ახალი თაობა ახალ ტექნოლოგიებზე
ახალი თაობა ახალ ტექნოლოგიებზე
კომპიუტერი
გთავაზობთ ახალ რუბრიკას, რომელშიც ახალგაზრდები თავიანთ აზრს გაგვიზიარებენ ახალი ტექნოლოგიების შესახებ.

ყოველი ახალი გამოგონება ადამიანის აზროვნებაში ბადებდა მოსაზრებას: "ეს ძველს მოკლავს". ვითარება არ შეცვლილა. უფროსი თაობის წარმომადგენლები დღესაც მსჯელობენ იმის შესახებ, რომ კომპიუტერმა წიგნი ჩაანაცვლა. ჟურნალ-გაზეთებშიც უამრავ სტატიებს უძღვნიან თემას "წიგნი თუ კომპიუტერი". ისმის კითხვა: სწორია კი საკითხის ასე დაყენება?

დრომ გვიჩვენა, რომ ტექნიკური პროგრესი თავისთავად ცუდი არ არის. მთავარია, ამა თუ იმ მიღწევას როგორ და რა მიზნებისთვის გამოვიყენებთ. როდესაც კომპიუტერის შეუზღუდავ შესაძლებლობებზე ვფიქრობთ, ხშირად ამ სიახლეს არასერიოზული მომხმარებლის თვალით ვუყურებთ და მასში ჩვენი შემოქმედებითი უნარების რეალიზაციის საშუალებას ვერ ვხედავთ. მშობლები ძალიან ხშირად შვილების ინტერნეტსივრცესთან "24-საათიან რეჟიმში" ურთიერთობის გამო წუხან, ეს "უვარგისი" ნივთი მავნებელიაო. დაუღალავი მსჯელობის შედეგად ცდილობენ, მხოლოდ აკრძალვითა და მუქარით მიაღწიონ სასურველ შედეგს და ბავშვები ვირტუალურ სამყაროს მოწყვიტონ.

ჩემი აზრით, კომპიუტერი, რომელმაც უფროსი თაობა ასე შეაშფოთა, კი არ უნდა მოვაშოროთ ბავშვებს, არამედ მათთვის საჭირო, სასარგებლო და აუცილებელ ატრიბუტად ვაქციოთ. ალბათ, განათლების სამინისტრომ იმის შესახებ უნდა იფიქროს, რომ შექმნას სპეციალური სასწავლო და გასართობი პროგრამები, რომლებიც მოსწავლეთათვის სასარგებლო, ადვილად გამოყენებადი და სასიამოვნოც კი იქნება. ეს პროგრამები დაყოფილი უნდა იყოს კლასებისა და სასწავლო დისციპლინების მიხედვით და უნდა მოიცავდეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მთლიან პროგრამას. ერთსა და იმავე საგანს რამდენიმე მასწავლებელი უნდა კითხულობდეს. ყოველ მათგანში მოსწავლეს უნდა შეეძლოს აირჩიოს მისთვის სასურველი პედაგოგი, რომელიც ახსნის გაკვეთილს და დაეხმარება საშინაო დავალების მომზადებაში. ვარიანტების მრავალფეროვნება მასწავლებლის შემოქმედებითი უნარებიდან უნდა გამომდინარეობდეს, ამ პროგრამების სრულყოფისათვის მოსწავლეს საქმიანი კომენტარის გაკეთების საშუალება უნდა ჰქონდეს. მასწავლებელი დაინტერესებული უნდა იყოს თავისი გაკვეთილის სრულყოფით და მას, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ მასალაში ცვლილებების შეტანის საშუალება უნდა გააჩნდეს. იმისათვის, რომ მოსწავლეთათვის გაკვეთილების სწავლის პროცესი უფრო საინტერესო და სასიამოვნო გახდეს, შესაძლებელია, მაგალითად, ისტორიაში, მოცემულ გაკვეთილს თემასთან დაკავშირებული საინტერესო ფილმი, ხოლო ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში ცდები და ა.შ. დაემატოს. ასევე, ის ანიმაციური თამაშები, რომლებიც ბავშვს აგრესიულ ბუნებას უყალიბებს, შესაძლოა შეიცვალოს IQ ტიპის თამაშებით, რომლებიც მას ლოგიკური აზროვნების უნარს განუვითარებს. ერთი სიტყვით, საჯარო და კერძო სკოლების პარალელურად საჭიროა შეიქმნას "ინტერნეტ სკოლა", რომლის დანიშნულება სასწავლო პროცესის ხელშეწყობა იქნება. ალბათ, ამ სკოლასთან სადისკუსიო კლუბი უნდა მოქმედებდეს.

კარგი იქნება, თუ აბიტურიენტების დასახმარებლად შეიქმნება ინტერნეტ-რეპეტიტორის სერვისი: ყველა საგანში აქაც ჩაიწერება ვიდეოგაკვეთილები და იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლისთვის რაიმე გაურკვეველი დარჩება, უნდა არსებობდეს სპეციალური საათი, რომლის დროსაც ონლაინ რეჟიმში მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცემა, დაუკავშირდეს მასწავლებელს. ჩემი აზრით, ეს მომსახურება ყველა აბიტურიენტისთვის უფასო უნდა იყოს. თუმცა ვფიქრობთ, რომ განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემებიც ბევრი იქნება.

ის მშობლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კომპიუტერმა ჩანაცვლა წიგნი, შეგვიძლია დავამშვიდოთ, რადგან მან კი არ ჩაანაცვლა, არამედ იმდენი წიგნი დაიტია, რამდენიც არასდროს არც ერთ ბიბლიოთეკაში არ ყოფილა და მას, ვისაც ნამდვილად აქვს კითხვის სურვილი, ამაში ვერავინ და ვერაფერი ხელს ვერ შეუშლის.

ვფიქრობ, ამ სახის ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეცვლის კომპიუტერის როლს ჩვენს ცხოვრებაში და იგი აღარც მშობლების კრიტიკას დაიმსახურებს, რადგან სწავლის პროცესი მოსწავლისათვის ნაკლებად მოსაბეზრებელი იქნება. ბავშვს ნაკლები დრო დარჩება ინტერნეტში უსარგებლო, არასასურველი საქმიანობისათვის, რაც მართლაც მავნებელია.

სალომე ჯანიაშვილი
კერძო სკოლა "პეგასი", X კლასი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა: "ნუ იქნება თქვენ შორის ცილობა, ვინ უფრო დიდია, არამედ უდიდესი იყოს, როგორც უმცირესი და წინამძღვარი, როგორც მსახური...

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler