საუბრები საკუთარ თავთან
საუბრები საკუთარ თავთან
ადრუგადა
ფიქრს იწყებ, აზრთა ზღვა ღელავს შენში. ცდილობ დამშვიდდე, ძალა მოიკრიბო, ცხოვრებას თვალი გაუსწორო, მაგრამ ხვდები, რომ ეს ისე მარტივი არ ყოფილა, როგორც შენ გეგონა. ხვდები და გტკივა, გული გტკივა, გამოსავლის პოვნის გზებს ეძებ, ეძებ მაგრამ ვერ პოულობ... თითქოს ყველა და ყველაფერი დადუმდა, გაქვავდა შენ წინ. ყველას ბინდი გადაეფარა თვალებზე, ვერავინ გამჩნევს... შენი ტკივილი, წუხილი არავის აინტერესებს... კი მაგრამ რატომ?! რატომ არის, როდესაც ლამისაა კანიდან ამოძვრე, ლამის დაიგლიჯო სხეული ტკივილისგან, იყვირო - "მიშველეთ!", მაგრამ შენი ბაგენი ამის საშუალებას არ გაძლევენ, თითქოს სხეულმა შეწყვიტა სუნთქვა, გულმაც ბაგაბუგს უკლო, ბურუსმა მოიცვა შენი ცნობიერება, ხვდები, რომ სხეულმა დაჯაბნა სული, დუმილის თოკებით შებოჭა... გინდა ხმა ამოიღო, ყველაფერი თქვა, რაც აქამდე ითმინე, მიაჩუმე, მიაყუჩე, მიაძინე შენს გულში, მაგრამ თან გეშინია, თუ იტყვი გესლივით არ მოწამლოს გარშემო ყველაფერი. შენი შვებით სხვა არ დაამძიმო...

შიში
ის შენშია მიჩქმალული, მიყუჩებული. ღრმა ძილით სძინავს როცა წყნარად ხარ, თავს დაცულად გრძნობ, როცა ბედნიერების მკლავები გაქვს შემოხვეული და იმედის ნაპერწკალი გიციმციმებს თვალებში... მაგრამ, საკმარისია, რაღაც მოხდეს, რაღაც ისეთი, რასაც არ ელი, ვერც კი წარმოიდგენ, რომ მიძინებული ვულკანი უცბად მთელი ძალით ამოხეთქავს, ელვის სისწრაფით მოედება მთელ სხეულს, ერთდროულად გააციებს და გააცხელებს... ფიქრთა ზღვის ლივლივა ტალღებს ააღელვებს, სულის მდორედ მიმავალ მდინარეს აგიმღვრევს და შეგათრთოლებს, ერთიანად დაგივლის, სახიფათო განცდათა კორიანტელს დაგიყენებს, არც კი გეკითხება ისე შემოიჭრება შენს სულში და შეიძლება გაგაგიჟოს კიდეც. მაგრამ თუ შენ მედგრად დაუხვდი, თუ სხეულს მხნეობის აბჯარი ჩააცვი, ის ვეღარ გაბედავს შენთან დაპირისპირებას, ვერ შეგებრძოლება, შენს უშიშარ თვალებს ვერ შეხედავს და მალევე დაგანებებს თავს, რადგან მიხვდება, რომ შენ მას არასდროს მისცემ უფლებას გათქმევინოს: "მეშინია"... არა! ის მძინარე ლომია, რომელიც უნდა გამოწვრთნა საკუთარ თავში და როცა დრო მოვა, უშიშრად ჩახედო თვალებში...

წუთისოფელი
ყოფიერების ჭურჭელი, რომელსაც ავსებ შენი არსებობით. მასში იბადება, იძერწება შენი ცხოვრება, ის არის შენი სულის ხორციელი სამყოფელი, მშობელი დედა, რომლის უბეშიც თავს დაცულად გრძნობ...

თითოეული ადამიანისათვის სხვადასხვა ფერებით ირთვება სიცოცხლის ეს სკივრი. მას ვერ შეაჩერებ და ვერც ის დაგელოდება. თუ მასში ხარ, უნდა მიჰყვე, მიჰყვე შენი ცხოვრებით. მასთან ერთად უნდა აღზარდო საკუთარი თავი. არ უნდა შეუშინდე მის მიერ დაგებულ ათასგვარ მახეს და ცხოვრებისეულ ულევ ტკივილს არ უნდა მისცე იმის ნება, რომ უარი გათქმევინოს შენ მიერ განვლილ არსებობის გზაზე, პირიქით, ეს მახეები უნდა იქცეს შენი პიროვნებად ჩამოყალიბების მიზეზად, ამ დაბრკოლებებმა უნდა გამოგწვრთნას და წუთისოფელში თავის დამკვიდრების ჟინი გაგიძლიეროს...

დიახ, ცხოვრების ამ დიდ ორომტრიალს "წუთისოფელი" ჰქვია. ზოგისთვის ტკბილი და ნათელი, ზოგისთვის კი კუპრივით შავი და დატანჯული ცხოვრების ანარეკლი... რთულია, იცხოვრო წუთი - სოფელში. იცხოვრო იქ, სადაც მართლა ერთი წუთი ცვლის ყველაფერს. ამ ერთმა წუთმა შეიძლება დაგინგრიოს ან პირიქით აგიშენოს შენი "სოფელი", გაგახაროს ან დაგამწუხროს. ასეა, "წუთია წუთისოფელი". წუთია ის, რაც ზოგისთვის საუკუნედ ჩანს... წუთში ევლინები ამ სოფელს და წუთშივე ტოვებ მას...

"სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა, ზე სიმართლით ავიბარგო"
ყოველმა კაცმა ისე უნდა იცხოვროს, რომ უფალთან მართალი წარდგეს. სიმართლითა და სიკეთით განვლილი წუთისოფელი ხომ ყველა სიმდიდრესა და ცხოვრების ამაოებაზე ძვირფასია. შენი თითოეული კეთილი საქმე, მართალი სიტყვა, გაჭირვებულის დახმარება, შენივე სულის მარგალიტებია, რომლის თანდათან შეგროვების შედეგად ერთი მთლიანი ცხოვრების მძივი ეწყობა, რომელიც უფალთან მიახლოებისას ამშვენებს თითოეული კეთილი ადამიანის სულს. მაგრამ, განა ასე ადვილია ამ მძივის აწყობა და შენარჩუნება?.. როდესაც შენ ირგვლივ ამდენი ბოროტება, ღვარძლი და უსამართლობაა...

დღეს ხალხის უმრავლესობა სხვისი თვალის დასანახად აკეთებს ყოველგვარ ქველმოქმედებას. მხოლოდ იმიტომ, რომ სხვის თვალში გამოჩნდეს კარგი, ხოლო თავისი სულის ცხონებისთვის ნაკლებად დგამს ამ ნაბიჯს. უფლისთვის სიმართლითა და სიკეთით შეწირული ერთი გროშიც უფრო ძვირფასია, ვიდრე "თვალის მოსატყუებლად" შეწირული მთელი ქონება. ხოლო ამ აზრამდე მისვლას მხოლოდ იმის გააზრება სჭირდება, რომ სულიერი სიმდიდრის დაგროვება სჯობს, ფიზიკური სიმდიდრით "გაჭყიპვას". ხოლო როდესაც ამ აზრამდე მიხვალ ადამიანი, ლუარსაბ თათქარიძესავით უმადური და პრეტენზიული არ იქნები უფლის მიმართ. რადგან საკუთარ თავში სიმართლისა და სიკეთის სანთლის ანთება ყველაზე დიდი და ფასეული განძია ადამიანისა.

ადამიანები - რომანტიკოსები და რეალისტები
ჰარმონია, ჰაერში კლასიკური მუსიკის კორიანტელი, კალამი, ფურცელი და უკიდეგანო, არაამქვეყნიური, რადიკალურად განსხვავებული, ფერადი, თბილი და სასიამოვნო სამყარო... ულევი ფანტაზია, დაუოკებელ, ბობოქარ გრძნობათა დიდი მორევი, ერთი წუთიც და სხვა გარემოში აღმოჩნდები, იქ, სადაც ყველანაირ ბინძურ, ჭუჭყიან, "ქალაქის მტვრიან" აზრებს კარს უხურავენ და უსაზღვრო ფანტაზიას უთმობენ ასპარეზს. რა ჯობია ასეთ რომანტიკულ სამყაროში მოგზაურობას, სადაც ფართოდ შლი ფრთებს, ივსები რაღაც შეუცნობელი, სავსე ენერგიით, სული საოცარი სითბოთი, სილაღით, სიკეთით გევსება. ერთი, ორი და... თავით გადაეშვები დაუვიწყარ ოცნებაში, ფიქრებში... უჰჰ... მართლაც რომ საოცარია!..

რა კარგია, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ასე თენდება და ღამდება. ამ სამყაროთი აღიქვამს ყველაფერს, იგი თავისუფალია თავისი სულიერი არსით, დამსხვრეული აქვს ცხოვრების ყველა უიმედო ფანჯარა, გადალახული აქვს ყველანაირი ბარიერი... შეიძლება ცოტა მეც წავედი სადღაც, ჩემთვის, ოცნებაში და ოდნავ გავაზვიადე ჩემი სათქმელი... ალბათ მიხვდით, რომ რომანტიკოსებზე მაქვს ლაპარაკი. იმ ხალხზე, ვინც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. მე მათ ჩემს გონებაში ასე წარმოვიდგენ, სხვისთვის ეს შეიძლება უინტერესო იყოს, მაგრამ მე ძალიან მხიბლავს მათი სამყარო და ფიქრები, უჩვეულო ხედვა ცხოვრებაზე. მათ XIX საუკუნეში ფართოდ გაშალეს ფრთები, დაგვიხატეს ისეთი სამყარო, როგორიც აქამდე ვერ წარმოგვედგინა და ვერ აღგვექვა ასე ნათლად. გაგვიხსნეს და შეგვაჭყიტეს რადიკალურად განსხვავებულ ფანტაზიათა იმ დიდ სკივრში, სადაც მათი განცდები, გონება და სულია.

გავიდა დრო და ეს რომანტიკული სკივრი ჩვენი აზრებითაც შეივსო თანდათან... მოკლედ, კარგია ცხოვრების ასეთი აღქმა...

მაგრამ მოდით, ცოტა ხნით ღრუბლებიდან ჩამოვფრინდეთ და რეალურ სამყაროში დავბრუნდეთ. დროებით იმათ რიცხვს შევუერთდეთ, ვინც რეალური ცხოვრებიდან გამომდინარე გამოთქვამს თავის აზრს, შეხედულებას, ვინც ოცნებას ისე არ გაუტაცნია, რომ დავიწყებოდა დღევანდელობის აღქმა. ისინი, ვინც რეალური გადმოსახედიდან წონიან მათთვის საინტერესო ყველანაირ საკითხს. პირდაპირ ამბობენ თავიანთ სათქმელს, ნათლად წარმოგვიდგენენ და დაგვანახვებენ იმ დროისათვის არსებულ ამა თუ იმ პრობლემას ან სიტუაციას და გვეუბნებიან: გამოფხიზლდით! - დაინახეთ, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ. ეს რეალისტების სამყაროა, პირდაპირი და უშუალო აზრებით. მათთვის მიუღებელია ოცნებებში უაზრო ფრენა და არარეალურ საკითხებზე წარმოდგენითა და ფიქრით დროის დაკარგვა. ამიტომაც დღემდე ეჯახებოდა ეს ორი სამყარო ერთმანეთს. რომანტიკოსებისა და რეალისტების. ვერც ერთზე იტყვი ცუდს. ეს უბრალოდ შენზეა, ადამიანზე, სად უფრო კარგად იგრძნობ და იპოვი შენს თავს. რომელი სამყაროთი გადაწყვეტ ცხოვრების აგებას, რადგან ამ სამყაროთა გარეშე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელი და უაზროა.

გამართლებულია თუ არა სიკვდილით დასჯა?
სიცოცხლე! - ეს ყველაზე დიდი ჯილდოა ადამიანისთვის, რაც ღმერთმა გვიწყალობა. ეს არის ყველაფრის დასაბამი. სიცოცხლე ხელშეუხებელია. მარტო ღმერთს შეუძლია როგორც მისი ჩუქება, ასევე წართმევა. ამ აზრითა და შეგნებით მოვდივართ აქამდე. მაგრამ ჟამთა ცვლამ ადამიანებს გაუჩინა ის აზრი, რომ რადგან ღმერთმა ისინი ამქვეყნად მოავლინა და უფლება მისცა როგორც უნდოდათ ისე ეცხოვრათ, ალბათ ამის უფლებასაც მისცემდა. ამ აზრის ჩანერგვის მერე იმატა ადამიანების ხოცვა-ჟლეტამ, სისხლისღვრამ და ეს ყველაფერი ცოდვის ერთ დიდ მორევს დაემსგავსა, სადაც ყველანაირად უნდა ეცადო, რომ არ ჩავარდე, თორემ თუ ჩაეფალი, ისე ჩაგითრევს და გაგაუბედურებს, რომ სინანული გვიან იქნება.

ჩემი აზრით, სიკვდილით დასჯა არც ერთ დროში არ არის გამართლებული. დღესდღეობით ადამიანები ვერ ვაცნობიერებთ, თუ რამდენად დაჯილდოებული ვართ უფლისგან იმით, რომ ვარსებობთ, ვსუნთქავთ, იმ საოცარ მიწა-წყალზე დავდივართ, რომელსაც დედამიწა ჰქვია. და ჩვენ ვინ მოგვცა იმის უფლება, რომ ჩვენვე მოვუღოთ ამ ყველაფერს ბოლო?.. უფალი გვასწავლის: "არა კაც კლა". ზოგს ამ სიტყვების არ ესმის და არ ემორჩილება. სჩადის ამ დანაშაულს, მერე აცნობიერებს რა გააკეთა, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ძალიან გვიანია. ამის ნათელი მაგალითია ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოები "ხევისბერი გოჩა", სადაც სამართლის აღსრულების ჟინით დაბრმავებული ხევისბერი სიცოცხლეს გამოასალმებს თავის შვილს, რადგან ის ლაჩრულად მოიქცა და თავის გრძნობებს ანაცვალა სამშობლო. გოჩამ ის ვერ "გადახარშა" გონებაში, რომ ხევს მოღალატე ჰყავდა და ისიც მისი ძე იყო, რომლისთვისაც ღმერთს ევედრებოდა. მან შვილი ასე დაარიგა: "ონისე, თუ სიკვდილი შეგემთხვა ეგეც უფლის ნებაა. ოღონდ ვაჟკაცად კი მოკვდი, ისე მოკვდი, რომ ხევს შენი დამარხვა არ ეთაკილებოდეს".

მესმის, რომ სამშობლოს ღალატი უპატიებელი რამაა, მაგრამ სამართალი სიკვდილით დასჯით არ უნდა აღსრულდეს. უნდა მოიძებნოს დასჯის ისეთი ფორმა, როცა დამნაშავე მთელი ცხოვრება დაიტანჯება, ხოლო ადამიანი ღვთის საქმეში არ უნდა ჩაერიოს.

ანანო ელიკაშვილი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler