შვილის ტანჯვის მაცქერალი დედის ტკივილი დაუსაბამოა...
შვილის ტანჯვის მაცქერალი დედის ტკივილი დაუსაბამოა...
ადამიანმა შეიძლება მრავალგვარი ტკივილი დაითმინოს, - გამუდმებული ფიზიკური ტანჯვის დროსაც კი სხეული რაღაც მომენტში შეგრძნებას ჰკარგავს , ყველაფერი გარეგნული ქრება და მოულოდნელი შვება დგება - ასე ამბობენ ისინი, ვისაც აუწერელი ტკივილებისთვის გაუძლია. თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე შენელდება შვილის ტანჯვის მაყურებელი დედის სულიერი ტკივილი. ამაზე ვფიქრობდი, როცა ერთ ასეთ დედას, ხათუნა გვალიას ვუსმენდი და ყველა მისი სიტყვა თითქოს გულს მიგლეჯდა: - რა ეშველება? რა უნდა ქნას? რით დააყენოს ფეხზე ავადმყოფი შვილი, რომელიც გავლას მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ ის სამკურნალო ფულს იშოვის...

გზა, რომელიც ხათუნა გვალიამ შვილის მკურნალობისათვის უნდა გაიაროს, სულაც არ არის გრძელი - ხობში რაიმე ტრანსპორტში უნდა ჩაჯდეს, თბილისში ჩავიდეს და დიღომში ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სამკურნალო ცენტრს კიდევ ერთხელ მიაკითხოს. ამისთვის სულ 1500 ლარი სჭირდება. არც ისე ბევრია? მაგრამ არა ხათუნა გვალიასთვის, - ეს თანხა მისთვის იმ აურაცხელ სიმდიდრედ იქცა, რომელზეც უკვე ოცნებაც აღარ შეუძლია. რატომ? იმიტომ რომ მისი ცხრასულიანი ოჯახი მიწასთან გასწორებული და გაღატაკებულია...

ოჯახის უბედურება 3 წლის წინ დაიწყო, როცა ჯერ მისი გოგონა, მარიამ ადონია დაიბადა ცერებრალური დამბლით და მერე ახალგაზრდა მაზლი გარდაეცვალა...

ხათუნა გვალია:
- ოჯახში მე, ჩემი მეუღლე, ჩემი სამი შვილი, დედამთილ-მამათლი და მამთილის დედა ერთად ვცხოვრობთ. სიცოცხლე გვიხაროდა, სანამ ჯერ მარიამის დიაგნოზს გავიგებდით და მერე ჩემი მაზლი გარდაიცვლებოდა. ეს ისეთი ტრაგედია აღმოჩნდა, ჩემი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი დაავადდა და უმოქმედო გახდა. საქართველოში როგორ უნდა წავიდეს ოჯახის საქმე ისე, რომ საფლავი ვერ შემოღობოს? ჩემი მაზლის საფლავსაც მარტო ბოძები აქვს გარშემო. ამის მიუხედავად, სამჯერ თითქმის მუხლზე დაჩოქილმა შემოვიარე მთელი ხობი. რაიონები ყოველთვის ღარიბია, მაგრამ ჩემმა ცრემლებმა იმდენი ქნა, რომ მარიამის მკურნალობის ფული ვიშოვე. ამან სასწაული ქნა, - ექიმები მეუბნებოდნენ, შენმა შვილმა რომ გაიაროს, ორი ოპერაცია მაინც დასჭირდებაო. ცერებრალურ ბავშვთა სამკურნალო ცენტრში ჩატარებულმა მკურნალობამ მარიამს მუხლი გაამართვინა. ახლა ფეხზე რომ ვაყენებ დგას, მაგრამ ნაბიჯს ვეღარ დგამს. ერთი სამკურნალო კურსია საჭირო და გაივლის. ეს იქნება ჩემი შვილისა და ჩემი ბედნიერება. ჩემი შვილი მთელი სიცოცხლე სხვისი ხელით სატარებელი რომ არ იყოს, ამის მეტი არაფერი მინდა. მაგრამ სწორედ ამას ვერ ვახერხებ და სიკვდილს ვნატრობ, - ეს ბოლო მკურნალობის კურსი თუ ვერ ჩავუტარე, აქამდე ნამკურნალები წყალში ჩაგვეყრება.

- არადა, როგორი ლამაზი და ჭკვიანი გოგოა მარიამი...

- ძალიან ჭკვიანია. ზოგიერთს ჰგონია, რომ ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები ნაკლებად აზროვნებენ. ეს ყველაფერი აბსურდია. მარიამი ისეთი ჭკვიანია, რომ მასთან ურთიერთობით ბევრი გაოგნებულა, საბავშვო ბაგა-ბაღშიც ჩვეულებრივ დამყავს თავის დაიკოსთან ერთად. მასწავლებლებს და ბავშვებს იმდენად უყვართ, რომ მარიამიც ყოველ დილით სიხარულით მიიწევს ბაღისაკენ. ბაღი ერთადერთი ადგილია, სადაც უჩემოდ ჩერდება. სხვა დროს სულ აკრული მყავს, საკმარისია ოთახიდან გავიდე, რომ გამომეტიროს, ასე დამყავს ხელში აყვანილი. ეს რომ არა, მე მაინც ვიმუშავებდი და ოჯახში შვილებისთვის რაიმეს შემოვიტანდი. ჩემს შვილებს ყველაფერი აკლიათ, მხოლოდ სოციალური დახმარებით და დედამთილისა და ბებიის პენსიებით ვცხოვრობთ. ერთს 125 ლარი აქვს პენსია, მეორეს - 70.

- სოციალური დახმარების პროგრამა ახსენეთ, მათი სამედიცინო დაზღვევა არ გეხმარებათ მარიამის მკურნალობაში?

- საუბედუროდ ამ პროგრამაში მარიამის მსგავსი ბავშვების სარეაბილიტაციო მკურნალობა არ შედის... რას ვიზამთ, ასეა მოწყობილი ჩვენი ქვეყანა, სადაც ადამიანი არაფერია. ეს ხომ ვიცი, მაგრამ როცა მარიამი სარეაბილიტაციო ცენტრში დამყავდა და იქ ვხედავდი, როგორ დგებოდნენ ფეხზე ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები, ვფიქრობდი, სულაც რომ ფეხშიშველამ ვიმათხოვრო, მარიამის ფეხზე დასაყენებელ ფულს მაინც ვიშოვი-მეთქი. ვიშოვე კიდეც, მაგრამ ვგრძნობ, რომ ახლა უკვე ძალა გამომეცალა. ამიტომაც ვითხოვ დახმარებას, - 1500 ლარი ხომ მილიონი არ არის, თითო-თითო ლარითაც შეიძლება შეგროვდეს. მინდა დაჩოქილმა ვთხოვო დედებს, რომ ეს მოწყალება ჩემი შვილისთვის გაიღონ. მე ალბათ ვერა, მაგრამ უფალს შეუძლია გაღებული მადლი წინ დაახვედროს ადამიანს.

P.S. ჩვენც ასე ვფიქრობთ. ამიტომაც გთავაზობთ საბანკო რეკვიზიტებს, სადაც პატარა მარიამისთვის შეგიძლიათ თუნდაც მცირე თანხის გადარიცხვა, - თუკი გაგაჩნიათ, რასაკვირველია.

ლიბერთი ბანკი ანგარიში GE40LB02211196301345000
კოდი LBRTGE22.
მიმღები ხათუნა გვალია.

ესაუბრა ეთერ ერაძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler