გზა სოხუმისკენ
გზა სოხუმისკენ

საოცარი ფეიერვერკით შეხვდა თბილისი 1994 წელს... ასეთი რამ არც მანამდე და არც მას შემდეგ აღარსად მინახავს. ყველანაირი იარაღიდან ისროდნენ. სულმთლად დახვრიტეს ღრუბლის ქულები. იტყოდით, შინაური თუ გარეული მტრის ჯავრს ზეცაზე იყრიანო ქართველები...
მაგრამ ეს არ იყო ზეცის გამოწვევა; ეს ნაომარი, დამარცხებული ბიჭების სულიდან ამონახეთქი ტკივილის გახლდათ. ზეცა იმან გამოიწვია, ვინც ეს უაზრო ომი წამოიწყო 1992 წლის 14 აგვისტოს.
ამ დღეს ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში მარიამობის მარხვა დაიწყო. ტაძრებში იდღესასწაულეს შემოყვანება პატიოსნისა ძელისა ცხოველსმყოფელის ჯვრისა, მცირე აიაზმა აკურთხეს, წირვის შემდეგ ტაძრის შუაში პატიოსანი ჯვარი დააბრძანეს, მორწმუნენი ეამბორენ მას და შეწევნა შესთხოვეს უფალს, რათა ღირსეულად გაევლოთ მიძინების მარხვა...
მავანმა კი ომი წამოიწყო, ომი, რომელმაც ათეულ ათასობით ქართველი ვაჟკავი ჩააწვინა მიწაში და ვინ იცის, რამდენი აფხაზი წაართვა ისედაც მცირერიცხოვან ერს; ომი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი ჩაწერა ჩვენი ერის ისტორიაში და 300000 ადამიანი საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად აქცია.
ძელიცხოვლის ჯვრის შემოყვანების დღესასწაულზე დაიწყო ომი და ძელიცხოვლის ჯვრის ამაღლების დღესასწაულზე დამთავრდა.
მოყვასის სისხლის დაღვრით შეურაცხვყავით ჯვარი ცხოველსმყოფელი და ჯვრის ძალითვე ვიძლიენით, დავმარცხდით. დავმარცხდით ქართველებიც და აფხაზებიც. ქართველები ჩვენმავე ცოდვებმა დაგვამარცხა, შინაომებმა, გაუტანლობამ, ღალატმა, აფხაზები კი - ჩრდილოელმა "მოყვასმა" და უმეცრებამ, უგუნურებამ. ან კი სხვა რა შეიძლება უწოდო სურვილს, ჩამოაშორო ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს ძირძველი კუთხე, ჩამოაშორო ილორი, ბედია, ბიჭვინთა... სხვა რა შეიძლება დაერქვას ამას, თუ არა უგუნურება და მტრობა საკუთარი თავისა, დედისა ღვთისას, ივერთა პატრონის, მტრობა. აღარაფერს ვიტყვით რუსებზე - იმათ თავიანთიც ეყოფათ, რამეთუ ნათქვამია: რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმავე საწყაულით მოგეზღვებათ.
ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ, ის ვიკითხოთ, თუ როგორ ვიპოვოთ ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთის გულებთან მისასვლელი გზები. რაც მთავარია, მარტონი არა ვართ - ჩვენს გვერდით არიან, ამ ომში მოწამეობრივად აღსრულებული მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი, აფხაზი იპოდიაკვანი გიორგი ანუა, ქართველების სიყვარულისთვის მოკლული მღვდელი ლავრენტი კრავცოვი და ომის ურიცხვი უბრალო მსხვერპლი.
ალბათ, დადგება დრო და ასრულდება პატრიარქის სურვილი - აღიმართება აფხაზეთში ერთი დიდი ჯვარი ომში მოწყვეტილ ქართველთა და აფხაზთა მოსახსენებლად.

KARIBCHE
††† მას შემდეგ აფხაზეთიდან დევნილნი იტანჯებიან "თითო სახეთა ჭირთა განგრძობითა", შიმშილით, წყურვილით, უსახლკარობით. მაგრამ მათი ყველაზე დიდი ტკივილი მაინც აფხაზეთში დარჩენილი ახლობელთა საფლავებია, მათი გაციებული ცხედრები, რომელთა არათუ დაკრძალვა, დატირებაც ვერ მოასწრო ბევრმა. ჯვართამაღლების დღესასწაულის მოახლეობა თითქოს აკრთობთ, აშინებთ... მაგრამ არა მორწმუნეთ. მათ იციან, რომ ამაღლება ჯვრისა ჯვარცმის გზით აღდგომისა და ამაღლებისკენ სვლაა. ასეიყო წმინდა დავით აღმაშენებლის ზეობის წინა წლებშიც. მაშინ დიდი თურქობით გატანჯულ ერს აღდგომა დღეს ღვთის კიდევ ერთ რისხვად მოევლინა მიწისძვრა. სტიქია თითქმის მთელი წელი გაგრძელდა და მიწასთან გაასწორა საქართველო. მაგრამ შეგვიწყნარა უფალმა და "ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან" დავით აღაშენებლმა. იქნებ ახლაც შეგვიწყალოს ღმერთმა და მოგვივლინოს ახალი დავით აღმაშენებელი... ისიც გავიხსენოთ, რომ მეფე დავითმა მხოლოდ გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე დაუბრუნა საქართველოს 400 წელს არაბთა ხელში ნამყოფი თბილისი...
ძელიცხოვლად წოდებული ჯვარი პირველად მაცხოვრის მოსაკლავად აღიმართა. იგივე ჯვარი სამი საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდმა მოიძია იერუსალიმში და აღამაღლა, ახლა უკვე ღვთის სადიდებლად და მორწმუნეთათვის ძალის მისაცემად. ხის უბრალო ჯვარმა, რომელზეც მაცხოვრის სისხლი დაინთხა, ცხოველმყოფელი ძალა შეიძინა - სნეულთ კურნავდა და მკვდარს აღადგენდა.

† † † 27 სექტემბერს ეკლესია კიდევ ერთ მოვლენას იხსენებს: უფლის ჯვრის თოთხმეტწლიანი ტყვეობიდან დაბრუნებას სპარსეთიდან იერუსალიმს.
სპარსეთის მეფე ხოსრო II-მ მეშვიდე საუკუნეში დაარბია იერუსალიმი, გაიტაცა პატიოსანი ჯვარი და წმინდა პატრიარქი ზაქარიაც ტყვედ წაიყვანა. 14 წლის შემდეგ ჰერაკლე კეისარმა ბრძოლით გამოიხსნა წმინდა ჯვარიცა და პატრიარქიც. იერუსალიმს რომ მიუახლოვდნენ იმპერატორმა ჯვარი იტვირთა და გოლგოთისაკენ წააბრძანა, მაგრამ იმ ბჭესთან, რომელსაც გადის გოლგოთისკენ მიმავალი მლოცველი, პორფირითა და სამეფო გვირგვინით შემკობილი ტახტისმპყრობელი შედგა და გზის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
წმინდა ზაქარიამ აუხსნა: "უფლის ანგელოზი გეღობება წინ, რადგან მან, ვინც კაცობრიობის გამოსასყიდად იტვირთა ჯვარი და გოლგოთაზე აიტანა, სიმდაბლით გაიარაო ეს გზა".
მაშინ ჰერაკლემ მოიხსნა გვირგვინი, სამეფო მანტიაც განიმოსა და უბრალო სამოსით ააბრძანა ჯვარი მაცხოვრის სისხლით გაპატიოსნებულ მთაზე.
ღვთის ეს სასწაული იმის ნიშანი გახლდათ, რომ უფლის მიერ ბოძებული ჯვრის ტვირთვა მხოლოდ სიმდაბლით შეიძლება.
სიმდაბლისა და სინანულისკენ მოგვიწოდებს ჯვართამაღლების დღესასწაული და მძიმე მარხვა, ამ დღეს ეკლესიის მიერ დაწესებული. მაშ, განვიმოსოთ ქართველებმაც და აფხაზებმაც კაცობრივი სიმართლის მანტია, მოვიხსნათ იმავე სიმართლის გვირგვინი და ისე გავუყვეთ გზას, აფხაზეთისკენ, სოხუმისკენ და ერთმანეთის გულებისკენ რომ მივყავართ. ესაა დიდი რწმენის, დიდი სიყვარულის, დიდი მიტევების გზა. ეს უფლის შვილების გზაა.
პ.ს.27 სექტემბერს წმინდა იოანე ოქროპირის მიძინების დღეა. წმინდა იოანე 407 წელს აფხაზეთში, კომანში გარდაიცვალა. წმინდა იოანე მფარველია აფხაზეთისა და ამ დღეს დავკარგეთ აფხაზეთი..." რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!"
ბეჭდვაელფოსტა
28.09. 2016
მაია
უფალი გვეწეოდეს...
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler