ქრისტეს გზა, კაცობიდან ღმერთობისაკენ, ტანჯვაზე გადის...
ქრისტეს გზა, კაცობიდან ღმერთობისაკენ, ტანჯვაზე გადის...
2013 წლის 14 იანვარს, დილის 9.00 სთ-ზე, საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო სადისერტაციო კომისიის სხდომა , რომელზეც 10 კანდიდატს მიენიჭა საღვთისმეტყველო ხარისხი. კომისიას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. სადისერტაციო კომისიის წევრები იყვნენ როგორც ქართველი მეცნიერები, ასევე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ღვთისმეტყველები: მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), ზიმბაბვესა და ანგოლის მიტროპოლიტი სერაფიმე, კონსტანტისა და ამოქოსტოსის მიტროპოლიტი ვასილიოსი, არქადიის მიტროპოლიტი ბასილიოსი, მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი), გორლიცის ეპისკოპოსი პაისი და აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი მიენიჭათ: მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი), პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, პროფესორ ედიშერ ჭელიძეს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს, დეკანოზ მიქაელ გალდავას, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს, დეკანოზ ბიძინა გუნიას, არქიდიაკონ დემეტრე დავითაშვილს, დეკანოზ გიორგი გუგუშვილს და გიორგი ანდრიაძეს.

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს თეთრ სამღვდელოებაში იერარქიულად ყველაზე მაღალი საფეხური უკავია, ამასთან, მამა გიორგი 2009 წლის 23 ოქტომბრიდან თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორია. მის სასულიერო კარიერას მიტრა, ორჯვრიანი დეკანოზის წოდება, ანტიოქიის, იერუსალიმის, საბერძნეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის ეკლესიათა ორდენები და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა გიორგის უმაღლესი ჯილდოც ამშვენებს.

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ბავშვობისა და ყმაწვილკაცობის უმძიმესი ჯვარი არგუნა განგებამ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსიყვარულე გულით, სიკეთით, უბრალოებით, პატიოსნებითა და შრომისმოყვარეობით სამაგალითო და მისაბაძი გახდა სხვებისთვის.

მამა გიორგი, ერისკაცობაში გია ზვიადაძე, დაიბადა 1963 წლის 22 ივნისს, წყალტუბოს რაიონის სოფელ გუბრაში. 3 წლისას დედა გარდაეცვალა. დაქვრივებული მამა, სამი მცირეწლოვანი შვილითურთ, ხაშურში გადავიდა საცხოვრებლად. 11 წლისას მამაც გარდაეცვალა და თავის ორ დასთან ერთად, ახლო ნათესავებისა და სკოლის პედაგოგთა გადაწყვეტილებით, ხაშურის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს აღსაზრდელად.

პროტოპრესვიტერი გიორგი:
- ბავშვთა სახლში ბევრი ღირსეული ადამიანი აღიზარდა და მათთან დღემდე არ გამიწყვეტია კავშირი. შევინარჩუნეთ ბავშვობის დიდი სიყვარული და ახლობლობა. ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეებისგან განსხვავებით, ჩვენ სულ სხვაგვარი მეგობრობა გვქონდა, რადგან ერთ დიდ ოჯახში ვიზრდებოდით.

პროფესორი გრივერ ფარულავა: - მამა გიორგი ზვიადაძემ რაც ფეხი აიდგა, ძალიან ძნელი გზით იარა დღემდე. ამ გაჭირვებათა სამყაროში გამოიწრთო მისი ნებელობა, სულიერად დაიხვეწა და ამგვარად ეზიარა იმ მადლსა და ჭეშმარიტებას, რასაც სულიერი მოძღვარი ღვთისმსახურებით იღებს.

გიორგი ზვიადაძე, უპირველესად, თავისი ცხოვრების წესით ისწავლიდა ამ ჭეშმარიტებას, ქრისტეს გზა, კაცობიდან ღმერთობისაკენ, ტანჯვაზე გადის...

გრიგოლ ხანძთელი ბრძანებდა, მღვდლობა ქრისტეს ნაცვალობააო. ხუცესი მიუძღვის კაცსა და საზოგადოებას უფლისაკენ.

მამა გიორგი მოძღვარია მრევლისა, მოძღვარი ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, ამასთან ასწავლის და ხელმძღვანელობს სამეცნიერო და საგანმანათლებლო კერას - თბილისის სასულიერო აკადემიას. იგი ორივე უღელს ეწევა დიდი სიყვარულთა და შემართებით.

მამა გიორგიმ ხაშურის სკოლა 1980 წელს დაამთავრა, 2 წლის შემდეგ, 19 წლის იყო, როცა მარტყოფის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ლალი გაგნიძეზე დაიწერა ჯვარი.

პროტოპრესვიტერი გიორგი: - ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. ძალიან თბილი, გულისხმიერი, კეთილშობილი ადამიანი იყო და კარგად ესმოდა ჩემი. ორი ვაჟი შეგვეძინა - გიორგი და თორნიკე, რამაც სასიკეთოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება. მყავს 3 შვილიშვილი - მარიამი, ანასტასია და ელენე.

მართალია, ბერობა არ აღმოჩნდა მამა გიორგის მოწოდება, თუმცა ბავშვობის ოცნებამ გადააწყვეტინა ჩაებარებინა სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა. წარმატებით დაასრულა სასულიერო აკადემია, ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი ინგლისური ენის სპეციალობით. მოგვიანებით კი დაეუფლა სინქრონული თარგმანის ოსტატობას მთარგმნელ-თარჯიმანის კვალიფიკაციით. ამავე პერიოდს უკავშირდება მისი აქტიური სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

1996 წლის 6 მაისს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დიაკვნად დაასხეს ხელი, იმავე წელს აკურთხეს მღვდლად. ორივე კურთხევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღასრულა და ამას ჰქონდა მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა.

პროტოპრესვიტერი გიორგი: - როდესაც ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, ადვილი არ არის სულიერი მოძღვრის შერჩევა, მის გარეშე კი რაიმე წარმატებას ნაკლებად მიაღწევ სულიერ ცხოვრებაში. ამის დასტურად გამოდგება გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება, სხვა მამებზე რომ არაფერი ვთქვათ, ადამიანი თავის ცხოვრებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ წარმართავს ღვთის მოსაწონად სულიერი მოძღვრის გარეშე. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თავად როგორი პიროვნებაა სულიერი მოძღვარი, თუმცა ყველა უაღრესად პატივსაცემია, როგორც ღვთის მიერ ნაკურთხი და საღმრთო მადლის მატარებელი.

ზოგჯერ ადამიანი ვერ წარმოაჩენს საკუთარ თავს მოძღვართან ისე, როგორც საჭიროა, რადგან უჭირს საკუთარი სისუსტეების აღიარება, ამიტომ მოძღვარი ძალიან ყურადღებით უნდა შევარჩიოთ, აუცილებელია ისეთი მოძღვარი ჰყავდეს, რომელიც მას უხერხულობას გაუფანტავს, გაამხნევებს, დაამშვიდებს და სასარგებლო რჩევა-დარიგებას მისცემს, როგორ შეძლოს წმინდა ცხოვრება, გულწრფელობისა და ჯანსაღი ურთიერთობის გარეშე სულიერი წარმატების მიღწევა წარმოუდგენელი მგონია.

1997 წელი წარმატებული აღმოჩნდა მამა გიორგისთვის. გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის მღვდელმსახურების პარალელურად, იგი ჯერ თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დეკანია, 1-ელი ივნისიდან კი, პატრიარქის ბრძანებით, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად ინიშნება, 14 ოქტომბრიდან დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღიყვანეს დეკანოზის ხარისხში, ამავე წელს დაინიშნა საპატრიარქოს საღვთისმეტყველო კომისიის წევრად და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერების ისტორიის შემსწავლელი საღვთისმეტყველო საზოგადოების თავმჯდომარედ.

პროტოპრესვიტერი გიორგი: - ჩემი სასულიერო აკადემიაში მოღვაწეობის პერიოდში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ორჯერ იყო ამ უმაღლესი სასწავლებლის რექტორი, აკადემიამ 1988 წლიდან გარკვეული გზა განვლო, ეს გზა იმ ლოცვა-კურთხევის შესრულება გახლდათ, რომელიც უწმინდესმა ილია მეორემ დაუსახა ამ სასწავლებელს, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ არ უნდა მოვმწყდარიყავით მშობლიურ ფესვებს, აკადემია უნდა გამხდარიყო განათლებისა და მეცნიერების კერა, სადაც ცოდნა და რწმენა ერთმანეთს შეერწყმებოდა და მოხერხდებოდა მათი გამთლიანება. ამ აკადემიის მნიშვნელობა იმით უნდა განსაზღვრულიყო, რომ მას სამეცნიერო ცენტრის მნიშვნელობა შეეძინა, ამ მიზნის განხორციელებას კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩაუდგებოდა სათავეში. მისი უწმინდესობა იმდენად ფართო მასშტაბის ადამიანია, იგი შემოსაზღვრული არ არის მხოლოდ საღვთისმეტყველო განათლებით, ამიტომ მისი რექტორობის პერიოდში უდიდესი მნიშვნელობა მიეცა ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის და სხვა საერო მეცნიერული დისციპლინების შესწავლას, რითიც შეიარაღებულნი უნდა იყვნენ ჩვენი ახალგაზრდები.

1998 წელი იმით იყო მნიშვნელოვანი მამა გიორგისათვის, რომ ამ წელს მან წარმატებულად დაასრულა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა ძველი ქართული ლიტერატურის სპეციალობით, პატრიარქისგან დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით, საქართველოს განათლების სამინისტროს მეთოდსაბჭოში დაინიშნა საპატრიარქოს სპეციალურ წარმომადგენლად. თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიაში ნაყოფიერი მუშაობისთვის დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.

მამა გიორგი არაერთი გამოცემის შემდგენელი და რედაქტორია, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე წმინდა გრიგოლ ნოსელის "ქალწულებისა და საღმრთოისა მოქალაქობისა" (ფილოლოგიურ-თეოლოგიური ანალიზი), თუმცა ყველაზე მეტად ახარებს ღვთისმეტყველების მეცნიერებათა დოქტორის საპატიო წოდება, რომელიც სულ ახლახან ჩატარებულმა სადისერტაციო საბჭომ მიანიჭა ცნობილ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სასულიერო პირთა ერთობლივი გადაწყვეტილებით.

მისი ავტორობით გამოქვეყნებული შრომებიდან განსაკუთრებული მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს "წმინდა გრიგოლ ნოსელის ასკეტური შრომის ექვთიმესეული თარგმანის მიმართება ორიგინალთან (საღვთისმეტყველო კრებული, თბ. 2004 წ. #2), "ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებისადმი მიძღვნილი საკითხები ქართულ საეკლესიო ტრადიციაში" (ლიტერატურული ძიებანი, XXI, თბ. 2000) და სხვა.

შემოგთავაზებთ თბილისის სასულიერო აკადემიაში მამა გიორგის მიერ წაკითხული ლექციის ფრაგმენტს:

"ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: "აჰა, ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელად მისა ემანუელ, რომელიც არს თარგმანებით "ღმერთი ჩვენთან არს", ქალწული მარიამი, სწორედ მაშინ განიზრახვიდა ესაიას ამ სიტყვებს, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი შედის მარიამის სახლში, წმინდა ქალწული ფიქრობდა, როგორ მოხდებოდა ეს, და ვინ იქნებოდა ის გამორჩეული ადამიანი, ვინც უფლის დედობის ღირსი შეიქმნებოდა, თითქოს პასუხად მისი ჩუმი და წმინდა ფიქრებისა, მთავარანგელოზი მიქაელი შედის მასთან და მოიკითხავს იმგვარად, რომელიც მანამდე არავის სმენია დედამიწაზე - "გიხაროდენ" ისრაელში მისალმებას ნიშნავდა და ამ ტერმინს ხშირად იყენებდნენ იუდეველები, როგორც, ვთქვათ, ჩვენ გამარჯობას ვეუბნებით ერთმანეთს. გაბრიელ მთავარანგელოზის მისალმება "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა", ქალწულ მარიამს იმაზე მიანიშნებს, რომ მან განსაკუთრებული მადლი მოიპოვა ღვთის წინაშე თავის გამორჩეული სიწმინდის შედეგად, თქვენ იცით, ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს, განსაკუთრებული ეპითეტებით მოიხსენიებენ ძველი აღთქმის წმინდანები. მას უწოდებენ კვერთხს, მანანას, ტაკუკს, კარტს, კიდობანს და ა.შ. კვერთხი მას უწოდა ესაიამ XI თავის XI მუხლში - "გამოვიდეს ძირისგან იესესისა კუერთხი და ყუავილი ძირითგან მისთა აღმოცენდეს", როდესაც განმმარტებელნი ამ წინასწარმეტყველებაზე ამახვილებენ ყურადრებას, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ჭეშმარიტად აღსრულდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ადარებენ ბჭეს, რომელიც ეზეკიელის წინასწარმეტყველებასთან არის დაკავშირებული: "ბჭე ეგე ეგოს დახშულ და არა განეღოს და არცა ვინ მივიდეს მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაელისა შევიდეს და გავიდეს მიერ და იყოს ბჭე იგი დახშულ", ამით ეზეკიელი მიგვანიშნებს იმაზე, რასაც გაბრიელ მთავარანგელოზი წმინდა ქალწულს ახარებს "გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანაა, კურთხეულ ხარ შენ, დედათა შორის". არის რამდენიმე შესხმა, დაწერილი წმინდა მამების მიერ, რომლებშიც გადმოცემულია ის უდიდესი მნიშვნელობა და სიხარული ამ ხარებისა, სწორედ გაბრიელ მთავარანგელოზის ხარებას მოჰყვა კაცობრიობის ცოდვათა გამოხსნა, რასაც ეკლესიის მამები უყურადღებოდ ვერ დატოვებდნენ, ამიტომ უაღრესად აღმატებულ შექებას ვხვდებით მათ ნაწერებში".

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ძველბერძნულიდან თარგმნა შესავალი და კომენტარები დაურთო წერილებს: ალექსანდრე ალექსანდრიელი - "სიტყვა სულის, სხეულისა და უფლის ვნების შესახებ", წმინდა პოლიკარპე სმირნელი - "ეპისტოლე ფილიპიელთა მიმართ", წმინდა კლიმენტი რომაელი - "კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე", არის ავტორი შრომისა "ბიბლიური ციტატა წმინდა გრიგოლ ნოსელის ასკეტური შრომის ეფთვიმე ათონისეულ თარგმანში" და სხვა, რომლებიც სამეცნიერო საღვთისმეტყველო შრომებშია გამოქვეყნებული.

2009 წელს პროტოპრესვიტერმა გიორგიმ დაასრულა საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა მაგისტრის ხარისხით, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ბრძანებით, დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" დირექტორად, საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდის "სულიერების, მეცნიერების, კულტურის აღორძინება და განვითარება" - აღმასრულებელ მდივნად. სხვადასხვა წლებში გახლდათ მართლმადიდებელ ეკლესიასა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის, ასევე მართლმადიდებელ და ანგლიკანურ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგის ერთობლივი საერთაშორისო კომისიის წევრი.

პროტოპრესვიტერი გიორგი:
- არიან ისეთი წმინდანები, რომელთა სახელები და ცხოვრებისეული ეპიზოდები შემოგვინახა ეკლესიის ისტორიამ, თუმცაღა ისეთი წმინდანებიც არსებობენ, რომელთა არა თუ ცხოვრება, მათი სახელებიც კი არ იცის ისტორიამ. ყოველთა წმინდათა კვირა გულისხმობს ყველა წმინდანის გახსენების დღეს. "წმინდა აბო თბილელის მარტვილობაში" იოანე საბანისძე საქართველოს (იგივე ქართლს) წმინდანთა დედად მოიხსენიებს, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც უამრავი ადამიანი წმიდანად გაბრწყინდა.

როდესაც წმინდა ეკლესიაში თვალს შევავლებთ ფრესკებს და ხატებს, მათზე ის ადამიანები არიან გამოსახულნი, რომლებმაც საოცარ სულიერ სიმაღლეებს მაიღწიეს. უსაშველოდ დიდი სინათლე და სიწმინდე გამოსჭვივის მათი დახვეწილი და ნატიფი სახის ნაკვთებიდან. ამ მაღალი სულის მქონე ადამიანებმა წმინდად, ღირსეულად და ღვთისნიერად იცხოვრეს ამ წუთისოფელში, რის გამოც ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ღმერთმა სამარადჟამოდ უკვდავყო მათი სახელები დედამიწაზე, მათ მიერ სარწმუნოებისა და სამშობლოსადმი გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის გამო.

ქრისტემ ჩვენ ჭეშმარიტების გზა დაგვანახა თავისი ცხოვრებით, რომელიც მახარებელთა მიერ სახარებაშია აღწერილი.

განსხვავებით ძველი აღთქმის მცნებისა, "თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ", რომელიც ადამიანს უფლებას აძლევდა თავისი შეურაცხმყოფლის მიერ ჩადენილ ბოროტებაზე ბოროტებითვე ეპასუხა, ქრისტიანული მორალის უმთავრეს პოსტულატად იქცა მაცხოვრის სიტყვები: "რომელმან გცეს შენ ყვრიმალსა, მიუპყარ მას ერთკერძოიცა". სამწუხაროა, რომ ბევრისთვის გაუგებარი და მიუღებელია ეს მორალი; როგორ შეიძლება ერთ ლოყაში გაგარტყან და მეორე მიუშვირო, ამგვარი გარიგება ხომ ეწინააღმდეგება ჯანსაღ აზროვნებას და ამქვეყნიურ ადამიანურ მყოფობასო. მინდა მათ გასაგონად ვთქვა, რომ ღვთისგან უამრავი სათნოება მოგვეცა და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან უფლის ბუნებითი სათნოებანი მადლითაა აღბეჭდილი თითოეულ ჩვენგანზე, უნდა ვაცნობიერებდეთ ყველაზე მთავარს, რომ სიკეთეს მარადული არსებობა გააჩნია. კეთილობა მარადიული ბედნიერებისა და სიხარულის მომნიჭებელია ადამიანისთვის; არსებაა კეთილობა თავისთავად, ბოროტებას კი არსება არ გააჩნია, ბოროტების ჩამდენი ადამიანი ბუნებრივია, დაშორებულია კეთილობას, გაუცხოვებულია მისგან და სიბნელისა და გარკვეული სულიერი სიმძიმის ქვეშ იმყოფება.

როცა პიროვნება აცნობიერებს ღვთის არსებობას და იცის, საიდანაც მოდის ადამიანთა მტრობა, მას მტრობითვე კი არ მიაგებს, არამედ სიყვარულით, რადგან შურითა და მტრობით გაბოროტებული ადამიანი სიბრალულს ბადებს მასში, მტრობით არ მიუზღავს მას და დიდსულოვანი შემწყნარებლობით პასუხობს მის გამოწვევას. "შენი ძმის სიფიცხესა და განრისხებას, ლმობიერების წყალი დაასხი, რომ შენი ძმაც გალმობიერდეს", - გვასწავლიან წმინდა მამები, ამიტომ ხელი უნდა ავიღოთ სიძულვილზე და ნებისმიერი ადამიანისადმი სიყვარულისა და შემწყნარებლობის გრძნობით განვიმსჭვალოთ, როდესაც ადამიანი გიყვარს, მაშინ მისი ნაკლოვანება და სისუსტე ხომ უდიდესი ტკივილი იქნებოდა შენთვის და ბოროტებაზე ვეღარ მიუგებ ისეთივე შურისძიებით, რასაც მას მთელ ცნობიერებას მოკლებული გაუკეთებდი.

დარწმუნებული ვარ, დედამიწაზე ყოველთვის იყვნენ, დღესაც მრავლად მოიძებნებიან და მომავალშიც იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ღვთისმოშიშებითა და სათნოებით ცხოვრობენ ამ სოფელში და ამგვარ ადამიანთა არსებობას ვერასოდეს ვერაფერი შეცვლის.

ღმერთმა გაახაროს ქართველი ხალხი და მრავალი ბედნიერი დღე გაუთენოს ჩვენს შეჭირვებულ ქვეყანას, უმრავლოს საქართველოს მადლმოსილი და ღვთისნიერი ადამიანები!

ამასვე ვუსურვებდით თავისი სულიერი სამწყსოსა და სტუდენტი ახალგაზრდებისთვის ღვაწლმოსილ და დამაშვრალ მოძღვარს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რომელსაც წელს, 22 ივნისს, 50 წელი უსრულდება, ღმერთმა შეისმინოს ქართული ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნის განსამტკიცებლად აღვლენილი მისი ლოცვა-ვედრება და ზეციური ნათლით გააბრწყინოს ჩვენი სამშობლო აწ და მარადის, ამინ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler