ყველაზე მეტად გაზაფხულზე აყვავებული ჩემი ალუჩა მენატრება
ყველაზე მეტად გაზაფხულზე აყვავებული ჩემი ალუჩა მენატრება
ქართველი ემიგრანტების ცხოვრება თითქოს არაფრით განსხვავდება რიგითი ჩვენებურისგან. ეგ არის - სამშობლოს და ახლობლების გარეშე ცხოვრობენ. უცხოეთში დროებითი ნავსაყუდელი ხშირად მათთვის სამუდამო ხდება.

ესპანეთში, ბარსელონაში, ერთ ლამაზ და ახალგაზრდა ქართულ ოჯახს შევეხმიანე. იქ მოღვაწე ქართველი მოძღვრის, იღუმენ ლუკას დახმარებით ინტერვიუც ჩავწერე.

- მე მაია ვარ, გიორგაძე, - გამეცნო ჩემი რესპონდენტი, - ესპანეთში ხუთი წლის წინ ჩამოვედი. სულ მინდოდა, ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად სხვა ქვეყანაში მეცხოვრა. სურვილი ავისრულე. უცხოეთში ცხოვრებისთვის ხუთი წელი საკმარისია, რათა გამოცადო საკუთარი შესაძლებლობები. აქ სულ სხვანაირი აზროვნება გიყალიბდება. ისეთ რამეებზე გიწევს თავის დახრა, რასაც საკუთარ ქვეყანაში არ გააკეთებდი. ახლა ვნანობ, რა მაწუწუნებდა-მეთქი. როცა საქართველოში ჩემს ახლობელ-მეგობრებს ვურეკავ და აწუწუნდებიან, მეცინება ხოლმე.Mმაშინ ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ! აქ ყველაფერი საუკეთესო სანთლით არის საძებარი. სულიერებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მადლობა ღმერთს, რომ დღეს მოძღვარი გვყავს, სამლოცველო გვაქვს, სადაც სულიერ და ფიზიკურ კურნებასთან ერთად, ქართველები ვიკრიბებით და ერთურთს გულისტკივილს ვუზიარებთ. ვიდრე ბარსელონაში სულიერების კერა გაიხსნებოდა, მძიმე მდგომარეობა გვქონდა.

ესპანეთში ჩამოსვლამდე ათი თვე გერმანიაში ვცხოვრობდი. ჩემი სახლი ეკლესიიდან ძალიან შორს იყო და ვერ ვახერხებდი ტაძარში შესვლასაც კი. დიდ სულიერ სიმძიმეს ვგრძნობდი და მუდამ განსაცდელში ვიყავი. ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე მეტად ეკლესიაში სიარული მენატრებოდა. დეპრესიულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ადამიანმა სულიერი საზრდო თუ არ მიიღო, თავს მშვიდად და ბედნიერად ვერასდროს იგრძნობს. როცა შენს ქვეყანაში სულიერად მშვიდად ხარ, მაშინ ამას ვერ აფასებ. საქართველოში მყოფ ჩემს ახლობლებს ვეუბნები, არ დატოვონ თავიანთი სამშობლო და არ დაიმძიმონ სულიერი მდგომარეობა. უცხოეთში ქართველების ცხოვრება არ არის დალხენილი. აქ გაორებულია ადამიანი. შეუძლებელია აქაურობას შეეთვისო - ქართულ მენტალიტეტთან საერთო არაფერია, თუ შეეთვისე, ისიც დიდი უბედურებაა. ევროპაში უმთავრესი პრობლემა ოჯახური ურთიერთობებია. აქედან გამომდინარე, არის კიდევ საზოგადოებრივი პრობლემებიც. ცხოვრება მზაკვარია და მეშინია, არ შევეჩვიო აქაურ ყოფას. სამუდამოდ დაბრუნებას ვფიქრობ. ჩემს მეუღლეს სულ ამაზე ველაპარაკები. მაგრამ ისიც მეფიქრება, შევეჩვევით კი ჩვენს ქვეყანას?Uუბედურება ისაა, რომ არც იქაურობისა ვართ და არც იქაურობის. ძალიან ვნანობ სამშობლოდან წამოსვლას. ღმერთმა ქნას, ისე წამოვიდეთ, რომ შევძლოთ ჩვენს მიწა-წყალზე ცხოვრება. მე კიდევ არა მიშავს, ზრდასრული წამოვედი უცხოეთში. ის ბავშვები მეცოდებიან, ვისაც ჯერ არ განუცდია საქართველოს სიყვარული. ერთმანეთში უცხო ენაზე საუბრობენ, ქართული აღარავის ახსოვს. ამ ყველაფერს მძაფრად განვიცდი ხოლმე. ქართველობის, ტრადიციების შენარჩუნება მხოლოდ ოჯახურ გარემოშია შესაძლებელი. კარგი იქნება, თუ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ უცხოეთში წასვლის მსურველები სამშობლოში დარჩენას ამჯობინებენ.

***
ბევრი იტყვის, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ლუკმაპური მაინც ხომ არ ენატრებათო. ეგებ ასეცაა, მაგრამ ბევრი აქ მყოფი მატერიალურზე მეტად სულიერ გაჭირვებას და შიმშილს განიცდის. საქართველოში ჰგონიათ, უცხოეთში ყველა კარგად ცხოვრობს. ხშირად ვეხმარებით კიდევაც ახლობლებს, შეჭირვებულებს, მაგრამ იცით, რას ვამჩნევ? ანგარებით ურთიერთობებს. რასაც აქ ვიღებთ, ჩვენი შრომით და ცრემლითაა მოპოვებული. პირადად მე ფსიქიკურად დაავადებულ მოხუც ცოლ-ქმარს ვუვლიდი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში ვიქნებოდი. ახლა მაღაზიაში ვმუშაობ და ძველი სამსახურის შემდეგ სამოთხეში მგონია თავი.

***
ბევრი მიფიქრია, უცხოეთში ყოფნით რა შევიძინე დადებითი ან უარყოფითი-მეთქი. დადებითი ალბათ ისაა, რომ შევიძინე მოთმინება, თავმდაბლობა და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება. აქ ყოფნით თითქოს ყველაფერი დავაფასე. სკოლის პერიოდიდან ვოცნებობდი, მედავითნეობა მესწავლა. მამა ლუკას ლოცვა-კურთხევით, ეს ოცნება აქ ავისრულე. ოჯახიც შევქმენი. ჩემი მეუღლე ბარსელონაში გავიცანი. წარმოშობით სვანია - ავთო ქურასბედიანი. პირველი სტიქაროსანი იყო ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ტაძარში. რომ გავიცანი, იცით, როგორ რცხვენოდა ეკლესიაში შემოსვლა? მერე ეკლესიური ცხოვრებაც დაიწყო, სტიქაროსანიც გახდა. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, კიდევ რამდენიმე მრევლის წევრი შეისწავლის მედავითნეობას. ქართულ ეკლესიაში ქართველები სულიერ საზრდოს ვიღებთ. სამსახურიდან პირდაპირ ტაძარში მივდივართ. შინ გვიან ვბრუნდებით. მოძღვარი გვიკითხავს ხოლმე წმინდანთა ცხოვრებას, წმინდა მამების დარიგებებს. მასთან ყოველი ჩვენი ურთიერთობა დღესასწაულია.

***
ეკლესიის გარეთ დარჩენილები მართლაც ძალიან ცუდად ცხოვრობენ. ეკლესიის წიაღში ადამიანები უფრო ინარჩუნებენ ქართველობას. ეკლესიის გარეთ მყოფის მენტალიტეტი და აზროვნება სრულიად შეცვლილია. როცა გაჭირვება შეხვდებათ, ღმერთი და ეკლესია მაშინ ახსენდებათ ხოლმე. თუმცა, უფალს თითოეული სხვადასხვა გზით მოჰყავს ტაძარში.

ვიდრე ქართული ტაძარი გაიხსნებოდა, უკრაინულ ტაძარში ვესწრებოდით ღვთისმსახურებას. კვერექსების დროს გულში ქართულად ვგალობდით.

***
საქართველოში ყველაზე მეტად ჩემი სამტრედია და სახლი მენატრება. ჩემი ფანჯრის წინ ალუჩის ხე დგას. მენატრება, გაზაფხულზე აყვავებული ალუჩის ხე.

***
მაიასთან საუბრის დროს მისი მეუღლე შემოგვიერთდა. საუბარი მასთან გავაგრძელე.

- ბარსელონაში, რა თქმა უნდა, კარგი ცხოვრების გამო არ წამოვსულვარ. ძალიან რთულია აქ ცხოვრება. ყველაფერს ეგუები. ეგუები უსამშობლოდ ყოფნას, უყველაფრობას... გული მტკივა, რომ ვუყურებ ქართველ ბავშვებს - თვალითაც არ უნახავთ და არ შეუგრძნიათ სამშობლო, სამშობლოს სიყვარული. ვერც ახერხებენ ქართულად წერას და ლაპარაკს. ბარსელონაში ქართული ეკლესია რომ არ იყოს, ნეტა რა გვეშველება. მიკვირს, როგორ ვცხოვრობდით ეკლესიის გარეშე? მადლობა ღმერთს, რომ მოძღვრის კურთხევით და დახმარებით, ეკლესიასთან სამრევლო სკოლაც დავაფუძნეთ. აქ ისეთი მოზარდები სწავლობენ, რომლებმაც ქართული წერა-კითხვა არ იციან, უფრო მეტიც, ვერ მეტყველებენ ქართულად.

ძალიან მომენატრა ჩემი სამშობლო.

ეკლესიური ცხოვრება აქ დავიწყე. როცა ბარსელონაში ქართული ტაძარი აკურთხეს, თავიდან მამა ბასილი, ახლა უკვე ბერი იოანე (კიკვაძე) ატარებდა წირვა-ლოცვას. ის ჩემი მეუღლის მოძღვარი გახლდათ. მერე იღუმენი ლუკა მობრძანდა. მას შემდეგ ეკლესიაში ვარ. ერთი დღეც არ გამიცდენია. სამსახურის შემდეგ ტაძრისკენ მიმიწევს გული. აქ ჩემი საქართველო მეგულება. სადაც სიმშვიდე, სიკეთე და სიყვარული სუფევს. ღვთის მადლით, სტიქაროსანიც გავხდი. წირვა-ლოცვის დროს ვიმოსები სტიქარით და ვცდილობ, მოძღვარს დავეხმარო მსახურებისას. მას შემდეგ სულ სხვანაირი გავხდი. მეტად ჩავუკვირდი საკუთარ თავს და ვცდილობ, ვიცხოვო ისე, როგორც უფალს სურს. უცხოეთში ეკლესია და ჩემს გვერდით მყოფი საყვარელი ადამიანები მაძლებინებენ. მათი დახმარებით საქართველოს მონატრების წყურვილს ვიკლავ.

მომავლის რწმენა და იმედი არ დამიკარგავს. მჯერა, რომ მალე დავბრუნდები ჩემს სამშობლოში. აქ შეუძლებელია ქართველმა იცხოვროს. წარმოუდგენელია აქ შვილის გაზრდა, სადაც ირგვლივ ყველაფერი მოწამლულია.Aაქ შეუძლებელია ვინმესთან მეგობრობა...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler