ჩვენ, მოძღვრები, უფლის ჯარისკაცები ვართ
ჩვენ, მოძღვრები, უფლის ჯარისკაცები ვართ
უცხოეთის ქართული მართლმადიდებლური სამლოცველოები ემიგრანტი ქართველებისთვის ერთადერთი ნუგეშია. ქართველი მოძღვრის სულიერი დარიგება მათ გულს ესალბუნება და კარგა ხანს მიჰყვებათ იმედად.

ჩვენი სტუმარი, მამა ისააკი (ფირცხალავა) რამდენიმე თვეა, საფრანგეთში, ნორმანდიის დედაქალაქ კონში, წმინდა ნინოს სახელობის ქართულ სამლოცველოში მსახურობს. მოძღვართან საუბარი მისი საქართველოში მოღვაწეობიდან დავიწყე.

- მართალია, ჩემი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ, მაგრამ საეკლესიო განათლება მაინც მაკლდა, - მიამბობს მამა ისააკი, - ჩემი დიდი ბაბუა, ნიკოლოზი და მისი მამაც - ანტონი სასულიერო პირები გახლდნენ. ჩვენი გვარი მარტვილის რაიონის სოფელ კურზუდან მოდის. მამა ნიკოლოზი მარტვილში მსახურობდა. იმ ტაძრის ნანგრევები დღესაცაა შემორჩენილი. ჩემი სასულიერო ცხოვრების დაწყება მართლაც ჩემი წინაპრების მადლია.

ერთხანს რუსეთში ვსწავლობდი. ჯანმრთელობამ არ შემიწყო ხელი და სამშობლოში დავბრუნდი. მერე ჯარმა მომიწია... აფხაზეთის ომის მონაწილეც ვარ. ეკლესიური ცხოვრება გვიან დავიწყე. მთელი სიცოცხლე თითქოს რაღაცას ვეძებდი, მაგრამ ნავსაყუდელს ვერსად ვპოულობდი. პირველი მარხვა 1997 წელს შევინახე. პირველი აღსარების და ზიარების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში და სასულიერო პირების მიმართ მეტი კრძალვა გამიჩნდა. ვინ იფიქრებდა, რომ მე სასულიერო პირი, თანაც ბერი გავხდებოდი. ახლობლის რჩევით მივედი ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსთან, მეუფე ანტონთან. რეზიდენციის შენობას მაშინ აწესრიგებდნენ და მეც, ჩემი მცირე შესაძლებლობებით, მეუფეს ფიზიკურად ვეხმარებოდი. რამდენიმე დღე გამიჭირდა მონასტერში ყოფნა, მაგრამ უფლის, მეუფისა და დედა სოსანას დახმარებით, დავძლიე ყოველივე. დედა სოსანა რომ არ ყოფილიყო, ალბათ იქიდან გამოვიქცეოდი. მას შემდეგ მონასტრიდან წამოსვლის სურვილი აღარასოდეს გამჩენია. ერთ წელიწადში დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. მეუფესთან გავიარე მორჩილება. მალე კაბოსანი მორჩილი გავხდი. პირადად მეუფეს ვემსახურებოდი. 2001 წელს, 10 ივლისს, ბერად აღმკვეცეს, პეტრეპავლობას - დიაკვნად, 7 ოქტომბერს კი მღვდლად მაკურთხეს. ცოტა გონს რომ მოვედი, მღვდელმონაზონი გავხდი. მეუფე ანტონის ლოცვა-კურთხევით, ცოტა ხანში მსახურება თეკლათის დედათა მონასტერში გავაგრძელე. იქ ვემსახურებოდი დედებს მთელი დიდი მარხვის განმავლობაში. მერე დავბრუნდი მეუფე ანტონთან. მცირე ხანი შიომღვიმის მამათა მონასტერშიც დავყავი. მერე მეუფემ ოფჩის მამათა მონასტერში გამიშვა. იქ სამი წელი ვიმსახურე. მონასტერი შიგ სოფელშია, ამიტომ სოფელსაც ვემსახურებოდი და მონასტერსაც. ორი-სამი წლის შემდეგ თბილისში გადმოვედი და მაკურთხეს სამხედრო კაპელანად. ვემსახურებოდი პირველ ბრიგადას, რომელიც ერაყში გაემგზავრა. აგვისტოს მოვლენების გამო სამშობლოში დავბრუნდი. მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით, საფრანგეთში გამომიშვეს.

KARIBCHEკათოლიკურ საფრანგეთში ქართველი ემიგრანტები გულგაციებულნი დამხვდნენ. სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით სამლოცველოსთვის ცალკე შენობა არ გვაქვს, მაგრამ მრევლი შემოკრებილი მყავს. ერთად ვლოცულობთ და, ღვთის წყალობით, სულიერად ვიზრდებით. ღვთის შეწევნით, მალე ჩვენი სამლოცველოც გვექნება. ამ ქალაქში 170 ათასი მცხოვრებია. მათ შორის არიან ქართველებიც.

საფრანგეთში საკმაოდ ბევრი ეკლესიაა. ერთ პატარა სოფელში ოთხი ტაძარია. სუფთა და მოწესრიგებული ქვეყანაა. კათოლიკეებთან ერთად ფრანგი მართლმადიდებლებიც ცხოვრობენ. იმ ქალაქში, სადაც ვმსახურობ, სამი მართლმადიდებლური ეკლესიაა - რუმინელების, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსი და ჩვენი სამლოცველო. ჯერჯერობით რუმინელების ტაძარში ვასრულებთ საღვთო ლიტურგიას. სტიქაროსანიც, მედავითნეც და მგალობელიც ჩვენი ტაძრის მრევლია. იქ თვეში ერთი კვირა გვაქვს დათმობილი მსახურებისთვის. დანარჩენ დღეებში თანამწირველი ვარ რუმინელებთან. ასე რომ, ყოველ კვირას აღვასრულებთ მსახურებებს. უფლისა და აქაური ქართველი მრევლის შეწევნით, იმედია, მალე ჩვენს სამლოცველოში აღვავლენთ ღვთისმსახურებას.

მრევლი მოწყურებულია სულიერებას. უხარიათ ქართველი მოძღვრის ყოლა. ბევრი გახდა აღმსარებელი და მაზიარებელი. ყველაზე მეტად აქაურ ქართველობას სამშობლოს ნატვრა აწუხებთ. ჩემი მოვალეობა მათი ნუგეშისცემა და სამშობლოში დაბრუნების ქადაგებაა. ზოგს ეგონა, უცხოეთში დალხენილი ცხოვრება დახვდებოდა. ცხადია, ასე არ მოხდა. ძალიან დიდი ხანი დასჭირდათ, ცოტათი ფეხზე რომ დამდგარიყვნენ. ემიგრანტი ქართველების უმრავლესობას უნდა სამშობლოში დაბრუნება.

რელიგიურ დღესასწაულებს ერთად ვხვდებით. უფალი შენს მცდელობას აფასებს და ოდესღაც ნაყოფს მაინც გამოიღებს. იმედია, მომავალ აღდგომას ჩვენთვის გამოყოფილ ტაძარში შევხვდებით. დასანანია, რომ მომავალი თაობა, იქ დაბადებული პატარა ქართველები ვერ მეტყველებენ დედაენაზე. როცა ჩვენი ტაძარი გვექნება, ვფიქრობთ, საკვირაო სკოლა გავხსნათ და მეტად დავაახლოებთ ქართველობას საკუთარ ტრადიციებთან. მრევლთან ხშირი სიახლოვე გვაქვს. ვსაუბრობთ რელიგიურ თემებზე, საეკლესიო ფილმებს ვუყურებთ, ვკითხულობთ წმინდანთა ცხოვრებებს. ასე ერთმანეთს სულიერად ვაძლიერებთ. აქ უმრავლესობამ პირველად ჩააბარა აღსარება. უფლის სადიდებლად თანდათან ვდგამთ პირველ ნაბიჯებს. უცხოეთში სხვაგვარი ცხოვრების წესია. დროის ფასი იციან და ყველა თავისი საქმითაა დაკავებული. ძირითადად კვირას ახერხებენ ტაძარში მოსვლას.

ქართული მართლმადიდებლური ტაძარია ასევე პარიზში. ბატონმა ბუბა ქებურიამ გადასცა საკუთარი სახლი და მაისში, თამარობას, წმინდა თამარის სახელზე აკურთხებენ. იქ მამა ანტონი (კანდელაკი) მსახურობს. პარიზში უფრო ბევრი ქართველი ცხოვრობს და ტაძარშიც დადიან.

ჩვენ, მოძღვრები, უფლის ჯარისკაცები ვართ, სადაც გვაკურთხებენ, იქ წავალთ. მთავარია, ჩვენი ქართველობა კვლავ დაუბრუნდეს საკუთარ მიწა-წყალს და არ დაივიწყოს სამშობლო. ღმერთმა დალოცოს ქართველები შინ და გარეთ. თუ მეტი სიყვარული და სიკეთის კეთების სურვილი გვექნება, მაშინ იქნება საქართველო ძლიერი და მტერი ვერ მოგვერევა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler