ვისწავლოთ ღვთისა და ერთმანეთის სიყვარული
ვისწავლოთ ღვთისა და ერთმანეთის სიყვარული
წმინდა თამარ მეფის სამრევლო
წმინდა თამარის ეკლესია არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც ქართველებმა ერთმანეთი გაიცნეს, ერთმანეთის სიყვარული ისწავლეს.

ცენტრალურ იტალიაში, ტოსკანის რეგიონში, არის ქალაქი ემპოლი. ქართველებისთვის აქაურობა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ აქ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის, აბრაამის (გარმელია) ლოცვა-კურთხევით, 2010 წელს დაარსდა წმინდა მეფე თამარის სახელობის სამრევლო, რომელსაც იღუმენი ანდრია (თურმანიძე) წინამძღვრობს. როგორც მამა ანდრიამ ბრძანა, ემპოლში 500 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს და მათთვის სამრევლოს დაარსებას და ქართულად წირვა-ლოცვის მოსმენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აქ წირვა-ლოცვა ხუთშაბათობით აღევლინება. ასევე ტარდება სავედრებელი პარაკლისები წმინდა თამარის სახელზე და ქართველ მრევლს საშუალება აქვს აღსარებისა და წმინდა ზიარების მიღებისა. ფუნქციონირებს მგალობელ ქალთა გუნდი.

სამრევლოს დაარსების მისია
სამრევლოს დაარსების მიზანია, ქართველები არ მოაკლდნენ წირვა-ლოცვის მადლს, დედა ეკლესიის წიაღს, შეინარჩუნონ ქართველობა და საკუთარი ფესვები. ადამიანებს უღვივდებათ სამშობლოს მონატრების სურვილი. სამრევლო ახერხებს იმას, რომ ადამიანებმა შეძლონ სამშობლოში დაბრუნება. წმინდა თამარის ეკლესია არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც ქართველებმა ერთმანეთი გაიცნეს, ერთმანეთის სიყვარული ისწავლეს.

წმინდა თამარის ტაძარი დაქირავებულ შენობაშია განთავსებული. ქართველი მრევლის დიდი სურვილი იყო, ჰყოლოდათ ქართველი მოძღვარი, მოესმინათ ქართული წირვა-ლოცვა, გალობა. ტაძრისთვის დაიწერა წმინდა თამარის ხატი, ასევე სხვა ხატებიც - მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და მათ წინაშე ვლოცულობთ. წმინდა თამარის დიდ ძალას და მეოხებას ვგრძნობთ. ჩვენს ტაძარში რამდენიმე ახალშობილის ნათლობა ჩატარდა და მათ თამარი დავარქვით..

ჩვენი ძირითადი მიზანია, ვისწავლოთ ღვთისა და ერთმანეთის სიყვარული, რაც აქ მცხოვრებ ადამიანებს ძალიან გვჭირდება. ეკლესიის მისიაც ეს არის, ვასწავლოთ ერთმანეთს მეგობრობა, სიყვარული. თითქმის ყოველი დღე ერთმანეთის გვერდით ვდგავართ. უცხოეთში სასულიერო პირის მისია და პასუხისმგებლობაც დიდია. აქ მოღვაწე მამებს უფალი ამ ჯვარს გვიმსუბუქებს.

***
წმინდა თამარის სამრევლოს სახელით ვთხოვ ქართველ ემიგრანტებს, არ გააცდინონ წირვა-ლოცვები და ვისწავლოთ, რაც უმთავრესია - უფრო ახლოს მივიდეთ ღმერთთან და ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ. მჯერა, რომ მალე დავბრუნდებით ჩვენ-ჩვენს სახლებში.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler