სულო ჩემო, ებრძოლე ბოროტებას!
სულო ჩემო, ებრძოლე ბოროტებას!
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე): - ძმაო, თუ გინდა გახდე ჭეშმარიტი ქრისტიანე, ილოცე, იკითხე სასულიერო წიგნები და ამასთანავე აუცილებლად გაწვრთენი შენი ნება კეთილის-ყოფაში, გააუმჯობესე შენი ზნეობრივი ბუნება!

წმინდა ეკლესია ქრისტიანეს, სხვათა შორის, ვალად უდებს ლოცვასა და სასულიერო შინაარსის წიგნების კითხვას; და მართლაც რომ აუცილებლად საჭიროა ესა ქრისტიანისთვის; მას დიდი, ფრიად დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანისთვის. ლოცვაში, თუ იგი წრფელი, ღრმა და მხურვალეა, სული მაღლდება, გონება ივლტის ღვთისადმი, გული ივსება სიხარულითა, და ადამიანი გრძნობს ღვთის სიახლოვეს. ზეციერი მამა, დაინახავს თუ არა აღფრთოვანებულ სულს, მისდამი მლტოლველსა და მსურველს მასთან შეერთებისას, თავისი სახიერებისა გამო კეთილნებულობს მის დაკმაყოფილებას, უახლოვდება მას, ჰფენს მას თავის სხივებს, ავსებს მისს არსებას ციური სიტკბოებითა და ანიჭებს მას თავის ცხოველმყოფელ მადლს, რომელიც ეწევა მას სულის განწმენდაში. საღმრთო წერილის კითხვა ანათლებს კაცის გონებას, სავსებით და ცხადად უხატავს მას ღვთის ნებას, სასუფევლისა გზასა, ასპეტაკებს და აკეთილშობილებს მის გულს, ბადებს მასში წმინდა გრძნობებს, წარმოშობს მასში უმაღლეს მისწრაფებათა და სურვილთა, და ამ სახით სული იწყებს ხოლმე აღმაფრენას, წმიდანების ცხოვრების კითხვა თვალწინ უყენებს ადამიანს სხვადასხვაგვარ იდეალთა, სათნოებათა, განხორციელებულთა ადამიანებში მიერვე, უჩვენებს მას კერძო საშუალებათა ბოროტების დათრგუნვისათვის და კეთილის აღსრულებისათვის, ამხნევებს, ახალისებს და აქეზებს მას ქრისტიანული იდეალების შესისხლორცებისათვის. გარნა, რომ ლოცვა და სასულიერო წიგნების კითხვა იყოს კეთილნაყოფიერი, ღვთისათვის სასიამოვნო და ადამიანისთვის სასარგებლო, ამისთვის საჭიროა, რომ ისინი შეერთებულნი იყვნენ ნების განვითარებასთან, სულის გაუმჯობესებასთან, სახარებისებრივ ცხოვრებასთან. თუ ლოცვასა და სასულიერო წიგნების კითხვას ზნეობრივი განათლება, სათნოიანი ცხოვრება თან არ ჰყვება, მაშინ მათ არ მოაქვთ ჯეროვანი ნაყოფი. მაცხოვარმა ბრძანა: "არა ყოველმან, რომელმან მარქვას მე: უფალო! უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა; არამედ რომელმან ყოს ნება მამისა ჩემისა ზეცათაისაი" (მათ. 7,21). მოციქული პავლე იტყვის, რომ არა მსმენელი საღმრთო წერილისა გამართლდება, არამედ მისი აღმსრულებელი. წმინდა მამა ეფრემ ასური ამბობს: "თუ ჩვენს ლოცვას სითავმდაბლე, სიყვარული, სიწრფელე და გულკეთილობა არ ამშვენებს, უსარგებლოა იგი". ამნაირად, ქრისტიანემ, თუ მას უნდა, რომ ლოცვაში წარმატება ჰქონდეს და სასულიერო წიგნების კითხვა მისთვის სასარგებლო იქნეს, უმთავრესად უნდა იზრუნოს თავისი ნების გავარჯიშებაზე, კეთილ საქმეში განმტკიცებაზე. ქრისტიანემ დრო უმეტესად უნდა მოანდომოს თავისი ნების გაწვრთნას, გასწორებას; ბოროტებისაგან მოცილებას და კეთილისადმი მიქცევას. ის აზროვნებასთან და მგრძნობელობასთან ერთად დაუღალავად უნდა მოქმედებდეს; თვითეულ სხივმფინარე აზრს, მის გონებაში წარმოშობილს, ღრმად უნდა ინერგავდეს თავის ბუნებაში, უნდა ჩაიყვანოს იგი სულის სიღრმემდის და ნებაში უნდა ჩააწნას; ის არ უნდა დასჯერდეს ქრისტეს მცნებათა სიმშვენიერის ჭვრეტათა, არამედ უნდა შეისისხლხორცოს ისინი; არ უნდა კმაყოფილდებოდეს ბიწიერებისადმი სიძულვილითა, არამედ იწყოს მისი მოკვეთა. დავხატოთ მოკლედ ის გზა, რომლითაც ქრისტიანე თავის ნების გაუმჯობესებას უნდა შეუდგეს. თავდაპირველად ქრისტიანე ყურდღებას ამყარებს თავის-თავზე, იხედება თავისი სულის სიღრმეში, პირუთვნელად იკვლევს, თუ რა ნაკლულევანება აქვს მას, და ამ სახით თავის თავს ცნობს. თავისთავის გამოცდისაგან ჩნდება მასში თავისი უღირსობის, ცოდვიანობის შეგნება. ეს შეგნება მასში ბადებს სითავმდაბლეს, მეურვეობას თავისი სულიერი ენისათვის და თვითგასწორების საქმისათვის შედგომის გადაწყვეტილებას. ამის შემდგომ მისი უპირველესი და მუდმივი ფიქრი ის არის, რომ ყოველთვის მზად იქნეს სასტიკი ბრძოლისათვის თავის ცოდვით სურვილებთან. ის თვალ-ყურს ადევნებს თავის აზრებს, გრძნობებს, მისწრაფებათა, რომელნიც მასში ანუ შიგნიდან აღიძვრიან, ანუ გარედან შთავლენ; ჩხრეკს მათ, და თუ ისინი სინდისსა და სახარებას ეწინააღმდეგებიან, ცდილობს განდევნოს ისინი თავისი სულიდან. ხოლო თუ ეთანხმებიან, სისრულეში მოჰყავს ისინი. ის მუდამ ეუბნება თავისთავს: სულო ჩემო, აღდეგ, ნუ მიეცემი თავდავიწყებას, აღიჭურვე მოთმინებითა და სიმხნით, ებრძოლე ბოროტებას და სძლიე მას. აღვნიშნოთ ზოგიერთი შემთხვევები ცხოვრებაში, როდესაც ადამიანს შეუძლია, ეომოს ცოდვასა და სძლიოს მას. მაგალითად, რომელიმე პირს ამხანაგები აწყენინებენ რითიმე. ამცირებენ ლაპარაკში, ვნებენ საქმით: ხოლო ის ყოველივე ამას ითმენს, არ გარისხდება, არ წამოისვრის ლანძღვით სიტყვებს, არ ეკიდება მათ მტრულად და არ სარგებლობს მარჯვე დროით, რომ მათ სამაგიერო გადაუხადოს; ის მათ სულითა და გულით აპატიებს. ანუ ვინმე ხედავს თავისი ამხანაგის ბედნიერებას და ის ძალას ატანს თავის თავს, რომ იგი შურმა არ შეიპყროს. ანუ ვინმემ მოისმინა მუსაიფი, რომელშიც რომელიმე პირს ჩრდილი მიაყენეს, აძაგეს, და ის არ მირბის იმ პირთან და არ გადასცემს მას ნალაპარაკევს. ანუ ხედავს ვინმე ადამიანს, ბუნებისგან დასჯილს, ნიჭით ნაკლებს, უსახოს, და იგი თავის იჭერს, რომ არ დასცინოს მას, არ იმახვილოს მასზე, არ შეიძულოს იგი; პირიქით, ცდილობს, დაუახლოვდეს მას, მოეხმაროს მას, რითაც შეუძლია, და დაჩაგრულს გული დაუტკბოს, და სხვადასხვა, რასაკვირველია, ადამიანი ერთბაშად და ერთნაირივე ზომით ვერ შეებმება და ვერ იტყვის უარს თავის ცოდვით მიდრეკილებათა. პირველ ხანებში იგი დამარცხდება, მაგრამ მერმე თანდათან იწყებს გამარჯვებას, საჭიროა ოღონდ, რომ ენერგია არ დაკარგოს.

ასე, ადამიანი, დაიწყებს რა თავისი ბოროტი სურვილების წინააღმდეგობასა და შემუსვრასა, დგება თვითგაუმჯობესების ნამდვილ გზაზე, ეჩვევა ცუდი სურვილების უარყოფას და კეთილ წადილთა განხორციელებას. ეს ბედნიერი ჩვეულება ადამიანმა უნდა მოიპოვოს სიყმაწვილეში, რადგან მერმე, როცა იგი ცხოვრების მორევში შეცურავს, როცა იგი ოჯახს მოეკიდება, როცა მას სხვადასხვა ზრუნვა, ფიქრი, მოთხოვნილება მოემატება, როცა მასში ვნებანი გამაგრებულნი იქნებიან, - ძნელია, ფრიად ძნელია იმის მოპოვება. აი, როცა ადამიანი ამ პირდაპირი სულის განახლებისადმი მიმყვანელ გზას დაადგება, როცა შეუდგება თავისი ნების აღზრდას, ღვთის ნების აღსრულებასა და ბიწიერებისგან უკუქცევას, მაშინ, მხოლოდ მაშინ, იქნება ღვთისთვის სასიამოვნო და მისთვის სასარგებლო ლოცვა და სასულიერო წიგნების კითხვა, მაშინ დაუკავშირდება იგი უფალს. და აი, იმიტომაცაა ის სატირალი მოვლენა, რომ თუმცა ზოგიერთნი გულმოდგინედ კითხულობენ საღმრთო წერილს, ზედმიწევნით სწავლობენ მას და ხშირადაც ლოცულობენ, მაგრამ მაინც ვერ უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ისინი უყურადღებოდ ტოვებენ უმთავრეს საქმეს - ნების გავარჯიშებას, თვითგასწორებას, და მათ იდეებსა და სინამდვილეს შორის ურთიერთობა არ სუფევს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler