როცა ადამიანი თავის სულს განანათლებს, მაშინ მას ღმერთი უახლოვდება
როცა ადამიანი თავის სულს განანათლებს, მაშინ მას ღმერთი უახლოვდება
ბედნიერია ჭეშმარიტი ქრისტიანე!
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)
ღმერთი არის თვითარსი, დამოუკიდებელი და განუსაზღვრელად სახიერი;
ის არავის და არაფერს არ საჭიროებს; ის სავსებაა სიყვარულისა. ამის გამო მან ადამიანი შექმნა არა თავისი არსებობის დასამყარებლად, არამედ მისთვის, რომ მან, კაცმან, იარსებოს, იმოქმედოს და ბედნიერი იქმნეს. ნეტარების მისაღწევად მისცა უფალმან მას შესაფერი საშუალება. სახელდობრ, ღრმად ჩაუნერგა მას ბუნებაში ძლიერი, შეუკავებელი ლტოლვილება ღმრთისადმი და უძლეველი სურვილი მასთან ცხოვრებისა. ვინც ამ ბუნებრივ მოთხოვნილებისამებრ იქცევა, ვინც ღმერთს უახლოვდება, ის მართლა ნეტარებს.

ყოველდღიური ფაქტები ნათლად გვიმტკიცებენ, რომ კაცი ბედნიერებას პოულობს მხოლოდ მაშინ, როცა თავის გულს ვისმე დაუკავშირებს. ყველა ადამიანი გაფაციცებით და მოუსვენრად ეძებს თავის გარშემო თანამგრძნობელ გულს; თუ იგი ვერ პოულობს სიყვარულს, მაშინ უბედურად რაცხს თავს. მას ვერაფერი, ვერც მეცნიერება, ვერც ხელოვნება, ვერც სისწორით ასრულება თანამდებობისა, ვერც განცხრომით ცხოვრება ვერ ანიჭებს კმაყოფილებას. ის გრძნობს თავის თავს მარტოხელად, ყველასგან მივიწყებულად, და მასში მუდამ სამწუხარო გრძნობები ღელავს. ხოლო როცა ადამიანი პოულობს მეგობარს, რომელსაც იგი უერთდება თავისი არსებით, უზიარებს თავის შინაგან მსოფლიოს, აზრებსა, სურვილებს და გრძნობებს, მაშინ თავს სრულ ბედნიერად თვლის. რამდენადაც წარჩინებულია, რამდენადაც ზნეობრივად და გონებრივად მაღლა დგას საყვარელი ადამიანი, იმდენად უფრო ძლიერი და სრულია ბედნიერება, მისგან მინიჭებული. წარმოვიდგინოთ ჭაბუკი, რომელიც სულითა და გულით უყვარს ხნიერს, განათლებულს, ბრძენს და კეთილ ადამიანს. უკანასკნელი მუდამ იმის ზრუნვაშია, თუ როგორ დაიფაროს პირველი ბოროტისაგან, უჩვენებს მას კეთილს, ასწავლის, რაც გონივრული და სასარგებლოა, არ აკლებს თავის სიყვარულს, ალერსს, სურს მისთვის ნამდვილი ბედნიერება. ადვილი მისახვედრია, რას უნდა გრძნობდეს ჭაბუკი იმ დროს, როცა მოკეთე თავზე დასტრიალებს. თავის კეთილისმყოფელთან სრულ ბედნიერად გრძნობს თავს; მის გულში ჩქეფს ტკბილი გრძნობები; რაც უნდა მას მწუხარება ეწვიოს, შეხედავს თუ არა თავის მოკეთეს, მაშინვე ჭმუნვარება უქრება და მხიარულდება. აი ამ, ზემოაღნიშნულ, ყველასთვის ცხადი ფსიქოლოგიური კანონის ძალით ადამიანს შეუძლია იპოვოს ნამდვილი, შეურყეველი ბედნიერება ღმერთთან კავშირში, რადგან ღმერთი არის პიროვანი არსება და მასთან უნაკლულო, სრული და ყოვლად ნეტარი. ღმერთს უყვარს ყველა ადამიანი განურჩევლად; მზად არის, ყველას შეუერთდეს. მოჰფინოს თავისი ცხოველმყოფელი მადლი და ნეტარყოს იგი. მსგავსად იმისა, როგორც მეგობრის სულიერი განწყობილებანი გადმოგვეცემიან ხოლმე ჩვენ, მსგავსად იმისა, როგორც სიყვარული საყვარელი ადამიანისა გვახარებს, მსგავსად იმისა, როგორც მეგობარი თავისის სიახლოვით გვინელებს და გვიქრობს მწუხარებასა, სწორედ ისე ცხოვრება უზენაესისა გადადის ადამიანის სულში. მორწმუნე ქრისტიანე ივსება იმ ღვთაებრივი ცხოვრებით, რომელიც გამოიხატება იმ ნათლოვან გრძნობებში, იმ განწყობილებებში, რომელთაც პავლე მოციქული უწოდებს სულის ნაყოფთა, სახელდობრ, სიყვარულში, სიხარულში, მშვიდობაში, სულგრძელობაში, სიტკბოებაში, სახიერებაში, სარწმუნოებაში, მყუდროებაში, მარხვაში, მოთმინებაში (გალ. 5,22). ამისთანა კაცი თავის ცხოველ და კეთილ განწყობილებაში ზეციერ მამასთან პოულობს ამ ცოდვით სავსე ქვეყანაში არაარს სიტკბოებასა და სულის კმაყოფილებას; ის მაგრად, სწორად, მხნედ და მხიარულად მიდის ცხოვრების ეკლიან გზაზე; ვერაფერი მას ვერ შეაჩერებს და გზას ვერ დააკარგვინებს; ის თამამად და მედგრად ებრძვის სხვადასხვა დაბრკოლებათა და იცილებს მათ თავიდგან. ეწევიან მას უბედურებანი? ის ტანჯვათა ცეცხლშიც უვნებლად და ბრწყინვალის სახით გადის. შეუმცირდება მას ცხოვრების საშუალება, იძულებული იქნება, დასჯერდეს გამხმარს მჭადსა? მაშინაც იგი ბედნიერია; ის აღამაღლებს თავის გონებასა და გულს ღვთისადმი და მხურვალე ლოცვაში ხორციელ საზრდოს ნაცვალყოფს სულიერი საზრდოთი, და მისი სული ძღება, ივსება სიხარულით და მის სხეულს ძალა ემატება. დასცემს სასტიკი სენი, აეშლება ტკივილები? მაშინაც იგი მოსვენებული და ბედნიერია; მისი სული აღფრთოვანდება ღვთისადმი, მის წინ იხსნება ცა და ის ხედავს დიდების ტახტზე მჯდომარეს, და იქიდან გადმოდის მასზე საოცარი დამატკბობელი ცხოველი წყალი, გამომანელებელი სიცხისა და დამაამებელი წყლულებისა. გარემოიცავენ მას ყოველ მხრიდან მტერნი, შეავიწროებენ და დაუწყებენ მას შემუსვრასა? მაშინაც იგი დამშვიდებულია: ის აღმართავს თავის გონებასა და გულს ღვთისადმი, მწუხარეთა ნუგეშის მცემელისადმი, და მისი გულის სიღრმიდან იწყებს ციმციმით დენას, წყარო სასიხარულო გრძნობათა, რომელნიც მთელ მის არსებაში ვრცელდებიან და დევნიან მისგან ჭმუნვარების ღრუბლებს და აძლევენ მას სიმხნესა და სიმაგრეს გარეგან უბედურებათა ატანაში. წაართმევს მას სიკვდილი გულითად, საყვარელ მეგობარს ანუ ნათესავსა? - მაშინაც არ ირღვევა მისი მშვიდობიანობა; ის ზეცაში ჭვრეტს ღმერთს და მისი ტახტის მახლობლად ხედავს თავის ძვირფას მიცვალებულსა. დიაღ, მხოლოდ ქრისტესთან ცხოვრებაში იპოება ბედნიერება ნამდვილი, წარუვალი, სამარადისო, რადგან უცვალებელი და მარადმყოფია ის, რომლიდგანაც იგი წარმომდინარეობს. ქრისტესებრივი ცხოვრება, - აი, რას უნდა მივაპყროთ ჩვენი სულიერნი ძალნი, ეს დაუფასებელი საუნჯე ყველასთვის მისაწვდომია. ის მისაწვდომია როგორც ნათელმოსილი გონების პატრონისთვის და მაღალი განათლებისათვის, ისე უბრალო, უსწავლელი ადამიანისთვისაც; ის მისაწვდომია როგორც დიდი სიმდიდრის მფლობელისთვის, ფუფუნებასა და განცხრომაში მცხოვრებისთვის, ისე დაძონძილ ტანისამოსში გახვეულისთვისაც და შეძლებული ოჯახებიდან ქუჩაში გადაყრილი პურის ნატეხების მჭამელისათვის; ის მისაწვდომია როგორც თავისუფალი ადამიანისთვის, ისე მონობის უღელში გაბმულისათვისაც; ის მისაწვდომია როგორც ძალ-ღონით, სიცოცხლით და მშვენიერებით აღსავსე ადამიანისთვისაც, ისე გარეგან ღირსებათა მოკლებულისთვისაც.

შინაგანი, სულიერი ნათელი ღმერთთან მყოფი ადამიანისა გარეთაც აშუქებს. კაცი მის პირველ დანახვაზევე რწმუნდება, რომ ის მაღალზნეობისაა, რომ მისი სული სავსეა ციური ტკბილი გრძნობებითა, რომ მასთან ღმერთი სუფევს, და უნებურად ყველა მისკენ ილტვის. მისი სიმპათიური სახე კაცს მუდამ თვალწინ ეხატება, მის მოგონებაზე სიხარულით ივსება; თითქმის ბოროტნიც კი მის წინაშე თავს იხრიან; ის ავრცელებს თავის გარშემო სითბოსა და სიცოცხლეს, ათბობს გაყინულ გულთა, არბილებს მედიდურ გონებათა, ამხნევებს უძლურთა, ანუგეშებს დაჩაგრულთა. ამნაირად, ღმერთთან მყოფი თვითონაც ბედნიერია და სხვებსაც აბედნიერებს.

ახლა ვთქვათ, თუ როგორ შეიძლება ღმერთთან დაკავშირება.

მეგობრდებიან ერთმანეთთან მხოლოდ ისეთი პირები, რომლებიც ერთმანეთს ხასიათით ჰგვანან: პატიოსანი ადამიანი პატიოსანს უერთდება, და არასგზით არ შეიძლება, რომ კეთილსა და ბოროტს შორის მეგობრული კავშირი სუფევდეს. სწორედ ამნაირადვე, ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირი მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი თავისი ბუნებით დაემსგავსება ღმერთს, როცა იგი მოიპოვებს იმ სულიერ განწყობილებათ, რომელნიც ღმერთში სუფევენ. ხოლო ღვთის მსგავსებას ადამიანი მოიპოვებს მაშინ, როცა ის თავის სულიერ ძალთა განავითარებს ისე, როგორც მისი ბუნებრივი კანონები მოითხოვს, ანუ როგორც სინდისი და განცხადება აჩვენებს. შემოქმედმა მისცა ადამიანს სამი უმთავრესი ნიჭი: გონება, გული და ნება და დაუდგინა ვალად - ყველა ეს ნიჭნი მიმართოს მას, როგორც ერთადერთს დაუშრეტელს წყაროს ბედნიერებისას. კაცმა გონებით უნდა იცნოს თავისი ბუნება, გამოიკვლიოს და შეისწავლოს ქვეყანა, მისი კანონები და იხილოს სიბრძნე, ყოვლადშემძლეობა და სახიერება ღვთისა; მისი გული უნდა აღივსებოდეს წმიდა გრძნობებით შემოქმედის სისრულის ჭვრეტით და მხურვალე ლოცვაში უნდა იწყებდეს აღმაფრენას. ნებით მან უნდა გააუმჯობესოს თავისი ბუნება, აღზარდოს თავის სულში სახარებისებრივი სული, დაიკვიდროს სიყვარული და მშვიდობა. როცა ამნაირად ადამიანი თავის სულს განანათლებს, მაშინ ღმერთი თავის სახიერებისა გამო მას მიუახლოვდება, დაისადგურებს მასში და აღავსებს მას ნატარებითა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler