ჩვენი "კარიბჭე" #100
ჩვენი "კარიბჭე" #100
თამარ მამაცაშვილი (მთავარი რედაქტორი)
"კარიბჭე" ჩვეულებრივი ჟურნალი არ არის; ის უფლის სიყვარულია სიტყვებად თქმული და ჟურნალის ფურცლებზე გადატანილი. ამ სიყვარულით დაფუძნდა ოთხი წლის წინ ჩვენი ჟურნალი და საქართველოს მოსახლეობაში, ღვთის შეწევნით, ამ სიყვარულის, ჭეშმარიტი რწმენის გაძლიერება იყო მისი ძირითადი მიზანი. აკი ბრძანა უფალმა: "სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის" (მათე 18,20). ღვთის განსაკუთრებული შეწევნა ძალუმად იგრძნობა "კარიბჭის" ყოველდღიურ საქმიანობაში.

რედაქციის წევრთა შეკრებებზე უფლის საქმეთა დიდებით ანთებული თითოეული ადამიანის გაბრწყინებული თვალები კეთილი საქმის კეთების სურვილს ასხივებს. აქ იგეგმება ყოველი ნომრის მთავარი თემა: ჯერ კახაბერ კენკიშვილი აღფრთოვანებით და ჩვეული ჩუმი ემოციით ჰყვება ეპიზოდებს ამა თუ იმ წმინდა მამის ცხოვრებიდან და ჩვენი ბედკრული ქვეყნის ისტორიიდან. იქით დავით სურგულაძე იტყვის თემის შესახებ საღვთისმეტყველო კომენტარს და უცებ ყველა ჩუმდება - ეს ხომ ყველამ ვიცოდით, მაგრამ ისე ლამაზად თქვა, ისე ორიგინალურად... ახლა თეა ცაგურიშვილის რიგია - მან ყველაზე უკეთ იცის, საქართველოს რომელ კუთხეში რა ხდება, სად რომელი მონასტერია, როგორ ცხოვრობენ სხვადასხვა ეპარქიის ბერ-მონაზვნები. "იცით, როგორი მოღვაწე, მადლიანი ბერები ვნახე!" - გვიზიარებს ხოლმე მორიგი "მივლინებიდან" დაბრუნებული შთაბეჭდილებებს და გვიამბობს საინტერესო ამბებს საქართველოს სოფლების საეკლესიო ცხოვრების შესახებ.

თემის ფსიქოლოგიური ანალიზი ლელა ჩხარტიშვილს ავალია - ის მონახავს ხოლმე ძალზე საინტერესო გადაკვეთას საერო და სასულიერო მომენტებისა ყოველ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. სოფიო თავაძე და შორენა მერკვილაძე თემის ძირითად ინტერვიუს ამზადებენ სხვადასხვა მოძღვართან. ეს ურთულესი საქმეა ჟურნალისტისთვის, მაგრამ იქვე, შეკრებაზე, ისე სხარტად ჩამოარაკრაკებენ მოძღვრისთვის დასასმელ შეკითხვებს, ყველა ხვდება - ინტერვიუ კარგი გამოვა. სულ ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდა თინათინ მაჭარაშვილი და ახლა უკვე ჩვენი ოჯახის "ნამდვილი" წევრი გახდა - თავისი ცხოვრება ჟურნალის მენეჯერს ნიკოლოზ გაბელაიას დაუკავშირა. მისმა სათქმელის გონივრულად გაშლამ და კარგმა ქართულმა იმთავითვე მიიქცია ჩვენი ყურადღება. ისეთი სიღრმისეული აღქმა აქვს ურთულესი საღვთისმეტყველო საკითხებისა და ისე მარტივად ჩამოაყალიბებს ხოლმე ყველაფერს, "ყოჩაღ, დედაკაცოო!" - წამოიძახებს ხოლმე გახარებული კახაბერ კენკიშვილი.

მერე თავჩაღუნული და მთელი თათბირის განმავლობაში მდუმარე მანანა ტუაევა გაგვახსენდება და ერთხმად ვკითხავთ: "მანანა, შენ რას მოამზადებ?" "რა ვიცი, რამეს დავწერ..." - იტყვის და ყველამ ვიცით, რომ ეს "რამე" ისეთი გრძნობით სავსე წერილი იქნება, რომელიც ჩვენს თვალწინ გააცოცხლებს ჩვენი დროის მოწამე მამების თითოეულ სუნთქვას, ცხოვრებისა და წამების ყოველ დეტალს. მაშინ ხვდები, რომ სტატიის ავტორმა საკუთარ სულში გაატარა ახალმოწამის ტანჯვის თითოეული წუთი და ისე მოიტანა მკითხველამდე.

რედაქციის ახალმა წევრმა დემეტრე ტლაშაძემ თავისი თავმდაბლობით უკვე ყველას შეაყვარა თავი. "მინდა გავიზარდო, როგორც ჟურნალისტი, რელიგიის სფერო კი ჩემთვის ყველაზე ახლოაო", - გვითხრა და დიდი მონდომებით შეუდგა შრომას ამ მიზნის მისაღწევად.

რედაქტორის მოადგილე მანანა ჯანელიძე მთელი თათბირის განმავლობაში ფხიზლად ადევნებს თვალყურს თითოეული ჟურნალისტის ყოველ ფრაზას და ყველას საგულისხმო მითითებებს აძლევს: "მეტი ცოცხალი მასალა გვჭირდება, ნუ დაამძიმებთ ჟურნალს, იგი ხალხისთვის იოლად გასაგები უნდა იყოს!" ზოგჯერ ცხარე კამათიც იმართება ბევრ სადავო საკითხზე, მაგრამ ბოლოს ისევ ჭეშმარიტება და სიყვარული იმარჯვებს.

გადამწყვეტი სიტყვა კი ყოველთვის მამა ლევან მათეშვილისაა. მისი იუმორით შეზავებული კომენტარები არავის გვაძლევს საშუალებას, ხიბლში ჩავვარდეთ იმ მართლაც საპასუხისმგებლო და მძიმე ტვირთის ზიდვისას, რომელსაც ყველა ვგრძნობთ. მამაო ყოველთვის გვაფხიზლებს, თანამედროვე ადამიანის პრობლემებსა და მარადიული ფასეულობების შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრისკენ მოგვიწოდებს.

მთავრდება "კარიბჭის" სარედაქციო თათბირი და შინ წასვლას არავინ ჩქარობს. ყველა გრძნობს რაღაც უხილავ ძალას, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს და ამ ძალას უფლის გზაზე ერთად სიარულის დაუოკებელი სურვილი ჰქვია.

დიდ ძალას გვაძლევს მკითხველთა სიყვარულით სავსე წერილები, რომლებსაც ხშირად ერთად ვკითხულობთ თვალცრემლიანნი და ვადიდებთ უფალს, ამ საქმიანობის ღირსნი რომ გაგვხადა ჩვენ ცოდვილნი.

ჟურნალის მკითხველამდე მიტანისთვის მხოლოდ ჟურნალისტთა შრომა როდი კმარა; ასეთივე სათუთი დამოკიდებულება აქვთ თავიანთი საქმისადმი სტილისტებს სალომე ნიკოლეიშვილსა და ნატალია ტოროშელიძეს, კომპიუტერთან მომუშავე თამარ არაბულს, ირინა ჯახაიასა და რეზო თხილიშვილს, მენეჯერს ნიკოლოზ გაბელაიას.

მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც "კარიბჭის" გამოცემაში დაგვეხმარა. მადლობა რედაქციის თითოეულ წევრს იმისთვის, რომ შეძლეს საქმის სიყვარულით კეთება. მადლობა ყველა ეპარქიის მღვდელმთავარსა და მღვდლებს, ვინც გვერდით დაგვიდგა და ღვთის სიტყვის მადლი არ მოგვაკლო. მადლობა ჟურნალის კონსულტანტს მამა თეოდორე გიგნაძეს კომპეტენტური საღვთისმეტყველო რჩევებისა და ჟურნალის სწორი გეზის შენარჩუნებისთვის. მადლობა კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ეს, ლოცვა-კურთხევისთვის, რომელიც ჟურნალის დაფუძნებისას მოგვეცა.

მადლობა, უფალო, ყველაფრისთვის! შეგვაძლებინე მართალ გზაზე სიარული. შეგვაძლებინე, არ შევცდეთ ჩვენს საქმიანობაში და ჩვენი შეცდომით ათასები არ ვაცდუნოთ. გვამყოფე შენს სამსახურში თავმდაბლობითა და სიყვარულით...

KARIBCHEმამა ლევან მათეშვილი
დიდი სიამაყის გრძნობა მეუფლება, როცა მახსენდება, რომ ისეთი მნიშვნელოვანი, ვიტყოდი, გრანდიოზული (თავისი სულიერი, მორალური, ეთიკური საწყისების მქონე) ჟურნალის დაფუძნების სათავეებთან ვდგავარ, როგორიცაა მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე". ეს არის პირველი ჟურნალი, რომელმაც ამხელა ტირაჟითა და პოპულარული ენით, ამავდროულად, ღრმა საღვთისმეტყველო ცოდნით უამრავი ადამიანის გულამდე მიიტანა ღვთის სიტყვა და ამას დღესაც აგრძელებს. ეს დიდი სიამოვნებაა ადამიანისთვის, რომელსაც მცირეოდენი ლეპტა შეაქვს "კარიბჭის" დაგეგმვასა და შექმნაში.

ჩემთვის წარმატების ნიშანი ისიც არის, რომ "კარიბჭეს" უამრავი წამბაძავი გამოცემა გამოუჩნდა, ანუ სწორება "კარიბჭეზე" ხდება. მართალია, ამ "წამბაძველობაში" ზოგიერთს მეტისმეტი მოსდის და მათ საქციელს უფრო პლაგიატობა ჰქვია (რის გამოც ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყანაში პასუხს აგებდნენ კანონის წინაშე), მართალია, "კარიბჭე" მატერიალურად ზარალდება კიდეც, მაგრამ ეს არაფერი. მთავარია, მკითხველმა იცის, სად არის ოქრო და სად - ოქროსფრად მბზინავი მეტალი!

მანანა ჯანელიძე (რედაქტორის მოადგილე)
რედაქციის თათბირზე, როცა ჟურნალისტებს ვთხოვეთ, დაეწერათ რამე "კარიბჭესთან" თავიანთი დამოკიდებულების შესახებ, მეგონა, იოლ დავალებას ვაძლევდით. მაგრამ ახლა, როცა მე თვითონ შევუდექი წერას, სათქმელს თავი ვერ მოვუყარე...

KARIBCHEიქნებ იქიდან დავიწყო, როცა ერთ ჩვეულებრივ დღეს "კვირის პალიტრის" დერეფანში თამარ მამაცაშვილი შემხვდა და მართლმადიდებლური ჟურნალის გამოცემის აზრი გამიზიარა. დავიბენი, ღვთის სიტყვასთან შეჭიდების პასუხისმგებლობამ შემაშინა, მაგრამ თამარის იმედიანი განწყობა გადამდები აღმოჩნდა. ან იქნებ ის სიხარული გავიხსენო, როცა პირველად დავინახე ჩვენი მკითხველები "კარიბჭით" ხელში. მინდოდა, ყველასთან სათითაოდ მივსულიყავი და მოვფერებოდი. შემიძლია, მადლიერებით, სიყვარულითა და, რაც მთავარია, ნდობით აღსავსე სტრიქონებიც წაგიკითხოთ, ათასობით მკითხველის წერილებიდან რომ იღვრება და ასე გვათბობს და ძალას გვმატებს.

"კარიბჭე" ჩემთვის სამსახური არ არის, რომელსაც პროფესიული ვალდებულების ან თუნდაც ანაზღაურების გამო ვეშურები. "კარიბჭე" ღვთის წყალობაა, მცირე ტაძარია უფლის მსახურებისთვის და როდესაც ზოგჯერ ღამე დამათენდება ჟურნალის მასალების კითხვაში, ღმერთს ვმადლობ ამ წყალობისთვის.

KARIBCHEკახაბერ კენკიშვილი (კორესპონდენტი)
"რა ვქნა, რომელ გზას დავადგე, მამაო, ცოლი შევირთო თუ მონასტერში წავიდე? გევედრები, ახლავე გამაგებინე ღვთის ნება!.." - შევთხოვდი თხუთმეტი წლის წინ მამა ვიტალის (სიდორენკო) მის საფლავთან დაჩოქილი. მერე წამოვდექი და წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარს შემოვუარე (მამა ვიტალის საფლავი ამ ტაძრის აღმოსავლეთით, საკურთხევლის წინ მდებარეობს). იქვე, ათ მეტრში, სატრაპეზოსთან, დახმარება მთხოვეს - ტომრები ჩაგვატანინე მეტრომდეო. გზად თანამგზავრს, რუს ქალბატონს, დეიდა ნინას, გავესაუბრე - გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიდიოდა, ტომრებით კი ავადმყოფებისთვის წვრილად დაჭრილი პური და მოხარშული კარტოფილი მიჰქონდა. თურმე, უკვე ათ წელზე მეტი იყო, დეიდა ნინა მოძღვრის კურთხევით ეკლესიის წინ გლახაკობდა, მოგროვილი ფულით საკვებსა და ტანსაცმელს ყიდულობდა და ხან ბედიანის, ხანაც გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიჰქონდა სნეულთათვის. დამაინტერესა და ბოლომდე გავყევი. რა საოცარი სიხარულით შეხვდნენ დამშეული ავადმყოფები! მათთვის ყველაფერს ნიშნავდა დეიდა ნინას მიცემული თითო ნაჭერი პური და რამდენიმე კარტოფილი...

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ამ ამბავს ახსნას ვერ ვუძებნიდი. "მამა ვიტალი, ცხოვრების გზის ჩვენება გთხოვე, შენ კი საგიჟეში გამგზავნე. რით დავამსგავსო დეიდა ნინასას ჩემი ცხოვრება?" მაგრამ ერთხელაც, ღვთის წყალობითა და ჩემი სულიერი დის მანანა ჯანელიძის დახმარებით, ჟურნალ "კარიბჭეში" მოვედი. აი, მაშინ მოვუძებნე ახსნა მამა ვიტალის სასწაულს - მეც ხომ დეიდა ნინასავით ეკლესიის კარიბჭესთან ვდგავარ და წმინდა მამათა ცხოვრებიდან თუ სწავლებიდან ვითხოვ, ვაგროვებ მასალებს და "კარიბჭის" მეშვეობით ჩემნაირვე ადამიანებს ვურიგებ. ეკლესია კი სულიერი საავადმყოფოა, სადაც მარადისობისთვის ვიკურნებით. ჩემს მოწოდებულ პურსა და წყალს კურნების ძალა არ აქვს, მაგრამ გვახსოვს მაცხოვრის ნათქვამი: მწყურვალს მისი სახელით ერთი ჭიქა წყალიც რომ მივაწოდოთ, სასყიდელი არ დაგვეკარგება.

"კარიბჭემ" არა მარტო ცხოვრების გზა მაპოვნინა, ჩემი ცხოვრების ნაწილადაც იქცა. შეჭირვებაა თუ ლხინი, გვერდით ჩემი კარიბჭელები მიდგანან და "პურსა და მოხარშულ კარტოფილს" მაწვდიან. ამისრულდა სიყმაწვილის ოცნებაც - მომეთხრო ჩემს წინაპრებზე.

მეთვრამეტე საუკუნეში გარეჯის მონასტერში ოცდაშვიდი წლის ბერი პორფირე გარდაიცვალა. სიცოცხლეში მრავალ სხვა სათნოებასთან ერთად ერთიც ჰქონდა: სასულიერო შინაარსის წიგნებს გადაწერდა და მოყვასს სჩუქნიდა. მეცხრე დღეს დიდებულად შემოსილი პორფირე მისი სულისთვის მლოცველ ერთ ბერს გამოეცხადა. ხელთ კეთილმშვენიერი წიგნები ეპყრა. "აჰა, მამაო პატიოსანო, - მიმართა ბერს, - ესე წიგნები არიან დიდებად ჩემდა, სიხარულ, სასოება და გვირგვინ სულისა ჩემისაო..."

ინებოს უფალმა, ჩვენ, "კარიბჭელებს", ღირსეულად აგვესრულებინოს ჩვენი ვალი და პორფირესავით "დიდებად, სიხარულად, სასოებად და სულის გვირგვინად" გვექცეს "კარიბჭის" ფოლიანტები!

KARIBCHEმარი აშუღაშვილი (კორესპონდენტი)
ცხადად მახსოვს "კარიბჭის" პირველი თათბირები. ჟურნალისთვის სახელის შერჩევაზე საკმაოდ ვიწვალეთ. სახელს უნდა მიენიშნებინა მის მისიაზე - ყოფილიყო ჭეშმარიტი გზის მაჩვენებელი, გზამკვლევი ცხოვრებისეულ ძიებაში, სარკმელი ზეცისკენ. ისიც ვთქვით, ჟურნალი "გზა" უკვე რომ არ არსებობდეს, ეს სახელი რა შესაფერისი იქნებოდა ჩვენი მიზნისთვისო.

წამოძახილები არ წყდებოდა: იქნებ "საფეხური", "ნაბიჯი ზეცისკენ", "კარი"... ბოლოს "კარიბჭეზე" შევთანხმდით. "კარიბჭის ღვთისმშობელი" - პორტაიტისა ჩვენს მფარველად მივიჩნიეთ და ჟურნალის პირველი ნომერიც მას მივუძღვენით.

ძალზე საინტერესო იყო ამ ნომრის მომზადება, სახელდახელოდ მოფიქრებული რუბრიკები... ჩემთვის ეს დიდი გამოცდა იყო, სამედიცინოს გარდა სხვა თემაზე ინტერვიუ არასდროს ჩამეწერა ("ოჯახის მკურნალიდან" მიხმო თამარმა), აქ კი რამდენიმე განსხვავებულ რუბრიკაზე მომიწია მუშაობამ...

არასოდეს დამავიწყდება ის ამაღლებული და საზეიმო განცდა, მამა რევაზ ტომარაძესთან საუბრისას რომ დამეუფლა. მამა რევაზი პირველი სტუმარი გახლდათ რუბრიკისა "ერისკაცობიდან მღვდლობამდე". ინტუიციურად ვგრძნობდი, ჩემს სხეულში კვლავ გაჩნდა ახალი სიცოცხლე, რაც მართლაც მალე დადასტურდა.

მოგვიანებით მხოლოდ მთავარი თემის ინტერვიუებს ვამზადებდი. თითოეულ მათგანზე მუშაობა სულიერი საზრდო იყო ჩემთვის, საკმაოდ შრომატევადი, დაძაბული, მაგრამ სასიამოვნო. ყველაზე დიდი პრობლემა მამების საუბარზე დათანხმება გახლდათ - მათი უმეტესობა საკუთარი თავის წარმოჩენას ერიდებოდა. მაგრამ, ღვთის შეწევნით, ყველაფერი გვარდებოდა.

ძალიან გამიჭირდა "კარიბჭის" დათმობა, მაგრამ, მოგეხსენებათ, ოჯახური მოვალეობები უპირველესია...

მადლობა უფალს, წელიწად-ნახევრის შესვენების შემდეგ "კარიბჭეს" ახალი იდეებით ვუბრუნდები მამა კონსტანტინე გიორგაძესთან ერთად. რუბრიკას სავარაუდოდ "ეკლესია და მედიცინა" ერქმევა. ვიმედოვნებ, მისი მეშვეობით ბევრ თქვენთვის საინტერესო თემას შევეხებით.

ასე რომ, შეხვედრამდე, ჩემო საყვარლებო!

KARIBCHEთეა ცაგურიშვილი (კორესპონდენტი)
თანდათან ვრწმუნდები, რომ ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება. მაკურთხა ალბათ უფალმა ცხოვრების გზაზე, რომელიც თურმე არც ისე იოლი ყოფილა.

ეს შემთხვევით არ მითქვამს, ჩემო ერთგულო მკითხველო. ალბათ, იმასაც იკითხავთ, ამ შემთხვევითობაში "კარიბჭეში" როგორღა მოხვდიო. მოდით, ესეც შემთხვევითობას მივაწეროთ - გაზეთ "კვირის პალიტრიდან".

რელიგიურ თემაზე წერა თავიდანვე ძალიან მიყვარდა, სურვილი გამიჩნდა, "კარიბჭეში" მივსულიყავი. ჟურნალის რედაქტორმა მართლაცდა გამიღო კარიბჭე და ასე სრულიად შემთხვევით მიმიღო. მახსოვს, მაშინ ჟურნალი თვეში ორჯერ გამოსასვლელად ემზადებოდა. ეს იყო რამდენიმე წლის წინ. დრო მართლაც როგორ შემოგვადნა - მეასე ნომერიც მოგვახლოებია.

თავიდან ეპარქიებზე ვწერდი, რისი წყალობითაც თითქმის ყველა ეპარქიის მღვდელმთავარი გავიცანი. მათი ლოცვა-კურთხევა დღემდე მომყვება. გავიხსენებ ბორჯომში, მეუფე სერაფიმესთან სტუმრობას. მოკრძალებულ რეზიდენციაში, მაშინ მორჩილ ანთისასთან ერთად, მეუფის მიერ აღვლენილი ლოცვების თანაზიარი გავხდი. ზოგჯერ არასახუმარო ამბებიც ყოფილა. მეუფე პეტრეს ყაზბეგში ვესტუმრე (მაშინ ამ ეპარქიას უძღვებოდა). ნატრაპეზევს გულმოდგინედ ჩავწერე მეუფის ინტერვიუ. შინ დაბრუნებული წერისთვის მოვემზადე და რას ვხედავ - კასეტაზე სიტყვაც არ იყო ჩაწერილი. თავიდან ჩაწერა მომიხდა... დაბრკოლებებისა და ბრძოლის გარეშე თითქმის არც ერთი მასალა არ მზადდება. ვხუმრობ ხოლმე, "კარიბჭემ" ქრისტეს მხედარი გამხადა-მეთქი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენმა ჟურნალმა ღირსმყო საქართველოს მთა-ბარის ხშირი მოხილვისა, ჩვენი სოფლების, ამ დალოცვილი ადგილების ნახვისა. საკუთარ თავს მეტსახელიც კი შევარქვი - ალთა ბალთაძე. უფლისა და ჩემი მოძღვრის ლოცვა-კურთხევას მინდობილს ყველაფერი სასიკეთოდ დამიძლევია. შემთხვევით არაფერი ხდება და ალბათ ესეც გამოცდილებას მძენს. შემთხვევით ისიც არ ყოფილა, რომ "კარიბჭემ" მოგზაური ჟურნალისტის პრიზით დამაჯილდოვა და სიმბოლურად პატარა გლობუსი მისახსოვრა.

"კარიბჭემ" კიდევ ერთი სიკეთე მომაგო - ჩემი მეგობარი და ახლობელი გახდა ბევრი სასულიერო პირი, რომლებიც ნუგეშს და ლოცვა-კურთხევას არ მაკლებენ. ყველანი ძალიან მიყვარხართ. ყველაზე მეტად კი ის მახარებს, რომ ჩვენი ჟურნალის საშუალებით ერიც და ბერიც დიდ სიხარულს ეზიარება. ეს კიდევ უფრო მიმძაფრებს სურვილს, მეტი ვიშრომო, რათა მეტი სიხარული მივანიჭო ჩვენს სულიერ მამებს, დედებს, ერისკაცთ.

მუდამ მახსოვს მეუფე იობის ნათქვამი. ძამის ხეობაში, ქოზიფის მამათა მონასტრის მოლოცვისას მეუფე იობს შევხვდი. საუბრის დასასრულს დამლოცა და მშობელ მამასავით დამარიგა - შენ კარგ საქმეს აკეთებ და ბევრი დაბრკოლება გექნებაო. მწამს, რომ უფალი ამასაც დამაძლევინებს "კარიბჭესთან" ერთად.

KARIBCHEშორენა მერკვილაძე (კორესპონდენტი)
როდესაც ადამიანი სულიერ საქმეს აკეთებს, სხვაგვარ სიხარულსა და სიმშვიდეს გრძნობს, რადგან სული განიცდის, სული გრძნობს. დამეთანხმებით, "კარიბჭის" კეთება სულიერი, ღვთივსათნო საქმეა. ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა და სულიერი ტვირთია, თუმცა ტკბილი და სასიამოვნოდ სატარებელი...

"კარიბჭე" ჩემი სულისა და ცხოვრების ნაწილად იქცა. თითოეული მკითხველის მსგავსად, მეც მოუთმენლად ველი ჟურნალის ყოველი ახალი ნომრის გამოსვლას. თითოეული ნომერი სულიერ წინსვლაში, მართლმადიდებლობის არსის წვდომასა და ღვთის შემეცნებაში მეხმარება.
KARIBCHEდავით სურგულაძე (კორესპონდენტი)
ჟურნალი "კარიბჭე" ხმაა ეკლესიისა, მადიდებელი წმინდა სამებისა, რომელიც თესავს რწმენას, სიყვარულს სახარებისას და შემართებას თითოეული ადამიანის გულში. მასშია კურთხევა წმინდა მამათა, მოღვაწეთა, ქრისტიანობისთვის თავდადებულთა, რომელთა სწავლება საკმეველივით ეფინება ჭეშმარიტებას მოწყურებულ სულს. უფალმა ინებოს, რომ მასში არსებული სიტყვა, რომელიც კეთილი თესლია ღვთისგან ბოძებული, ქმედით, ტკბილ და მრავალნაყოფიერ ხედ აღმოცენებულიყოს საქართველოსთვის. ამინ!

KARIBCHEალექსანდრე ნაზღაიძე (კორესპონდენტი)
შარშან ამ დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ "კარიბჭის" თანამშრომელი, ჩემი ძველი მეგობარი კახაბერ კენკიშვილი შემხვდა. ჟურნალისთვის წერილს ამზადებდა. ვისაუბრეთ. ჩემი საქმიანობის შესახებ კახამ ჯერ კიდევ 20 წლის წინ, თიანეთის ექსპედიციიდან იცოდა. იცოდა ქართულ გვართა უზარმაზარი კატალოგის შესახებ, რომელსაც მუდმივად ვამატებდი, ვზრდიდი და "სახლში ვმალავდი". რაღაც გაიფიქრა. მითხრა: "მაგ შენი საგვარეულო ისტორიებით შეიძლება ჩვენი რედაქცია დაინტერესდესო". ერთი თვის თავზე "კარიბჭის" რედაქტორმა, თავად თამრიკო მამაცაშვილმა დამირეკა და თანამშრომლობა შემომთავაზა. ასეთ პატივზე უარს ვინ იტყოდა?!

ჟურნალში შეიქმნა რუბრიკა "ვისი გორისა ხარ". ყოველ ნომერში ორი-სამი გვარის ისტორია იბეჭდება. საქმე საკმაოდ საპასუხისმგებლო და შრომატევადია, მაგრამ მკითხველთა თხოვნების სიმრავლე რწმენას გვმატებს, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ.

"კარიბჭე" კარიბჭეა ღმრთისა და საქართველოს მსახურების გზაზე. აქ რჩეული ადამიანები მსახურობენ. ღმერთს მადლობა, რომ "კარიბჭესთან" თანამშრომლობის საშუალება მომეცა.

KARIBCHEლელა ჩხარტიშვილი (კორესპონდენტი)
სულ გვესმის, ღმერთს ყველაფრისთვის უნდა მადლობდეს კაციო. მაგრამ არის ჩვენს ცხოვრებაში მოვლენები, რომლებიც აშკარად გვაგრძნობინებენ იმ ჭეშმარიტებას, რომ ღმერთი უსაზღვროდ გვწყალობს და ყოველგვარი წუწუნი და უმადურობა სულმოკლეობაა და მეტი არაფერი. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა: ასეთი ბედნიერი მოვლენა მართლაც იყო ჩემს ცხოვრებაში - "კარიბჭეში" მოსვლა.

უპირველესად, ბედნიერი ვარ იმით, რომ "კარიბჭის" წყალობით გავიცანი უამრავი შესანიშნავი ადამიანი, ჩვენი ერის ღირსეული და სასიქადულო შვილი. ბევრ მათგანთან ოჯახში სტუმრობა, პირისპირ საუბარი ჩემთვის საინტერესო თემებზე ვერც კი წარმომედგინა. ჰოდა, ეს ოცნება "კარიბჭის" წყალობით ამიხდა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი განცდა დამეუფლა, როცა ჩვენი დროის უდიდესი პოეტის, აწ უკვე მთაწმინდაზე დაკრძალული ქალბატონი ანა კალანდაძის სახლის კარი შევაღე... სუნთქვაშეკრული ვუგდებდი ყურს მის თითოეულ სიტყვას, ხარბად ვისრუტავდი ჰაერს, რომლითაც ამ დიდებული პიროვნების ოთახი იყო გაჯერებული...

ცხოვრება არ გვანებივრებს ასეთი ძვირფასი წუთებით... მერე ეს წუთები სულ გახსოვს, მათით ცხოვრობ, დაჰკანკალებ, ესათუთები, გაძლიერებს, გინახავს, ცხოვრებისეული ქარტეხილებისგან გიცავს. იმ ქარტეხილებისგან, ხანდახან ულმობლად რომ გიტევენ, ათასგვარ ეჭვს გაწვეთებენ, თითქოსდა ასეთი საუბრები დღეს აღარავის სჭირდება... მაგრამ, საბედნიეროდ, საქმე არც ისე ცუდადაა - კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სულიერების გადასარჩენად იღვწიან, მადლს, სიკეთეს, დადებით ენერგიას აფრქვევენ... ბევრ მათგანს არც კი ვიცნობთ. და მართლაც, საშური საქმეა ასეთი მოღვაწეების მკითხველისთვის გაცნობა, მათი შეხედულებების გათვალისწინება, მომავალი თაობის მათ ღირებულებებზე აღზრდა. მწამს, ეს სიკეთესა და მადლს უფრო გაამრავლებს. რომ არა ასეთი რწმენა, ალბათ ვერც ერთი წერილის დაწერას ვერ შევძლებდი. რა თქმა უნდა, ჟურნალისტობა იოლი საქმე არ არის, წერილის მომზადებას დიდი შრომა სჭირდება, ბევრჯერ ღამეც გამითენებია, მაგრამ ღამენათევს რატომღაც არასოდეს მიგრძნია დაღლა, პირიქით, საოცარ ხალისსა და ძალების სიჭარბეს ვგძნობდი ყოველთვის. თანაც, ეს სენივითაა, რომლისგანაც ვერასოდეს განიკურნები. ძალას მაძლევს ის სითბო და სიყვარული, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველებისგან ვგრძნობ.

ღმერთს ვთხოვ, დიდხანს მამსახუროს ამ ჟურნალში და მაკეთებინოს ის საქმე, რომელიც მისთვის სათნო იქნება.

KARIBCHEხათუნა ჩიმაკაძე (კორესპონდენტი)
ყველაფერი იწყება და გრძელდება... ალბათ იმის მიხედვით, თუ როგორ მიიღებს შენს ნამოქმედარსა თუ ნააზრევს ხალხი, ის ადამიანები, ვისთვისაც იღვწი, იხარჯები. სული ხომ უმთავრესია, სულს სტკივა, უხარია, ნანობს... "კარიბჭე" სწორედ სულიერი საყრდენის, ბჭეთა ბჭის გაძლიერებას ემსახურება.

100 ნომერი, 100-ჯერ ცდა იმისა, რომ ადამიანებს ღვთის სიტყვა სწორად, მართებულად მივაწოდოთ. თავიდან, როცა დამავალეს, მრევლის აზრი შემეტყო ამა თუ იმ საკითხზე, მეკითხა, რას განიცდიდნენ ცოდვის ჩადენის ან მადლის ქმნის დროს, როგორ და როდის დაადგნენ ეკლესიისა და სულიერების გზას, შევშინდი. მეგონა, არავინ მიპასუხებდა... პირველ ნომრებზე მუშაობისას ფრთხილად და შემპარავად ვსვამდი შეკითხვებს, მერე და მერე, როცა ვიტყოდი, "კარიბჭიდან" ვარ-მეთქი, თუ ერთს ვეკითხებოდი რაიმეს და იქვე მეორე იდგა, ისიც ცდილობდა ეპასუხა... საკუთარ შეცდომებსა და ცოდვაზე ლაპარაკობენ იმის გამო, რომ უნდათ, სხვამ არ გაიმეოროს იგივე, მადლზე თხრობისას კი უფრო სხვის მაგალითს მოიყვანენ ჩემი რესპონდენტები... მეშინია, ზედმეტი არ მომივიდეს და ვცდილობ, სიტყვათა შერჩევისას სიფრთხილე გამოვიჩინო, რადგან ვაშასა და ქებისთვის არც ერთი ფრაზა, არც ერთი სიტყვა არ იწერება "კარიბჭეში", უფალი ხომ თავმდაბლობას გვასწავლის, და თუ რაიმეს ვაკეთებთ, თუ ღვთის სიტყვა შეძლებისდაგვარად მიგვაქვს ხალხთან, ისევ უფალი გვაძლევს ამის ძალას. სწორედ ამიტომაც თავს შევიკავებ და მხოლოდ იმას ვიტყვი, რაოდენ დიდი სიყვარულით ელის მრევლი "კარიბჭის" ყოველ ახალ ნომერს.

სიმშვიდითა და თავმდაბლობით და არა ფორიაქითა და ამპარტავნებით იხვეწება აზრები, ფრაზები... ღვთის სიტყვის მქადაგებელს ხომ მეტი მოეთხოვება.

KARIBCHEთამარ არაბული (დიზაინერ-დამკაბადონებელი)
ძალიან მინდოდა, ის საქმე მეკეთებინა, ახლა რომ ვაკეთებ. ეს პატარა სასწაულივით იყო: ქალბატონმა თამარმა დამირეკა და შემომთავაზა, მართლმადიდებლური ჟურნალის გაკეთებას ვაპირებთ და იქნებ, დაგვეხმაროო. ეს წინადადება ერთი თვით ადრე რომ მიმეღო, შესაძლოა, ვერც მომეხერხებინა, მაგრამ "მოულოდნელად", ღვთის შეწევნით, ყოველმხრივ მომემართა ხელი, "კარიბჭის" თანამშრომელი რომ გავმხდარიყავი და, ცხადია, რედაქტორის შემოთავაზებას სიხარულით დავთანხმდი.

იმ დღიდან ამ თბილ და ტკბილ ოჯახთან ერთად ვარ და უფალს დიდ მადლობას ვწირავ ამისთვის.

და კიდევ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, "კარიბჭის" მკითხველებს, იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, ჩვენთან შეხვედრისას რომ ავლენთ.

უფალი შეგვეწიოს!

KARIBCHEდემეტრე ტლაშაძე (კორესპონდენტი)
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ზღაპრების კითხვა, მაგრამ ყმაწვილობისას თუ კიდევ მომიწევდა ზღაპართან შეხვედრა, არ მეგონა. "კარიბჭეში" მუშაობის დაწყება ჩემთვის ასეთი ლამაზი, უჩვეულო და დაუჯერებელი ამბავია. ორი თვეა, ეს ისტორია დაიწყო და მინდა, უსასრულოდ გაგრძელდეს, რადგან არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, აკეთო შენი საყვარელი საქმე ასეთ თბილ, მყუდრო, დახვეწილ, საკუთარ საქმესა და ადამიანებზე უზომოდ შეყვარებულ გუნდში, რომლისთვისაც ღვთის სიტყვა ყოველგვარ ამქვეყნიურზე მაღლა დგას.

დიდი რიცხვია 100, მით უმეტეს, როცა ჟურნალ "კარიბჭის" გამოცემათა რაოდენობას აღნიშნავს... ვულოცავ რედაქციასა და მკითხველს ამ იუბილეს.

KARIBCHEგვანცა გოგოლაძე (კორესპონდენტი)
კარიბჭე - ეს სიტყვა ბოლო წლებია ჩემთვის განსაკუთრებით ახლობელია. მასთან ასოცირდება უამრავი ბედნიერი წუთი, შრომა, გარჯა და ამ შრომიდან მიღებული სიამოვნება.

როცა "კარიბჭის" რედაქციაში პირველად მივედი, ვერც ვიფიქრებდი, ყველაფერი ასე თუ გაგრძელდებოდა - დიდი, ერთ მუშტად შეკრული ოჯახის წევრი გავხდებოდი. და, ალბათ, ვერც ჩემზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას ვიაზრებდი...

შეიძლება ითქვას, "კარიბჭეს" დაბადებიდან მოვყვები. მანამდე წერის გამოცდილება არ მქონდა, ამიტომ პირველი თვეები ძალიან მიჭირდა, მაგრამ გადიოდა დრო, იზრდებოდა "კარიბჭე" და მასთან ერთად ვიზრდებოდი მეც, და ალბათ "კარიბჭის" თითოეული წევრიც...

ყოველი ახალი ნომრის უკან უდიდესი ჯაფა, გარჯა, ზოგჯერ უძილო ღამეები დგას. ერთი შეხედვით შესაძლოა არც ჩანდეს, მაგრამ თითოეული წერილის დაწერას უზარმაზარი შრომა სჭირდება. არც ბოროტს სძინავს და მუშაობისას მრავალ განსაცდელს გვიგზავნის. მაგრამ საკმარისია, გამოვიდეს ახალი ნომერი, რომ ყველაფერი გავიწყდება. საკმარისია თვალი მოვკრა, რომ ეკლესიაში ვიღაც "კარიბჭეს" კითხულობს, გავიგო, რომ ვიღაცას ჩვენი ჟურნალი დაეხმარა, რაღაც ასწავლა, გონება გაუნათლა; საკმარისია დავინახო მრევლის მადლიერი თვალები, წავიკითხო სიყვარულითა და მადლიერებით სავსე მკითხველის წერილები, რომ ვხვდები - ჩვენი შრომა ამაო არ არის. და მაშინ ღვთისადმი მადლიერებით ივსები, რომ ამხელა პასუხისმგებლობა დაგაკისრა, რომ შენ, სრულიად დაუმსახურებლად, უამრავ ადამიანს შორის გამოგირჩია და იმ დიდი საქმის საკეთებლად დაგადგინა, მისი წმინდა სიტყვის ქადაგება რომ ჰქვია.

ვულოცავ "კარიბჭეს", მის ყოველ წევრს საიუბილეო ნომრის გამოსვლას და ვუსურვებ, ღვთის სადიდებლად და ქრისტიანთა სანუგეშოდ კვლავ გაეგრძელებინოთ მისი სიტყვის ქადაგება.

KARIBCHE




"კარიბჭის" პირველი ნომრის ერთ-ერთი პირველი მასალის ავტორი ერეკლე ბიბიჩაძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ყველას დაგვამახსოვრა თავი თავისი ინტელიგენტობით, ერუდიციით, თავმდაბლობითა და გულისხმიერებით. მოიხსენოს უფალმა მისი სული.





KARIBCHEთინიკო და ნიკა
"კარიბჭის" კარი ჩემმა სულიერმა მოძღვარმა დეკანოზმა კახაბერ ტაბატაძემ შემიღო. ყველაფერი კი ასე დაიწყო.

მოგეხსენებათ, 20 მაისს საქართველოს სამოციქულო ეკლესია ცამეტი ასურელი მამის - ღირსი იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფის ხსენებას აღნიშნავს. მამა კახაბერის ლოცვა-კურთხევით, დავწერე წერილი ცამეტი ასურელი მამის წმინდა ცხოვრების შესახებ. მას, როგორც ქალაქ რუსთავის ცამეტი ასურელი მამის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, სურდა, "კარიბჭის" მკითხველისთვის სწორედ ჩვენს ეკლესიას ეხარებინა საქართველოში სირიიდან აღმობრწყინვებული ცამეტი მანათობელი მამის ხსენების დღე.

საოცარია, უფალი მართლაც ყოველ წუთს ჩვენს თვალწინ აღასრულებს სასწაულებს, მაგრამ ჩვენ, სულიერთვალდახშულნი, ხშირად ვერც ვამჩნევთ მათ. მამა კახაბერის სურვილი ჭეშმარიტად უფლის ნებას რომ გამოხატავდა, ჟურნალის მთავარი რედაქტორის, ქალბატონ თამარ მამაცაშვილის მიერ მოგვიანებით ჩემთვის გამხელილიც ცხადყოფს: "მამა კახაბერის მოსვლა რედაქციაში ნამდვილი სასწაული იყო! თითქოს უფალმა გამოგზავნა, რომ გასაჭირში დაგვხმარებოდა. ძალიან გვინდოდა, ჟურნალში წმინდა ცამეტი ასურელი მამის სადიდებელი ტროპარ-კონდაკი ჩაგვედო, მაგრამ მათი ხატი ვერაფრით ვიშოვეთ. იმედი გადაგვეწურა და ის იყო, სხვა წმინდანის ხატის მოძიებას უნდა შევდგომოდით, რომ მამა კახაბერმა დაბარებულივით მოგვიტანა მასალა ფოტოს თანხლებით".

რედაქციაში ჩემი წერილი მოიწონეს და "კარიბჭის" დიდ ოჯახშიც მიმიღეს. მას შემდეგ მოუთმენლად ველი ყოველ მეორე ხუთშაბათს (თათბირის დღეს), რომ ჩემი თანამშრომლების ქრისტიანული სიყვარულით ანთებულ თვალებს შევხვდე. იქ მიმიხარია, სადაც მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფეროა, სადაც ვცდილობთ, ქრისტიანული ცხოვრების შესახებ ჩვენი განცდილი და ნააზრევი ერთმანეთს გავუზიაროთ და ერთად მოვძებნოთ ფორმა, რომლითაც ამ ყოველივეს მკითხველამდე მივიტანთ.

მადლობელი ვარ უფლის და ჩემი სულიერი მოძღვრის მამა კახაბერის, რომ მაჩვენა გზა, როგორ აღვასრულო ქრისტიანის დანიშნულება: სიტყვა შევაწიო უფლისკენ მიმავალ მოყვასს, რომ კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს რწმენაში.

"კარიბჭემ" ცხოვრების კარიბჭეც შემიღო - ამ დიდ ოჯახში გავიცანი ჩემი მეუღლე, ჟურნალის მენეჯერი ნიკოლოზ გაბელაია, და შევქმენით ჩვენი პატარა ოჯახი.

დასასრულ, "კარიბჭეს" მინდა ვუსურვო, მრავალი ადამიანისთვის შეეღოს უფლისა და მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალი ეკლესიის კარი.

KARIBCHEსალომე ნიკოლეიშვილი (სტილისტი)
"არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა". ჟურნალ "კარიბჭის" გამოცემამ ძალიან გამახარა - ვიცოდი, ამ რედაქციაში თავმოყრილი ღვთისნიერი ჟურნალისტები მეროჭიკე ბერებივით მიმოივლიდნენ სრულიად საქართველოს და თავიანთი მეცადინეობით მართლაც ჭეშმარიტების კარიბჭეს გაუღებდნენ მკითხველს.

მახსოვს, რა სასოებით და კრძალვით ავიღე ხელში პირველი ნომერი... მერე ის ჩემს სულიერ დას, აწ განსვენებულ დედა ბარბალეს ვაჩუქე - მახსოვს მისი სათნო, გაბრწყინებული სახე და დალოცვა - "ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ"...

მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს - მეც მინდოდა წილი ჩამედო ამ სიხარულში და გული მწყდებოდა, რომ მისი თანამშრომელი არ ვიყავი... ღვთის ნებით, მეც მალე "კარიბჭელი" გავხდი...

ჟურნალს უამრავი მკითხველი სწერს წერილს, ფიქრს უზიარებს, რჩევას ითხოვს, გულისნადებსაც ეუბნება. ეს კი ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი ჩვენი ოჯახის წევრია, ჩვენ ერთი საფიქრალი და საზრუნავი გვაქვს - შეძლებისამებრ და ღვთის ნებით ქრისტიანობის კარიბჭის განხვნა ყოველი კაცისთვის, სულიერი დიდგორის და ბასიანის მოგება, რათა განძლიერდეს და გაერთიანდეს ჩვენი ერი და მამული, რათა ისევ ვთქვათ: "ნიკოფსით დარუბანდამდე და ოვსეთიდან არდაველამდე"...

KARIBCHEსოფო თავაძე (კორესპონდენტი)
სტუმრად მისულმა მასპინძლის ჟურნალების მაგიდაზე "კარიბჭის" რამდენიმე ნომერს მოვკარი თვალი. მაშინვე დავინტერესდი, თუმცა აღება მომერიდა. მორიდებას მალე ცნობისმოყვარეობამ სძლია, სავარძელში მოხერხებულად მოვკალათდი და ჟურნალებს თვალიერება დავუწყე; თვალიერებიდან კითხვაზე გადავედი და რამდენიმე წუთში ისე მოვწყდი ოთახში მყოფთ, რომ მგონი მათი არსებობაც დამავიწყდა.

- რა კარგი ჟურნალია! ახალია? იმდენი რამ გავიგე! შეგიძლიათ, ორი დღით მათხოვოთ? წავიკითხავ და დაგიბრუნებთ... - თხოვნით სავსე თვალები მივაპყარი მასპინძელს.

კარგიო, - მიპასუხა. პასუხით გახარებულმა "კარიბჭის" ყველა ნომერს ხელი მოვხვიე და კმაყოფილი ღიმილით სასწრაფოდ მოვათავსე ჩანთაში...

მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა ორი-სამი წელი და თავად მოვხვდებოდი ჟურნალ "კარიბჭის" რედაქციაში. ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი!..

პირველად რედაქტორის მოადგილე, ქალბატონი მანანა ჯანელიძე გავიცანი. გამოსაცდელი დავალებაც მისგან მივიღე: - ვიცით, შენი მოძღვარი ასურეთში დედათა მონასტერს აშენებს. ამაზე მასალას ხომ ვერ მოამზადებდიო, - ალერსიანად მკითხა. გახარებული დავეთანხმე.

არც კი მახსოვს, როგორ ჩავირბინე "კვირის პალიტრის" საგამომცემლო სახლის კიბეები...

მთელი გზა გეგმებს ვაწყობდი. მეორე დღესვე მივადექი მამა გიორგი გამრეკელს საპატრიარქოში. მითხრა, სწორედ ამ კვირაში უნდა ვაკურთხოთ ასურეთის ალგეთის პირის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის ეკლესიის ტრაპეზიო, და თან წაყვანასაც დამპირდა.

ახლა რომ ვუფიქრდები, ეს შემთხვევითი სულაც არ ყოფილა. სტატიისთვის მასალა ღმერთმა გამომიგზავნა! არც ის გახლდათ შემთხვევითი, პირველი ინტერვიუ სწორედ საკუთარ მოძღვართან რომ ჩავწერე. ეს ადამიანი ხომ ჩემს ცხოვრებაში ყოველივე ახლისა და კეთილის საწინდარია.

მასალა მოვამზადე, მაგრამ ვაი იმ მომზადებას! ქალბატონი მანანას კეთილგანწყობა და მშობლიური მზრუნველობა რომ არა, ალბათ არც დამიბეჭდავდნენ. რედაქციამ სტატია, ფაქტობრივად, ხელახლა დამიწერა. ასე რომ, კეთილი ადამიანების წყალობით ჩემი პირველი ჟურნალისტური ცდა კრახით არ დასრულდა.

მალე ქალბატონმა მანანამ დამირეკა და თათბირზე დამიბარა. გულათრთოლებულმა შევაღე სათათბიროს კარი. საოცრად მშვიდმა სანდომიანმა ქალბატონმა ალერსიანად გამიღიმა და ჟურნალისტებს ჩემი თავი გააცნო. მისმა ღიმილმა დაძაბულობა მომიხსნა. ეს ქალბატონი "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი გახლდათ.

ვერ ვიხსენებ შემთხვევას, ჩემთვის საყვედურით, მკაცრად რომ მოემართოს. არადა, გულწრფელად გეტყვით, იმდენჯერ დამიმსახურებია!.. ვცდილობ, მასთან ურთიერთობით ადამიანური ღირსება შევიძინო...

ასე მიმიღო "კარიბჭემ" თავის პატარა ოჯახში. არ ვიცი, ამას რამდენად ვიმსახურებ, მაგრამ ფაქტია - "კარიბჭე" უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია.

KARIBCHEმანანა ტუაევა (კორესპონდენტი)
მინდა, იგივე გავიმეორო, რაც კარიბჭელებს ერთმანეთისთვის ხშირად გვითქვამს: - "კარიბჭე" ჩვენი ოჯახია, თბილი ადამიანური ბუდე, რომელმაც ყველას სიყვარულით მოუძებნა თავისი ადგილი.

თუმცა დღემდე მიკვირს, - როგორ მიიზიდა აქაურობამ ამდენი ნათელი, კეთილი სული...

არც ეს არის შემთხვევითი...

გადაშალე "კარიბჭე" და ყოველი მათგანის სურნელს შეიგრძნობ.

მიყვარხართ და მადლობელი ვარ თქვენი!


ბეჭდვაელფოსტა
13.04. 2015
თამარი
რა საოცარი, ნათელი სახეები გაქვთ! რა მაგარ საქმეს აკეთებთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენი საქმიანობისთვის!
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler