მე და მამას გვჯერა, ღმერთს შენთვის რაღაც განსაკუთრებული აქვს განზრახული
მე და მამას გვჯერა, ღმერთს შენთვის რაღაც განსაკუთრებული აქვს განზრახული
რატომ არ შეგეძლო ჩემთვის ერთი ხელი მაინც მოგეცა?
უხელფეხოდ დაბადებულ ნიკ ვუიჩიჩს ბავშვობიდან სჯეროდა, რომ ღმერთმა ის რაღაც განსაკუთრებული მიზნისთვის შექმნა. ერთ მშვენიერ დღესაც, ნიკი მიხვდა თავის დანიშნულებას: "ღმერთმა აიღო ჩემი უჩვეულო სხეული და სხვა ადამიანების წახალისებისა და შთაგონების უნარით დააჯილდოვა", - წერს ის თავის წიგნში "ცხოვრება ჩარჩოების გარეშე". გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ამ არაჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებიდან.

დედაჩემმა როდესაც შეიტყო, რომ ორსულად იყო, მაშინვე დიდი ყურადღებით მოეკიდა კვებას, თავს არიდებდა წამლებს, არ სვამდა სპირტიან სასმელებს, ტკივილგამაყუჩებლებს. ორსულობის დასაწყისშივე საუკეთესო ექიმებს მიმართა, მათ კი უთხრეს, რომ ფეხმძიმობა ნორმის ფარგლებში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მას რაღაც მაინც აწუხებდა. მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე, დედამ რამდენიმეჯერ გაუზიარა მამას თავისი უსიამოვნო წინათგრძნობის შესახებ.

მე 1982 წლის 4 დეკემბერს დავიბადე. თავიდან დედაჩემს ჩემი ნახვის საშუალება არ მისცეს, მაგრამ მან მაშინვე ჰკითხა ექიმებს: "ბავშვი კარგად არის?". მათ დუმილით უპასუხეს. ექიმები არ ჩქარობდნენ დედისათვის ბავშვის ჩვენებას. მამას, რომელმაც ჯერ კიდევ მშობიარობის პროცესში შეამჩნია, რომ ხელები არ მქონდა, თავბრუ დაეხვა და მაშინვე გაიყვანეს ოთახიდან.

ექთნები და ექიმები ჩემი გარეგნობით გაოგნებულნი იყვნენ. მათ სწრაფად გამახვიეს ზეწარში. დედას რაღაც ეუცნაურა და კვლავ იკითხა: "რა ხდება? - მეტყვით, რა სჭირს ჩემს ბავშვს?" ბოლოს, ერთ-ერთმა სამედიცინო ტერმინით განუმარტა: - "ფოკომელია". დედა ყველაფერს მიხვდა, არ უნდოდა რეალობის დაჯერება. ფოკომელია ერთი ან მეტი კიდურის თანდაყოლილ ნაკლებობას ნიშნავს. თავზარდაცემული მამაჩემი შევარდა პალატაში, რათა შეემზადებინა მეუღლე მანამ, სანამ ის თავად ნახავდა ბავშვს. თუმცა, დედამ უკვე ყველაფერი იცოდა და მწარედ ტიროდა. ექიმებმა შესთავაზეს ბავშვის ხელში აყვანა, უარი თქვა და მოითხოვა, რომ პალატიდან გავეყვანე.

ექთნები ტიროდნენ, ბებიაქალიც ტიროდა და გასაგები მიზეზის გამო, მეც ვტიროდი!

ჩემი დაბადება მშობლებისა და ახლობლებისათვის ნამდვილად არ გამხდარა ზეიმის მიზეზი, ეს თავზარი იყო. "თუ ღმერთი სიყვარულია, მაშინ რატომ უშვებს ასეთ შემთხვევებს? - კითხულობდა ხალხი".

***
პირველი ბავშვის დაბადება ოჯახის განმტკიცებისათვის ბრწყინვალე საწყისია. მიუხედავად ამისა, ჩემი დაბადების აღსანიშნავად, დედაჩემისთვის ყვავილები არავის მოურთმევია. ეს ყველაფერი მაშინ შევიტყვე, როდესაც ცამეტი წელი შემისრულდა. იმ დღეს სკოლაში ძალიან გამიჭირდა. დედას მოვუყევი. ჩემთან ერთად ატირდა. დედამ ცრემლები მომწმინდა და მშვიდად მითხრა, მე და მამას გვჯერა, ღმერთს შენთვის რაღაც განსაკუთრებული აქვს განზრახული და ძალიან მალე ამას თავად მიხვდებიო.

ცხოვრებაში იმდენი გამოცდა ჩნდება, რამდენის გადალახვაც შეგვიძლია. დამიჯერეთ, რომ თითოეულ სირთულეს და პრობლემას მოსდევს იმაზე დიდი ნეტარება, რისი წარმოდგენაც შეგვიძლია. ძალიან მალე დავრწმუნდი, რომ კიდურების გარეშეც ვფლობ ფიზიკურ ძალას და კარგი კოორდინაციის უნარს. მშობლები ცდილობდნენ, ჩემთვის ესწავლებინათ უფრო კომფორტული არსებობის ხერხები, მაგრამ მე ყველაფერს ჩემებურად ვაკეთებდი. დედა იატაკზე ბალიშებს აფენდა, მე კი კედელზე თავის მიბჯენით წამოდგომა მიადვილდებოდა, რატომღაც მეგონა, რომ შუბლით კედელს მიყრდნობილი უკეთ ავბობღდებოდი.

ჩემი ბავშვობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სიურპრიზად იქცა პაწაწინა მარცხენა ტერფზე კონტროლი. მე ინსტინქტურად ვიყენებდი მას ბიძგისთვის, საყრდენად და მოძრაობისთვის. მშობლები და ექიმები თვლიდნენ, რომ ამ პატარა ტერფით შეიძლება უფრო აქტიურად მესარგებლა, მასზე იყო ორი თითი, მაგრამ დაბადების შემდეგ ისინი შეეზარდნენ ერთმანეთს, ანუ შეერთდნენ. ექიმებმა შემოგვთავაზეს ოპერაცია - გააცალკევებდნენ და შესაძლებელი გახდებოდა მათი გამოყენება კალმის დასაჭერად, გვერდების გადასაფურცლად და სხვა ფუნქციების შესასრულებლად.

ოპერაციის შემდეგ ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, შეძენილი თითები საკმაოდ გამოსადეგი აღმოჩნდა. ოპერაცია და ახალი ტექნოლოგია დამეხმარა, რომ მომერგო სპეციალური ელექტრონული სკამი, კომპიუტერი და მობილური ტელეფონი.

***
შეიძლება დღესდღეობით თქვენი ცხოვრების არც თუ ისეთ ლამაზ მხარეს ხედავთ და გეეჭვებათ, რომ როდესმე ყველაფერი თავის ადგილას დადგება, მაგრამ მე გეუბნებით თქვენ, არც კი წარმოგიდგენიათ, რამხელა სიხარული გელოდებათ წინ, თუ არ დანებდებით! კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს ოცნებაზე! გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ. თქვენ შეგწევთ ძალა, შეცვალოთ თქვენი ცხოვრებისეული მდგომარეობა. მტკიცედ იარეთ თქვენი ოცნების ასასრულებლად, როგორიც უნდა იყოს ის.

დიდი ხნის განმავლობაში არ მჯეროდა, რომ შემწევდა ძალა, განმეკარგა ჩემი ცხოვრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს მარტოსულად გრძნობთ, აუცილებლად უნდა გჯეროდეთ, რომ თქვენ უყვარხართ. დამიჯერეთ, ღმერთმა სიყვარულისათვის შეგქმნათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მარტო არ ხართ. მისი თქვენდამი სიყვარული უსაზღვრო და უანგაროა. მას თქვენ არ უყვარხართ რაღაცის გამო... უყვარხართ ყოველთვის, მარტოობის წუთებშიც და სიხარულის დროსაც. კარგი იქნება, თუ ამას ხშირად შეახსენებთ ხოლმე თქვენს თავს. გახსოვდეთ, რომ სასოწარკვეთა და მარტოობის შეგრძნება მხოლოდ გრძნობებია, ისინი რეალურად არ არსებობენ. ღვთის სიყვარული კი იმდენად რეალურია, რომ ამის დასამტკიცებლად მან თქვენ შეგქმნათ.

გახსოვდეთ: ღმერთი იმ ადამიანებს ეხმარება, ვინც ეხმარება საკუთარ თავს, თქვენ უნდა გააგრძელოთ თქვენი დიდებული მიზნისკენ სწრაფვა - ოცნებების ასრულება.

თუკი თქვენ ვერ შეძელით გამხდარიყავით ისეთი, როგორიც გინდოდათ ყოფილიყავით, ამის მიზეზი არა გარემოება, არამედ თავად თქვენ ხართ. გამოტყდით თქვენს პასუხისმგებლობაში და დაიწყეთ მოქმედება. ნუ დაელოდებით სასწაულს ან რაიმე საოცარ შანსს. თქვენ ხართ ღერძი და ეს სამყარო თქვენ გარშემო ტრიალებს. იცხოვრეთ ამ პრინციპით.

***
ერთხელ სამასი მოზარდის აუდიტორიის წინაშე გამოვდიოდი. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი აუდიტორია. მე მათ ჩემი გრძნობებისა და რწმენის შესახებ ვესაუბრებოდი და უცბად მოხდა რაღაც საოცრება - ჩემი გამოსვლის დროს დარბაზში მსხდომთაგან უმრავლესობას ცრემლი წამოუვიდა, ერთი გოგონა ხმამაღლა ატირდა. უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, ვიფიქრე, გოგონას მძიმე წარსული ხომ არ გავახსენე-მეთქი. უეცრად მან გამბედაობა მოიკრიბა და მთხოვა, - თუ შეიძლება ჩაგეხუტებიო. ამის გაგონებამ გამაოგნა. სცენაზე ამოსვლისას ცრემლებს ვერ იკავებდა, შემდეგ მთელი სულითა და გულით ჩამეხუტა. ეს იყო საუკეთესო მომენტი ჩემს ცხოვრებაში - ცრემლები წამოუვიდა ყველა იქ მყოფს, მათ შორის მეც, მაგრამ ყველაზე მეტად გოგონას სიტყვებმა შემძრა, მან ჩამჩურჩულა: "ჯერ არავის უთქვამს, რომ თავისებურად მშვენიერი ვარ. არავის უთქვამს, რომ ვუყვარვარ, თქვენ ჩემი ცხოვრება შეცვალეთ და თქვენ ნამდვილად მშვენიერი ბრძანდებით!"

ამ გოგონამ მიწოდა "მშვენიერი" (და ეს ნამდვილად სასიამოვნო მოსასმენი იყო), თანაც პირველად მივხვდი, რომ ჩემი გამოსვლა შეიძლება სხვა ადამიანებისთვისაც სასარგებლო იყო. გავიფიქრე: "იქნებ მართლაც შემიძლია კეთილი წვლილი შევიტანო სამყაროში?" ასეთი შემთხვევები მარწმუნებდა, რომ მიუხედავად ჩემი ინვალიდობისა, ადამიანები მზად არიან, მომისმინონ. მათ ირწმუნეს ჩემი. ინსტინქტურად იგრძნეს, რომ ჩემს სიტყვებს შეუძლია დაეხმაროს მათ თავიანთი პრობლემის გადაჭრაში: მათ ხომ ჩემი თვალის შევლებაც ეყოფათ, რომ მიხვდნენ რა სირთულეები გადავლახე ცხოვრებაში.

უფლის დახმარებით შევძელი და ჩავწვდი ადამიანის გულის სიღრმეებს სკოლებში, ეკლესიებში, ციხეებში, ბავშვთა სახლებში, საავადმყოფოებში, სტადიონებსა და საკონფერენციო დარბაზებში. მე შევძელი გულში ჩამეკრა ათასობით ადამიანი და მეთქვა მათთვის, რამდენად ძვირფასები არაინ ისინი სამყაროსთვის. ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო ამ ხალხისთვის ამეხსნა, რომ ღმერთს მათთან დაკავშირებით აქვს გარკვეული გეგმები. მან ჩემს უჩვეულო სხეულში ჩადო შესაძლებლობა დავხმარებოდი და გამომეფხიზლებინა ადამიანები.

***
თხუთმეტი წლის ასაკში ღმერთს პატიება შევთხოვე და ვითხოვე, ჩემთვის ცხოვრების გზა და მიზანი ეჩვენებინა. ოთხი წლის წინ მოვინათლე და სხვა ადამიანებთან დავიწყე რწმენის შესახებ საუბარი. მივხვდი, რომ ვიპოვე ჭეშმარიტი მოწოდება. რამდენიმე წლის შედეგ ჩემს ცხოვრებაში სავსებით მოულოდნელი რამ მოხდა. იმ კვირა დღეს ჩვეულებრივ მივედი ეკლესიაში, სადაც სიტყვით უნდა გამოვსულიყავი.

ტაძარში ინვალიდის სკამით შევედი, მგალობლების გუნდიც მალევე შემოვიდა და მსახურება დაიწყო. უზარმაზარი ეკლესია სავსე იყო ხალხით, მე შემოსასვლელთან გავჩერდი და გონებაში დავიწყე ქადაგებისთვის მზადება. უცბად, ჩემდა გასაკვირად, გავიგონე: "ნიკ! ნიკ!". უცნობი ხმა იყო, მაინც შევტრიალდი. ხნიერი მამაკაცი დავინახე - ხელს მიქნევდა და მის გვერდით მდგომ ახალგაზრდა კაცზე მანიშნებდა. კაცს ხელში ბავშვი ეჭირა. ეკლესიაში თავმოყრილ უამრავ ხალხს შორის მხოლოდ ბავშვის ბრწყინვალე თვალები, მუქი რუხი თმა და მოღიმარი უკბილო ღიმილი შევამჩნიე. უკეთ რომ დამენახა, კაცმა ბავშვი ზევით ასწია. ელდა მეცა, ფეხები რომ მქონოდა, უეჭველად მომეკვეთებოდა. წლინახევრის ბავშვი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მე. არ ჰქონდა არც ხელები და არც ფეხები! ის პატარა ტერფიც არ ჰქონდა, რომელიც მე მაქვს. მივხვდი, რატომ უნდოდათ ამ კაცებს ბავშვის ჩემთვის ჩვენება. მოგვიანებით გავიგე, რომ ბავშვს დენიელ მარტინესი ჰქვია, ხოლო მის მშობლებს - კრისი და პატი.

დენიელის დანახვისთანავე საკუთარი თავი ამ ასაკში წარმოვიდგინე, თანაგრძნობის უსაზღვრო ტალღამ ბავშვისა და მისი მშობლების მიმართ, პირთამდე ამავსო. ამ ტალღას მწარე მოგონებები და მძიმე განცდები მოჰყვა... ამ ბავშვს ჩემი რთული გზის გავლა მოუწევს - გამიელვა მწარედ თავში.

ვუცქერდი დენიელს და ვგრძნობდი მასთან შინაგან კავშირს. წამომეშალა საკუთარი უძლურების კარგად ნაცნობი შეგრძნებები, სუნთქვა შემეკრა, თავბრუ დამეხვა. ეს არ იყო პანიკა, ჩემს სულში ბავშვობამ გაიღვიძა.

შემდეგ იყო გასხივოსნება, რომელმაც სიმშვიდის გრძნობით ამავსო. ბავშვობაში არ ვიცნობდი ჩემს მსგავს ადამიანს, ვინც დამეხმარებოდა და სწორად წარმართავდა ჩემს ემოციებს. დენიელს ვყავარ მე. მე შემიძლია მისი დახმარება. ჩემი მშობლები დაეხმარებიან მის მშობლებს. მას არ მოუწევს იმ გზის გავლა, რომელიც მე გავიარე. ეგებ შევძლო და ავარიდო ის ტკივილი, რომელიც მე გამოვცადე. უკვე დავრწმუნდი, რომ უხელოდ და უფეხოდ ცხოვრება რთულია, მაგრამ მე შევძელი ეს. ვერაფერმა შემაფერხა, მეპოვა ცხოვრების ჩემი გზა.

ტაძარში სხვა ადამიანების გასამხნევებლად მივედი. მაგრამ ჩემი მსგავსი ბავშვის გამოჩენამ საოცარი ოვაცია გამოიწვია. ეს საოცრება იყო... მომინდა, ჩემი ემოციები და გრძნობები სხვებისთვის გამეზიარებინა. "უცაბედი დამთხვევები არ ხდება, - ვთქვი მე. ის, რომ ზუსტად ჩემნაირი, უხელფეხო ბავშვი ამ ტაძარში აღმოჩნდა - არ არის დამთხვევა". ამ სიტყვების გაგონებისას დენიელმა იქ მყოფი საზოგადოება მომხიბვლელი ღიმილით დააჯილდოვა. მამამ დენიელი მაღლა ჰაერში აიტაცა, ყველა გაისუსა. ყმაწვილი და პატარა ბავშვი, ერთნაირი ნაკლით, უცრემლოდ ვერავინ უყურებდა მათ. თავი ვერც მე შევიკავე.

საღამოს, შინ დაბრუნებული მდუმარედ ვფიქრობდი ბავშვზე. რამდენი სისასტიკე და გამოცდა უნდა გაიაროს მან. მაგრამ ჩვენ - მე და ჩემი მშობლები შევძლებთ მის დახმარებას, დავეხმარებით იმ ტვირთის ზიდვაში რომელიც ამ პატარა არსების მხრებზე წევს.

ადამიანები თვითრეალიზაციას საკმაოდ უცნაური ხერხებით ცდილობენ: ზოგიერთი ლუდს სვამს ან ნარკოტიკს მოიხმარს, სხვები საზოგადოებაში დამკვიდრებული სილამაზის საკმაოდ საეჭვო სტანდარტების მისაღწევად პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ, ადამიანები მთელ თავის ცხოვრებას წარმატების მიღწევას უძღვნიან, მაგრამ არსებობს დიდი ალბათობა, რომ თვალისდახამხამებაში ოლიმპოდან ძირს დაენარცხონ. ყველაზე მგრძნობიარენი კარგად ხვდებიან - არ არსებობს მარადიულ სიხარულამდე მისასვლელი იოლი გზა. თუ ცხოვრებას დავუთმობთ წამიერ სიხარულს, მაშინ სიამოვნებაც ცოტა ხანს გრძელდება. თქვენ ყოველთვის იღებთ იმას, რისთვისაც იხდით - დღეს მიიღეთ, ხვალ დაკარგეთ.

ცხოვრება არის მყოფობა და არა ფლობა. შეგიძლიათ ყველაფერი, რასაც ფულით იყიდით, თქვენს მფლობელობაში მოაქციოთ, მაგრამ ადამიანური გაგებით მაინც უბედური დარჩეთ. მინახავს საოცარი სხეულის მქონე ადამიანები, რომლებსაც არც კი დასიზმრებიათ ის ბედნიერება, რომელიც მე განმიცდია; შევხვედრივარ აბსოლუტურად ბედნიერ ადამიანებს, რომლებიც ჯურღმულებში და აფრიკის თავშესაფრებში ცხოვრობდნენ; ასევე მინახავს მდიდრული ქალაქებისა და მილიონიანი მამულების მკვიდრი სასოწარკვეთილები. რატომ ხდება ასე?

ჭეშმარიტი კმაყოფილება მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც თქვენი უნარები და გატაცებები მთელი თავისი არსით აღესრულება. ოცნებები არ უნდა იყოს დაკავშირებული იდეალურად მოწყობილ საცხოვრისთან, ყველაზე მოდურ სამოსთან ან თანამედროვე მანქანასთან. იმაზე ფიქრი, რომ რაიმე მატერიალურის მიღება მოგიტანთ ბედნიერებას, არის გლობალური გაუგებრობის საფუძველი. თუ ბედნიერების ძიებას მატერიალურში დაიწყებთ, მას ვერასდროს იპოვით.

მიმოიხედეთ გარშემო, ჩაიხედეთ საკუთარ არსში.

ბავშვობაში ვფიქრობდი - ღმერთს ჩემთვის ხელ-ფეხი რომ მოეცა სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერი ვიქნებოდი და ასეთი ოცნება ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს ეგოიზმად, რადგან ხელ-ფეხი თითქმის ყველა ადამიანს აქვს. ახლა თქვენც მოგეხსენებათ, რომ მე ბედნიერი და ხალხისთვის საჭირო ადამიანი ვარ ყოველგვარი დამატებითი "ატრიბუტების" გარეშე. ამაში დენიელი დამეხმარა, მასთან ურთიერთობამ და მისმა ოჯახმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, თუ რატომ გავჩნდი ასეთი.

***
ჩემი მშობლები კალიფორნიაში ჩავიდნენ და ჩვენ შევხვდით დენიელის ოჯახს. ეს მომენტი ნამდვილად რაღაც განსაკუთრებული იყო; რამდენიმე საათი ვსაუბრობდით, ერთმანეთს ვადარებდით ჩვენს გამოცდილებას, განვიხილავდით, როგორ უნდა გადაგვეჭრა პრობლემები, რომელიც ამ ბავშვს ელოდა. პირველივე დღიდან ჩვენს შორის ჩასახული სითბო და სიყვარული, ახლო დამოკიდებულება და კეთილგანწყობა დღემდე გრძელდება.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კვლავ შევხვდით ერთმანეთს. ექიმების აზრით, ის ვერ ისარგებლებდა ისეთივე ინვალიდის სავარძლით, როგორითაც მე ვსარგებლობდი. რატომ? - გამიკვირდა. მისი მოხმარება დენიელის ხნისამ დავიწყე.

საკუთარი სიტყვების დასამტკიცებლად ამოვხტი სავარძლიდან და დენიელს შევთავაზე ჩემი ადგილის დაკავება. მან კარგად გაართვა თავი მართვის სისტემას და მოეწონა კიდეც! ჩვენი შეხვედრის წყალობით, დენიელმა დაამტკიცა, რომ შეუძლია სავარძლით სარგებლობა. ეს ერთ-ერთია იმ მრავალი შედეგიდან, რაც ჩვენს მეგობრობას მოჰყვა. დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანაზე ჩემი გაჩენის ერთი მიზანი ამ ბავშვის დახმარება იყო. არ შემიძლია სიტყვებით გადმოგცეთ ის სიხარული, რომელიც დენიელის გამო დამეუფლა.

იმ დღეს ჩვენ მას მოულოდნელი საჩუქარი გავუკეთეთ, მაგრამ მან უკეთესი რამ მაჩუქა, მე შევიგრძენი ჩემი არსებობის მიზანი და უდიდესი კმაყოფილება. ამ გრძნობას ვერაფერი შეედრება, ვერაფერი შეედრება ღვთის ჩანაფიქრის აღსრულებისგან მიღებულ სიამოვნებას.

ცხოვრებაში მთავარია, გასცე. ჩემი მშობლები მოუთხრობდნენ დენიელის ოჯახს, როგორ ეშინოდათ აბაზანაში ჩემი დახრჩობის, რადგან ეგონათ, რომ ხელ-ფეხის გარეშე ვერ გავჩერდებოდი წყალზე. წამოვიზარდე და მამამ ჩემი წყალზე შეტივტივება სცადა, ნელ-ნელა მოვიპოვე საკუთარი თავის რწმენა და შევძელი წყალზე გაჩერება. წარმოიდგინეთ მათი გაოცება, როდესაც მშვენიერი მოცურავე აღვმოჩნდი და შევძელი მდინარეში შემეცურა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ დენიელის ერთ-ერთი პირველი ფრაზა იყო: "მინდა ვცურავდე, როგორც ნიკი!" დღეს-დღეობით დენიელი ბრწყინვალედ ცურავს. არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე აღფრთოვანება, რომელიც ამ ამბის გაგებისას დამეუფლა.

ცხოვრების მიზანს მაძლევს იმაზე ფიქრი, რომ ჩემი გამოცდილება დენიელს ეხმარება.

მთავარია ცხოვრების მიზნის მიგნება! შეიძლება დღეს თქვენ ეს კიდევ ვერ გაგიგიათ, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ასე რომ არ იყოს, არც მოევლინებოდით ამ ქვეყანას.

მე ზუსტად ვიცი, რომ ღმერთი შეცდომებს არ უშვებს. ის ახდენს სასწაულებს.

მე ერთ-ერთი მისი სასწაულთაგანი ვარ, ისევე როგორც თქვენ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქრისტეს აღდგომა ჩვენი სარწმუნოების ქვაკუთხედია. ეს მოვლენა დღესაწაულთა დღესასწაულია, ვინაიდან სწორედ მისით დამარცხდა სიკვდილი, ცოდვა და ეშმაკი.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler