საპყრობილესა შინა მყოფნი
საპყრობილესა შინა მყოფნი
ღმერთმა ძალიან ბევრჯერ მიხსნა განსაცდელებისგან
რუსთავის #17 ზონაში მდებარე 27-ე საკანს მლოცველების კამერას ვეძახით.
იქ მყოფნი ყველანი დეკანოზ შიო მენაბდის ლოცვა-კურთხევას ემორჩილებიან. მლოცველთა საკანში დაწესებული ტიპიკონი მოქმედებს.Pპარაკლისებს კითხულობენ, გალობენ. ყველას თავისი კანონების შესრულება უწევს. ციხეში ლოცვა და მარხვა დავიწყე, ვკითხულობდი სახარებას და წმინდა მამების ცხოვრებას, უფლის წყალობით დავიწყე დავითნის და პარაკლისების კითხვა, მერე მოჰყვა ნუსხა-ხუცურის სწავლა, მერე უფლის წყალობით ხელსაქმე შევისწავლე - ხეზე ჭრა, სკვნილის ქსოვა, გალობა, ტიხრული მინანქარი. ნელ-ნელა მომამზადა უფალმა ყველაფრისთვის, ციხიდან 13 წლის შემდეგ რომ გამოვსულიყავი და ეს ხელსაქმე მეკეთებინა. სხვა რამის კეთების სურვილიც კი არა მაქვს, - მიამბობს ლაშა ქართველიშვილი.

მანამადე რას წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე პარაკლისს წავიკითხავდი, ან ნუსხა-ხუცურად ფსალმუნს, ან თუ ვიგალობებდი, რასაც დანარჩენი ხელსაქმე მოჰყვა, ტიხრული მინანქრით დამთავრებული. მადლობა უფალს ყველაფრისათვის, მადლობა დედა ბარბარეს და მამა გრიგოლს, მამა გიორგი ყიფშიძეს, მამა ზაქარიას, იღუმენ შიოს, რომლებიც ჩემთვის ყველაზე მძიმე პერიოდში შემოდიოდნენ ჩვენთან, გვანუგეშებდნენ და გვაზიარებდნენ უფლის სისხლსა და ხორცს, ეს იყო ყველაფრის საფუძველი, რაც წინ მელოდა. მერე იყო ზონა, სადაც გავიცანი დეკანოზი შიო მენაბდე, მკაცრი და მოსიყვარულე მოძღვარი, ვის ხელშიც ბევრი რამ ვისწავლე, მისი კურთხევით შევისწავლე ტიხრული მინანქარი. ღმერთმა ძალიან ბევრჯერ დამანახა თავისი გულმოწყალება და იმაზე მეტ განსაცდელს არ მივლენდა, რისი ტვირთვაც არ შემეძლო, განსაცდელები კი დღითიდღე გაძლიერებს და, უფლის შეწევნით, ყველაფერი გამოგდის... მადლობა ღმერთს, დღეს სულ სხვა ადამიანი ვარ, სხვა ინტერესები მაქვს. საპყრობილეში რომ ვიყავი, ერთ დღესაც მობრძანდა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე). მეუფემ ნახა პატიმრების ნამუშევრები, ძალიან მოეწონა და გვითხრა, მინანქრის სწავლა არ გინდათო? მამა ისააკი გვასწავლიდა ციხეში ხატწერას. არქიმანდრიტმა სერაფიმემ (ჭედია) კი მინანქრის მასწავლებელი გამოგვიგზავნა. "იმედის ხატის" ერთ-ერთი თანაავტორია მიქაელ ფარულავა და მისგან ვისწავლე მინანქარზე მუშაობა. მინდა აღვნიშნო იმჟამინდელი ზონის დირექტორის ხელშეწყობა ამ საქმეებში. მინანქრის კეთების დროს ვლოცულობ გულში, იესოს ლოცვას ვამბობ, ან იმ წმინდანის კონდაკ-ტროპარს ვკითხულობ, რომლის ხატსაც ვასრულებ, სულიერი სიმშვიდე თუ არა გაქვს, ვერაფერს გააკეთებ. ყველაფერში უფლის ხელი ურევია. მამა შიომ ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ბევრ მავნე ჩვევას გადამაჩვია. დღეს რომ რაღაც შემიძლია, მისი მადლია. მამა შიო ბრძენი მოძღვარია. ძალიან ძნელია პატიმრისთვის ღვედის დადება და მისი მოთოკვა, ეს, ღვთის შეწევნით, მამა შიომ გააკეთა. რუსთავის #17 საპყრობილეში არის წმინდა გიორგის ეკლესია, წმინდა ნინოს სალოცავი ოთახი და წმინდა ნიკოლოზის ნიში, სადაც ღვთის წყალობით უნდა აშენდეს ეკლესია...

***
გულის ტკივილი და სინანულის გრძნობა მუდამ მაქვს და ვიმედოვნებ, უფლის წყალობით გარდაცვალებამდე გამყვება, ვცდილობ, ქრისტიანი ვიყო, როგორ გამომდის ეს, ამქვეყნიდან როცა წავალ, მაშინ გავიგებ. ბევრჯერ გადავურჩი სიკვდილს. ღმერთი მწამდა, ტაძრების აღდგენაშიც ვმონაწილეობდი, მაგრამ ეკლესიური ცხოვრებიდან შორს ვიყავი. ალბათ ეს პატარა საფუძველი იყო იმისა, რაც დღეს ღმერთმა მომცა. ნელ-ნელა დავიწყე საეკლესიო ლიტერატურის კითხვა. აფხაზეთის ომშიც ვიბრძოდი, "მხედრიონთან" ერთად ვიცავდი სოხუმს, ქალაქის დაცემის შემდგომ დაჭრილი გამოვედით სვანეთიდან, ვარ დაჯილდოვებული ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. მყავს ცოლ-შვილი. ჩემი 21 წლის ვაჟი ახლა სტუდენტია.

ლაშა ქართველიშვილის ნამუშევრები

საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ დამიდგნენ გვერდით ახლობლები, სასულიერო პირები, დედები, მამები, ახალგაზრდულ ორგანიზაციაში "დავითიანი" მცირე ხნით ვმუშაობდი სამინანქრო სახელოსნოში. ამჟამად საპატრიარქოში მინანქრის სახელოსნოში ვმუშაობ. ვაგრძელებ ეკლესიურ ცხოვრებას. გარეთ უფრო ძნელია იცხოვრო ეკლესიურად, მაგრამ თუ ითხოვ, მოგეცემა.

ციხიდან გამოსვლისთანავე დედა ბარბარეს დახმარებით, ჩემს ცოლ-შვილთან ერთად, უწმინდესმა მიგვიღო, დაგვლოცა, თან მკითხა, რამდენი წელი იჯექიო? მე ვერ ვუპასუხე, არ ვიცი, რატომ და ჩემმა მეუღლემ უპასუხა, - 13 წელიო. უწმინდესმა თქვა, ეს დიდი დრო არისო. დამშვიდობებისას ჩემს მეუღლეს ოქროს ლალისთვლიანი ბეჭედი აჩუქა. მე თანხა გადმომცა - შინ უფულოდ ხომ არ მიხვალო. ჩემს შვილს კი სამაჯური აჩუქა. დიდად მადლიერი ვარ მათი, ვინც გვერდით დამიდგა, ეს სასულიერო პირია, ერის კაცი თუ პატიმარი, ასევე მადლობა ჩემს ოჯახს და მეგობრებს, რომლებმაც ჩემთან ერთად გამოიარეს განსაცდელი. საპატრიარქოში, მინანქრის სახელოსნოში პირველად წმინდა გიორგის ხატი გავაკეთე. უწმინდესს მოეწონა ჩემი ნამუშევარი და გადავწყვიტე, ეს მისთვის მეჩუქებინა. როცა გაიგო, იქ ეს ჩემი პირველი ნახელავი იყო, მითხრა, - რადგან ეს პირველი ნამუშევარია, შენ გქონდესო და უკან დამიბრუნა. მას შემდეგ სულ გულით ვატარებ...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler