სინანულის ცრემლები განსხვავებულია ყველა ცრემლისაგან
სინანულის ცრემლები განსხვავებულია ყველა ცრემლისაგან
გთავაზობთ კალიფორნიის შტატისა და ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე არსებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების მღვდელმსახურის, არქიმანდრიტ იოანეს (კავსაძე) ქადაგებას.

როდესაც წმინდანთა და ღირსთა ცხოვრებებს ვეცნობით, არც ისე იშვიათად ვკითხულობთ ხოლმე მათ ბიოგრაფიებში, თუ როგორ გაოირჩია ისინი უფალმა დედის მუცლითგან, როგორი ბუნება გამოავლინეს ჩვილობისა თუ სიყრმის ასაკიდან, როგორი მმარხველნი, მშრომელნი და კეთილზნიანნი იყვნენ თავიდანვე. მაგრამ წმინდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება, სრულიად საპირისპიროა. მისი ცხოვრება აღწერა წმინდა მამამ, ზოსიმე პალესტინელმა, რომელმაც იხილა იგი დიდმარხვისას, უდაბნოში მოსაგრეობისას.

მარიამი გახლდათ ეგვიპტიდან, ჯერ კიდევ მოზარდმა მიატოვა სახლი, მშობლები და ალექსანდრიაში გაიქცა. ალექსანდრიაში 17 წელიწადი მრუშობასა და გარყვნილებაში ცხოვრობდა. როგორც წმინდა ზოსიმეს მოუთხრო შემდეგში, მთელ აზრს ცხოვრებისას და მიზანს მისას ამაში ხედავდა, ხორციელი გულისთქმის დაცხრობა ეგონა ამქვეყნად ადამიანის უმაღლესი დანიშნულება. იგი არა მხოლოდ თავს ვნებდა, არამედ ცდილობდა, სხვისთვისაც ევნო, უმანკონი და ღვთისმოსავნიც კი შეეცდინა. ერთხელ, როდესაც გაიგო, რომ მომლოცველნი მიემგზავრებოდნენ გემით იერუსალიმში ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაულზე, გადაწყვიტა, მათთან ერთად წასულიყო, არა როგორც მომლოცველი, არამედ როგორც მაცდური მეძავი გემზე. "მიკვირს როგორ აიტანა მაშინ ზღვამ ამდენი გარყვნილება და მრუშება, როგორ არ განახვნა მიწამ პირი და ქვესკნელად როგორ არ ჩამაგდო ცოცხლად, მე, ღირსი ჯოჯოხეთისა, ვინაც ამდენი სული ვაცდუნე და დავღუპეო", - მოუთხრობდა იგი წმინდა ზოსიმეს.

იერუსალიმში ჩასვლის შემდეგაც განაგრძობდა მრუშობას და აცდუნებდა უმანკოთ. ჯვრის დღესასწაულის დადგომისას კი გადაწყვიტა, წასულიყო ტაძარში, არა კეთილი განზრახვით, არამედ იმიტომ, რომ ყველა მიდიოდა... და აი, ტაძრის ზღურბლს როდესაც მიუახლოვდა, უხილავმა ძალამ არ შეუშვა შიგ, ყველანი შედიოდნენ და მხოლოდ ის ვერ შედიოდა...

სწორედ ეს იყო ღვთის ძალა, სასჯელში შეფუთული წყალობა მასზე... რომელმაც აატირა გულამოსკვნით... ამ დროს მოსწყდა მას ცრემლნი სინანულისანი, რომელიც დაუწყვეტელად სდიოდა სიცოცხლის ბოლომდე...

სინანულის ცრემლები განსხვავებულია ყველა ცრემლისაგან. ეს არის, როდესაც სტირი მწარედ და თან გიხარია, ბედნიერი ხარ, რადგანაც ღვთის უსაზღვრო სიყვარული და ნუგეში იღვრება შენს გულში...


წმინდა მარიამ მეგვიპტელი


წმინდა მარიამმა იხილა ღვთისმშობლის ხატი რომელსაც ევედრა ცრემლით ესრეთ: ჰოი, ქალწულო, დედუფალო, ვინაც შვი ხორცით ღმერთი - სიტყვა! ვუწყი, რომ ღირსი არა ვარ შენი წმინდა ხატების ხილვისაც კი, რამეთუ უფრო ის შემგავს მე, საძულველ გარყვნილს, უარყოფილ ვიქმნა შენი სიწმიდისაგან და საძაგელი ვიყო შენთვის, გარნა ვიცი ისიც, რომ იმისთვის იქმნა კიდეც ღმერთი კაცად, რომ სინანულად მოუწოდოს ცოდვილთ. შემეწიე მე, ყოვლადწმინდაო დედაო, რათა ნება მომეცეს ეკლესიაში შესვლისა. ნუ აღმიკრძალავ იმ წმინდა ძელის ხილვას, რომელზეც სხეულით ჯვარს ეცვა უფალი, ვინაც ჩემთვისაც, ცოდვილისათვის დაღვარა უმანკო სისხლი ცოდვათაგან ჩემი გამოხსნისათვის. უბრძანე, დედუფალო, მეც განმიღოს კარნი ჯვარის წმინდა თაყვანისცემისა. შენ იყავ ჩემდა შუამდგომელი და თავსმდები წინაშე შობილისა შენგანვე და მე აღგითქვამ, რომ ამიერიდან არათუ აღარასოდეს შევიბილწავ თავს ხორციელი ბილწებით, არამედ როგორც კი ვიხილავ წმიდა ძელს შენი ძის ჯვარისა, უმალვე განვუდგები სოფელსა ამას და იქ წავალ, საითაც შენ მიბრძანებ - მხნე თავმსდები ჩემი".

წმინდა მარიამმა მთელი ცხოვრება უდაბნოში გაატარა სინანულსა და უმკაცრეს მარხვაში.

იგი ამ ცხოვრებაშივე დადგა ადამიანური სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე, მიიცვალა სიწმინდით უდაბნოში, მას ევედრებიან, ვისაც ცოდვიანი ცხოვრების მიტოვება სურს და ასევე ხორცთა აღძვრისას. წმინდა ეკლესია ისევ შეგვაგონებს, რომ უფალი სწყალობს ცოდვილ მონანულს. სიწმინდით ცხოვრება არის ჩვენი მოწოდება, ცოდვებს უნდა განვეშოროთ...

წმინდა მარიამის მაგალითით ვხედავთ, თუ როგორ შეიძლება ამაღლდეს ადამიანი უმდაბლესი და უგარყვნილესი საფეხურიდან, უმაღლესსა და უწმინდეს საფეხურამდე. და ეს არ ხდება მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მადლით. აქ ადამიანური ღვაწლიც არის საჭირო, ადამიანური ძალაც არის საჭირო, რათა გამოხსნა და გადარჩენა ადამიანისავე ნებაყოფლობითაც იყოს... აქაც რამხელა ღირსებას ანიჭებს უფალი ადამიანს. არასდროს ართმევს თავისუფალი ნებისა და არჩევნის უფლებას, ამიტომაც ჩვენ ქრისტიანები კი არ ვლოცულობთ, - მბრძანებელო ჩვენოო, ან უფროსო ჩვენოო (მბრძანებელი და უფროსი ხომ ყოველთვის უსიტყვოდ მოითხოვს ბრძანების შესრულებასა და მორჩილებას თავისი ქვეშევრდომებისგან), არამედ ვლოცულობთ, მამაო ჩვენო, რადგან მხოლოდ მამობრივი სიყვარული თანასწორობს ძეს. მხოლოდ მამისაგან ეძლევა ძეს მამობის ღირსება.

ჩვენ ვახსენეთ, თუ როგორ შეიძლება ამაღლდეს ადამიანი უმდაბლესი საფეხურიდან უმაღლეს საფეხურამდე, მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობს პირიქითაც, როდესაც წესიერებიდან და პატიოსნებიდან, უწესობამდე და უზნეობამდე ეცემიან ადამიანები. ეს არის ყველაზე ცუდი და საშიში შემთხვევა. ღმერთმა დაიფაროს ყოველი მორწმუნე ამ ბოროტებისგან!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler