უჩინარი მოსაგრე
უჩინარი მოსაგრე
ქრისტეფორე უგრელიძე
გამოჩენილი ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ქრისტეფორე უგრელიძე დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფ. ტობანიერში, მღვდლის ოჯახში.
ადრე დაობლებულმა, გამორჩეული ნიჭიერებით, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის ყურადღება დაიმსახურა. უშუალოდ გაბრიელ ეპისკოპოსის ზრუნვით შეიყვანეს რვა წლის ქრისტეფორე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაასრულა 1872 წელს, შემდეგ კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

სემინარიის ინსპექტორი კუვშინსკი დასცინოდა ქართველ ისტორიულ გმირებს, მოწაფეებს კი მშობლიურ ენაზე კითხვასა და საუბარს უკრძალავდა. საბედნიეროდ, სემინარიელ შავრაზმელებში ერია ორი მასწავლებელი, გამეფებული რეჟიმის მიუხედავად, ყმაწვილებს სამშობლოს სიყვარულს რომ უღვივებდნენ. ესენი იყვნენ ნიკო ცხვედაძე და ლაზარე ტურიაშვილი.

სემინარიის პატრიოტულად განწყობილი ახალგაზრდები უშვებდნენ არალეგალურ ხელნაწერ ჟურნალს "ხმა უდაბნოდან". ამ ჯგუფის აქტიური წევრი - ქრისტეფორე უგრელიძე, ყოველთვის მათთან იყო, ვისაც სურდა ღრმა ცოდნით შეიარაღებულს ებრძოლა ერისა და სამშობლოს უკეთესი მერმისისათვის. 1878 წელს ქრისტეფორე უგრელიძე უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვის სასულიერო აკადემიაში შედის. სტიპენდიას მისი მეურვე, გაბრიელ ეპისკოპოსი უნიშნავს. მოსკოვის სასულიერო აკადემიაში მაშინ სამი ქართველი სწავლობდა - დიმიტრი ჯანაშვილი, ვასილ ბარნოვი და ქრისტეფორე უგრელიძე. იმ წლებში, მათი აქტიური თანადგომით, დაარსდა "ქართველ სტუდენტთა სათვისტომო".

ქრ. უგრელიძე მოსკოვიდან ხშირად გზავნიდა ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში კორესპონდენციებსა თუ საზოგადო საკითხებისადმი მიძღვნილ სტატიებს, ფსევდონიმით "ქართველი სტუდენტი". 1882 წელს მან წარმატებით დაასრულა სასწავლებელი ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. აკადემიაში და შემდგომშიც, იგი პედაგოგიკის ისტორიაში ოსტატდებოდა. მისი სადისერტაციო თემა იყო "ჯონ ლოკი ბავშვთა აღზრდის შესახებ", რომლის ნაწილიც დაიბეჭდა ჟურნალ "ნივაში".

ქრისტეფორე უგრელიძეს პროფესორად მოსამზადებლად სასულიერო აკადემიაში დარჩენა შესთავაზეს, მაგრამ მასზე ძლიერ უმოქმედია ხალხოსნურ იდეებს. მაშინდელი ქართველი სტუდენტობა სამშობლოსაკენ მოისწრაფოდა. ქრისტეფორემაც უარი თქვა აკადემიაში დარჩენაზე და საქართველოში დაბრუნდა. მუშაობა დაიწყო რუსულის მასწავლებლად ახალსენაკის სასულიერო სასწავლებელში, ვასილ ბარნოვთან ერთად.

ქრისტეფორე უგრელიძემ "ხალხში გასვლა" და ხალხოსნური იდეების პროპაგანდა განიზრახა. ამ საქმეს მართლაც მოანდომა რამდენიმე ზაფხული. მაგრამ "ხალხში სიარულმა" მთავრობა მის პოლიტიკურ საიმედოობაში დააეჭვა და ქრისტეფორე პედაგოგობისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს. სასულიერო სასწავლებლის ადმინისტრაციამ ყველა ღონე იხმარა, რომ ქრისტეფორე ახალსენაკიდან სხვაგან გადაეყვანათ.

1883 წელს ქრისტეფორე ქ. თბილისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად გაამწესეს. მაშინ ქართული სავალდებულო საგნად არ ითვლებოდა და განზრახ მეექვსე გაკვეთილი ეთმობოდა. ქართულის მასწავლებლის ხელფასიც ბევრად ჩამორჩებოდა სხვა საგნის პედაგოგისას. ქრისტეფორე აქტიურად ჩაება "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მუშაობაში. ამავე დროს, თანამშრომლობა დაიწყო ილია ჭავჭავაძის "ივერიაში".

1891 წელს კი მან ადგილი გაუცვალა გიორგი საძაგლიშვილს (შემდგომში სრულიად საქართველოს კათალიკოსი კირიონ II) და ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად გადავიდა.

მეტად გართულებულ პერიოდში მოუწია მოღვაწეობა ქრისტეფორე უგრელიძეს: 1881 წელს ნაროდოვოლცებმა მოკლეს მეფე ალექსანდრე მეორე. ამის გამო, რუსეთში დამყარდა უსასტიკესი რეაქცია, რომლის სულისჩამდგმელნი იყვნენ - პობედონოსცევი, დიმიტრი ტოლსტოი და კატკოვი. მებრძოლი დიდმპყრობელური შოვინიზმის ბატონობამ უფრო გააძლიერა ეროვნული ჩაგვრა. 1882 წელს მოისპო კავკასიის სამეფისნაცვლო, მეფისნაცვლის თანამდებობის მაგივრად დაწესდა მთავარმართებლის თანამდებობა, რომლის უფლებები დიდად არ განსხვავდებოდა რუსეთის ჩვეულებრივი გუბერნატორის უფლებებისაგან. პირველ მთავარმართებლად კავკასიაში დაინიშნა დონდუკოვ-კორსაკოვი, რომელიც მხარის საბოლოო რუსიფიკაციას შეუდგა.

სიტყვა "საქართველო" სახელმძღვანელოებსა და გაზეთებში "თბილისისა და ქუთაისის გუბერნიით" შეცვალეს. მთავრობის ოფიციოზი "კავკაზ", სასწავლო ოლქის მზრუნველი იანოვსკი, თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი ჩუდეცკი და სხვანი, კავკასიის ხალხებს ერთმანეთს უმხედრებდნენ და ეროვნულ შუღლს აღვივებდნენ. საქართველოს ეგზარქოსი პავლე კი იქამდე გათავხედდა, რომ ამბიონიდან დასწყევლა ქართველი ერი.

დონდუკოვ-კორსაკოვის მთავარმართებლობის დროს და შემდეგაც, განსაკუთრებით გოლიცინის პერიოდში, კიდევ უფრო გაძლიერდა დედაენისა და ეროვნული კულტურის ყოველგვარი გამოვლინების დევნა საქართველოს ეკლესიასა და სასწავლებლებში. გაძლიერებული ცენზურა დაწესდა პრესაზე, ლიტერატურასა და თეატრზე. მთავრობის ქმედების სულ მცირე კრიტიკისთვისაც კი ულმობლად ხურავდნენ ჟურნალ-გაზეთებს. ცენზორებად და სახელმწიფო თანამდებობებზე (მოხელეებად) მხოლოდ რუსებს ნიშნავდნენ.

"გოლოს კავკაზას" რედაქტორი, დეკანოზი ვოსტორგოვი, კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კ. იანოვსკი, ქუთაისის საერო სკოლების დირექტორი ფ. ლევიტსკი, "პოპეჩიტელი" შავრაზმელი სლავინსკი, საქართველოს ეგზარქოსი პავლე, მეორე ეგზარქოსი ფლავიანე, არქიმანდრიტი არისტარხი, ნიკანდრ ფენომენოვი, უწმინდესი სინოდის პროკურორი რუშინსკი, თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი, ანაფორიანი ჟანდარმი არქიმანდრიტი სტეფანე არხანგელსკი - აი, არასრული სია რუსეთის სინოდის იმ "წმინდანებისა", რომელთაც ჯვარს აცვეს ყოველივე ქართული.

ქართული ეკლესიის ისტორიის მკვლევარი ნიკოლოზ დურნოვო თავის გახმაურებულ წერილში, "ქართული ეკლესიის ბედი", ასე ეხმიანება ქვეყნისთვის ამ უმძიმეს პერიოდს: "1898 წელს უსამღვდელოესობა სტეფანემ რევიზია ჩაატარა იმერეთისა და სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლებში, საიდანაც მისი წარდგინებით გათავისუფლდა ყველა ქართველი, მათ შორის სასულიერო აკადემიის 4 კანდიდატი: (ა)დამაშვილი, გაფრინდაშვილი, სანებლიძე, უგრელიძე. ამასთან ერთად, უსამღვდელოესობა სტეფანეს მოხსენებითი ბარათით, ქუთაისის სასულიერო სემინარიის გამგეობამ დაადგინა: აღიძრას შუამდგომლობა ეგზარქოსის წინაშე, რათა მომავალში ქართველები არ დაუშვან სასულიერო სასწავლებლების ნორმალური კლასების მასწავლებლებად".

იმიტომ ხომ არა, რომ ქართველ მასწავლებლებს შეეძლოთ ქართულ ენაზე ელაყბათ ან მოსწავლეებთან ქართული სიტყვა არ დასცდენოდათ? და ეს ხომ რუსული ენის ღალატი იქნებოდა? უგუნურნი! რუსულ ენას ქართველებს ყველაზე იოლი გზით ის შეასწავლის, ვინც ქართულ ენას ფლობს. რა თქმა უნდა, მეუფე ეგზარქოსმა იცის, რომ ქართველი მასწავლებლების გარეშე ძნელია, რუსული ენა შეისწავლონ მცირეწლოვანებმა. 6 ქართული სასულიერო სასწავლებლიდან, ყოველწლიურად, გონებაჩლუნგობისა და წარუმატებლობისათვის, ამაოდ კი არ ერეკებოდნენ ასეულობით ბავშვს. ესენი ანარქისტების მომავალი კადრები არიან. ასე არ არის მეუფეო?" (გვ.60)

ანტიქართული კამპანიის კულმინაცია კი იყო ე. წ. "ბუნებითი მეთოდი", რომლის ავტორებიც იყვნენ: ცნობილი შავრაზმელი იანოვსკი, კავკასიის სამოსწავლო ოლქის სკოლების ინსპექტორი დეკანოზი ვოსტორგოვი და ქუთაისის საერთო სკოლების დირექტორი ფ. ლევიტსკი. ეს "ბუნებითი" ანუ "მუნჯური" მეთოდი მოზარდებისათვის დაწყებით კლასებში რუსული ენის მშობლიური ენის დაუხმარებლად სწავლებას ითვალისწინებდა. ყველა პროგრესულად მოაზროვნე ქართველი მოღვაწე აღდგა ამ უმსგავსობის წინააღმდეგ.

ქრ. უგრელიძეს არც მანამდე დაუტოვებია უპასუხოდ ქართული ენის მდევნელთა ნააზრევი და არც ამ ვითარებაში შემდრკალა. მაღალკვალიფიციურმა პედაგოგმა, კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ვოსტორგოვ-ლევიტსკის "ბუნებითი მეთოდი": "როგორ უნდა გააგებინოს მასწავლებელმა შვიდი-რვა წლის ყმაწვილებს სამშობლო ენის დაუხმარებლად, მაგალითად, ასეთი ფრაზები: Бог сотворил небо и землю. Бог вдунул в человека душу бессмертную. Бог поселил Адама и Еву в раю. Господь обещал им послать в утешение спасителя мира! და ამ სიტყვების ახსნა ხომ პირველ წელიწადსვე დასჭირდება მასწავლებელს? ("ივერია" 10; 1895 წ.)

ქრ. უგრელიძე გიორგი საძაგლიშვილთან ერთად იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. დაარსების დღიდანვე თანამშრომლობდა ქართულ სასულიერო ჟურნალ "მწყემსში", სადაც არაერთი საღვთისმეტყველო თუ პედაგოგიური წერილი გამოაქვეყნა. ქრ. უგრელიძე აქტიურად იღვწოდა იმისთვისაც, რომ სასულიერო სემინარიებისა და სასწავლებლების მოწაფეთათვის, რუსულ (საეკლესიო) გალობასთან ერთად, ქართული გალობაც ესწავლებინათ. ის ერთ-ერთი იყო, ვინც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია სამეგრელოსა და სვანეთის ეკლესიიდან ქართული ენის მთლიანად გამოდევნას.

თვითმპყრობელობის აგენტებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ქრ. უგრელიძის ქმედებანი. დაიწყო მისი პოლიტიკური მოტივით დევნა. საქართველოს ეგზარქატის მესვეურებმა გადაწყვიტეს საერთოდ მოეშორებინათ უგრელიძე საქართველოსთვის და იგი ჩერნიგოვის გუბერნიის ერთ-ერთ სოფელში გადაასახლეს, ადმინისტრაციული ზედამხედველობით. რამდენიმე წლის შემდეგ ქრ. უგრელიძე დაბრუნდა საქართველოში და ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში კვლავ ქართული ენის მასწავლებლობას შეუდგა.

სასულიერო სემინარიის რექტორმა, არქიმანდრიტმა არხანგელსკიმ, ქრ. უგრელიძე დამტკიცებული სასწავლო პროგრამის უგულებელყოფაში დაადანაშაულა და სამსახურიდან დაითხოვა. უკიდურესად შეჭირვებულმა, ცხოვრების ყოველგვარ სახსარს მოკლებულმა ქრისტეფორე უგრელიძემ თბილისს მოაშურა, უწმინდეს სინოდში წარდგა და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეეცადა.

აი, როგორ აღწერს ამ ფაქტს ნიკოლოზ დურნოვო: "პოლიტიკანობის გამო, ყოფილმა დეკანოზმა, ქუთაისის სემინარიის რექტორმა არხანგელსკიმ, იმას მიაღწია, რომ ქართველები ყველა ქართულ სასწავლებელს მოაშორა. მის სიცრუეს, რომ ქართველ მასწავლებლებს ვნების მეტი არაფერი მოაქვთ, ქუთაისის სემინარიის მთელმა კორპორაციამ ერთხმად დაუჭირა მხარი და სასულიერო სასწავლებლებიდან უღმერთოდ გაყარეს ქართველი მასწავლებლები. ამ მასწავლებელთა შორის იყო სასულიერო აკადემიის კანდიდატი ქრ. უჟელიძე (იგულისხმება ქრისტეფორე უგრელიძე), ოჯახის პატრონი, განათლებული პედაგოგი, რომელსაც სამსახურის პერიოდში, ერთი გაკვეთილიც კი არ ჰქონდა გაცდენილი. სასწავლებელს მოაშორეს თავისი მოღვაწეობის მეჩვიდმეტე წელს. იგი იმუდარებოდა, ოღონდაც ნუ გამაგდებთ და თუნდაც ცივ რუსეთში, სადაც გნებავთ იქ გადამიყვანეთ სამსახურში, ოჯახი მყავსო. მაგრამ მისი თხოვნა არ შეისმინეს. სასულიერო უწყება ხომ ყველაზე უფრო უსულგულოა! უჟელიძე მდინარე რიონში გადახტა, მაგრამ მამაცმა ადამიანებმა გადაარჩინეს. არხანგელსკისა და სემინარიის კორპორაციას შუამავლები გაუგზავნეს. ამაოდ, სასულიერო უწყება არარუსებისადმი შეუწყნარებელია. ქრ. უჟელიძე არც გრ. პეტროვი, არც არქიმანდრიტი მიხეილი, არც გაპონი არ იყო! უჟელიძემ ეგზარქოსს მიმართა, ასე ურჩიეს სასოწარკვეთილ კაცს კეთილმა ნაცნობებმა და ამხანაგებმა, იქნებ ეგზარქოსს წყალობა გაეღო და ადგილი მიეცა, - თუნდაც ზნეობრივი გრძნობების გამო, სასოწარკვეთილი ადამიანი თვითმკვლელობისგან გადაერჩინა. დიდხანს იყო საბრალო უჟელიძე ატუზული ეგზარქოსის კართან, მაგრამ ამაოდ. სინოდის მესვეურებმა - ეგზარქოსმა ფლავიანემ და იერომონახმა გერმოგენმა მას რუსეთის შორეულ გუბერნიაში ხელმეორედ გადასახლება დაუპირეს.

ამდენი დევნითა და უსამართლობით შევიწროებული ქრისტეფორე უგრელიძე, როცა თავისი პატარები სასტუმროს ნომერში დააძინა, მეორე სართულიდან გადახტა და სასიკვდილოდ დაიმტვრა" (ნიკოლოზ დურნოვო, "საქართველოს ეკლესიის ბედი", გვ. 60-61), 1899 წელს კი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ნიკოლოზ უგრელიძე
ერეკლე უგრელიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler