ნაციონალური აღსარების ან სინანულის შეგრძნების შესახებ
ნაციონალური აღსარების ან სინანულის შეგრძნების შესახებ
კლაივ სტეიპლ ლუისი
ერთი შეხედვით ნაციონალური აღსარების შესახებ გონებაში გაელვებული აზრიც კი თვითკმაყოფილი ინგლისელისთვის იმდენად არაბუნებრივია , რომ გეჩვენება, თითქოს ჭეშმარიტი ქრისტიანი ასეთი აღსარებისკენ თავისთავად უნდა მიილტვოდეს. სინამდვილეში ამ იდეით უფრო მეტად მოსახლეობის გაბრაზებული ნაწილია გატაცებული. ეს ადამიანები ხალისით იზიარებენ მოსაზრებას, რომ ჩვენი ქვეყანა, სხვა ქვეყნებთან ერთად, პასუხს აგებს ყველა იმ უბედურებაზე, რომელიც აქამდე ხდებოდა. მართალი რომ გითხრათ, თვითონ როგორ და რაში გრძნობენ თანაზიარობას, არ ვიცი, რადგან როდესაც ინგლისმა ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რომლის გამოც დღეს ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ეს ადამიანები იმ დროს არ მოქმედებდნენ ან ვერ მოქმედებდნენ. როგორც ჩანს, ის აწუხებთ, რაც თავად არ ჩაუდენიათ.

თუ ასეა, თითქოს ეს ცუდი არაა: ადამიანები თავიანთ ჩადენილს იშვიათად ნანობენ, იქნებ კარგიც კია, საერთოდ რაღაცის სინანული თუ აქვს ადამიანს. მაგრამ როგორც მე დავრწმუნდი, საქმე უფრო რთულადაა. ინგლისი ბუნების ძალა არაა, ის სახელმწიფო და ადამიანთა ერთობლიობაა. როდესაც ქვეყნის ცოდვებზე ვსაუბრობთ, მისი მთავრობის ცოდვებს ვგულისხმობთ. შესაბამისად, ამ ხალხს სინანულის გრძნობა მოყვასის გამო აქვთ. აი, მაგალითად, რით არ არის მოყვასი, თუნდაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი! ამასთან, სინანული თავისთავად განკითხვასაც ნიშნავს. ნაციონალური სინანულის მთელი ხიბლი ისაა, რომ ეს გრძნობა საშუალებას იძლევა, საკუთარ ცოდვებს კი არ ინანიებდე, რაც მძიმე და უსიამოვნოა, არამედ სხვა ლანძღო ცოდვების გამო. ამათ რომ ესმოდეთ, რას სჩადიან, სიყვარულისა და მოწყალების მცნებას გაიხსენებდნენ. მაგრამ არ ესმით რადგან, როდესაც ქვეყანაში გამოვლენილი შეცდომების შესახებ ლაპარაკობენ, საკუთარ პიროვნებას მთავრობასთან აიგივებენ და კი არ ამბობენ, "ისინი" სცოდავენ, არამედ სრული პატრიოტული გრძნობით გაიძახიან: "ჩვენ" ვუშვებთ შეცდომებსო. ცნობილია, რომ მონანიემ საკუთარი შეცოდება არ უნდა მიაჩუმათოს, ამიტომ არსებული მთავრობა არა მხოლოდ შეწყალების, არამედ სამართლიანობის მიღმაც რჩება. მათზე რასაც გსურს, იმას იტყვი. შეგიძლია სინდისის უქენჯნელად ლანძღო და თანაც გულიც კი გტკიოდეს საკუთარი გულისტკივილის გამო.

ყველასათვის სასიამოვნოა, შენს ნამდვილ სინანულს იქ გაექცე, სადაც "დიდი ვნებები საკუთარ სახელთა გარეშე მძვინვარებს" (უილიამ ვორდსვორტი). მაგრამ ყველაზე მეტად ეს მაინც ამ გაბრაზებულებს სიამოვნებთ. როდესაც ადამიანი ბერდება, საკუთარი ცოდვები ახსენდება და აწუხებს, ამ დროს მზად არის, მტერსაც აპატიოს. ეს მძიმე საქმეა, რადგან ამ ადამიანებს პატრიოტიზმი ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი და მათთვის ცოდვებთან ბრძოლა მართლაც რთულია. დღევანდელ გაბრაზებულებს აღმოსაფხვრელი არაფერი აქვთ. რაც მათ თავი ახსოვთ, ხელოვნებაში, ლიტერატურაში თუ პოლიტიკაში მუდმივად გაღიზიანებული უმცირესობის ნაწილი იყვნენ. დღეს ისინი იმისათვის უკვე მოწიფულნი არიან, რომ არ მიენდონ ისეთებს, ვისაც ბავშვობიდან ვერ ეგუებოდნენ, ვინც მათზე ნაკლებად განათლებულია და კვლავაც არ სურთ მოიწონონ ასეთი თანამემამულეების ჩვევები, იდეალები და მათი აღტაცების საგანნი.

ყოველმა ქრისტიანმა იცის, რომ მტერს უნდა შეუნდოს. მაგრამ ნამდვილი "მტერი" ის არის, ვინც გვაბოროტებს... მე სულაც არ მინდა ვთქვა, რომ ინგლისელმა ცოდვილს არ უნდა აპატიოს... მაგრამ მგონია, რომ დღევანდელი გაღიზიანებულები უწინარესად იმას უნდა განიცდიდნენ, რომ თავად არ არიან გულმოწყალენი, ცხოვრებას უკეთურად დასცქერიან, ენაკვიმატობენ; თვითკმაყოფილებით, მცნებების დარღვევით და ნეტარებების უგულებელყოფით გამოირჩევიან. ამ საკუთარი ცოდვების შესახებ მე მათგან ჯერ არაფერი მსმენია, და სანამ არ მოვისმენ, ჩავთვლი რომ მათ პატრიოტიზმს, სინანულსა და მიმტევებლობას არანაირი ფასი არა აქვს. ის, ვინც დღეს მოყვასში ხედავს მედროვეს და მას არ პატიობს, ვერასოდეს დაინახავს უკვე ყოფილ დიქტატორს, რომელიც თავის დროზე ყველას ცხვირწინ მუშტს უტრიალებდა, და მაშინ, ბედნიერი მომავლის მოლოდინში, მოძალადეობას ვერ ამჩნევდა.

რა ვთქვათ, ეკლესიამ არ უნდა მოუწოდოს ხალხს ნაციონალური აღსარებისაკენ? უნდა მოუწოდოს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ გააკეთონ, ვისთვისაც პიროვნულად ცოდვის აღიარება მართლაც არ არის ადვილი. უფალი ბრძანებს, "ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი" (მთ. 10:37). როდესაც ქრისტიანს საკუთარ დედაზე მეტად ღმერთი უყვარს, მძიმე მოსასმენია, მაგრამ ეს შეიძლება მართლაც დიდსულოვნება იყოს. ღმერთის მოყვარული ადამიანი, უწინარესად, კარგი შვილია, ამ შემთხვევაში მასში ჩვეულებრივ მიწიერი გრძნობა შეიძლება სულიერებამ დაჯაბნოს. მაგრამ თუ შვილი რაიმე თვალსაზრისით დაუშვებს, რომ მას შეუძლია საკუთარ დედას გული ატკინოს, ან თუ ფიქრობს, რომ მიწიერ გრძნობებზე მაღლა დგას, სინამდვილეში კი ამ აზრებით ბუნებრივზე დაბლა დაეცა, სამარცხვინოა. ძნელია ღვთის ნების აღსრულება მათთვის, ვისთვისაც ეს მართლა ძნელია. ფრანსუა მორიაკს "ქრისტეს ცხოვრებაში" ერთი საშინელი სცენა აქვს აღწერილი: უფალი იმის შესახებ საუბრობს, რომ ის მოვიდა, რათა ძე მამას ჩამოაშოროს და ასული - დედას, და ამ სიტყვების გამო იუდას გარდა, ყველა მოციქული საშინელ განცდებშია. "რამ შეაშინა ეს ხალხი?" - გაიფიქრა იუდამ... იესოში სწორედ თავისთავადობა მოსწონდა იუდას. ასევე იუდას მოსწონდა, რომ ადამიანის სიმდაბლეს იესო ბოლომდე ჭვრეტდა". დასასრულ, უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ორგვარი სულიერი მდგომარეობა გვაძლევს საშუალებას, უყოყმანოდ მივიღოდ იესო ქრისტეს პარადოქსები. უფალო, შეგვიწყალე და დაგვიცავი ერთ-ერთი მათგანისგან!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქრისტეს აღდგომა ჩვენი სარწმუნოების ქვაკუთხედია. ეს მოვლენა დღესაწაულთა დღესასწაულია, ვინაიდან სწორედ მისით დამარცხდა სიკვდილი, ცოდვა და ეშმაკი.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler