ასე მგონია, უფალსა და დედა ღვთისას ვულაგებ საცხოვრებელ სახლს, ვუგვი ეზოს
ასე მგონია, უფალსა და დედა ღვთისას ვულაგებ საცხოვრებელ სახლს, ვუგვი ეზოს
"შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა, უფალო", - ფსალმუნის ეს სიტყვებია წარწერილი ტაძრების კარიბჭეებზე. მართლაც, უფალი ყველგან არის და "ყოველსავე აღავსებს", მაგრამ განსაკუთრებით ტაძარშია დავანებული მადლი სულისა წმინდისა. ეკლესია წმინდაა, რადგან წმინდაა მისი დამფუძნებელი - უფალი, რომელმაც მისი უბიწოებისთვის სისხლი დათხია. უფლის მადლი უხილავად მოქმედებს საეკლესიო საიდუმლოებებში, რომელთა მეშვეობით ჩვენ ცოდვათაგან განვიწმინდებით. "სახლსა შენსა შვენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა", - ამბობს დავით მეფსალმუნე. მოვლა, ზრუნვა, დასუფთავება სჭირდება უფლის სამყოფელს - იმ ტაძარსაც, რომელიც სულში სათნოებათაგან შენდება და იმასაც, რომელიც ქვისგან არის ნაშენი.

ტაძრის დამლაგებლის ღვაწლი თითქოს იმდენად არ ჩანს, რადგან იგი უშუალოდ საეკლესიო მსახურებაში არ მონაწილეობს, მაგრამ მისი მსახურება არანაკლებ დასაფასებელი და სათნოა უფლისათვის. მაცხოვრის მოწაფე მენელსაცხებლე დედებიც უფალს თავმდაბლობითა და ერთგულებით ემსახურებოდნენ, საყოფაცხოვრებო საქმეებზე ზრუნავდნენ და როდესაც უფალი თვით მოციქულებმაც კი მიატოვეს ჯვარზე, მენელსაცხებლე დედების სიყვარულმა და თანაგრძნობამ შიშს სძლია - ისინი მამაცურად იდგნენ წამებული მოძღვრის გვერდით.

ღმერთმა ადამიანებს სხვადასხვანაირი ნიჭი უბოძა. მთავარია, რამდენად გაამართლებს ნდობას და როგორ ჩააყენებს ღვთის სამსახურში ადამიანი მისთვის "რწმუნებულ ტალანტს". თუკი კაცი "მცირესა ზედა სარწმუნოა", მას უფალი დიდ მადლსაც უბოძებს.

მაყვალა ბასილაშვილი, ნაცნობებისთვის, უბრალოდ, მაყვალა დეიდა, რაც პენსიაზე გავიდა, მას შემდეგ სიონის ტაძარში დამლაგებლად მუშაობს. ის მორწმუნე ოჯახში დაიბადა და ღვთის სიყვარული დედის რძესთან ერთად შეითვისა. სიონთან ახლოს ცხოვრობდა. "აქ ავიდგი ფეხი და აქ დავბერდიო", - იტყვის ხოლმე. ის ბედუკუღმართი დროც კარგად ახსოვს, როცა წირვას 2-3 კაცი თუ ესწრებოდა...

სიზმარივით გაიპარა ცხოვრება... ამ ხნის მანძილზე მოდიოდნენ და მიდიოდნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები: მელქისედეკი, ეფრემ II, დავით V... "ყველას თავისი განუმეორებელი ღირსება და მადლი ჰქონდაო, - გვიმხელს. ტაძრის ყოველი კუნჭული თანაზიარი და შემნახველია ამ მრავალჭირვარამგამოვლილი ქალბატონის სულის შეუმჩნეველი ნაწილისა, ამიტომაც თითოეული ქვა უყვარს, ეფერება და დაჰკანკალებს. სიონის ზარების რეკაც მალამოსავით ესალბუნება მის სმენას და ბედნიერია, რომ ღმერთმა თავის სახლში მოუწოდა მსახურებად.

- რას ნიშნავს თქვენთვის ტაძარში მსახურება და რა მოეთხოვება ტაძრის დამლაგებელს?

- ტაძრის დამლაგებელი ღვთის მსახურია. დალაგებას რომ მოვრჩები, ღვთისმშობლის ხატთან მივდივარ და პატიებას ვთხოვ, რომ სათანადოდ ვერ ვემსახურე, კარგად ვერ დავალაგე ტაძარი. ასე მგონია, უფალსა და დედა ღვთისას ვულაგებ საცხოვრებელ სახლს, ვუგვი ეზოს. მეშინია, უფალი არ გავანაწყენო ჩემი უგულისყურო საქციელით, ტაძარში ხმამაღლა საუბრით. ასეთ რამეებზე დღისით იმდენად არ ვფიქრობ, ღამღამობით ვასწორებ ხოლმე ანგარიშს საკუთარ თავთან და უფალს პატიებას ვთხოვ. გარდა ამისა, ტაძარში უამრავი ხალხი შემოდის, რომელთაც დამლაგებელი არაფრად მიაჩნიათ. უხეშადაც ბევრს მოუმართავს, მაგრამ ვცდილობ, უკადრისი პასუხი არავის გავცე, უტაქტო შენიშვნა არავის მივცე. ტაძარში მსახურება საპასუხისმგებლო საქმეა. თუ შეუდექი და ემსახურები უფალს, აღარ უნდა იდრტვინო, დაღლილობის დროს არ უნდა იწუწუნო. წუწუნით მადლი იკარგება. მე ეს მჯერა, ამიტომ ვცდილობ, არ ვთქვა სიტყვა "დავიღალე". შეიძლება კიდეც მოვხუცდი, ძალ-ღონე ძველებურად აღარ მერჩის, მაგრამ ჩემს უძლურებას ტაძრის მსახურების დროს არასოდეს ვავლენ. ვცდილობ, ჩემი მოვალეობა პირნათლად შევასრულო.

- განსაკუთრებით ალბათ დღესასწაულებზე გემატებათ ჯაფა...

- რა თქმა უნდა. დღესასწაულებზე უამრავი ხალხი შემოდის, უამრავი სანთელი იღვენთება იატაკზე, შანდლები ისვრება. ორმაგად და სამმაგად გვიწევს შრომა. ხანდახან ღამეც კი გვითევია, რათა დილისათვის ტაძარი დაკრიალებული და გაბრდღვიალებული ყოფილიყო.

- ეკლესიაში ბავშვობიდანვე დადიოდით. რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში ტაძარში მსახურების დაწყებამ?

- მართლაც, არც კი მახსოვს, პირველად როდის მოვედი ეკლესიაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტაძარში ვმუშაობ, ქრისტიანული ცხოვრების მადლი უფრო მეტად შევიგრძენი. როცა რაიმეს ვაშავებ, პირველ რიგში, ღმერთის მეშინია, შემდეგ კი მოძღვრის, რადგანაც მასთან მომიწევს ცოდვების აღიარება. ვცდილობ, არ ვაწყენინო უფალს და გავუფრთხილდე ჩემს მოძღვარსაც, რადგან იგი ღვთის წინაშე პასუხისმგებელია ჩემს სულზე.

- არაერთ კათოლიკოს-პატრიარქს მოესწარით. როგორ გაიხსენებდით მათ?

- მახსოვს, პატრიარქი მელქისედეკი რა დიდებულად იდგა ამბიონზე. მისი ქადაგებები გულს გვითბობდა. მერე უწმინდესი ეფრემ II აღსაყდრდა საკათოლიკოსო ტახტზე. ბავშვივით სათუთი და საყვარელი ადამიანი იყო, თითქოს კაცის სულსა და გულს ჭვრეტდა. უწმინდესი დავით V-ის ქადაგებები და რჩევა-დარიგებებიც ძალიან შემეწია ცხოვრებაში.

- მის უწმინდესობაზე, ილია II-ზე რას გვეტყვით?

- შეჭირვებისას უფალსა და წმინდანებს ვევედრები, დამიფარონ. ჩვენს პატრიარქთან მისვლას, რა თქმა უნდა, მე ვერ გავბედავ, მაგრამ ზეთისცხების დროს ხატს რომ ვემთხვევი ხოლმე, ვიდრე უწმინდესს მივუახლოვდები, იმ რამდენიმე წამის განმავლობაში მის ანგელოზს ვეხვეწები, დამეხმაროს. ჩვენი პატრიარქი დიდსულოვანი და უაღრესად კეთილშობილი ადამიანია. უდიდესი უბედურება დამატყდა თავს - 39 წლის შვილი გარდამეცვალა. უწმინდესთან შემიყვანეს. ჯერ ორმოციც არ იყო გასული. როდესაც ჩემი უბედურების ამბავს ვუყვებოდი, ისეთი თანაგრძნობით მიყურებდა, მივხვდი, ჩემი შვილის სიკვდილს საკუთარივით განიცდიდა. მაშინ სასოწარკვეთილი ვიყავი, ბევრი შეცდომაც დავუშვი, მაგრამ მან ისეთი სულში ჩამწვდომი, ზეციურ მანანასავით მანუგეშებელი სიტყვები მითხრა, ერთბაშად გამოვფხიზლდი, თითქოს მკვდრეთით აღვდექი, სიცოცხლის ძალა, რწმენა და იმედი დამიბრუნდა... ჩვენს პატრიარქს ბევრი ალბათ ისე არ იცნობს, როგორც ჩემმა გულმა გაიცნო. მინდა, მისი მადლის ძალა ყველამ იგრძნოს. ღმერთმა გააძლიეროს პატრიარქი და დიდხანს აცოცხლოს ჩვენი ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ.

- ტაძრის იკონომოსს როგორი დამოკიდებულება აქვს თქვენთან?

- ტაძრის განმგებელი დედა ბარბარე ძალიან გულისხმიერი ადამიანია, სისუფთავისა და წესრიგის დიდი მოყვარული. ზრუნავს, რომ ტაძარი კარგად დალაგდეს. თანამშრომლების მიმართაც უზომოდ გულისხმიერია. ჭირსა თუ ლხინში გვერდით გვიდგას. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მისი სიტყვები და რჩევა-დარიგებები ბევრჯერ გამომადგა ცხოვრებაში. რაც ტაძარში ვმუშაობ, არაერთხელ შემხვედრია უსიამოვნებანი, ზოგჯერ გავნაწყენებულვარ კიდეც. დედა ბარბარე ტკბილად, მორიდებით მთხოვს, მოვითმინო, მეუბნება, რომ მოთმინების გარეშე ქრისტიანობა არაფერია, რომ ბოროტებაზე სიკეთით უნდა ვუპასუხო. თავისი ტაქტიანი რჩევებითა და პირადი მაგალითით დედა ბარბარე ძალიან მეხმარება და გზას მინათებს.

- რას ნიშნავს თქვენთვის სიონი?

- ჩემი შვილები თითქმის აქ გავზარდე. ჩემი შვილიშვილი დათო ამ ტაძრის მნათე და სტიქაროსანი გახლდათ... ბოლოში რომ გავდივარ, ჩამოვჯდები და დიდხანს გავყურებ ხოლმე მორეცხილ იატაკს. გულს მიხარებს მისი სისუფთავე და სილამაზე. მიყვარს ყველა ქვა, "მრავალ დროების მოწამე" ეს კედლები. შეიძლება, მკრეხელობაა, მაგრამ ხანდახან სიონი ჩემი მშობლიური სახლი მგონია. მივდივარ ხოლმე დედა ღვთისმშობლის ხატთან და ვევედრები: იქამდე მაცოცხლე, სანამ შემეძლება, სიონს ვემსახურო-მეთქი. ცხოვრებისეული ქარტეხილებისგან სიონი დედასავით მიფარავდა და მანუგეშებდა, ამიტომ იგი ჩემთვის ყველაფერია. მინდა, ჩემი პატიოსანი მსახურებით უფალს მოკრძალებული მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის.

ესაუბრა
ლელა ჩხარტიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
25.06. 2014
მანანა ლალიაშვილი
გული ამიჩუყდა,რა თბილი და ტკბილი სტატიაა
24.06. 2014
ნინო შერმაზანაშვილი
ღმერთმა შეისმინოს შენი წმიდა ლოცვა-ვედრება ჩემო ტკბილო მაყვალა დეიდა,შენი უმწიკვლო და თვდადებული ღვაწლი შეიწიროს უფალმა და დღეგრძელი სიცოცხლე მოგმადლოს.მომიხსენე შენს წმიდა ლოცვებში. დედა ეკლესიის სიონის ყოფილი მრევლი ნინო და გიორგი ოჯახით........
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler