მიტროფანე ლაღიძე - "ტკბილი წყლების" პირველი ქართველი გამომგონებელი
მიტროფანე ლაღიძე - "ტკბილი წყლების" პირველი ქართველი გამომგონებელი
ქართველი მეცენატები
აგერ უკვე საუკუნეზე მეტია, რაც "ლაღიძის წყლები" ქართველთა საყვარელი უალკოჰოლო სასმელია. მისი შემქმნელი მიტროფანე ლაღიძე ერთდროულად იყო დიდი გამომგონებელი, ნოვატორი, ქველმოქმედი და ალბათ, მდიდარი მაგნატიც გახდებოდა, რომ არა გასაბჭოება და ჩვენს ქვეყანაზე თავსმოხვეული სოციალისტურ-კომუნისტური წყობილება.

აფთიაქი, ლიმონათების ქარხანა და "ლაღიძის ნათურა" ქუთაისში
მიტროფანე ლაღიძე 1869 წელს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ჭოლევში. დაწყებითი განათლება თავის სოფელში მიიღო. 14 წლისა მამამისმა ქუთაისში, კოკოჩაშვილისა და ივანოვსკის ცნობილ აფთიაქში შეგირდად მიაბარა. ცეზარ ივანოვსკი პოლონეთიდან გადმოსახლებული მეამბოხე, ფარმაციის მაგისტრის წოდების მქონე, ერთობ განათლებული კაცი გახლდათ. აფთიაქის გარდა, მას ქუთაისში ლიმონათის საწარმოც ჰქონდა გახსნილი.

მიტროფანე ლაღიძემ - ჭკვიანმა და ბეჯითმა ყმაწვილმა, თავიდანვე მიიქცია ივანოვსკის ყურადღება. უმემკვიდროდ გარდაცვლილი მასწავლებლის საქმე სწორედ შეგირდმა განაგრძო. ლაღიძემ, უნიკალური ნიჭის წყალობით, წარმოება სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ამ მცირე წარმოების ბაზაზე "ხილეული სასმელების წარმოების ამხანაგობა" ჩამოაყალიბა და პირველად გახსნა ქარხანა, რომლის შესახებ მაშინდელი გაზეთი "კვალი" იუწყებოდა:

"იგი სრულიად განსხვავებულია სხვა ქარხნებისგან. იქვე არის მაღაზია, სადაც შეგიძლიათ მისი ხილის წყლები მიირთვათ და სავარძლებში ჩამსხდრებმა ათვალიეროთ ქართული და რუსული ჟურნალ-გაზეთები".

მიტროფანე ლაღიძე ამ დროს 31 წლისა იყო და ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდა სასწავლი როგორც ბიზნესის ხელოვნებაში, ასევე ხილეული წყლების წარმოების ტექნოლოგიაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში იგი ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი საფრანგეთში გაემგზავრა. პარიზში ახალ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს გაეცნო, რომელიც ქუთაისში ჩამოსვლისთანავე თავის წარმოებაში დანერგა.

ცნობილი საზოგადო მოღვაწის, კირილე ლორთქიფანიძის დახმარებით, ბიზნესმენმა საფრანგეთში მოახერხა კრედიტის მიღება ქუთაისისთვის ელექტროსადგურის დანადგარების შესაძენად. ასე რომ, ახალი საუკუნის პირველივე წლებიდან ქუთაისში უკვე ელექტროენერგიით სარგებლობდნენ და "ილიჩის ნათურამდე" დიდი ხნით ადრე იქ "ლაღიძის ნათურა" კიაფობდა.

პირველი მაცივრები საქართველოში და დიდი ბიზნესი უკვე დედაქალაქში
საუკუნის დასაწყისში მიტროფანე ლაღიძეს საფრანგეთიდან ყინულის დასამზადებელი დანადგარი ჩამოუვიდა, რომლითაც სულ მალე მთელ დასავლეთ საქართველოს, მათ შორის, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ ფოთის პორტის სამაცივრო მეურნეობას ამარაგებდა. ყინულის წარმოება ლაღიძემ ზაფხულში დაიწყო, რამაც მისი პოპულარობა ერთიორად გაზარდა. გაზეთი "ივერია" წერდა:

ქუთაისელები ამბობენ, სადილობისას ღვინოში ვაგდებთ ლაღიძის ყინულს და ჩაცივებულს ვსვამთ, ხოლო სხვა დროს მისივე ხილის წყლებს ვაცივებთ, აგარაკებზე რაღა გვინდა - ვინც წავიდა, ისიც აქ უნდა ჩამოვიდესო.

აკაკის რჩევითა და ილიას დახმარებით, მიტროფანე ლაღიძემ დედაქალაქში მეორე, უფრო მძლავრი ქარხანა და მაღაზია გახსნა, თუმცა ამას კინაღამ მისი დაპატიმრება მოჰყვა, რადგან რუსთაველზე მდებარე მაღაზიის აბრაზე ქართული ასოები გაცილებით დიდი იყო, ვიდრე რუსული. მშველელად ისევ ილია ჭავჭავაძე მოევლინა. იმ დროს თბილისში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ხილის წყლების ორი ქარხანა მუშაობდა, მაგრამ ლაღიძის ახალგახსნილმა ფირმამ თბილისელი მომხმარებლის უმეტესობა გადაიბირა.

მოგეხსენებათ, ბიზნესში წარმატების აუცილებელი პირობა საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობა და გამარჯვებაა. ლაღიძის ფირმამ ამ საქმეშიც გამოიჩინა თავი - 1913 წლისთვის მას უკვე ჰქონდა პეტერბურგისა და ვენის მეტად პრესტიჟული სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე მოპოვებული ოქროსა და ვერცხლის მედლები.

ამიერკავკასიის სამთო ქიმიის პიონერი და ხილის წვენების ტექნოლოგიური სრულყოფა
900-იანი წლების ბოლოსთვის მიტროფანე ლაღიძემ კიდევ ერთ დარგში სცადა ბედი და წარმატებითაც. ამიერკავკასიის სამთო-ქიმიურ მრეწველობაში იგი პირველი იყო, ვინც ქუთაისთან ახლოს გეოლოგიური სამუშაოები დააფინანსა და იქ მდებარე საბადოებიდან დაიწყო ბარიტის მოპოვება, რომელსაც რუსეთის ქარხნებში გზავნიდა.

ცხადია, "ტკბილი წყლების" ოსტატი თავის ძირითად საქმიანობასაც არ ივიწყებდა და პროდუქციის გაუმჯობესებაზე სისტემატურად მუშაობდა. ლაღიძემ პირველმა დაიწყო ხილის წვენებში ესენციის - ძვირფასი ნივთიერების დამატება, რამაც ხარისხი საგრძნობლად აამაღლა. გაყიდული პროდუქციის ოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ დიდმა მოგებამაც არ დააყოვნა. ბიზნესმენი ძირითად პროდუქციას - ხილსაც განსაკუთრებული კრიტერიუმებით არჩევდა.

მაგალითად, ჟოლოს ნაყენის დასამზადებლად ბორჯომის ხეობაში მოკრეფილ ნაყოფს იყენებდა, რადგან მიაჩნდა, რომ მას გაცილებით უკეთესი გემო და სურნელი ჰქონდა, ვიდრე ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოტანილს, რომელიც შედარებით იაფი ღირდა.

დიდხანს ფიქრობდნენ, რომ ლაღიძეს ტესტირების განსაკუთრებული მეთოდი ჰქონდა, მაგრამ სინამდვილეში მისი ერთადერთი საიდუმლო თანდაყოლილი დეგუსტაციის ნიჭი, ანუ პირის გემო იყო. რაც უფრო იზრდებოდა ლაღიძის წყლის წარმოება, მით მეტი გლეხი ხეირობდა, რადგან ლაღიძე თავის პროდუქციას მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულით ამზადებდა.

ქველმოქმედება, სამეგობრო და ოჯახი
მიტროფანე ლაღიძე არა მარტო მრეწველი, დიდი ქველმოქმედიც იყო, რომელიც მატერიალურად ეხმარებოდა ჩვენს მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს. იგი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და დრამატული საზოგადოების წევრიც გახლდათ. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილიასთან, აკაკისთან, ტიციან ტაბიძესთან და სხვა სახელოვან ადამიანებთან.

მიტროფანე ლაღიძეს ჰყავდა მეუღლე - ოლიმპიადა ვახანია და ხუთი შვილი. მრეწველსა და აკაკი წერეთელს ერთმანეთში თბილი ოჯახური მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. ქუთაისის ბაღში შესული აკაკი უპირველესად თურმე ლაღიძის პავილიონს მიაშურებდა და მისი გამაგრილებელი წყლით ნასიამოვნები ზოგჯერ ლექსსაც აქვე წერდა. მან მეგობრის "ტკბილ წყალს" ლექსიც კი მიუძღვნა, რომელსაც მეწარმე პროდუქციის რეკლამისთვისაც იყენებდა:

"სასმელების მეტოქე ვარ
ღვინის, ლუდის, წყლის და რძისა,
ხილეულის ესენცია
მიტროფანე ლაღიძისა".


გასაბჭოება და ცხოვრება სოციალისტურ საქართველოში
ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე ლაღიძის ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. მისი მეგობრები - ვალერიან გუნია, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და ვალერიან გაფრინდაშვილი ამ ამბავს შესწრებიან და მეხანძრეების მოსვლამდე უბრალო ჭურჭლით დაუწყიათ ხანძრის ჩაქრობა. მოგვიანებით პაოლო იაშვილი იგონებდა, რომ დაუნახავს, როგორ დინჯად მოდიოდა მიტროფანე ლაღიძე თავისი ალმოდებული ქარხნისკენ და არც აპირებდა ნაბიჯის აჩქარებას. ალბათ ხვდებოდა, რომ გადარჩენის შემთხვევაშიც კი კომუნისტები ქარხანას ჩამოართმევდნენ.

ასეა თუ ისე, მიტროფანე ლაღიძე რევოლუციას მშვიდობით გადაურჩა. ბოლშევიკებმა იცოდნენ, რომ ქართველი გამომგონებელი საჭირო კაცი იყო, ამიტომ მოსკოვში დაიბარეს და ჯერ იქ, ხოლო შემდეგ კიევში ხილეული წყლების ქარხნების გახსნა დაავალეს, თუმცა იმ "ფირმის საიდუმლოს" წართმევა, რასაც მისი უნიკალური ნიჭი ერქვა, ვერ შეძლეს. მოსკოვმა მას კვების მრეწველობის სამინისტროს ერთ-ერთი გაერთიანების მთავარი კონსულტანტის წოდება მიანიჭა.

სოციალისტურ საქართველოში მიტროფანე ლაღიძის, როგორც შემოქმედის მუშაობა ისევ განახლდა. 20-იანი წლების მიწურულს მან ქარხანა საქართველოს კიდევ ერთ ქალაქში - სოხუმში გახსნა, სადაც მისმა შვილმა და საქმის გამგრძელებელმა დაიწყო მოღვაწეობა. მიტროფანე ლაღიძე ბოლომდე საყვარელ საქმეს - თავისივე გამოგონილი მაცოცხლებელი ნექტრის გაუმჯობესებას ემსახურა. თბილისისა და რუსთაველის გამზირის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის, "ლაღიძის წყლების" ადგილას კი დღეს უზარმაზარ ცარიელ ვიტრინებს წააწყდებით.

დასკვნა:


მიტროფანე ლაღიძის დამსახურებით, საუკუნეზე მეტი ხნის წინ ქუთაისში უკვე გვქონდა ის, რასაც დღეს "მრავალდარგოვან ბიზნესსა" და "მრავალდარგოვან ფირმას" უწოდებენ;

მეწარმე მის წყლებში არ ურევდა სინთეზურ ესენციებსა და ქიმიკატებს. დღეს ასეთ ნაწარმს ბიოპროდუქცია ეწოდება.

საბჭოთა რეჟიმის ზეწოლის მიუხედავად, მიტროფანე ლაღიძემ შეძლო მხოლოდ მისი სამშობლოსთვის შემოენახა უნიკალური ესენციების რეცეპტები.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დიდ ორშაბათს ეკლესია იხსენებს უნაყოფო ლეღვის გახმობას. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა - იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler