უკეთესია ეკუთვნოდე მშობელ ერს შინ, ვიდრე ეროვნულ უმცირესობას საზღვარგარეთ
უკეთესია ეკუთვნოდე მშობელ ერს შინ, ვიდრე ეროვნულ უმცირესობას საზღვარგარეთ
ყველაზე მეტად სამშობლოს სიყვარულის განცდა მაშინ უმძაფრდება ადამიანს, როცა მშობლიური ქვეყნისგან მოშორებულია და ცხოვრების წლებს ემიგრაციაში ატარებს. კიევში ყოფნის დროს გავიცანი მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დიპლომატი რაულ ჩილაჩავა. სასიხარულოა, რომ თბილი ურთიერთობა დღემდე არსებობს და "კარიბჭის" მკითხველისთვის საინტერესო მასალებს გვთავაზობს.

- საბჭოთა კავშირის რღვევის ჟამს ტერმინებთან: "ბარტერი" "სეკვესტრი", "ჰიპერინფლაცია", "ეთნოკონფლიქტები", "პუტჩი", ჩვენს ცხოვრებაში სწრაფად შემოიჭრა ტერმინი "დიასპორაც", რომლის ნაწილადაც უცებ იგრძნო თავი ყოფილი უზარმაზარი ქვეყნის მილიონობით მცხოვრებმა, - მიამბობს ბატონი რაული. ეს სიტყვა ბერძნულად ნიშნავს "გაფანტულებს" და ოდესღაც მხოლოდ ებრაელების მიმართ გამოიყენებოდა. ამჟამად დიასპორა გულისხმობს ისტორიული სამშობლოს გარეთ მცხოვრები ეთნოსის ნაწილს, რომელსაც აქვს სოციალური ინსტიტუტები თავისი განვითარებისა და ერთიანობის მხარდასაჭერად. მე პირადად ორმოცზე მეტი წელი გავატარე საქართველოს გარეთ, სტუდენტური მივლინებით წავედი კიევში და მიზეზთა გამო დღემდე იქ დავრჩი. მიუხედავად შინიდან შორსმყოფობის ამხელა "სტაჟისა", დიასპორის ნაწილად თავი არასოდეს მიგრძნია. საერთოდაც ქართული დიასპორა, როგორც ასეთი, უკრაინაში არ არსებობდა. მართალია, მის ტერიტორიაზე მიმოფანტული იყო საკმაოდ ბევრი ქართველი (ოფიციალური მონაცემებით 35 ათასამდე), მაგრამ არავითარი "სოციალური ინსტიტუტები" ერთმანეთთან და, მით უფრო, საქართველოსთან კავშირების დასამყარებლად მათ არ ჰქონიათ. ეს - საბჭოურ დროში. მაგრამ თუ მზერას საუკუნეთა თავდაპირველი გაგებით კიევის რუსეთის, შემდგომ კი მალოროსიის და უკრაინის ტერიტორიაზე დიახაც არსებობდა. ძველსლავურ მატიანეებში ნახსენები ობეზები და ივერები და სხვა არავინაა, თუ არა ჩვენი წინაპრები. ჯერ კიდევ XII საუკუნეში, უფრო ზუსტად, 1154 წელს, კიევის მთავარი, იზიასლავ მსტისლავის ძე, დაქორწინდა ქართველი მეფის, დემეტრეს ასულ რუსუდანზე. ქორწინება, ცხადია, პოლიტიკური იყო, რადგან სამოცი წლის მთავარსა და მეფის ყმაწვილ ასულს შორის სიყვარულზე, რომლებსაც ერთმანეთი არასოდეს ენახათ, საუბარი ზედმეტია. მაშინ კიევი ქართული ავტოკეფალიის დახმარებით ცდილობდა თავისი მართლმადიდებლური ეკლესიაც დამოუკიდებელი გაეხადა, რასაც მონარქიული ქორწინება ხელს შეუწყობდა. ისტორიკოსთა ვარაუდით, ქართველ პატარძალს თან ახლდა მხატვრების, მუსიკოსების, ხელოსნების მთელი ამალა, რომელიც იზიასლავის მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ ტრაგიკულად დაქვრივებული დედოფლის მთავარ გარემოცვად და დასაყრდენად იქცა.

ეროვნებებისა და მიგრაციის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის გვერდით, სადაც ადრე ვმუშაობდი, არის ერთი პატარა ეკლესია, რომლის წინ აღმართულია სტელა ასეთი წარწერით: "ეს ტერიტორია ითვლება უკრაინის სულიერ-კულტურულ და ისტორიულ-არქეოლოგიურ ნაკრძალად. დაცულია უფლისა და სახელმწიფოს მიერ. XII საუკუნის დასაწყისში მსტისლავ დიდმა აქ წმინდა თევდორე ტირონის სახელზე ააგო ტაძარი, როგორც მონომახების ეკლესია და საგვარეულო საძვალე. აქ დაკრძალულია ამ მოდგმის ცხრა მთავარი."

იქვე აღმართული მეორე სტელა კი გვაუწყებს, რომ 1154 წელს გარდაიცვალა მთავარი იზიასლავ მსტისლავის ძე. თვით რუსუდანის შესახებ ცნობები არ შემონახულა, უცნობია მისი საფლავიც. ერთხელ წარმოვიდგინე, რა ფიქრები, რა სევდა-წუხილი ეძალებოდა ყმაწვილ დედოფალს ამ უცხო და შორეულ ქვეყანაში, რომლის არც ენა იცოდა და არც ადათ-წესი. მერე ის იყო, რომ უკრაინულად დავწერე ლექსი "რუსუდანის დუმილი", რომელიც ასე მთავრდება: "შენ ჩვენს ენაზე ილაპარაკე, მე კი ყველაფერს გადაგითარგმნი."

რუსუდანის ამალასავით გაფანტული აღმოჩნდნენ ვახტანგ VI თანმხლები ქართველი თავად-აზნაურებიც, როლებმაც რუსეთში ბევრი განსაცდელის გადატანის შემდეგ იქაური ქვეშევრდომობა და პოლტავის შემოგარენში ადგილ-მამულებიც მიიღეს. სწორედ იქ შეიქმნა ქართული კლასიკური პოეზიის მშვენება "დავითიანი", რომლის ავტორმაც განსასვენებელი მირგოროდის მიწაში ჰპოვა.

დიასპორას, განსაკუთრებით კი მრავალრიცხოვანი დიასპორის არსებობა ყოველთვის შეგვახსენებს ერის ტრაგიკულ წარსულს.Mმისი წარმომადგენლები არიან ან ავტოხთონები, რომლებიც დამპყრობლის მიერ ოდესღაც მიტაცებულ საკუთარ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ან ისინი, ვინც მშობლიური მიწა-წყალი ძნელბედობის გამო დატოვა.

როცა საქართველოს პრესა და ტელევიზია საზეიმოდ გვაუწყებს, რომ ამერიკაში, საბერძნეთსა თუ რუსეთში ქართული თემი ეკლესიას ხსნის, რომლის საკურთხებლად სიამოვნებით მიემგზავრებიან თბილისელი იერარქები, მე მესმის: ის ქართველები სამშობლოსთვის, შეიძლება ითქვას, დაკარგულია. მათი საკმაო ნაწილი მაინც. როგორც პრაქტიკა ამტკიცებს, ძალიან ბევრს, უდიდესი სურვილის მიუხედავად, დაბრუნება არ გამოუვა. და აქ თავი მხოლოდ იმით შეგვიძლია ვინუგეშოთ, რომ თანამედროვე მსოფლიოსთვის ეს საერთო ტენდენციაა და ჩვენ მარტონი არა ვართ. თუმცა საკითხავია: შევძლებთ კი ერთი მუჭა ერი გავეჯიბროთ, ვთქვათ და, ჩინელებს, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში ადგილი არ ჰყოფნით და წარმატებით ითვისებენ სამყაროს შემორჩენილ ყამირს?

უდავოა, რომ მსოფლიო შეიცვალა, გაქრა რკინის ფარდა, ასე თუ ისე არსებობს გადაადგილების საშუალება და რის ვაი-ვაგლახით დაცულია ადამიანის უფლებებიც, შეგიძლია იცხოვრო სადაც გინდა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიო, მაგრამ... არსებობს მარადიული მიჯაჭვულობა დედამიწის იმ ნაწილთან, სადაც შენი ჭიპია მოჭრილი, შენი ძირისძირებია გადგმული. ყოველ ადამიანს აქვს მამულის, მშობლიური კერისა და დედაენის საკუთარი გაგება, რომელთა ერთიანობის გარეშეც სრულყოფილი პიროვნება წარმოუდგენელია.

პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ უკეთესია ეკუთვნოდე მშობელ ერს შინ, ვიდრე ეროვნულ უმცირესობას საზღვარგარეთ. და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს ასე არაა. თუკი ბედმა ინება და უკანასკნელთა შორის აღმოჩნდი, ღმერთს შეწევნა სთხოვე, ღამურას ბედი არ გარგუნოს.Aამ თვალსაზრისით მე გამიმართლა: ქართველთა და უკრაინელთა ურთიერთპატივისცემა საყოველთაოდ ცნობილია. როცა ელჩობა შემომთავზეს, განსაკუთრებით მენიშნა ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ, მიხეილის მოედანზე აღმართული მთავრინა ოლღასა და ანდრია პირველწოდებულის ძეგლის ავტორია გამოჩენილი უკრაინელი მოქანდაკე, კინორეჟისორი და დრამატურგი ივანე კავალერიძე, რომლის ეთნიკური წარმომავლობა ახსნას არ საჭიროებს. ახალგაზრდობაში მქონდა პატივი, მიკოლა ვინგრანოვსკისთან ერთად ვწვეოდი მის სტუმართმოყვარე ბინას წითელარმიელთა ქუჩაზე, სადაც მაესტრო მაშინდელ კიევში იშვიათი "წინანდლით" გაგვიმასპინძლდა. ივანე კავალერიძე ამაყობდა თავისი ქართული ფესვებით, რის დასტურადაც მან ჯერ კიდევ 1935 წელს ქართველი მსახიობების მონაწილეობით გადაიღო ფილმი "პრომეთე".

უკრაინულ ხელოვნებაში ბრწყინავდნენ სხვა ქართველებიც: ბალეტმაისტერი ვახტანგ ვრონსკი (ნადირაძე), რომელმაც დააარსა უკრაინული ბალეტი ყინულზე; პრიმადონა ლამარა ჭყონია, რომელიც ამშვენებდა 60-იანი წლების კიევის ოპერას; იმავე წლებში უკრაინის ივანე ფრანკოს სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო დოდო ალექსიძე... გახსენება იმისა, რომ ჩემზე გაცილებით დიდი პიროვნებებიც არაიშვიათად ყოფილან უცხო ქვეყნების სამსახურში, თუ ბოლომდე ვერ მანუგეშებს, ოდნავ მაინც მამშვიდებს...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler