ქართველები უცხოეთის ცის ქვეშ
ქართველები უცხოეთის ცის ქვეშ
იქ საქართველოა...
მოღრუბლული დღეების მერე, როგორც იქნა, მზემ გამოანათა. გამიხარდა. ვიფიქრე, ცოტას გავივლი, ქალაქს დავათვალიერებ და მზესაც დავენახვები-მეთქი. საუცხოოდ გამოიყურებოდა გაზაფხულის ყვავილებში ჩაფლული ქალაქი. თითქოს უამინდობის გამო აქამდე მოწყენილი იყო და ახლა, რაკიღა მზემ თვალი შეავლო, მანაც კოხტად მოიხდინა ყვავილების კაბა და ყველას გაუღიმა - სტუმარსაც და მასპინძელსაც.

ჩემს სასტუმროსთან პატარა მდინარე ჩამოედინება. იქვეა მინდორიც. მეც იქით გავწიე სასეირნოდ. მეამა ახალაბიბინებულ მინდორზე ფეხშიშველა სიარული. გალაკტიონი გამახსენდა: "ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე - რაა მამული? წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული..." მართლაც, უამრავი ადამიანი გამოფენილიყო მინდორზე - ზოგი ოჯახთან ერთად, ზოგიც მეგობრებთან, ზოგიც მარტოკა.

მდინარის პირას ჩამოვჯექი. იქვე იასამნის ბუჩქი შევნიშნე. შევნიშნე, თორემ მისი სურნელი არ მიგრძნია. "ახლა საქართველოშიც ყვავილობს იასამანი", - გავიფიქრე და წარმოვიდგინე იასამნით გადავსებული თბილისის ქუჩები. "რა საუცხოო სურნელი აქვს მაინც. ერთი ღრმად რომ ჩაისუნთქო, დაგათრობს კიდეც. არ ვიცი, უცხოელს თუ შეუმჩნევია ვინმეს, რომ ჩვენთან სხვანაირად ყვავის იასამანი. იქ, საქართველოში, ყველაფერი დალოცვილი იცის. ყვავილის სურნელიც კი სხვანაირია". ერთი წუთით საქართველოში დავბრუნდი. "ნეტავ როგორ არიან ჩემები? სულ რამდენიმე დღეა წამოსული ვარ და უკვე მომნატრებიან. იქნებ სისუსტეა ეს ჩემი? განა ასე ძნელია რამდენიმე დღით მოშორება? ხომ დავბრუნდები, რაზე ვწუხვარ მაშინ? აქაც როგორი ლურჯი ცა ყოფილა. ალბათ, ცა ყველგან ასეთია. თუმცა არა, ყველგან ასეთი ვერ იქნება..."

- "საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არი..."

- ქართველი ხარ? - გავიგონე უცებ და წამოვდექი.

- კი, ქართველი ვარ.

- გამარჯობა. მე ნიკა მქვია. ქართულად მღეროდი და ვიფიქრე, ქართველია-მეთქი, - მითხრა (მე ვერც კი შევამჩნიე, თუ წავიმღერე).

- გაგიმარჯოს, ნიკა, - ჩემ წინ მაღალი, გამხდარი ბიჭი იდგა. ოდნავ დახვეული ოქროსფერი თმა მხრებამდე ეშვებოდა. მზის სათვალე შუბლზე აეწია და თმას უმაგრებდა. ჯინსის შარვალი და ქურთუკი ეცვა. გარეგნულად თითქოს ევროპელი, მაგრამ იერით მაინც ქართველი იყო. იღიმებოდა, მაგრამ თვალებში სევდა ეტყობოდა.

- მარტო ხარ, ნიკა?

- არა, მეუღლესთან და შვილთან ერთად.

- სად არიან მერე? აქ ვარ და ვერ შეგნიშნეთ აქამდე.

- აგერ, მდინარის პირას. ბავშვს ჩაეძინა და... ჩუმად ვისხედით.

- პატარაა?

- სამი წლის შესრულდა ახლახან.

- ღმერთმა დიდი გაგიზარდოთ!

- მადლობა.

- დიდი ხანია აქეთ ხართ?

- უკვე სამ წელზე მეტია.

- და კიდევ დიდი ხნით აპირებ დარჩენას?

- არ ვიცი. თუ კიდევ გამაჩერებენ ესენი... 2-3 წელს კარგი იქნებოდა...

- რატომ არ უნდა გაგაჩერონ?

- არ ვიცი. საბუთები არაფერი მაქვს. აქ მომცეს დროებითი მოწმობა. ცოტას მეხმარებიან კიდეც... ცუდს არაფერს ვაკეთებ და ალბათ 2-3 წლით კიდევ მომცემენ დარჩენის უფლებას. მინდა საქართველოში წასვლა, მაგრამ...

- რა "მაგრამ"?

- იქ არაფერია. რა გავაკეთო?

- აქ რას აკეთებ? მუშაობ სადმე?

- აქაური საბუთით არ მაქვს მუშაობის უფლება. ვითხოვ, რამე სამუშაო მიშოვონ ან მუშაობის უფლება მომცენ და თვითონ მოვნახავ რამეს. უარს მეუბნებიან. ვსწავლობ. უფასოდ მაქვს ენისა და კომპიუტერის კურსები... ორ ევროს მთავაზობენ საათში. ორი ევრო არაფერია, მაგდენს, ისე რომ ვიარო ქუჩაში, მაშინაც კი ვიპოვი.

ნიკამ მეუღლეს დაუძახა. ბავშვიც მოიყვანა. ძალიან საყვარელი იყო. ახალგაღვიძებულმა დაიმორცხვა, დედის კალთაში ჩამალა თავი.

- ქართულად ლაპარაკობს უკვე?

- ჯერ მთლად გამართულად - ვერა. უფრო - გერმანულად.

- სადაური ხარ, ნიკა? - ვკითხე ჩემს ახალ ნაცნობს.

- ჭიათურელი. მშობლები იქ მყავს. ღვთის წყალობით, ჯანმრთელები არიან და მომხმარედ არ დავჭირვებივარ. სამსახური რომ ვერაფერი ვნახე, წამოვედი აქეთ. იქნებ უკეთესი იყოს-მეთქი, ვფიქრობდი. ახლა კი ვუგზავნი ორიოდე კაპიკს, რასაც ვშოულობ, მაგრამ მომავალში რა იქნება, არ ვიცი, სად წავალ, სად ვიცხოვრებ... აქ, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ... სულ გვამოწმებენ. კიდევ კარგი, არც ექიმი დაგვჭირვებია და არც ფსიქოლოგიური დახმარება. ალბათ, ცოტა ხანს კიდევ გვამყოფებენ და მერე... მერე - არ ვიცი...

ვატყობდი, არ ულხინდა, მაგრამ საქართველოდან წამოსული აქ უფრო დაცულად გრძნობდა თავს. რატომ უნდა გრძნობდე უფრო უსაფრთხოდ თავს უცხოეთში, როცა ყოველდღე გამოწმებენ, გაკვირდებიან?! ნუთუ ეს უკეთესია, ვიდრე... ძნელი სათქმელია - "ვიდრე საქართველოში"?! წეღანდელი ფიქრები დამიმძიმდა. ერთი საათის წინ მონატრებული საქართველო უცნაურად გამუქდა, თითქოს შავმა ღრუბელმა გადაფარაო. რატომ უნდა ეძებდეს ბედს ქართველი სხვაგან და რატომ უნდა იყოს სხვისი წყალობის შემყურე, რომელიც წყალობასთან ერთად თავისუფლებასაც ართმევს?! რატომ ვთმობთ ასე იოლად თავისუფლებას?!

მალე ნიკას მეგობრები შემოუერთდნენ. ხმაურით მოვიდნენ, როგორც ქართველებს სჩვევიათ. ჩემი იქ ყოფნა არ შეუმჩნევიათ. ნიკა მორიდებული პასუხობდა მათ შეკითხვებს. მერე ჩემზე უთხრა, ქართველიაო. ცოტა შეცბნენ, ვერ მიხვდნენ, რა მინდოდა ან ნიკასთან საიდან აღმოვჩნდი. ეჭვის თვალით შემომხედეს. მივესალმე. მერე ცოტა მოლბნენ. მე ჩუმად ვუსმენდი. საუბარი ისევ საქართველოზე ჩამოვარდა:

- კარგი, რა გინდა იქ, ბიჭო, რა უნდა აკეთო? რა არის იქ? არაფერიც არ არის. აქ არ ჯობია? - ეტყობა ვიღაც მაინც ფიქრობდა დაბრუნებას და მეგობრები არ ეთანხმებოდნენ.

ნიკასგან განსხვავებით, მე მათ თვალებში შიში დავინახე. არ ვიცი, ეს რისი შიში იყო. მათი საქციელიც გასაქცევად გამზადებული კაცის მოქმედებას უფრო ჰგავდა. დამემშვიდობნენ და წავიდნენ. წასვლისას ნიკას შევხედე. მისი თვალები კიდევ უფრო სევდიანი მეჩვენა. იგი, უნდოდა თუ არა, მეგობრებს უნდა გაჰყოლოდა და პატარა ბიჭიც თან წაეყვანა...

***
საქართველოში კი ახლა გაზაფხულია, ყველგან მიწის სუნი ტრიალებს.

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში სახეზე მზემოკიდებული შუახნის კაცი აღმართზე შეფენილ ყანაში გუთანს დაყრდნობია და ძლიერი ხელებით მიწის ნედლ გულს ბელტებად აბრუნებს. რამდენი წელია უკვე, ყოველ გაზაფხულზე ამ პატარა მიწის მტკაველს ასერიგად ელოლიავება. აქ მის წინაპრებს უხნავთ და უთესიათ. ახსოვს, ჯერ კიდევ პატარა როგორ უძღოდა ხარებს და ეხმარებოდა მამას. ასევე ეხმარებოდა მამამისი თავის მამას. ასე იყო მუდამ. ეს მიწა და შრომა მამა-პაპისგან ანდერძად ერგო. აქ უშრომიათ მის წინაპრებს და აქ შრომობს ის დღესაც. მადლიანი მიწაა. უყვარს ეს ადგილი. თითქოს მისი გული მარტო მის მკერდში კი არა, ამ მიწაშიცაა ჩაფლული. ამიტომაც ვერ შორდება. წვალებაც ბევრი ხვდება, მაგრამ ამ მიწას მისთვის არასოდეს უღალატია და არც ის უღალატებს მას. მერე რა, რომ ხანდახან მცირე მოსავალს მისცემს. ღმერთი მოწყალეა - წელს თუ ცოტა მისცა, გაისად გაუბევრებს.

წეღან ცოლმა სადილი ამოუტანა: ცოტა მჭადი, ყველი და პრასი, პატარა დოქით ღვინო. ორად ორი ჭიქა დალია. ერთით საქართველო შეავედრა ღვთისმშობელს, მეორით - შვილები.

ახლა გაზაფხულია და კიდევ არა უშავს რა, საქმე ბევრია და კაცი გულს აყოლებს. ეს ზამთარი გაიჭიმება ხოლმე მცონარე ზაქივით და ბოლო აღარ უჩანს. აი, მაშინ კი ადვილად ერევა კაცს დარდი. აგერ, მზე უკვე შუბისწვერზეა დაშვებული. მალე დაღამდება კიდეც, მაგრამ კაცს შინ აღარ ეჩქარება, ცოლის გარდა მაინც არავინ დახვდება. შვილები უცხოეთში არიან...

"საქართველოში მზე რომ ჩავა, იმ უცხოეთში ისევ დღე იქნება, აქ კი სიბნელე. ღმერთო, შენ დაიფარე ჩემი შვილები, შენ დამიბრუნე ჯანმრთელები და მომასწარი ჩემს ეზოში შვილიშვილების ჟრიამულს! მერე თუნდაც ერთ დღესაც ნუღარ მაცოცხლებ..."

***
- მამიი, როდის წავალთ ბაბუასთან?

- მალე...

"მაგრამ... იქ არაფერია. რა ვაკეთო?"

***
იქ საქართველოა...

ინტერნეტმასალების მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler