ჩემს წინ სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა
ჩემს წინ სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა
საქართველოში მოქმედი მრავალი მართლმადიდებლური ტაძრის მესანთლეთა შორის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მსახური, ეროვნებით ქურთი ვიქტორ ავდოიანი შევარჩიეთ, რომელიც საოცარმა შემთხვევამ მიიყვანა ჭეშმარიტ რწმენამდე. ამ შემთხვევის შემდეგ ვიქტორი მართლმადიდებლური წესით მოინათლა, რამდენიმე წლის წინ კი ტაძრის მსახურიც გახდა...

- ჩვეულებრივ ქურთულ ოჯახში დავიბადე, სხვა ბავშვებისგან განსაკუთრებით არაფრით გამოვირჩეოდი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეზოში თამაში და ქუჩაში დგომა არასოდეს მიტაცებდა. მერჩივნა, შინ ვმჯდარიყავი და მეკითხა.

1994 წელს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში, მეტროს ვაგონში შემთხვევით ვიღაც ქალიშვილის გვერდით აღმოვჩნდი, რომელსაც ხელში შუშადაფარებული ანთებული სანთელი ეჭირა სათუთად. ძალიან დავინტერესდი და იმ გოგონას გავყევი. ვარკეთილში ჩამოვიდა. გამოლაპარაკება ვერ გავუბედე, უსიტყვოდ მივყვებოდი გვერდით. გასასვლელთან ორპირმა ქარმა სანთელი ჩაუქრო. გოგონა სევდიანად დააცქერდა ჩამქრალ სანთელს. როგორც იქნა გავბედე და ვკითხე, რატომ დააღონა ასე ძალიან სანთლის ჩაქრობამ. ამიხსნა, რომ იერუსალიმიდან პატრიარქის მიერ ჩამოტანილი ღვთაებრივი ცეცხლი მიჰქონდა შინ, რაც უდიდესი მადლია. მთხოვა, ეკლესიაში გავყოლოდი სანთლის მადლმოსილი ცეცხლით ასანთებად. გზად მიამბო, როგორ ხდებოდა უფლის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა. ქაშვეთის ეკლესიაში გოგონამ კვლავ აანთო სანთელი, მაგრამ ვარკეთილის მეტროს გასასვლელში იგივე გამეორდა. ამ ამბავმა ძალიან გაგვაკვირვა და გადავწყვიტეთ, ისევ გავბრუნებულიყავით ცეცხლის წამოსაღებად.

ტაძარში მისვლამდე გოგონას ქრისტიანული სჯულის შესახებ ვეკითხებოდი, ქაშვეთში კი ერთი ახალგაზრდა გამაცნო, რომელმაც მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ მიამბო. ჩემს წინ სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა, რამაც უსაზღვროდ დამაინტერესა. იმ წუთიდან გადავწყვიტე, მართლმადიდებლური სარწმუნოება რაც შეიძლება ღრმად შემესწავლა... ტაძრიდან ცეცხლი კვლავ წამოვიღეთ, იმ ადგილსაც გავცდით, სადაც ცეცხლი ორჯერ ჩაგვიქრა, მაგრამ როდესაც გოგონას სახლთან მივედით, სანთელი მოულოდნელად, სრულიად უქარო ადგილას ჩაქრა. ვერაფრით ავხსენით, რისი ნიშანი უნდა ყოფილიყო ეს, მოგვიანებით კი ერთმა მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცეულმა ამერიკელმა ამიხსნა, ღვთაებრივი ცეცხლი ასეთ ადგილას იმიტომ ჩაქრა, რომ შენს გულში აინთოო...

- რაკი ჭეშმარიტ რწმენამდე ანთებულმა სანთელმა მიგიყვანა, სანთლის მნიშვნელობასა და დანიშნულებასაც შეიტყობდი...

- მალე მართლაც მოვინათლე და მოძღვარსაც დავემოწაფე. შევიძინე მართლმადიდებლური ლიტერატურა, მოვილოცე საქართველოს თითქმის ყველა ეკლესია და მონასტერი, რადგან მსურდა, ყველაფერი შემეტყო, რაც მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ეხებოდა. შევიტყვე სანთლის ისტორია და მნიშვნელობა, ვიცი, რომ წმინდა სანთელი მორწმუნე ადამიანის ლოცვის სიმბოლოა, მისი ალი კი გამოხატავს ღვთაებრივ ნათელს, რომელიც თავისი წვით დაუღამებელ ნათელს გვახსენებს, ღვთის სამსჯავროს წინაშე გამართლებულ ადამიანებს რომ ელით ცათა სასუფეველში. მას მრავალი სხვა სულიერი მნიშვნელობაც აქვს. მაგალითად, ხატის წინ სანთელს ვანთებთ, რათა გამოვხატოთ ღვთისადმი სითბო, ცეცხლოვანი სიყვარული და რწმენა და იმედი ამ წმინდანების შეწევნისა.

ეკლესია გვასწავლის, რომ ადამიანის მიწიერი სიცოცხლეც ანთებულ სანთელს უნდა ემსგავსებოდეს, მის მსგავსად უნდა აინთოს ღვთის სიყვარულით მის მცნებათა აღსასრულებლად.

სანთელს აქვს საეკლესიო შესაწირის სახეც, რადგან ეკლესიაში მის შესაძენად გაღებული თანხით მატერიალურად ვეხმარებით ტაძარს. ღვთის ტაძარზე ზრუნვა ხომ ყველა ადამიანს ევალება.

სანთელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს - ანთებული სანთლის წინაშე ლოცვა გვეხმარება გონების მოკრებაში და ლოცვის დროს ყურადღება აღარ გვეფანტება.

- უმთავრესად რომელ საქმეებს ხმარდება სანთლის გაყიდვით შეკრებილი თანხა?

- ამის ცოდნა მესანთლის მოვალეობაში არ შედის, მაგრამ, როგორც გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობდა, ყოველი ქართველი დღეში თითო სანთელს მაინც რომ დაანთებდეს, შესამჩნევად გავძლიერდებოდით, მნიშვნელოვნად გაიოლდებოდა ქვრივ-ობოლთა და ღატაკთა შენახვა და მფარველობა, ეკლესია-მონასტრების მშენებლობა და აღდგენა. აქედან ჩანს, რომ სანთლის გაყიდვით შემოსული თანხით ბევრი ღვთიური საქმე კეთდება - ღარიბ-ღატაკთა დახმარება, ეკლესიის შეკეთება და სხვა.

- უპირველესად რა თვისებები უნდა ჰქონდეს მესანთლეს ტაძარში შემსვლელ ადამიანებთან ურთიერთობისას? მათთან ხომ ყველაზე მეტად სწორედ მესანთლეს უხდება ურთიერთობა. ტაძარში კი ხშირად არაეკლესიური ადამიანებიც შედიან, რომლებიც ელემენტარულ საეკლესიო წესებსაც არ იცნობენ...

- ტაძარში შესულთან ურთიერთობისას მესანთლეს, პირველ რიგში, ქრისტიანული სიმშვიდე და მოყვასის სიყვარული სჭირდება, რათა თავისი საქციელით დაბრკოლება არ შეუქმნას ეკლესიაში მოსულს. ხშირად სანთლის შესაძენად ერთად რამდენიმე ადამიანი მოდის, რიგში დგომას ვერ ეგუებიან, ყველას სურს, პირველმა შეიძინოს სანთელი. ასეთ დროს სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო. როცა ტაძარში შემოსულ ადამიანს რაიმე მითითებას აძლევ, ეს აუცილებლად სიყვარულით უნდა გააკეთო, ისე ასწავლო, როგორც ამას უფალი გვავალებს.

ხშირად ხდება, რომ სანთლის შესაძენად რამდენიმე ახლობელი ერთად მოდის და ყველა მათგანს სურს, თვითონ გადაიხადოს სანთლების საფასური. მე მათ ვურჩევ, რომ სასურველია, უფლის ტაძარს საკუთარი შრომით მოპოვებული თანხა შესწირონ - ე.ი. ყველამ ცალ-ცალკე შეიძინოს სანთელი, ის თანხა კი, რომლითაც ახლობლებისთვის სანთლები უნდა შეეძინათ, ისე შესწირონ ტაძარს, რისთვისაც ეკლესიაში რამდენიმე სახის შესაწირავის ყუთი დგას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler