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ფასეულობათა ასეთი მწვავე გადაფასება ხდება, მეტი აქტუალობით დაისმის ბავშვების აღზრდის პრობლემა. შესაბამისად, იზრდება მშობლების პასუხისმგებლობაც. საბედნიეროდ, საქართველოში ახლა უკვე მშობელთა უმრავლესობას შვილების კეთილსაიმედო მოქალაქეებად აღზრდის წინაპირობად მართლმადიდებელი ეკლესია და იქ დავანებული სიწმინდე ესახება. ამაში უდიდესი წვლილი, რაღა თქმა უნდა, უწინარესად, ჩვენს პატრიარქს მიუძღვის. იგი ყოველთვის ეხება ამ აქტუალურ საკითხს თავის ქადაგებებში, შეახსენებს მშობლებს, რომ ჩვილობიდანვე ჩაუნერგონ შვილებს ღვთისა და მოყვასის სიყვარული, აღკვეთონ მათი ცუდი მიდრეკილებები, შთააგონონ სიწმინდე. "ღვთის ქება-დიდება - აი, რა უნდა ყოფილიყო ჩემი ნორჩი გულის საყრდენი, როგორც ჭიგო – ვაზის ლერწისა. მაშინ ხომ ასე ადვილად აღარ მიიტაცებდა ამაოება, როგორც ონავარი ჩიტების გუნდი იტაცებს ყურძნის მარცვლებს", - ინანიებს თავის "აღსარებანში" ნეტარი ავგუსტინე. წმინდა მამათა დარიგებით, თუკი ქრისტიანული ფასეულობებით აღზრდილი ბავშვი გარემოს ზეგავლენის გამო ასცდება ჭეშმარიტ გზას, მისი ხელახალი მოქცევა უფრო ადვილია, ვიდრე იმ მოზარდისა, ვისაც ასე არ ზრდიდნენ. ბავშვები, რომლებიც სიყრმიდანვე ღვთისმოშიშებად იზრდებოდნენ, ცოდვით დაცემისას ხშირად იხსენებენ იმ ლოცვებს, რომლებსაც დედები ასწავლიდნენ, ხოლო როდესაც საკუთარი ბავშვობა ახსენდებათ, უფრო ადვილად იცილებენ ცოდვებს და კვლავ ქრისტიანულ ცხოვრებას უბრუნდებიან.

ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და მატერიალური თუ სულიერი კეთილდღეობის წინაპირობა მომავალი თაობაა - მორწმუნე, კეთილსინდისიერი, მარადიული ღირებულებების შემცნობი და დამცველი. შესაბამისად, ბავშვის ზნე-ხასიათის წვრთნა თითოეული ქართული ოჯახის წმიდათაწმიდა მოვალეობაა. ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საზრუნავიც უპირველესად ისაა, რომ ყოველგვარი ღონით: ლოცვით, სიტყვითა თუ საქმით მეტად დაუახლოვდეს, გვერდით დაუდგეს ყველა ოჯახს, შეეწიოს, გაამხნევოს, წაახალისოს... რათა იმრავლონ ქართულმა ოჯახებმა, სულიერად განმტკიცდნენ და ღირსეული ერისკაცები აღუზარდონ ქვეყანას, რომელსაც ყოველთვის ძალიან სჭირდებოდა და, მით უფრო, დღეს სჭირდება მასზე მოამაგე, ეროვნული სულისკვეთებით აღზრდილი მამულიშვილები. ეროვნულობა კი ზნეობრიობის გარეშე არ არსებობს. ყოველ ქართულ ოჯახში მოვლენილი მესამე და შემდეგი შვილის მონათვლაც პატრიარქის მიერ სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და სასიხარულოა, რომ დღითი დღე მატულობს ასეთი ოჯახების რიცხვი.

ამჯერად თორთლაძეების ოჯახს ვეწვიეთ. დათო თორთლაძემ და ეკა ჯანაშიამ ერთმანეთი 15 წლის წინ გაიცნეს, ერთ-ერთ საკალათბურთო შეხვედრაზე. მაშინ დათო 25 წლის იყო, ეკა - 20-ის. მათ გაცნობასა და დაახლოებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ საერთო სამეგობრო წრე ჰყავდათ. დათო ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი გახლდათ. თამაშობდა საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ნაკრებებში. სამი წელია, რაც აქტიურ კალათბურთს თავი დაანება და მომავალი თაობის წვრთნას ემსახურება. შემოსავალი არც ისე დიდი აქვს, მაგრამ სამშვილიან ოჯახს აწვდენს. ფუფუნებას არც ესწრაფვიან, ღვთის წყალობით, რაც ოჯახის კეთილდღეობას სჭირდება, ყველაფერი აქვთ. რაც მთავარია, ამ ოჯახში მშობლების ურთიერთპატივისცემითა და ზრუნვით გაჯერებული მყუდრო და საკმაოდ ესთეტიკური გარემო სუფევს, რაც უმალ იგრძნობა. შესვლისთანავე თვალში მომხვდა კედელზე ჩამოკიდებული პეიზაჟები და ნატურმორტები, რომელთა ავტორიც ეკას მამა, მხატვარი ლერი ჯანაშია აღმოჩნდა. ხელოვნებასა და, აქედან გამომდინარე, ბავშვების ესთეტიკურ აღზრდას ამ ოჯახში დიდ პატივს მიაგებენ.

დათოს და პიანისტია. მას თავისი ოჯახი ჰყავს.

ეკას სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, დემირელის სახელობის სკოლაში პატარებს ხატვას ასწავლის და, რაღა თქმა უნდა, თავის შვილებსაც აზიარებს ხელოვნების მშვენიერ სამყაროს. ჩემი ყურადღება მიიპყრო მაგიდაზე გადაშლილმა ვან გოგის ნახატების დიდმა ალბომმა, რომელსაც თეკლე და ბიბა გულდასმით ჩაჰკირკიტებდნენ. ეკამ გამიმხილა, თურმე პირველად რომ მიუღია ბიბას ზიარება, იმხელა შთაბეჭდილების ქვეშ ყოფილა, რომ დიდხანს უფიქრია, მერე კი ამდგარა და ერთი ხელის მოსმით ეკლესია და მოძღვარი დაუხატავს, თავისი მაზიარებელი მოძღვარი. ამ ბავშვურად გულუბრყვილო, მაგრამ შთამბეჭდავმა და, რაც მთავარია, გულწრფელმა ნახატმა ახლა კედელზე დაიდო ბინა ბაბუის ნახატების გვერდით. არცთუ დიდი ხნის წინ ეკას მისთვის მეტად სასიამოვნო და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო დავალების შესრულება შესთავაზეს, რასაც, ვფიქრობ, შესანიშნავადაც გაართვა თავი. არქიმანდრიტ ადამ ახალაძის თხოვნითა და ლოცვა-კურთხევით შეასრულა ესკიზები სამოსისთვის, რომელიც მოწყალების დებისთვისაა განკუთვნილი. ასე რომ, საქმიანობასა და დიასახლისობას ეკა აქტიურად უთავსებს ერთმანეთს. ამაში მას ოჯახის ბებია, ქალბატონი ნანა ეხმარება, რომელიც გულმოდგინედ ზრუნავს ბავშვებზე, მეტადრე მაშინ, როცა მათი დედა შინ არ არის.

ამ ოჯახის ყველაზე მთავარი წევრი გახლავთ სწორედ "კარიბჭის" სტუმრობის მიზეზი – წლინახევრის ლუკა თორთლაძე. ლუკა ჭოჭინაში დამხვდა და ცნობისმოყვარეობით აღსავსე მზერა შემომაგება. მისმა მოვლინებამ, როგორც მითხრეს, ოჯახში დიდი სიხარული და სასიამოვნო ჟრიამული შემოიტანა. უფროსები თურმე მოუთმენლად ელოდნენ მის დაბადებას, როგორც უძვირფასეს საჩუქარს. პატარაც გულისფანცქალით ელის თურმე და-ძმის დაბრუნებას სკოლიდან და მათი გამოჩენისთანავე სიხარულისგან ხტუნვას იწყებს.

ბავშვები 56-ე სკოლაში სწავლობენ. იქიდან დაბრუნებულებს უამრავი გაკვეთილი აქვთ მოსამზადებელი. ეს პროცესი უფროსების მეთვალყურეობითა და მკაცრი კონტროლით მიმდინარეობს. კომპიუტერი, რაც, სამწუხაროდ, დღევანდელი ყმაწვილების საცდური გახდა, ამ ოჯახში განსაზღვრულ დრომდე დალუქულია. ირთვება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვები გაკვეთილების სწავლას ამთავრებენ.

მორჩილების დანერგვა შვილებში და თვითნებობის აღმოფხვრა ოჯახის უფროსების ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა. ეკა ფიქრობს, რომ ბავშვების მიმართ გამოვლენილი სიყვარული, ალერსი და სინაზე პატივისცემასთან უნდა იყოს შეხამებული: "როდესაც მშობელი ცდილობს მიაღწიოს მორჩილებას და დაამყაროს დისციპლინა, არ უნდა დაავიწყდეს ბავშვის პიროვნული განვითარება და ხასიათი. სანამ ბავშვები პატარები არიან, მათ ვასწავლი, რომ აკეთონ ის, რასაც მე ვეუბნები. მაგრამ ვცდილობ, არ დავთრგუნო, არ წავართვა ის, რაც არის თავისუფალი პიროვნების აუცილებელი შემადგენელი. ადამიანს სჭირდება საკუთარი ნება, რომ განვლოს თავისი გასავლელი გზა ამქვეყნად და არ დარჩეს ბოლომდე მშობელზე დამოკიდებული. ამიტომ ხანდახან ვუთმობ კიდეც მათ. ყოველთვის ყველაფრის აკრძალვა გონივრული არ არის. რომ გაიზრდებიან, მთავარია, გაიგონ, მიხვდნენ, რა არის აკრძალვის მიზეზი. ცნობილია, რომ აკრძალვა ხშირად საწინააღმდეგო შედეგს იძლევა. ამიტომაც მივდივარ ზოგჯერ კომპრომისზე. ზნეობრივად სტერილურ ატმოსფეროში დღეს ბავშვს ვერ აღზრდი. არც იმის ძალა შეგვწევს, რომ ავარიდოთ მათ ყოველგვარი უარყოფითი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. ამ ყველაფერს ჩვენ ვუყურებთ, როგორც ბავშვების "აცრას". ჩვენც ხომ ვიყავით მათ ასაკში, მსგავსი გასართობები ჩვენც გვიტაცებდა. ესეც გაივლის. მთავარია, მათში განსჯის უნარმა გაიღვიძოს. მათთან ერთად ვუყურებთ ტელევიზორს, ვაკონტროლებთ პროგრამებს და შემდეგ განვიხილავთ, თუ რა არის მოსაწონი და რა - არა. ადრე თუ გვიან ალბათ მივლენ სწორ დასკვნამდე. ამის იმედი გვაქვს. ბავშვებმა აუცილებლად უნდა ისწავლონ თავისუფალი არჩევანის გაკეთება. ჩვენ, უბრალოდ, მიმართულებას ვაძლევთ. მოზრდილი ბავშვის ძალით შეკავება არაეფექტურია. მეგობრული დამოკიდებულება, თანაგრძნობა და დათმობა უკეთეს შედეგს იძლევა. ვშიშობ, ზედმეტმა სიმკაცრემ ბავშვები იმდენად არ გაანაწყენოს, რომ გული გაუცივდეთ მშობლების მიმართ. ასე რომ, ძნელია იპოვო ოქროს შუალედი ბავშვების სრულ დამოუკიდებლობასა და გადამეტებულ შეზღუდვას შორის. ამ საკითხში უძლურებას ვგრძნობ ხშირად. ამიტომაც ისევ და ისევ უფალს მივმართავ დახმარებისთვის - მან იცის, ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში ბავშვისთვის რა სჯობს. ერთი ბერი მშობლებს ურჩევს: "სჯობს, ხშირად ღმერთს ელაპარაკოთ შვილის შესახებ, ვიდრე შვილს - ღმერთის შესახებ... ყმაწვილის სულს თავისუფლება სწყურია. ამიტომ ძნელად ეგუება ნაირ-ნაირ დარიგებას. იმის მაგივრად, რომ გაუთავებელი ჭკუის სწავლებით თავი მოაბეზრო და ყოველი წვრილმანისთვის ლანძღო, ეს საქმე ქრისტეს მიანდე, ღვთისმშობელსა და წმინდანებს და მათ სთხოვე მისი გამოსწორება". პატრიარქიც ხშირად გვირჩევს, რომ მშობლებმა განუწყვეტლივ ილოცონ შვილებისთვის: "იმისათვის, რომ ბავშვმა მშობლებისგან რაიმე აღზრდა მიიღოს, აუცილებელია ღვთიური განათლება. ცნობილია, რომ ბავშვების უმეტესობა ეწინააღმდეგება ყოველგვარ აღზრდას, რადგან ეგოიზმი ბატონობს მათზე. მაგრამ უფლის ძალასა და ღვთიურ განათლებას წინ ვერაფერი დაუდგება და ბავშვის გული ხდება აღზრდისა და გამოსწორების ამთვისებელი, როგორც მინდორი დასათესად გამზადებული. მშობლები ხშირად გაოცებულან, როცა ხედავენ ბავშვების აუხსნელ ცვლილებასა და იმ სიმსუბუქეს, რითაც ისინი ღებულობენ არა მხოლოდ რჩევებს, არამედ მითითებასა და გაკიცხვასაც. ამ მოვლენის ახსნა იმით შეიძლება, რომ ბავშვებმა იგრძნეს მშობლების ლოცვის ძალა, რამაც ისინი სიღრმისეულად შეძრა, კეთილად განაწყო, გაალღო სისასტიკე და ეგოიზმი. მოკლედ, ლოცვამ ისინი ზრდილობიან ადამიანებად აქცია". მეც ყოველ დღეს ლოცვით ვიწყებ და ვმადლობ ღმერთს, რომ მან გამომიგზავნა ჩემი შვილები, არა როგორც ტვირთი, არამედ როგორც გზა და საშუალება გადარჩენისა, როგორც ჯილდო და ცხოვრების ნუგეში. ძალიან მიყვარს და სულ მახსოვს დავით მეფსალმუნის ეს სიტყვები: "აჰა, სამკვიდრებელნი უფლისანი არიან შვილნი და სასყიდელი მათი ნაყოფი მუცლისა". ალბათ, ყველა დედა უნდა ვეცადოთ, ეს სიტყვები გავამართლოთ და უფალიც აკურთხებს ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრებას. ღმერთმა აკურთხოს, გაამრავლოს და განამტკიცოს ყველა ქართული ოჯახი!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler