რა ხდებოდა დაბომბილ სოფლებსა თუ ქალაქებში? რა სტკიოდათ და რა ანიჭებდათ შვებას იქ დარჩენილებს?
რა ხდებოდა დაბომბილ სოფლებსა თუ ქალაქებში? რა სტკიოდათ და რა ანიჭებდათ შვებას იქ დარჩენილებს?
ეკლესია არის და იქნება საქართველოს გადამრჩენი
ომი თუ მშვიდობა? რა თქმა უნდა, ყველა დაგვეთანხმება, რომ მშვიდობა უკეთესია. მაგრამ ხშირად ისე რომ არ ხდება, როგორც უკეთესია, ესეც ყველამ საკუთარი თვალით ვნახეთ. ომი სამაჩაბლოსა და გორის ტერიტორიაზე მძიმე იყო ყველასთვის - იქ მცხოვრებთათვისაც და მის გარეთ მყოფთათვისაც. მოსახლეობის ნაწილმა მოახერხა სოფლებისა და ქალაქის დატოვება, ნაწილი კი ომის ეპიცენტრში დარჩა. ბევრი დაზარალდა და ბევრმაც "მშვიდობით" დააღწია თავი ამ ყველაფერს.

რა ხდებოდა დაბომბილ სოფლებსა თუ ქალაქებში? რა სტკიოდათ და რა ანიჭებდათ შვებას იქ დარჩენილებს?

გორის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის დირექტორის მოადგილე თინათინ გვერდწითელი:

- როცა ცხინვალთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელში ჩავედით, კაციშვილი არ ჩანდა ქუჩაში. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ ნაწილში ვიყავით, ადამიანის ჭაჭანება არ იყო. მანქანები რომ გაჩერდნენ, ერთი მოსახლე გამოჩნდა. გამოველაპარაკეთ, ავუხსენით, რისთვის ვიყავით მისული, რომ გვსურდა, კონსულტაცია გაგვეწია და წამლები დაგვერიგებინა. თანდათან მოგროვდნენ... გამოჩნდა ერთი ახალგაზრდა კაცი, ერთადერთი ახალგაზრდა მთელ სოფელში,Aრომელიც ომის დროს დარჩენილიყო. მის გარდა ყველა მოხუცი იყო და წიწილებივით ეხვეოდნენ თავიანთ მფარველს.

მოსახლეობა იგონებდა დაბომბვის დღეებს. ერთ-ერთს ფეხებთან აუფეთქდა ყუმბარა და, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. იხსენებდნენ, როგორ მოახერხეს მისი დაკრძალვა. როცა მიცვალებულს მოასვენებდნენ, იძულებული გახდნენ, მიწაზე დაესვენებინათ და ისე მიეხოხებინათ საფლავამდე. მუხლიჩოქა ვიდექით და მიწას ისე ვაყრიდითო.

ძირითადად გარეთ ათევდნენ ღამეს. ამის გამო ექიმებს ხშირად ხვდებოდნენ ფილტვებით დაავადებულები და ძაღლის დაკბენილები. ადამიანები საკუთარი თვალით ხედავდნენ, როგორ ეზიდებოდნენ მათი სახლებიდან ავეჯს, სახლებს კი წვავდნენ. ცხადია, ცარიელი ხელებით ვერავინ ვერაფერს გახდებოდა...

KARIBCHEტაძრებში მსახურება არ შეწყვეტილა, წირვა-ლოცვა მუდამ ტარდებოდა. მარიამობის წირვაზე საკმაო მრევლიც მოვიდა.

არც ქალაქის ენერგომომარაგება შეფერხებულა. დენი მხოლოდ საჭიროებისას ითიშებოდა ზოგიერთ უბანში, რადგან დაბომბვის დროს ხანძრის საშიშროება იყო. სადისპეტჩერო გორიდან ერთ-ერთ სოფელში გადაიტანეს. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მთელი კვირა ენერგოსადისპეტჩეროში გაატარეს, გორში დარჩენილ მოსახლეობას ამ მხრივ პრობლემა რომ არ შექმნოდა. ასეთ დროს ჩაბნელებულ სახლებში ყოფნა კიდევ უფრო ძნელი იქნებოდა მათთვის.

სტიქაროსანი გიორგი ცხენშებმული ურმით გორს უვლიდა და მოხუცებთან, სახლებიდანაც რომ ვერ გამოდიოდნენ, საჭმელი მიჰქონდა...

ბუნებრივია, ქალბატონ თინათინთან საუბრის შემდეგ გიორგი კიკნაძესთან გასაუბრების სურვილი გაგვიჩნდა:

- ყველაფერი ეკლესიამ ითავა. როცა გორი ყველამ დატოვა, მეუფე ანდრია, მამები და დედები დარჩნენ ქალაქში, და კიდევ 2 სტიქაროსანი, რომლებიც გამუდმებით მეუფესთნ ვიყავით.

ხალხს საკვები უჭირდა. ჩვენი ჯარი რომ გადიოდა, იმ დღესვე გაჩერდა ყველა მაღაზია თუ თონე. პურის გამოცხობა ეკლესიამ დაიწყო. მხოლოდ ეკლესიის საცხობი მუშაობდა. პური და საჭმელი უფასოდ რიგდებოდა, გზავნიდა საპატრიარქოც. ზოგჯერ თვითონ მეუფე ანაწილებდა საჭმელს და შედარებით მთიან სოფლებში მიჰქონდა: ატენში, ბოშურში, სადაც გახიზნული იყო მოსახლეობა. ეკლესია დაზარალებულებს დღესაც ეხმარება, რითაც შეუძლია. ორსულებისა და ბავშვებისთვის ყოველდღე მიგვაქვს მაწონი, თაფლი, ის, რაც აუცილებელია მათთვის.

KARIBCHEიმ დღეებში ყველანი ღმერთს ვიყავით მინდობილი. ომის დროს მამები ბავშვებს ნათლავდნენ, მიცვალებულებს წესს უგებდნენ. ერთის ტკივილი ყველას ტკვივილი იყო. ეკლესიაშიც შემოვიდნენ მაროდიორები, წაიყვანეს მანქანები, მაგრამ ეკლესიამ გაუძლო ამ ყველაფერს.

პატრიარქი ჩამობრძანდა ნიქოზში მეუფე ესაიასთან. დაგვლოცა და ძალა მოგვცა ლოცვისა. ჩამობრძანდნენ მეუფე ნიკოლოზი, სვეტიცხოვლის მამები, სამების მოძღვრები, ჩამოვიდა მამა სერაფიმე სამღვდელოებით. გაგვამხნევეს და ძალა შეგვმატეს... ჩამოსულები იყვნენ მეუფე ესაიას დედები და ერთად ვლოცულობდით საქართველოსთვის. ხშირად რეკავდა ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი...

ეკლესია ჰოსპიტალშიც იყო. მეუფეს ექიმებთან სურსათი მიჰქონდა. პატრიარქმა გამოგზავნა თაფლი, ზეთი და სხვა საკვები. ექიმებმა შესაძლებელზე მეტიც გააკეთეს - ყოველთვის აღნიშნავდა ხოლმე მეუფე მათ გმირობას.

მეუფე ანდრია ცხინვალშიც შევიდა, საიდანაც 9 მიცვალებული გადმოასვენეს, შემდეგ - კიდევ 43 ჯარისკაცის ცხედარი. ეკლესიამ ითავა

ეს ყველაფერი. მეუფე იტყვის ხოლმე: "ეკლესია ვალდებულია, ეს გააკეთოს. ეკლესია ამას აკეთებდა და აკეთებს კიდეცო".

ყველანი ვასრულებდით მეუფის დავალებებს. ვეხმარებოდით ხალხს, განსაკუთრებით - იმ მოხუცებს, რომლებიც შინიდან ვერ გამოდიოდნენ.

ასეთი შემთხვევა მოხდა - დილის 10 საათი იქნებოდა, მამებმა მითხრეს: გიორგი, გარეთ ერთი ოჯახია და დახმარება სჭირდებაო. ბერბუკიდან იყვნენ, ამირანი - 5 შვილის მამა, მეექვსეს ელოდებოდნენ - ცხენით ჩამოსულიყო. მეუფის ლოცვა-კურთხევით, პური, ზეთი, მაკარონი მივეცით. ოჯახი გახარებული წავიდა...

მეორე დღეს ისევ ჩამოვიდა ამირანი. სურსათის დარიგებაში ვთხოვე დახმარება. ასე ცხენით დავდიოდით და ვარიგებდით პროდუქტს, მიგვქონდა წამლებიც. სამი დღე ვიარეთ და 145 ოჯახს მივუტანეთ საჭმელი. ამას აღარ მოელოდა ხალხი, დიდი სიხარული იყო...

ჰოსპიტალში ყოფნისას გამოაცხადეს, გორი დაიბომბებაო. იმდენად შემეშინდა (სულ ხატი მეჭირა და ვლოცულობდი), მეუფესთან მივედი და ვუთხარი, უნდა წავიდე-მეთქი. მეუფემ გამამხნევა და მითხრა, ჩემს გვერდით იყავი, დღეს ქალაქი უნდა ვაკურთხოთო. პირველად ქალაქი მაშინ იკურთხა, როცა ჯერ კიდევ ომი იყო. ღმერთი, მეუფის სიტყვები, ქალაქის კურთხევა ძალას გვაძლევდა და ვმხნევდებოდით. რუსის ჯარი რომ შემოვიდა, ქალაქს ვაკურთხებდით.

ჯარის შემოსვლის შემდეგ მამა სერაფიმე, მორჩილი ბესარიონი და მე ჩემს სახლს შევეფარეთ მეუფის კურთხევით. სანამ ჯარი არ გავიდოდა, არ უნდა გამოვსულიყავით. მამა სერაფიმეს ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა, რომელსაც ქალაქში დაატარებდა და სწორედ ამ ხატთან ვლოცულობდით თავაუღებლად.

KARIBCHEჯარი უკვე ჩამდგარი იყო გორში, როცა არქიმანდრიტი გრიგოლი (თოიძე) შემოვიდა ეზოში და ჩვენც სასწრაფოდ გავყევით. სიჩქარეში სტიქარი სახლში, მაგიდაზე დამრჩა. მანქანაში ჩავსხედით. მამაომ - ჯარი შემოვიდა და მთელი ქალაქი და ხიდები დაიკავაო. ეკლესიისკენ წავედით. რუსების ბლოკსაგუშაგოს რომ მივუახლოვდით, გაგვაჩერეს. სამღვდელოება რომ დაინახეს, არაფერი უთხრეს. მე, როგორც საეჭვო საეროფორმიანი, მანქანიდან გადმომიყვანეს ხელებაწეული. ძალიან შემეშინდა - რა იცი, რა ხდება, რას ფიქრობენ... გადავედი და თან ვლოცულობდი. მამებმა აუხსნეს, რომ სტიქაროსანი ვიყავი და, მადლობა ღმერთს, გამოგვიშვეს. სტიქარის გარეშე გამოსვლაზე მეუფისგან საყვედურიც მივიღე. ეს ჩემთვის კიდევ ერთი გაკვეთილი იყო...

ერთ დღეს, სადაც პური რიგდებოდა, ახალგაზრდა ჩვილბავშვიანი ქალი შევნიშნეთ. მეუღლე სამხედრო ჰყოლია. დახმარება შევთავაზეთ. გვითხრა, ბავშვისთვის საჭმელი არ მაქვსო. მეუფის ლოცვა-კურთხევით, საკვები გამოვუტანე. მეორე დღეს ისევ შევხვდით. მამაომ ჰკითხა, რამდენი თვისაა პატარაო. აღმოჩნდა, რომ იმ დღეს შესრულებოდა 40 დღე. მონათვლა გადაწყვიტეს. დედამ მოისურვა, ნათლია მე ვყოფილიყავი. მოვნათლეთ პატარა და ნათლობის სახელად ბარბარე დაერქვა. ახლა პატარა ბარბარე ხშირად დაჰყავთ ეკლესიაში, ვაზიარებთ.

დავინახე, რომ ეკლესიას დიდი ძალა აქვს, ბევრი გააკეთა და ხალხიც მადლობელი დარჩა.

გორში იყვნენ ჩემი მშობლებიც. ჩემი ძმა სამხედრო პირია. დედა ყოველთვის მეუბნებოდა: სად უნდა გავიდე, ჩემი შვილი აქ არის, ომშიო. ეგონა, მე მთაში ვიყავი წასული და იქ ვაფარებდი თავს (ასე იცოდა ქუთაისში მყოფმა ჩემმა მეუღლემაც. შემდეგ კი ისიც მამხნევებდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი). როცა დედას შევხვდი, ვუთხარი, მეუფის გვერდით ვიყავი-მეთქი. მიპასუხა: "ეკლესიის გვერდით იდექი, მეუფე არ მიატოვო, ჩვენ კარგად ვართო". თუმცა იმ პერიოდში ყველას ძალიან უჭირდა, ერთ პურს ათი ოჯახი იყოფდა და ერთად იტანდნენ ყველაფერს.

მინდა, მადლობა ვუთხრა მეუფე ანდრიას, მთელ სამღვდელოებას, ჩვენს დედებს, დედა ცეცილიას, დედა მარიამნას, დედა პოლიქსენიას იმისთვის, რომ მშობლებივით გვექცეოდნენ, ხალხს გვერდით ედგნენ და ამხნევებდნენ. ეს მე თვითონ ვნახე. როგორც დედაჩემი ნერვიულობდა ჩემზე, ისევე ზრუნავდა დედა იოანა, შუამთის წინამძღვარი. იგი ჩემთვის დედასავით ტკბილი გახდა... როცა ვურეკავდი, მამხნევებდა და მეუბნებოდა: რაც უნდა მოხდეს, იცოდე, სამშობლოსთვის წირავ თავს. არ შეგეშინდეთ, გაძლიერდით, თქვენთვის ვლოცულობთო.

კარგად დავინახე, რომ ეკლესია არის და იქნება საქართველოს გადამრჩენი...

ესაუბრა
დემეტრე ტლაშაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler