იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეხვედრა მართლმადიდებელი მედიის წარმომადგენლებთან
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეხვედრა მართლმადიდებელი მედიის წარმომადგენლებთან
ID ბარათების შემოღების საკითხს პრობლემად ვაღიარებთ და ვცდილობთ მის იდენტიფიკაციას. ამ საკითხზე ჯერაც ბუნდოვანი წარმოდგენა არსებობს საზოგადოებაში; ერთი ნაწილი ფიქრობს, ამ საბუთების მეშვეობით გამორიცხული არ არის ვიღაც კოსმოსიდან გვაკონტროლებდეს, მეორე ნაწილი ბიომეტრიულ პასპორტებს რაღაც აპოკალიფსურ მოვლენას უკავშირებს, ყველაზე ზომიერი პოზიცია, რაც კი ამ თვალსაზრისით მომისმენია, ის არის, რომ ამ ბარათების შემოღება არ არის სამყაროს აღსარულის ნიშანი, თუმცა წინაპირობაა იმისა, სახელმწიფო უფრო შორს წავიდეს მოქალაქის კონტროლის მექანიზმების შემოღებით, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა მართლმადიდებელი მედიის წარმომადგენლებთან გამართულ პრესკონფერენციაზე. შეხვედრის თემა სწორედ ჩიპიანი ბარათების შემოღებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას შეეხებოდა, რომელიც მორწმუნე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დღესაც აშფოთებს. მინისტრის მოსაზრებით, საჭიროა საფუძვლიანად გავერკვეთ ვითარებაში, შევისწავლოთ ყველა არგუმენტი, რის გამოც მრევლი სიფრთხილეს იჩენს და პროტესტს გამოთქვამს ამ პასპორტების მიმართ.

ყველასთვის ცნობილია, რომ ID ბარათები ახალ ხელისუფლებას არ შემოუღია, თუმცა აღმოვჩნდით დილემის წინაშე, ერთი მხრივ სახეზეა ხალხის მოთხოვნა ალტერნატიული საბუთების შემოღებასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ, არსებობს ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უპირობო მოთხოვნა ქვეყნის აიდიზაციის მიმართულებით, რაზეც დამოკიდებული იქნება საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესი. ამას შიში არ მალაპარაკებს და ამის გამო გავწირავ რაიმე ღირებულს, - განაცხადა თეა წულუკიანმა, - მინდა იცოდეთ, როგორია რეალობა, რათა საბოლოოდ მივიდეთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც არ დააზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს.

მინისტრმა ID ბარათების დადებით მხარეზეც ისაუბრა, მისი აზრით, უპირველესად, ეს არის გაუყალბებელი არჩევნების ერთ-ერთი გარანტია. არსებობს სხვა ინტერესებიც, რომელიც კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, - აღნიშნა მან.

ქ-ნმა თეა წულუკიანმა უპასუხა ჩვენს შეკითხვებს, რომელიც ჟურნალ "კარიბჭის" მკითხველთა ინტერესების გათვალისწინებით მომზადდა.

1. ვისაც ძველი, უვადო პირადობის მოწმობები შენარჩუნებული აქვთ, იქნება თუ არა სავალდებულო მათი ID ბარათებით შეცვლა?

2. რამდენი ადამიანი სარგებლობს დღეს ჩვენს ქვეყანაში ახალი ბარათით?

3. ევროპის რომელმა სახელმწიფოებმა თქვეს უარი ჩიპიან პირადობის მოწმობებზე, თუ არის ცნობილი უარის თქმის მოტივები და როგორია ამის შემდგომ ევროკავშირის განწყობა ამ ქვეყნებისადმი?

4. რომელ ქვეყანაში იბეჭდება ID ბარათები და სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, რამდენად გარანტირებულია მათი საიმედოობა?

თეა წულუკიანი: ძველი უვადო პირადობის მოწმობების მფლობელებს სახელმწიფო არ ავალდებულებს ახალი ბარათების აღებას. თუ, რა თქმა უნდა, მათ თვითონ არ გაუჩნდებათ ID ბარათების აღების სურვილი, შეეძლებათ, უვადო პირადობის მოწმობებით ისარგებლონ.

საქართველოში დღეს 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს ახალი ბარათებით. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შეესწავლა საზოგადოებრივი აზრი ამ ბარათების მიმოქცევაში შემოსვლამდე. სასურველი იყო, ასეთი სახის შეხვედრები გამართულიყო, მომხდარიყო ამ საკითხის საჯარო განხილვა. ახლა ჩვენ გვიწევს ამ შეცდომის გამოსწორება.

უკრაინისა და საბერძნეთის გარდა, პირადად ჩემთვის არ არის ცნობილი სხვა სახელმწიფოები, რომლებმაც უარი თქვეს აიდიზაციაზე. თუ უკრაინის მაგალითზე ვიმსჯელებთ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ევროკავშირმა შეწყვიტა ამ ქვეყანასთან მოლაპარაკება გაწევრების თაობაზე. ამ ორგანიზაციის უპირობო მოთხოვნაა აიდიზაცია, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირში გაწევრების სურვილს გამოთქვამენ. რაც შეეხება ამ ორგანიზაციაში უკვე გაწევრებულ სახელმწიფოებს, არა მგონია, დადგეს მათი კავშირიდან გარიცხვის საკითხი, თუკი ისინი უარს იტყვიან ამ ბარათებით სარგებლობაზე.

ვერაფერს მოგახსენებთ იმის შესახებ, თუ რა მოტივით ითქვა უარი, რადგან ამის შესახებ არაფერი მსმენია.

ID ბარათები იბეჭდება საქართველოში: თბილისში, ქუთაისში, გორში, თუ რამდენად არის გარანტირებული მათი საიმედოობა სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, ამის შესახებ თქვენთან ერთად მეც სიამოვნებით მოვისმენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, ბატონ ლევან სამადაშვილის ინფორმაციას, რომელიც ახლახან დაინიშნა ამ თანამდებობაზე.

შეხვედრაზე ბ-ნმა ლევან სამადაშვილმა დაწვრილებით ისაუბრა ID ბარათებზე და უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს. მან შეხვედრის მონაწილეებს (რომელთა შორისაც იყვნენ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის მონაზვნები) განუმარტა, რომ პირადობის მოწმობა ადამიანის ვინაობის დამადასტურებელი საბუთია, ამიტომ იგი შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას პიროვნებაზე. აუცილებელია პირადობის მოწმობა, იგი იმითაც განსხვავდება ძველი ლამინირებული დოკუმენტისგან, რომ მასში მოთავსებულია მიკროჩიპი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მისი შეყვანა კომპიუტერულ ქსელში სხვადასხვა ოპერაციის საწარმოებლად.

დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით თითქოს შესაძლებელი იყოს ID ბარათებით ადამიანის გაკონტროლება და მასზე არსებული ინფორმაციის გაშიფვრა, რასაც პირადად მე გამოვრიცხავ, ID ბარათებს თუნდაც მობილური ტელეფონებისგან განსხვავებით, კვების წყარო არ გააჩნიათ, იგი რომ მზის ენერგიაზე მუშაობდეს, მზის ბატარეა ზომით ძალიან დიდია და ეს ფიზიკურად წარმოუდგენელია. ბარათის ჩიპში ის ინფორმაციაა შეყვანილი, რომლის წაკითხვა გარედანაც შესამჩნევია. სხვა ბიომეტრიული პასპორტებისგან განსხვავებით, მასში თითის ანაბეჭდიც არ არის და არც პლასტიკური ბარათების ფუნქციებს ითავსებს, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამას ბანკებიც არ დაუშვებდნენ ბიზნესის დაკარგვის შიშით, ბანკები ხომ 2 წელიწადში ერთხელ მაინც აიძულებენ კლიენტებს პლასტიკური ბარათის შეცვლას, ამდენად, ID ბარათების პლასტიკურით ჩანაცვლება გამორიცხულია.

ბ-ნი ლევან სამადაშვილის განცხადებით, ID ბარათებს არც თუ ისე მრავალმხრივი გამოყენება აქვს, მისი მეხსიერება მხოლოდ 80 კილობაიტია, საუბარი აიდიზაციის უკიდეგანო შესაძლებლობებზე გაზვიადებულია.

ვისაც სურვილი ექნება, გამოიყენოს ID ბარათი, როგორც პირადობის მოწმობა და არ აპირებს მას ელექტრონული ფუნქცია შესძინოს, უბრალოდ არ უნდა ჩართოს ბარათი კომპიუტერულ ქსელში და ამით გადაწყდება ეს პრობლემა. აიდიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნაა, რომელიც ნატოსთან, ევროკავშირთან, ევროსაბჭოსთან და გაეროსთან მოლაპარაკებისას აქტუალურია.

ჩვენს შეკითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი ID ბარათებში შეყვანილი იყოს უნივერსალური საერთაშორისო ფარული კომპიუტერული კოდი "666", რომელიც ბოლო პერიდოში პროდუქტების ეტიკეტებზეც კი გვხვდება, ბატონმა ლევანმა გვიპასუხა: "ჩვენ ამოვაგდეთ პირადობის მოწმობების რიგით ნომრებში ამ ციფრის დაწყვილების შესაძლებლობა", თუმცა, როგორც საუბრის დროს გაირკვა, თუ ეს კოდი ბარათში საიდუმლოდ არის შეყვანილი, შეუძლებელი იქნება ადგილობრივ დონეზე მისი გაუქმება.

ვითვალისწინებთ მორწმუნე საზოგადოების დიდ ინტერესს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler