საფრთხის არდამნახველ, უზრუნველ კაცს, უწმინდური ბოლო ამოსუნთქვამდე მისდევს დასაცემად
საფრთხის არდამნახველ, უზრუნველ კაცს, უწმინდური ბოლო ამოსუნთქვამდე მისდევს დასაცემად
ჩვენმა დრომ ყოველი ღონე იხმარა, რომ ზღვარი წაეშალა სიკეთესა და ბოროტებას შორის , სიწმინდის განცდა წაერთმია ადამიანის გულისათვის და დაევიწყებინა ნამდვილი საფრთხეები, რომ უმტკივნეულოდ, ხშირად კი შეუმჩნევლადაც დაეზავებინა იგი ყველაფრისთვის, რასაც ბნელეთი აღმოაცენებს... საფრთხის არდამნახველ, უზრუნველ კაცს კი უწმინდური ბოლო ამოსუნთქვამდე მისდევს დასაცემად... არავინ უწყის სიცრუისა და მზაკვრობის იმდენი სახე, რითიც სიბილწე ამ ძლიერებას ისრუტავს, არავინ იცის იმგვარი შეურიგებელი მტრობა, როგორითაც ბოროტი ადამის მოდგმას წაეკიდა... ეს მტერი მიწყივ ჩვენს განურჩევლობას და უძლურებას უთვალთვალებს, ამიტომ რწმენასთან და მუდმივ სიფხიზლესთან ერთად ბევრი რამის ცოდნაც გვმართებს.

ქვემოთ მოყვანილი მცირე და ძალზე არასრულყოფილი მასალის მიზანიც, ვიმედოვნებ, სწორედ ეს არის...

ძველი რელიგიების აღორძინების კიდევ ერთი მცდელობა ლუციფერის თაყვანისცემისადმი ინტერესის გაღვიძება გახლავთ. დაცემული ანგელოსის თაყვანისცემა ქრისტესშობიდან მეორე საუკუნეში ძველ გნოსტიკურ კულტებში იყო მიღებული, მოგვიანებით, XIV საუკუნეში, აღორძინდა საიდუმლო მოძრაობის - "ლუციფერიანელების" მიერ. ბოროტისადმი ამგვარი თაყვანისცემა საუკუნეთა მანძილზე სხვადასხვა საიდუმლო ოკულტური დაჯგუფებიდან მომდინარეობდა.

ეკლალ კუეშანას წიგნში "უკანასკნელი საზღვარი", რომელიც უცებ იქცა ბესტსელერად, გამოცხადდა, რომ ლუციფერი მეთაურია სულთა საიდუმლო ძმობისა, უმაღლესი ორდენისა, სადამდეც ადამიანს თავისუფლად ძალუძს თავის ამაღლება... სხვა "ნიუ ეიჯელმა" მწერლებმა მკრეხელურად აღამაღლეს ლუციფერი, რათა არა მხოლოდ მისდამი თაყვანისცემა ექციათ საპატიო საქმედ, არამედ ეშმაკისადმი თაყვანისცემის ბეჭედიც ჩამოეცილებინათ.

სწორედ ამ თეორიულ საფუძველზე გახდა შესაძლებელი სატანიზმისადმი საყოველთაო გატაცების გაძლიერება და მრავალრიცხოვანი სატანური სექტისა და წრის წარმოშობა.

ქრისტიანობის ისტორიის ხანგრძლივობა მისი სრული ანტიპოდის - ბოროტისადმი თაყვანისცემის ისტორიის ხანგრძლივობის ტოლია. მუდამ არსებობდნენ ადამიანები, რომელნიც რაღაც განსაკუთრებული საიდუმლო ცოდნისა და ძალაუფლების მიღების იმედით ბნელეთის სულთა მეთაურს მიმართავდნენ, ამასთან, რატომღაც ავიწყდებოდათ, რომ ეშმაკი - მატყუარა და კაცისმკვლელია და მზადაა, ნებისმიერი ხერხით იძიოს შური ადამიანზე და მის ნებას და სიცოცხლეს დაეუფლოს. ამიტომ სატანური სექტები და მათი დამფუძნებელნი სიცოცხლეს მუდამ საეჭვო ვითარებაში ასრულებდნენ, "მოძღვრის" გარდაცვალებისთანავე კი თითქმის ყოველი სექტა იშლებოდა.

ამგვარ სექტათა გაძლიერება, უპირატესად, იმან განაპირობა, რომ სატანიზმი დღეს მოდად იქცა, მოდაშია ახალგაზრდული სამოსი, მუსიკა, ქცევის მანერა, სიმბოლიკა და ის საერო ატმოსფერო ყველაფრის ნებადართულობის და გარყვნილებისა, რომელიც დღევანდელმა მსოფლიომ გააბატონა.

ახალგაზრდული სატანური ჯგუფები, ძირითადად, მცირე წრეებია, რომელნიც ან იმ მოზარდთა მიერაა დაფუძნებული, ტვინი "მძიმე მეტალის" მოსმენით რომ აქვთ გადატვირთული, ან ე. წ. "მაგნიტურ პიროვნებათა" მიერ, რომელნიც, უმეტესწილად, სწორედ მოზარდებს იზიდავენ, აღასრულებენ მკრეხელურ ადათებს და სხვადასხვა სექსუალურ გარყვნილებებს, ვანდალურ აქტებს სასაფლაოებზე, ბილწავენ ეკლესიებს და ხოცავენ ადამიანებსა და ცხოველებს, რომელთა შესახებ პრესა ხშირად გვამცნობს.

როგორც ცნობილია, 1993 წელს, აღდგომა ღამეს სატანისტებმა ოპტის უდაბნოში სამი მღვდელ-მონაზონი გამოასალმეს სიცოცხლეს. თუ სექტას მოზრდილი ,,მოძღვარი" თავკაცობს, ძალაუფლებით ტკბობის მიზნით სწრაფად აჩვევს მცირეწლოვნებსა და ახალგაზრდა ქვეშევრდომებს კრიმინალურ საქმიანობას.

დასავლეთში სატანისტთა ყველაზე ცნობილი დანაშაულები ჩარლზ მენსონის სექტამ, "ოჯახმა" ჩაიდინა, რომლის წევრებმაც მრავალი ადამიანი მხეცურად მოკლეს, მათ შორის ცნობილი კინომსახიობი შერონ ტეიტი, რომელიც ფეხმძიმობის უკანასკნელ თვეში იყო...

თანამედროვე სატანიზმის მამად ინგლისელი ალისტერ (ალექსანდრე) კროული (1875-1947) ითვლება, რომელსაც სატანიზმის ფუძემდებლური ნაშრომი ეკუთვნის. იგი მრავალი წელი თავკაცობდა საერთაშორისო სატანისტურ ლოჟას "ორდო თემპლი ორიენტის" ("აღმოსავლური ტაძრის ორდენი"). კროული თვლიდა, რომ "ადამიანის მტერი სატანა კი არა, "ცხოვრება, ნათელი და სიყვარულია".

ალისტერ კროულმა, "მეოცე საუკუნის დიდებულმა მაგმა", როგორც ცხოვრებაში უწოდებდნენ, მხოლოდ თეორიული შრომებით კი არა, სექსუალურ-მაგიური ორგიებითაც გაითქვა სახელი, მისი მიმდევარნი ნარკოტიკებსა და ჰალუცინოგენებს იყენებდნენ...

კროული საკუთარ თავს "აპოკალიფსურ მხეც 666"-ს უწოდებდა და ანტიქრისტეს დაბადების მისაღწევად საშინელ სექსუალურ-მაგიურ რიტუალებს იგონებდა...

როდესაც სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ჰკითხეს, თუ რატომ უწოდა თავს ,,აპოკალიფსური მხეცი", უპასუხა, რომ ასე დედა ეძახდა, როდესაც უყურებდა, თუ როგორ აწყვეტდა მტრედებს თავებს და სისხლს სწოვდა...

კროულის ერთმა მოწაფემ, "სატანური ბიბლიის" ავტორმა, ენტონი შანდორ ლავეიმ, "სატანის პირველი ეკლესია" დააფუძნა, რომელიც რეგისტრაციაში სან-ფრანცისკოში გაატარა... სხვადასხვა მონაცემთა თანახმად, მის წევრთა რიცხვი ხუთასიდან ორიათას კაცამდე მერყეობს. ლავეიმ სახელი იმითაც გაითქვა, რომ სატანის როლი შეასრულა რომან პოლანსკის ცნობილ ფილმში "როზმარის ბავშვი", რომელმაც მის სექტაში უამრავი ადამიანი მიიზიდა.

სანამ ნაცისტურ ოკულტურ ჯგუფებზე ვისაუბრებდეთ, უცილობლად უნდა შევეხოთ ფიურერის პიროვნებას:

ადლოფ ჰიტლერი 1889 წლის 20 აპრილს დაიბადა ავსტრიის ქალაქ ბრაუნაუში, რომელიც ეზოთერულ ცენტრად ითვლება. ამ ქალაქმა შვა ისეთი ცნობილი მედიუმები, როგორნიც იყვნენ რუდნი და ვილი შნაიდერები.

ჰიტლერის დედა - კლარა პელცი, რბილი და მორჩილი ქალი იყო. ცოლზე გაცილებით უფროსი, ხნიერი და შეუხედავი ალოისი კი - მძიმე და უხეში ხასიათით გამოირჩეოდა.

ალოისიც და კლარაც წარმოშობით ჩეხოსლოვაკიის საზღვართან მდებარე ტყიანი რაიონიდან - ვალდვირტელიდან იყვნენ, სადაც ახლო ნათესავებს შორის ქორწინება ჩვეულებრივი ამბავი იყო... ისინიც ახლო ნათესავები იყვნენ...

ჰიტლერის დედას შვიდი შვილი ჰყავდა, რომელთაგან ოთხი ადრეულ ბავშვობაში დაეღუპა, ერთი ჭკუასუსტი იყო, ერთი კი - სრული იდიოტი...

ჰიტლერის პიროვნება ოკულტიზმისა და დასავლური ფილოსოფიის გავლენით ჩამოყალიბდა. უპირველეს მასწავლებლად ნიცშეს მიიჩნევდა და მისი ბიუსტი მუდამ საწერ მაგიდაზე ედგა...

ჰიტლერის მსოფლმხედველობა სხვადასხვა ავტორთა სინთეზია: - მაგალითისთვის, შოპენჰაუერისაგან ფატალიზმისა და ნების იდეები აიღო, ნიცშესაგან - ევოლუციის, ძალაუფლებისა და ზეადამიანობის პრინციპები, ხოლო ვაგნერისგან - რასიზმი და წარმართული სული... ბევრი რამ ისესხა ბლავატსკაიას, ჩემბერლენის, ფონ ლისტისა და ლიბენფელსისაგან...

ის სწავლობდა აღმოსავლურ რელიგიებს, თან მათ მეთოდებსაც ეუფლებოდა. ვენაში აღმოაჩინა, რომ დასავლეთსაც ჰქონდა თავისი ეზოთერული ტრადიცია, რომელსაც "წმინდა გრაალის ძიებას" უწოდებდნენ და მასაც საფუძვლიანად გაეცნო...

შეიძლება ითქვას, რომ ამ დიდ ნაცისტს სძაგდა ადამიანები: - "ადამიანები - მორებია, მათი აღქმა - შეზღუდულია, შემეცნების არე კი - ვიწრო... მხოლოდ ზოგიერთი თუა მოწოდებული ბატონობისთვის".

ჰიტლერი ხშირად იმეორებდა, რომ სიბრალული, სიკეთე და პატიოსნება - მონური თვისებებია, სინდისი კი - ებრაელთა მონაჩმახი... ეს შავი ფილოსოფია აიძულებდა, მუდმივი შიშისა და უნდობლობის ატმოსფეროში ეცხოვრა.

ისიც ცნობილია, რომ ,,ლუდის პუტჩის" შემდეგ ჰიტლერი ციხეში ხვდებოდა პროფესორ კარლ ჰაუზჰოფერს, რომელმაც ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე გაიარა ოკულტური წვრთნა გურჯიევთან, ტიბეტელ ლამებთან და იაპონურ საიდუმლო ორგანიზაცია "მწვანე დრაკონის" ადეპტთან.

,,საიდუმლო დოქტრინის მეშვეობით ჰაუზჰოფერი ფიურერის გონებას ლუციფერის სამეფო კანონთა შემეცნებისა და მეოცე საუკუნის ბოროტ იდეალთა აღსასრულებლად ამზადებდა. დიტრიხ ეკჰარტმა კი ჰიტლერის ასტრალურ სხეულში ბნელ ძალებთან კონტაქტზე რეაგირების ცენტრების განვითარება მოიწადინა.

1923 წელს ეს უკანასკნელი მეგობარს სწერდა: - "გაჰყევით ჰიტლერს! ის ჩემს მიერ შერჩეულ მუსიკაზე ცეკვავს, ჰიტლერი მათთან მე დავაკავშირე... ისტორიაზე გავლენა მე მოვახდინე!"

ჰიტლერს ნერონსა და ლენინზე არანაკლებ სძულდა ქრისტიანობა. როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, დაიშალა კათოლიკური ახალგაზრდობის კავშირი, ხოლო კათოლიკური გამოცემები განადგურდა. გავიდა კიდევ ერთი წელიწადი და სიცოცხლეს გამოასალმეს გერმანიის კათოლიკური ეკლესიის მეთაური, ხოლო მღვდლები და ბერ-მონაზვნები დააპატიმრეს. არც პროტესტანტები აღმოჩენილან უკეთეს დღეში. რივენსკროფტი ჰიტლერის სიტყვებს იხსენებს: "ქრისტიანობამ მხოლოდ ხრწნის თესლი დათესა. პატიება, სისუსტე და ყალბი მორჩილება ძლიერთა, მამაცთა და ნიჭიერთა გადარჩენის ევოლუციური კანონების უარყოფაა... ყველა რელიგია ერთნაირია, სულ ერთია, საკუთარ თავს რას უწოდებენ. მათ მომავალი არ გააჩნიათ, მით უმეტეს, გერმანიაში. ძველი და ახალი აღთქმა ებრაელების ტყუილებია. შეუძლებელია, ერთდროულად გერმანელიც იყო და ქრისტიანიც. ჩვენ თავისუფალი ადამიანები გვჭირდება, რომლებიც გრძნობენ, რომ ღმერთი თვით მათშივეა. ჩვენს გლეხს ჯერაც ახსოვს ჭეშმარიტი რელიგია. მან უნდა იცოდეს, თუ რა დაანგრია ეკლესიამ: ბუნების ერთიანი, საიდუმლო შენობა - ღვთაებრივი, უფორმო, დემონური... მოვიშოროთ ქრისტიანობის საფარველი და ჩვენი რასისათვის დამახასიათებელ რელიგიას აღმოვაჩენთ. ჩვენ გლეხების მეშვეობით გავანადგურებთ ქრისტიანობას, რადგან მათშია მიწის შვილების ნამდვილი რელიგია, ბუნებასა და სისხლში რომაა დაფუძნებული."

ჰიტლერის მითითებით, როზენბერგმა ნაცისტური რეიხის მომავალი ეკლესიის შესახებ დადგენილების პარაგრაფები შეიმუშავა, რომლებიც ქრისტიანობის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლის სულისკვეთებას ეფუძნება. ბიბლია უნდა აკრძალულიყო და იგი ჰიტლერის "ჩემი ბრძოლით" ჩანაცვლებულიყო.

ჰიტლერის ქრისტიანობისადმი დამოკიდებულება ზუსტად განსაზღვრა ნაცისტების პროპაგანდის მინისტრმა იოზეფ გებელსმა: "ფიურერი ღრმად რელიგიურია, მაგრამ სრულიად ანტიქრისტიანული."

სატანური და ოკულტური იყო ჰიტლერის გარემოცვა. ჰერმან გერინგი სკანდინავიური მასონური ორგანიზაციის, "ედელვაისის" წევრი გახლდათ და არიული მისტიციზმის იდეას ქადაგებდა, ჰიმლერს პირადი ასტროლოგი ჰყავდა და რელიგიური მოძრაობა "არტმანის" წევრი გახლდათ. მოგვყავს მისი გამონათქვამი ასტროლოგიის შესახებ: "ნაციონალ-სოციალისტურ სახელმწიფოში ასტროლოგია პრივილეგირებულ მდგომარეობაში უნდა იყოს, იგი ფართო მასებისათვის არ არის განკუთვნილი." მარტინ ბორმანის აზრით, ქრისტიანობისა და ნაციონალ-სოციალიზმის შეთვისება შეუძლებელი იყო, იოზეფ გებელსი კი ცივად აცხადებდა: "ჩვენ შეგვიძლია, დავაჩოქოთ ეკლესია და ჩვენს მსახურად ვაქციოთ იგი." ძალზე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ნაცისტური პარტიის შემქმნელთა უმრავლესობა "ტულეს საზოგადოების" წევრი იყო, მაგალითად: ალფრედ როზენბერგი, რუდოლფ ჰესი, გოტფრის ფედერი, კარლ ხარერი, დიტრიხ ეკჰარტი... მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათ იდეოლოგიაც ჰქონდათ, რიტუალებიც, სიმბოლოებიც და სხვა ატრიბუტებიც, ნაციზმი ჰიტლერის გარეშე ვერ ჩამოყალიბდებოდა.

რაუშინგი იხსენებს საუბარს, რომელიც ჰიტლერსა და ბერნარდ ფოსტერს შორის შედგა. მაშინ ჰიტლერმა განაცხადა, რომ თავისი უნიკალური მისიის აზრის გახმოვანება ჯერ არ შეეძლო, მაგრამ დადგებოდა დღე, როდესაც იგი სამყაროს ახალ რელიგიას აზიარებდა, აღადგენდა კაცობრიობის ღვთაებრივ მდგომარებას, რომლის დროსაც ადამიანებს გაუქრებოდათ შიში, დაუჯერებდნენ თავის ინსტინქტებს და ერთი საუკუნო ცხოვრება ექნებოდათ.

ჰიტლერი პლანეტის ცხოვრების შეცვლის იდეითაც იყო შეპყრობილი. რაუშინგთან საუბარში მან თქვა: "ჩვენი რევოლუცია ახალი ეტაპია, უფრო ზუსტად, საბოლოო ეტაპი, რომელიც ისტორიის მსვლელობას წერტილს დაუსვამს. სამყარო თავისი შემობრუნების წერტილამდე მივიდა. ჩვენ დროის გასაყართან ვართ... პლანეტაზე მოხდება გადატრიალება, რომელსაც თქვენ ვერ გაიგებთ... მოხდება იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ახალი რელიგიის გამოცხადებაა."

უამრავი დამკვირვებლის აზრით, ჰიტლერი იესოს პაროდია იყო. ერთ-ერთი გამოსვლისას მან ასეთი რამ თქვა: "ვინც ჩემთან კავშირში იქნება, ის თავის რჩეულობას დაამტკიცებს." საბავშვო ბაღებში კი გერმანელ ბავშვებს ასეთ ლოცვას ასწავლიდნენ: "ფიურერი ჩემი ნათლია და ჩემი რწმენაა. კურთხეულ იყოს შენი სახელი, ჩემო ფიურერო!"

ჰიტლერი ყოველთვის ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, რაც 1945 წლის 30 აპრილს განახორციელა კიდეც. როგორც ამერიკელი დ. ბრენანი მიიჩნევს, "ბოროტების მისტერიას ნაზიარევმა ჰიტლერმა ბოლომდე უერთგულა თავის ბნელ რწმენას და ყველაფერი ისე მოაწყო, რომ მისი თვითმკვლელობა ბნელ ძალთა მსხვერპლად ქცეულიყო. მისი სიკვდილის დღეს, 30 აპრილს, ძველად სატანის დღესასწაულს - ვალპურგის ღამეს უწოდებდნენ.

ნიუნბერგის პროცესზე ჰანს ფრანკმა ასეთი სიტყვები წარმოთქვა: "ჩვენ ღმერთს განვუდექით... ჰიტლერული გზა დაწყევლილი იყო... ეს იყო უღმერთობისა და ქრისტესაგან განდგომის გზა."

მაგრამ რატომ დაატყდა ასეთი სასჯელი რუსეთს - მართლმადიდებელ ქვეყანას? როგორც ბევრი თვლის და არცთუ უსაფუძვლოდ, ქრისტესაგან განდგომისათვის, ომისწინადროინდელი ე. წ. "უღმერთო ხუთწლედისათვის," მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის დაქცევისათვის, იმისათვის, რომ ბევრმა ვერ გაუძლო გამოცდას და უღმერთოთა ბანაკში გადავიდა და იმისათვისაც, რომ ბევრმა საკუთარი ნებით უარყო ქრისტე.

ეს საშინელი სასჯელიც ისევე იქნა თავიდან აცილებული, როგორც წარსულ შემთხვევებში - ღვთივსათნო ადამიანთა ლოცვით (როგორებიც იყვნენ ნეტარი მატრონა და მაკარი, ლიბანის მთების მიტროპოლიტი ილია, ღირსი ლუკა და სხვანი) სინანულით, 1942 წელს ტაძრების გახსნით და ღვთისმსახურთა გათავისუფლებით, დიდ სამამულო ომში მასობრივად დაღვრილი მოწამებრივი სისხლით, იმ ჯარისკაცთა თავდადებით, რომელნიც მართლმადიდებლური ეკლესიის ლოცვა-კურთხევით იბრძოდნენ.

მეორე მსოფლიო ომს ეკლესიამ წმინდა ომი უწოდა..

ა. დვორკინისა და ინტერნეტის მასალებზე დაყრდნობით
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler