სწორედ ის მთავარი ბარძიმი, რომლითაც ბოლოს მრევლს ჯვარი გადასახა, იერუსალიმის პატრიარქმა მე მომაწოდა
სწორედ ის მთავარი ბარძიმი, რომლითაც ბოლოს მრევლს ჯვარი გადასახა, იერუსალიმის პატრიარქმა მე მომაწოდა
ნამდვილად სჭირდება ჩვენს ერს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ქვეყანას წმინდა მიწიდან ლოცვა და მოხსენიება

პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" უკეთილშობილეს საქმეს ემსახურება - ზრუნავს მშობლების მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე, რომლებიც ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ. მათთვის ყიდულობს სახლებს, რათა დაუბრუნდნენ ოჯახურ კერას და შეძლონ დედის კალთის ქვეშ ცხოვრება. ამ მიზნით ფონდ "იავნანას" თაოსნობით ჩატარდა თელ-ავივში საშობაო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდა ქართული დელეგაცია: მომღერლები, მსახიობები, სასულიერო პირები. ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გადაიცა კონცერტი, რომელიც 2 საათს მიმდინარეობდა. საზოგადოებას ჰქონდა საშუალება, ტელეფონის ზარითა და გზავნილით შესული თანხით შესწეოდა ამ ფონდის საქმიანობას. კონცერტის მსვლელობისას პაატა ბურჭულაძეს ისრაელში უწმინდესმა და უნეტარესმა დაურეკა, მიულოცა შობა, უსურვა წარმატება საქმიანობაში. დალოცა იქ მყოფი დელეგაცია, საზოგადოება.

"იავნანას" მიზანი წარმატებით განხორციელდა. ეს სასიხარულოა, რადგან იგი ემსახურება არა მარტო მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შემწეობას, არამედ ქართველ და ებრაელ ხალხთა შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და განმტკიცებას.

დელეგაციაში იყვნენ ნაძალადევის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ვახტანგი (ასათიანი), არქიმანდრიტი საბა (კუჭავა) და ვაზისუბნის ცხრა ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გურამ გურამიშვილი. წმინდა მიწაზე ამ საოცარი მოგზაურობის შესახებ შთაბეჭდილებები მამა გურამმა გაგვიზიარა:

- უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იერუსალიმში 6 იანვარს გავემგზავრეთ. ღამისთევის მსახურებაზე დასასწრებად წავედით პალესტინის ტერიტორიაზე, ბეთლემში. არც კი მიფიქრია, შობას ბეთლემში შევხვდები-მეთქი, მაგრამ მოხდა იმაზე მეტიც, რასაც ბეთლემში წირვაზე დასწრება ჰქვია. ვიცოდი, რომ ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში, იერუსალიმის პატრიარქი წირავდა. იქ იქნებოდა უამრავი მღვდელმთავარი, სასულიერო პირი და შესაძლო იყო ჩემთვის საკურთხეველში შესვლის ნება არ დაერთოთ. მაგრამ, ღვთის მადლით, მოხდა საოცრება. იერუსალიმის პატრიარქს ლოცვა-კურთხევა გამოვთხოვე - მოეცა ამ სადღესასწაულო მსახურებაში მონაწილეობის უფლება. ძალიან გაუხარდა, როდესაც გაიგო, საქართველოდან ვიყავი ჩასული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და არქიმანდრიტ საბას და მე მოგვცა კურთხევა, მსახურებაში მონაწილეობა მიგვეღო. შევიმოსეთ და როგორც თანამწირველები, ვმსახურობდით. ყველანი ეზიარნენ: იერუსალიმის პატრიარქი, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები. შემდეგ, პატრიარქის კურთხევით, ჩვენთან მოვიდა ტაძრის წინამძღვარი და გვითხრა: - თუ გსურთ, მრევლი აზიარეთო. რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა, რომ მოგვეცა საშუალება, არა მარტო ჩვენ ვზიარებულიყავით, არამედ ჩვენი ხელით უამრავი მორწმუნე ზიარებოდა მაცხოვრის პატიოსან სისხლსა და ხორცს. მრევლის საზიარებლად გამობრძანდა სამი ბარძიმი: ორი მცირე და ერთი მთავარი. მათგან ორით ქართველი მღვდლები გავედით ხალხის საზიარებლად. სწორედ ის მთავარი ბარძიმი, რომლითაც ბოლოს მრევლს ჯვარი გადასახა, იერუსალიმის პატრიარქმა მე მომაწოდა - ამით აზიარეთ მრევლიო. ეს მართლაც ძალიან დიდი პატივი იყო. იქ იყვნენ რუსი, უკრაინელი, რუმინელი, ბერძენი მღვდელმსახურები... უამრავი მორწმუნე ეზიარა.

ეს ფაქტი გახლდათ იერუსალიმის პატრიარქის მხრიდან დიდი სიყვარულისა და კეთილგანწყობის გამოხატულება ქართველი ხალხის, ქართული ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის მიმართ.

- რამდენადაც ვიცი, იერუსალიმის საპატრიარქოში კვლავ შეხვდით იერუსალიმის პატრიარქს.

KARIBCHE- 7 იანვრის საღამოს ჩამოფრინდნენ მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) და მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა). როდესაც იერუსალიმის პატრიარქმა გაიგო მათი ჩამობრძანება, მიგვიწვია საპატრიარქოში. თელ-ავივში, სასტუმროში ვბინადრობდით, მაგრამ ერთი ღამით გავემგზავრე ერთ-ერთ ქალაქში, სადაც ქართველი ებრაელები ცხოვრობენ. მეორე დილით დაბრუნებულს ჩვენი სამღვდელონი პატრიარქთან წასულები დამხვდნენ. ვწუხდი, რომ დამაგვიანდა. ამასობაში მამა საბამ დამირეკა - იჩქარე, იქნებ მოსვლა მოასწროო. იმედი მქონდა გადაწურული - თელ-ავივიდან იერუსალიმამდე თითქმის საათნახევრის სავალია. მაინც წავედი. გზაში ვლოცულობდი, რომ მიმესწრო. სასწაული მოხდა. როდესაც მივედი, შეხვედრა უკვე მთავრდებოდა. მღვდელმთავრებთან და მამა საბასთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი. მისაღებში ვიცდიდი. ამ დროს გამობრძანდა იერუსალიმის პატრიარქი. მეუფეებს პანაღეები აჩუქა, მამა საბა და მე კი გამშვენებული ჯვრებით დაგვაჯილდოვა, ღვთისმშობლის მედალიონები გვისახსოვრა. განსაკუთრებული სითბო და სიყვარული გამოხატა ჩვენს მიმართ, დაგვლოცა, გვაკურთხა, წარმატებები უსურვა ჩვენს ერს, ჩვენს ეკლესიას. დიდი სიყვარულით მოიკითხა ჩვენი პატრიარქი. ბეთლემის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოხატა ჩვენდამი კეთილგანწყობა.

პალესტინის ტერიტორიაზე ქართული დედათა მონასტერია, ქალაქ ლუდში, წმინდა გიორგის საფლავთან - ქართული სახლი, რომელიც ახალი შეძენილია და საუბარია იქ მამათა მონასტრის დაარსებაზე. ყოველივე ეს საწინდარია ჩვენი წმინდა მიწაზე დაბრუნებისა. თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება ისეთი დიდი წარმომადგენლობით აღარ, როგორც ადრე იყო (30-მდე დედათა და მამათა მონასტერი გვქონდა!), მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯი გადაიდგა. ნამდვილად სჭირდება ჩვენს ერს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ქვეყანას წმინდა მიწიდან ლოცვა და მოხსენიება.

- ისრაელში წმინდა ადგილებსაც მოილოცავდით.

- მოვილოცეთ უამრავი წმინდა ადგილი და მათ შორის ჩვენი ქართული ჯვრის მონასტერი. სხვათა შორის, ამ მონასტერს ჰყავს ახალდანიშნული წინამძღვარი. მან დიდი სიყვარულითა და სითბოთი მიგვიღო. საკურთხეველში შეგვიპატიჟა. მოგვცა ტრაპეზის მთხვევის საშუალება. საკურთხეველში სამახსოვრო სურათებიც გადავიღეთ. არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე აღდგომასაც გახლდით იერუსალიმში, ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლას დავესწარი. ჯვრის მონასტერში კინაღამ არ შეგვიშვეს. ამჟამინდელმა კეთილგანწყობამ ძალიან გაგვახარა. ეს ასეც უნდა იყოს, ჩვენ ხომ ერთ უფალს ვემსახურებით, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ჩვენ შორის კარგი ურთიერთობა უფლისთვისაც სათნოა და ქრისტიანისთვის შესაფერია. იქიდან წავედით მდინარე იორდანეზე, წმინდა გიორგის საფლავიც მოვინახულეთ. ვიყავით პალესტინის ტერიტორიაზე მდებარე დედათა მონასტერში, რომლის წინამძღვარიც გახლავთ დედა ზოილე. იგი სამ მონაზონთან ერთად პატარა ორსართულიან სახლში ცხოვრობს. მოვილოცეთ იქ ახალაშენებული წმინდა გიორგის სახელობის პატარა ტაძარიც. ქართულ სახლშიც ვიყავით. ძალიან თბილი შეხვედრა მოგვიწყვეს. იქ მამა ილიაც (ნასიძე) დაგვხვდა.

- თბილისში როდის დაბრუნდით?

- 11 იანვარს საღამოს. რა თქმა უნდა, უპირველესად საპატრიარქოში მივედი. უწმინდესი მოვინახულე, ლოცვა-კურთხევა გამოვთხოვე. ვუამბე მოგზაურობის ამბავი. ძალიან გაუხარდა.

KARIBCHE- ყველას აღაფრთოვანებს საქართველოდან წასული ებრაელების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ...

- ფონდ "იავნანას" მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა თელ-ავივის ოპერის თეატრში, რომელიც სავსე იყო ქართველი ებრაელებით. დიდი სიხარულით უსმენდნენ ქართულ სიმღერას, უყურებდნენ ქართულ ცეკვებს. არასოდეს ივიწყებენ საქართველოს და ყოველივე ქართულს ეთაყვანებიან. შვილებს ასწავლიან ქართულ ენას. საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევენ. ეს გულთბილი დამოკიდებულება კონცერტზე განსაკუთრებით იგრძნობოდა. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს იმედს, რომ საქართველო და ქართული ეკლესია უფრო მტკიცედ დამკვიდრდება წმინდა მიწაზე. ჩვენი სურვილია, აღდგეს ძველი. ამისთვის ერი და ბერი უნდა დადგეს ერთად. სახელმწიფო იდეოლოგია და პოლიტიკაც უნდა ემსახურებოდეს ქართული ეკლესიის გაძლიერებას და განმტკიცებას, თორემ მარტო ეკლესია უძლური იქნება ამ საქმეში.

- როგორ შეაფასებდით ამ მოგზაურობის მნიშვნელობას?

- იერუსალიმის პატრიარქის ჩვენდამი ასეთი კეთილგანწყობილების გამოვლინებამ დაგვარწმუნა, რომ ქართული ეკლესიის მდგომარეობა წმინდა მიწაზე ნელ-ნელა სასიკეთოდ იცვლება. მათ გაიგეს, რომ ჩვენ ვართ უძველესი მართლმადიდებელი ერი. ერთ დროს ბეთლემშიც და აღდგომის ტაძარშიც გვქონდა ჩვენი ტრაპეზი და წირვას აღვასრულებდით ქართულ ენაზე. ბეთლემის ბაგაში ყოველ საათს ტარდება წირვა სხვადასხვა ენაზე. ერთმანეთს ენაცვლებიან ბერძნები, რუსები, სომხები, კათოლიკე ევროპელები, კოპტები... ყველა კონფესია, თითქმის ყველა ქვეყნის ეკლესია ქართულის გარდა. სამწუხაროა, რომ ქართველი სასულიერო პირი იქ ისე ჩადის, როგორც ტურისტი, პილიგრიმი. ახლა იქ ქართული ნიშანწყალი თითქმის გამქრალია, წარწერებიც აქა-იქღაა შემორჩენილი. აღდგომის ტაძარში, სადაც ცეცხლი გადმოდის, გახეთქილ სვეტზე მკაფიოდ ჩანს ძველი ქართული წარწერების კვალი. გულსატკენია, რომ წმინდა მიწაზე ცდილობდნენ ქართული კვალის წაშლას. თუნდაც ის ავადსახსენებელი ფაქტი - შოთა რუსთაველის ფრესკის ჩამოფხეკა გავიხსენოთ. საბედნიეროდ, დღეს ეს ფრესკა აღდგენილია.

ამ მოგზაურობამ განგვიმტკიცა რწმენა იმისა, რომ ღვთის უდიდესი წყალობით და პატრიარქის ლოცვით ჩვენი ეკლესია უფრო მტკიცედ დაბრუნდება წმინდა მიწაზე და იქიდან ილოცებს საქართველოს ერთიანობისა და განმტკიცებისათვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler