ყველა და ყველაფერი ქართული გვენატრება
ყველა და ყველაფერი ქართული გვენატრება
ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის განსაკუთრებით რთული რომ არის უცხოობაში ცხოვრება, ამით განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვით. განსხვავებული მხოლოდ მათი თვალით და განცდით გადმოცემული ემიგრანტის ცხოვრებაა.

ესპანეთში მცხოვრები ქართველი ნინია გალფხანთან, არქიმანდრიტმა ლუკამ (ფალავანდიშვილი) დამაკავშირა. ნინია უკვე წლებია, ესპანეთში ცხოვრობს.

- ესპანეთში ხუთი თვის განმავლობაში სამსახურს ვეძებდი. ამის გამო მძიმე დეპრესიაში ჩავვარდი. ახლობელმა დამარიგა, - შენ რომ სასოწარკვეთილებაში ვარდები, ეშმაკს შენში ცუდი აზრები შემოჰყავს. უფრო და უფრო ცუდად გახდები თუ არ შეეწინააღმდეგები შენს დეპრესიულ მდგომარეობასო... როცა ადამიანი სულიერად იფიტება, უფალს შორდება. როცა უკვე შევძელი ფეხზე წამოდგომა, სურვილი გამოვთქვი შემესწავლა ქართული ენა და ლიტერატურა. რის შემდეგ დამიკავშირდა წმინდა გიორგის სახელობის ასოციაციის ხელმძღვანელი გია მიდელაშვილი. ამ ასოციაციის მიზანია, ემიგრაციაში მყოფი ქართველები დავრჩეთ ქართველებად და ჩვენმა შვილებმა, რომლებიც, სამწუხაროდ, აქ დაიბადნენ და იზრდებიან, იცოდნენ, ვისი გორისანი არიან. მთავარი კიდევ ის არის, რომ ესპანეთში დაბადებული ბავშვები იცნობდნენ საკუთარ სამშობლოს. მათ უნდა იცოდნენ მშობლიურ ენაზე საუბარი, წერა-კითხვა. როგორც ემიგრანტმა, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ამ საქმის განხორციელებაში. უპირველესად მამა ლუკას, რომელიც არის არა მარტო მოძღვარი, არამედ საზოგადო მოღვაწე.

ყველაზე მეტად, რაც აქ გვაკლია, სულიერებაა. რაც ეკლესიური ცხოვრება დავიწყე თვალი სხვაგვარად ამეხილა. როცა ხარ ტაძართან და გეხსნება თვალი და ხედავ სიმართლეს და შუქს, იქ უკვე ყველაფრის მიმართ იზრდება შენი პასუხისმგებლობის გრძნობა. როცა ადამიანს აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, ის არასდროს დააზიანებს სხვა ადამიანს. ეს შევიძინე ეკლესიიდან ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად. ეკლესია ჩემთვის მეორე ოჯახია. მრევლმა თავის ოჯახში დიდი სიყვარულით მიმიღო, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ეკლესიური ცხოვრება გივსებს სიცარიელეს და შიმშილის გრძნობას გიკლავს. ეკლესია არის ჩვენი სახლი და სულიერი ოჯახი. ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, მამა ლუკა არის ის ადამიანი, რომელიც მამობრივ მზრუნველობას მიწევს. საქართველოდან ჩამოვედით ევროპაში, მოვედით ტაძარში და აქ, როგორც პატარა ბავშვები, ისე მივეკედლეთ სულიერ მოძღვარს.

***
როცა ახალგაზრდა ევროპაში ჩამოდის და დამოუკიდებლად იწყებს ცხოვრებას, ყველა მხრიდან ძალიან ბევრი საცდური მოდის. არის საცდური, რომელსაც შინაგან ნგრევამდე მიყავხარ. ყველა ემიგრანტი ცდილობს, იაროს ტაძარში და უფალთან ახლოს იყოს. თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, რომ უნდა მივიდეს ეკლესიაში. ღვთის წყალობით, ქართველების უმრავლესობა ტაძრის ირგვლივ იკრიბება. ყველა ემიგრანტს აქვს თავისი სამლოცველო კუთხე, ლოცვანი თითქმის ყველას თან დააქვს. ღმერთი ყველას ცხოვრებაშია, უბრალოდ, გააჩნია, ჩვენ რა სიხშირით მივდივართ ეკლესიაში და როგორ ვართ მზად მისი სიყვარულის მისაღებად. უმეტესად გაცნობიერებული გვაქვს, რომ ღვთის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.

***
საქართველოს სიყვარულმა მიმიყვანა ეკლესიაში. მამა ლუკამ მითხრა, თუ შინაგანად არ ხარ მოწესრიგებული, კეთილ საქმეს ვერ გააკეთებო. ჩვენ არც ერთი წამით არ შეგვიწყვეტია ფიქრი სამშობლოზე. სამშობლოში დავბრუნდებით მაშინ, როცა უფლისკენ მოვბრუნდებით და რწმენაში გავძლიერდებით.

ჩვენ, ქართველ ემიგრანტებს ყველა და ყველაფერი ქართული გვენატრება, გონებით, სულით, გულით ჩვენს ფესვებზე ვდგავართ. როცა უცხო მიწას დავადგი ფეხი, იქიდან დაიწყო ჩემი სულიერი გარდაცვალება. საბედნიეროდ, ეს პროცესი შეჩერდა. დღემდე ღია თვალებით დამაქვს ორი ხატი, დედაჩემის თვალები და თბილისი, როგორი ულამაზესი იყო პატარა სარკმლიდან დანახული. ვტოვებდი თბილისს და წარმოდგენა არ მქონდა, თურმე საკუთარ წარსულს ვტოვებდი. სულ ცოტა მაინც ილოცეთ იმისთვის, რომ სამშობლოში დაბრუნება შევძლოთ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler