საპყრობილესა შინა მყოფნი
საპყრობილესა შინა მყოფნი
მთავარია, ყველა პატიმართან მივიტანოთ ღვთის სიყვარული
გვესაუბრება რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და სოფელ დიღმის კავთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო მენაბდე:

- ეკლესია, შესაბამისად, სასულიერო პირებიც ზრუნავენ თითოეული ადამიანის სულის გადარჩენისთვის. ზრუნავენ საპყრობილეში მყოფი პატიმრის სულებისთვისაც. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ყველა საპატიმროში მივლინებული არიან სასულიერო პირები და სულიერ წინამძღვრობას უწევენ... მთავარია, ყველა პატიმართან მივიტანოთ ღვთის სიყვარული, იმედი ჩავუსახოთ და ვასწავლოთ თუ როგორ ზრუნავს მათზე ღმერთი. ღმერთის მზრუნველობა ეკლესიის, ამ შემთხვევაში სასულიერო პირის საშუალებით ხდება. თითქმის მეშვიდე წელია დავდივართ რუსთავის #17 საპყრობილეში. მახსოვს, ადრე თავისუფლად ვერ ვნახულობდით პატიმრებს და მათგან აღსარებას მხოლოდ საკნის სარკმლიდან ვიბარებდით. მათთვის ესეც დიდი ნუგეში და სიხარული იყო. საპყრობილეში მყოფნი თავიდან ეჭვის თვალითაც გვიყურებდნენ. ვინც პირველად თქვა აღსარება, მან სხვას გადასცა თუ რამხელა ნუგეში მიიღო. ასე ნელ-ნელა შემოვიდნენ ნდობაში.

რუსთავის #17 საპყრობილეში კომუნისტების დროს ეკლესია იყო აშენებული, მაგრამ წირვა-ლოცვა არ მიმდინარეობდა. ღვთის წყალობით და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ადმინისტრაციის სახსრებით განახლებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში უკვე წირვა-ლოცვა აღესრულება. გვყავს მგალობლები, მედავითნეები. ამ იზოლირებულ ადგილას ტაძრის აღდგენამ სულ სხვა გარემო დაამკვიდრა...

***
საპატიმროებში ყოველთვის წერდნენ ხატებს, აკეთებდნენ ჯვრებს, მაგრამ ხშირად საეკლესიო კანონიკის დარღვევით. მას შემდეგ რაც საპატიმროში უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ხატწერის მასწავლებელად, იღუმენი ისააკი (ფრიდონიშვილი) მოვიდა, დროთა განმავლობაში უფრო დაიხვეწა ხატწერაც და საეკლესიო ნამუშევრების ხარისხი. თუკი ვინმეს მცირედი ნიჭი და სურვილი აქვს, ისინი ეუფლებიან საეკლესიო ხელოვნებას. დღეს უკვე ბევრ ტაძარს ამშვენებს პატიმრების მიერ შესრულებული ხატები და სხვა ნაკეთობები. ჩამოყალიბდა ასევე სამლოცველო საკნები შესაბამისი წესებით. აღნიშნულ საკნებში მოძღვრის ლოცვა-კურთხევით მხოლოდ მორწმუნე მსჯავრდებულები შედიან. ისეთი ადამიანები, რომლებსაც ეკლესიური ცხოვრება სურთ. საკნებში პატიმრები მონასტრული წესის მსგავსად ცხოვრობენ. მათ განსაზღვრული აქვთ ადგომის, ლოცვის, პარაკლისის, ლიტერატურის კითხვის დრო. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში გვიწევს პატიმრებისთვის გაფრთხილების მიცემა. თუ ხშირია დარღვევები, სამლოცველო საკნიდან პატიმრებს დროებით ვუშვებთ და სინანულისთვის გავრკვეულ დროს ვაძლევთ. გამოსწორების შემთხვევაში ისევ სამლოცველო საკანში ვაბრუნებთ. ვინც აპირებს სამლოცველო საკანში შესვლას, წინამძღვართან წინასწარ გადის კონსულტაციებს, ეცნობიან იქაური ცხოვრების წესს. მსჯავრდებულები საცდელი პერიოდით შეგვყავს სამლოცველო საკანში. საცდელი ვადა შეიძლება იყოს ერთი თვე, შეიძლება უფრო მეტიც. მთელ საპატიმროს ერთი საერთო კეთილმოწესე ჰყავს, რომელსაც ყველა კორპუსსა და საკანში აქვს შესვლის უფლება.

***
მსჯავრდებულების დანაშაულის სიმძიმის მიხედვით საპყრობილე სამ ნაწილად არის დაყოფილი. თითოეულ კორპუსში ორ-ორი სამლოცველო საკანია განთავსებული. ამ საკნებსაც თითო კეთილმოწესე ჰყავს, რომლებიც ყურადღებას აქცევენ აღნიშნული წესების დაცვას... თუ ვინმეს დადგენილი წესების შესრულება უმძიმს, შესაბამისად ვუმსუბუქებთ.

ორი წლის წინ ერთ-ერთ კორპუსში ადმინისტრაციამ გამოყო დიდი სამლოცველო ოთახი. პატიმრებმა შეაგროვეს გარკვეული თანხა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ამ თანხით ხარების სახელობის ტაძარი მოეწყო, სადაც უკვე ღვთისმსახურება აღესრულება.. საპატრიარქოსა და საჯელაღსრულების სამინისტროს ერთობლივი შეთანხმებით მიმდინარეობს ხატწერის ოთახების გაფართოვება და ახლის აშენება. ღვთის წყალობით, საპატიმროს მესამე ნაწილში მომავალში განსაზღვრულია წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის აშენება, რომლის პროექტიც უკვე შედგენილია.

პატიმრები სწავლობენ ასევე გალობას, მედავითნეობას. საქმე აქვთ ამ ადამიანებს ისეთი, რომელიც მათ ახარებს და უზარმაზარ ნუგეშს ანიჭებს. ისე გადის დრო გალობის, მედავითნეობის, ხატწერის სწავლაში, რომ მათ საგრძნობლად შეუმსუბუქდათ სასჯელის მოხდა. მშობლებიც გახარებულები არიან, მათი შვილები სასიკეთოდ რომ იცვლებიან.

***
ქალაქში ცხოვრება და საზოგადოებაში ყოფნა დიდი ტვირთია, დრო არ გაქვს სერიოზულად დაფიქრდე სულიერ საკითხებზე, ცხოვრების რიტმია დაძაბული. საპყრობილეში კი საზრუნავი არა გაქვს. დრო აქ ძალიან ძნელად გადის და ამ დროს იყენებ იმისთვის, რომ ჩაუღრმავდე სხვადასხვა სულიერ საკითხებს, განვლილ ცხოვრებას აფასებ და ღრმა ანალიზს უკეთებ, შეცდომებს ხედავ და უკვე მომავლის იმედი გიჩნდება... საპყრობილეში ამ ადამიანებმა იპოვეს აქამდე უცნობი გზა, რომელმაც მათი ცხოვრება სულ სხვა კუთხით წარმართა..

- მამა შიო, საპყრობილიდან გამოსულების უმრავლესობა ეკლესიურ ცხოვრებას აგრძელებს?

- უმრავლესობა კი. დღეს ვინც ეკლესიურად ცხოვრობს ის ნამდვილად აგრძელებს. ზოგი მონასტერში მიდის, ხატებს წერს, ზოგი ტაძარს ხატავს, ზოგი მინანქარზე მუშაობს, ზოგიც კიდევ ტაძრის მშენებლობით არის დაკავებული და შეძლებისდაგვარად ინარჩუნებენ საპყრობილებში შეძენილ ეკლესიურ ცხოვრებას.

***
საპატრიარქოს ინიციატივით, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ "დავითიანი", პატიმრების ნაშრომების გასაყიდად მაღაზია გახსნა, სადაც მოეწყობა მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხის ნაწილი კი გადაერიცხება პატიმრების ოჯახის წევრებს, ნაწილი ბავშვთა სახლებს და მოხუცებულთა თავშესაფრებს. მათი სურვილია, ამით ნაწილობრივ გამოისყიდონ თავიანთი დანაშაული. ყველაზე დიდი რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, ეს არის სიყვარული, თავდადება მოყვასისთვის. უფალი მეორედ მოსვლის ჟამს მარჯვენა მხარეს დააყენებს მოყვასის სიყვარულში დახარჯულ ადამიანებს - ვინც მისი სახელით მშიერს აპურებდა, ღარიბებს აცმევდა, სნეულებსა და საპყრობილეში მყოფებზე ზრუნავდა, ხოლო მარცხენა მხარეს დააყენებს იმ ადამიანებს, ვინც მოყვასის სიყვარულში არ დაიხარჯა. ეკლესია შეძლებისდაგვარად ზრუნავს პატიმრების ნუგეშზე და სულიერ სრულყოფაზე, რათა ისინი საპყრობილიდან განთავისუფლების შემდეგ გახდნენ საზოგადოებისთვის სრულფასოვანი წევრები და ქვეყნის აღმშენებლობაში გარკვეული წვლილი შეიტანოს.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler