"უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი მხურვალე გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელ საქართველოს დაწვავდა"
"უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი მხურვალე გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელ საქართველოს დაწვავდა"
"ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახალამოსული მზის ცხოველსმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვითარცა დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია, როგორც სვეტი ცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი..."
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

* ყველაფრის მიუხედავად, მსოფლიოში არ გვყავს ბადალი. გავა წლები და ტურისტები მოგვაწყდებიან - დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა ვიქნებით, სადაც თუნდაც მხოლოდ იმიტომ ჩამოვლენ, რომ გაარჩიონ ერთმანეთისგან ნამდვილი ქალი და მამაკაცი...

* ათ მაგარ ვაჟკაცში ერთი ისეთი გვირევია, ამ ათ კაცს სულ ხაზს რომ გადაუსვამს... მოღალატეები ღუპავენ საქართველოს დღემდე!

* სულის დამახინჯება ჩვენივე ბრალია. ყველა ევროპას გაჰყვირის... უარესად და უარესად კი იქცევიან. ჩვენი ახალგაზრდების საქციელის მსგავსი ევროპის არც ერთი ქვეყნის ახალგაზრდებს არ აქვთ.

* სადაც არ ხარ, როგორც წესი, იქ უკეთესი გგონია. მაგრამ დამიჯერეთ, იქ რასაც აკეთებენ, ის რომ საქართველოში აკეთონ, ნამდვილად ექნებათ შესაბამისი ანაზღაურება, თუმცა აქ რატომღაც ეთაკილებათ შრომა...

* შენ რა გგონია, სოფელში შრომის ის ძველი ლამაზი დროა ისევ? ძალიან ცდები. ახლა სოფელშიც დაუმახინჯდა ყველას სული. პატიოსნები მოხუცებიღა შემორჩნენ და მალე ისინიც აღარ იქნებიან...

* რაღა ევროპაში მყოფებს მოგვადექით?! სოფლებიდან რომ გამორბის, ვისაც მიწის დამუშავება აღარ უნდა, იმას რაღას ეუბნები? შენ რა გგონია, აქ მყოფს ცხოვრება ულხინს? ყველას თავისი მიზეზი აქვს სამშობლოდან წასვლის... რა ვქნათ, აბა? თუ მშიერი სიკვდილი ვამჯობინოთ წვალებით ნაშოვნ ლუკმას?!

* მთავარი ის კი არ არის, წაკითხული წიგნების რაოდენობით თავი მოვიწონოთ, არამედ ის, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ ცოდნას. დღევანდელი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი საკმაოდ განათლებულია. თუმცა დღეს მარტო ცოდნით, ნაცნობების გარეშე შორს ვერ წახვალ. და კიდევ, სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებისთვის მარტო გლეხის თავდაუზოგავი შრომა არ კმარა; სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ეს შრომა დაფასდეს.

* ვინც ამბობს, მე ვარ საუკეთესოო, ვერასოდეს გახდება ასეთი, თუნდაც შეეძლოს. ცოტა მეტი თავმდაბლობა გვმართებს...

* ჩვენი დიდი ნაკლია, რომ ყოველთვის ყველაფერი გვინდა, მიუხედავად ჩვენივე შესაძლებლობებისა.

* სიზარმაცე... ყველა ერთმანეთს შეჰყურებს: "მე რატომ უნდა გავაკეთო, ის აგერ არ არის? ჰოდა, მაგან გააკეთოს..." იმავეს ფიქრობს მეორეც, და ასე - ლოდინში ქვეყანა შემოგვადნა ხელში...

* საქართველოში თავისუფალი აზრი თითქმის არ არის - უმეტესობა ვიღაცის აზრის გავლენის ქვეშაა. რატომღაც ყველა ვიღაცისკენაა, ყველა ვიღაცას ელოდება, ვიღაცაში ეძებს გმირს თუ მოღალატეს... ზომიერება არაფერში ვიცით. რელიგიაც კი სტერეოტიპად გადავაქციეთ. ამის უმთავრესი მიზეზი სიტყვის თავისუფლების უქონლობაა ქვეყანაში. ბევრი იფიქრებს ამის წაკითხვის შემდეგ: რა სისულელეა, მე ჩემი აზრი მაქვს და არავის აზრი არ მაინტერესებსო. მოდით, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და მე ნუ შემომიტევს, ეს ხომ უბრალოდ ჩემი აზრია...

* გლობალიზაციას რომ ვამბობთ, 70 წელი საბჭოთა კავშირში ვიყავით და, რაღა თქმა უნდა, ამან გავლენა იქონია, მაგრამ არა მგონია, დიდად გვქონდეს დაკარგული ქართული სახე. თუმცა აღარც ისეთები ვართ, ჩვენი წინაპრები რომ იყვნენ - ერთ ადგილას არაფერი რჩება, ყველაფერი იცვლება... ჩემი აზრით, უნდა შევეცადოთ, არ დავკარგოთ ჩვენი სული, თანაც ფეხი უნდა ავუწყოთ თანამედროვე მსოფლიოს ნაბიჯებს. არ უნდა ჩამოვრჩეთ, თორემ მუდამ იზოლირებული ვიქნებით დანარჩენი მსოფლიოსგან.

* "უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი მხურვალე გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელ საქართველოს დაწვავდა და დადაგავდა, კავკასიონის მარადიული თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს", - ეს სიტყვები უსაფუძვლოდ არ თქმულა. ასე რომ, უნდა გვწამდეს, ჩვენი მხურვალე გული და ამაყი სული რომ შევინარჩუნოთ...

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler