"საუკუნეთა ბურუსს არღვევს ხსოვნა ერისა"
"საუკუნეთა ბურუსს არღვევს ხსოვნა ერისა"
ხეობელები უბრუნდებიან მამა-პაპათა სჯულს
ხულოს რაიონი
ხულო მდებარეობს აჭარისწყლის ხეობაში, ბათუმი-ახალციხის გზაზე. აქაურობა მთაგორიანია. ყველაზე მაღალ, არსიანის ანუ მწვანე ყანლის მთას (3007მ) მოჰყვება უღელტეხილები და ღრმა ეროზიული ხეობები, ამიტომ არც ხანგრძლივი, მკაცრი ზამთარია უჩვეულო და არც მეწყერი. მოსახლეობა, დიდი საზოგადო მოღვაწის თედო სახოკიას თქმისა არ იყოს, იძულებულია, "მთელი თავისი დღენი ძუნწ ბუნებას კრიჭაში უდგეს და შეუსვენებლივ ოფლით, ნერვით ებრძოლოს", რომ სარჩო-საბადებელი მოიპოვოს. ამ შეჭირვებამ გადაასახლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქაურთა ერთი ნაწილი. დღევანდელი მონაცემებით, მოსახლეობა 40 ათასს მაინც აჭარბებს.

აჭარისწყლის ხეობაში 1972 წლის სამხრეთ საქართველოს არქეოლოგიური ექსპედიციის დასკვნით, ეს ადგილები ნეოლითის ხანაში სეზონურ სადგომად იყო გამოყენებული. დიდაჭარაში ნაპოვნი კოლხური ცულები ადასტურებს, რომ აჭარისწყლის ხეობა ბრინჯაოს ხანაშიც დაწინაურებული ყოფილა. სოფელ ფუშრუკაულის კომპლექსში მოპოვებული ნივთები მიეკუთვნება ქრისტემდე VII-VI საუკუნეებს.

KARIBCHEKARIBCHE
ნათლობა ხულოს ტაძარში                                                     ნათლობა სხალთაში

კერძოდ ხულოს შესახებ ისტორიული წყაროები არაფერს გვაწვდიან, მაგრამ "ქართლის ცხოვრების" მიხედვით ცნობილია, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე წარმოგზავნილი ანდრია პირველწოდებული I საუკუნის 38 წელს "შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსაც დიდ-აჭარა ეწოდების და იწყო ქადაგებად სახარებისა". სწორედ ამ უპირატესი ცნობის მიხედვით, სასურველია ხულოს რაიონის გაცნობა დიდაჭარიდან დავიწყოთ.

დიდაჭარა
სოფელი დიდაჭარა მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1000მ სიმაღლეზეა. რაიონიდან დაშორებულია 7კმ-ით. სოფელი იყოფა სამ დასახლებად - "ხუციაშვილები", "გობაძეები" და "შავაძეები".

დიდაჭარის ტოპონიმებია: "თარანგელო" (იგივე მთავარანგელოზი. დღესაც "თარანგელოს" ეძახიან იმ მთას, სადაც ანდრია პირველწოდებულმა ააგო პირველი ტაძარი), "თამარის ყელი" (ეს სახელი ლამაზი მდებარეობის გამო შეურქმევია ხალხს), "ხუცური", "ხუციაშვილები", "ეკლის ყანა", "ელიაწმინდა" (ხულოს რაიონში სოფელ ვაშლოვანშიც არის ადგილი - ელიაწმინდა), "სამარნე", "წიახი", "საბადური", "დიაკონიძეები" და სხვა.

KARIBCHE
სხალთელი აღსაზრდელები დიდაჭარის გზაზე

მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დიდაჭარელი ემინახმედ შავაძე (105 წლის), ხასან შავაძე, ისმაილ წულუკიძე და სხვები (90-100 წელს მიღწეულები) იხსენებდნენ, - ჩვენს ბავშვობაში "ნაკაფის სერზე" საყდარი იდგა და რაღაც დღეებში მაშინდელი "ნენიები" ამოდიოდნენ და ლოცვებს ამბობდნენო. წინათ ამ ადგილს "ნასაყდარი" რქმევია. მერე ვიღაც ბარბაროსებს ეს ადგილი გაუკაფავთ, გადაუწვავთ და მას შემდეგ "ნაკაფის სერი" დარქმევია.

1899 წელს ზაქარია ჭიჭინაძე გაზეთ "ივერიაში" წერდა: "დიდ-აჭარა ზედა აჭარის ერთი უმშვენიერესი სოფელია. ერთი მხრივ ღორჯომის წყალი ჩამოუდის, რომელიც სოფ. გელაძეებისა და დიდაჭარის საზღვარს შეადგენს, მეორე მხრივ - დასავლეთით უჩხოს წყალი, სამხრეთით - აჭარის წყალი, ჩრდილოეთით - მაღალი მთა წარმოსდგომია, რომლის კალთებზეც გაშენებულია ეს კოხტა, პატარა სოფელი. ვაკემდებარეობა აქვს და დილიდან საღამომდის მზე დასცქერის. სოფლების უმეტესი ნაწილი აჭარაში ამ ბედნიერებას მოკლებულია. დიდ-აჭარა ყველაზე უფრო მდიდარი სოფელია. აქ არც ერთი ღარიბი არ მოიპოვება".

იგივე შეიძლება ითქვას დღესაც. ყველაფერთან ერთად აქ ხალხიც თბილი და სტუმართმოყვარეა.

წელს მეორედ აღინიშნა დიდაჭარობა. წელსაც უამრავი სტუმარი ეწვია ხულოს რაიონს. იგი ნამდვილ სახალხო ზეიმად იქცა. სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სადღესასწაულო წირვა სხალთის ტაძარში აღავლინა ეპარქიის სამღვდელოებასთან და მობრძანებულ სტუმრებთან - ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოს ანტონთან და ბოლნისის ეპისკოპოს ეფრემთან ერთად.

წირვის შემდეგ ყველა გაემგზავრა დიდაჭარაში. საჯარო სკოლის დარბაზში მოსახლეობას მიესალმნენ სასულიერო და საერო ხელისუფლების, ინტელიგენციის წარმომადგენლები. დიდაჭარლებმა სტუმრებს გააცნეს თავიანთი შემოქმედება. 75 წლის ქალბატონი გულვარდი გობაძე საკუთარი ლექსით მიესალმა მათ და აღნიშნა, რომ "ქართული საქმის კეთება მეტად საშურია და ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ, მხარი დავუჭიროთო". მეტად ამაღელვებელი იყო პედაგოგ ალიოშა გორგილაძის ხელმძღვანელობით სხალთელი მოსწავლეების შემოსვლა დარბაზში ხატებით, ჯვრებითა და დროშებით, რომლებმაც 25კმ ფეხით იარეს და ზეიმისადმი დამოკიდებულება ასე გამოხატეს.

დასასრულს გამართული ერთიანი ტრაპეზი გამორჩული სტუმართმოყვარეობის უტყუარი დასტური იყო.

სხალთა
სხალთა მდებარეობს აჭარისწყლის მარცხენა შენაკადის, მდინარე სხალთის ნაპირზე. სხალთის ხეობის საკრებულოში შედის სოფლები: ყინჩაური, ძმაგულა, გურზაული, ფაჩხა, წაბლანა, ყიშლა, კვატია.

ხეობის ცენტრში, სოფელ ყინჩაურში ნახავთ შუა საუკუნეების სამეურნეო ნაგებობებს - ძველ მარანს, ჭურებს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს ხეობა ახალი ქვის ხანის პერიოდშივე იყო დასახლებული. ხეობას ამშვენებს შუა ფეოდალური ხანის უმნიშვნელოვანესი სულიერი და კულტურული ძეგლი სხალთის ტაძარი. გადმოცემით - თამარ მეფისთვის უკითხავთ, სად გვიბრძანებთ ტაძრის აგებასო. მსხალთანო, - მიუგია თამარს და მიუთითებია იქვე მდგომი მსხლის უზარმაზარი ხისთვის. სახელი "სხალთა" სოფელს აქედან დარქმევია. ტაძრის მშენებლობის შესახებ ქართულ მატიანეში ჯერჯერობით ის ვიცით, რომ მეფე ალექსანდრე I-ის (XIVს.) გუჯარით, სოფელი სხალთა მცხეთის კათედრალის კუთვნილება იყო.

KARIBCHEKARIBCHE
წირვა სხალთაში                                                                           სხალთელი ქრისტიანები

ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ ტაძარი მე-12 საუკუნეშია აგებული, ზოგი მე-10, მე-11 საუკუნეების ძეგლად მიიჩნევს, ზოგიერთი მე-13 საუკუნეს მიაკუთვნებს. პროფესორ იური სიხარულიძის აზრით, მე-12 საუკუნეშია აგებული. ტაძარი მაღალი მთის ოდნავ შევაკებაზე მდებარეობს. შემოფარგლული ყოფილა გალავნით, რომელიც არაერთგზის ჩამოქცეულა და აღუდგენიათ. თავად ტაძარი არც ისე შეულახავად არის შემონახული, შემორჩენილია მცირე ეკლესიის ნანგრევები. ცნობილი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ბაქრაძე წიგნში, "არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში", აღნიშნავს, რომ გასულ (მე-19) საუკუნეში ამ ტაძარზე სამრეკლოც ყოფილა მიშენებული.

წიგნში, "მოგზაურობანი", თედო სახოკია წერს: "გამოჩნდა მხცოვანი და უტყუარი მოწმე წარსულისა - სხალთის ტაძარი. უგუმბათოა და ორპირად ჩამომავალი სახურავი აქვს. შიგნით და გარეთ ეკლესიის ტანი თლილი ქვით არის ნაგები. ხუროთმოძღვრების მხრივ სხალთის ტაძრისთანა ძვირფასი ამ მხარეში ერთიც არ ყოფილა, ჩვენი ცხოვრების აყვავებული დიდება ამ ტაძარში სრულად ისახება. სასწაულად უნდა ჩაითვალოს ტაძრის გადარჩენა. ხულოს ტაძარი ხომ გამძვინვარებულ თურქებს ნაღმით დაუნგრევიათ და მიწასთან გაუსწორებიათ".

და იქვე იხსენებს სხალთელების მონაყოლს: "ერთ აქაურ გლეხს სახლის ბუხრისთვის აქედან ერთი ციგა თლილი ქვები წაუღია. ხარებს ციგა დაუძრავთ თუ არა, გლეხს ბნედა დამართვია. ხარებს ციგა უპატრონოდ შინ აუტანიათ. მოუკითხავთ პატრონი. ბევრი ძებნის შემდეგ ეკლესიის გალავნის ახლოს დახვედრიათ სიკვდილის პირად მისული. უთქვამთ: ალბათ გურჯების (ქართველების) ღმერთი გაგირისხდა ქვის წაღებისთვისო და წაღებული მასალა უკანვე მოუბრუნებიათ. მომაკვდავი მაშინვე მობრუნებულა.

მეორე ამბავიც: შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილის მწყემსს ამ ტაძარში ავდრის დროს ცხვრები მოურეკია. რაღაც მიზეზით ერთი დღის განმავლობაში მთელი ფარა გაწყვეტილა და თვით მწყემსი ლოგინად ჩავარდნილა. სხვა მწყემსებსაც იგივე დღე დასგომიათ. უთქვამთ, ამ ჯაბანეთში შეითნები (ეშმაკები) ბუდობენო. მთელი ეკლესია ბურდოთი და ნეშთით აუვსიათ და ცეცხლი წაუკიდებიათ.

თვით ხოჯებსაც მოუნდომებიათ, ეს ტაძარი მეჩეთად გადაეკეთებიათ, მაგრამ მუშაობას შესდგომიან თუ არა, ყველანი ჭკუაზე შემცდარან და ამ განზრახვაზე ხელი აუღიათ.

ამათს გარდა შერიფ-ბეგის მამასაც უცდია მოესპო ამ ტაძრის ხსენება. განუზრახავს, აქაურობა დაენგრია და მის ნანგრევებზე სახლი აეშენებინა.

ამ ხმებს დიდი გავლენა ჰქონდა მცხოვრებლებზე და ამ ტაძრისადმი შიში და კრძალვა ჩაუნერგავს. ნგრევით არა, მაგრამ ხშირად მგზავრებს, მეტადრე მწყემსებს, გამვლელ-გამომვლელებს ტაძარი ზოგჯერ სასტუმროდ გაუხდიათ, ცეცხლიც აუნთიათ და საქონელსაც აბამდნენ და მათი ნეხვით იქაურობას ანაგვიანებდნენ".

მადლობა უფალს, რომ ეს კოშმარი წარსულში დარჩა. ტაძრის პირვანდელი დიდება აღდგენილია. ხეობელები უბრუნდებიან მამა-პაპათა სჯულს. წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს სწორედ ზემოთ ხსენებული მცირე ტაძრის ნანგრევებზე ნათელიღეს ახალგაზრდებმა: ანდრია (ჯონდო) გორგილაძემ (მიმრქმელი მამა იოანე კეკელიძე), თეონა შავაძემ (მიმრქმელი მარიამ ხასაია), ვიტალი შაინიძემ (მიმრქმელი ლევან მახარაძე). ხულოს ღვთისმშობლის ხარების ტაძარში კი ამ დღეს მოინათლა 70 წელს მიღწეული ანდრია (ოთარ) აბულაძე, მიმრქმელი ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე). ნათლობები აღასრულა სხალთის ეპარქიის მღვდელმსახურმა მამა გიორგიმ (ბეჭვაიამ).

დიახ, "სისხლში იღვიძებს მიღვარული ჩვილი ნათელი, საუკუნეთა ბურუსს არღვევს ხსოვნა ერისა... და ვიცი, მალე დაიბრუნებს ჭეშმარიტ ნათელს უფლისმიერი მადლის ნებით აღძრული მრევლი, კვლავ დაისაყდრებს ქართულ სულში ჭეშმარიტება, რომელიც სუფევს თვით თვისსავე უღრმეს წიაღში".

ვუერთდები ადგილობრივი მკვიდრის, ვახტანგ აბულაძის ამ სიტყვებს და მინდა ვუსურვო თითოეულ აჭარელს და სრულიად საქართველოს დიდაჭარიდან დაწყებულ ნათელში გაბრწყინება.

მოამზადა
ირინარქი კვირკველია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler