კითხვა-პასუხი ნათელმირონობის შესახებ
კითხვა-პასუხი ნათელმირონობის შესახებ
შეიძლება თუ არა ერთი ბავშვის ნათლია ორი და იყოს?
ორი დის მიერ ბავშვის მონათვლა დანაშაული არ არის. მთავარია, ნათლიებს გააზრებული ჰქონდეთ მათი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე და ნათლულის ქრისტიანულად აღზრდისათვის იზრუნონ.

ჩემი ნათლია რამდენიმე წელია უცხოეთში წავიდა და დაიკარგა. ძალიან მაწუხებს ეს ამბავი. რა შემიძლია გავაკეთო მისთვის ან ვინ უნდა შეასრულოს ჩემთვის ნათლიის მოვალეობა?
ნათლიის მოვალეობაა ნათლულის სწორ გზაზე დაყენება და იმაზე ზრუნვა, რომ უფალს არ დაშორდეს. ასეთი მოვალეობა თქვენთვის მშობლებმა და იმ ახლობლებმაც შეიძლება შეასრულონ, რომლებიც მუდამ თქვენ გვერდით არიან. ბუნებრივია ამასვე გააკეთებს თქვენი სულიერი მამა – მოძღვარიც. შესაძლოა თქვენი ნათლია განსაცდელშიც არის და ამიტომ ვერ შეძლო ხმის მოწვდენა. გირჩევთ, ილოცოთ მისთვის.

რატომ არ დაიშვებიან მშობლები შვილის ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე?
არანაირი საეკლესიო აკრძალვა იმის შესახებ, რომ ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე ბავშვის მშობლები არ დაიშვებიან, არ არსებობს. თუ მშობელს სურვილი აქვს შვილის სულიერ დაბადებას დაესწროს, მას ამაში ხელს არავინ შეუშლის. მაგრამ თუ დედა ნამშობიარევია და მშობიარობიდან 40 დღე არ არის გასული, იგი ვერ დაესწრება ნათლობის საიდუმლოს, რადგანაც საეკლესიო წესის თანახმად, ქალს მშობიარობის მე-40 დღეს, ეკლესიაში, მოძღვრის მიერ უნდა წაეკითხოს ლოცვები, მანამ კი მას ეკლესიაში შესვლის უფლება არა აქვს. ასევე, დედათა წესის დროს, რადგანაც ამ შემთხვევაშიც ქალის საეკლესიო საიდუმლოებებზე დასწრება დაუშვებელია.
მინდა ჩემს შვილს რამდენიმე ნათლია ჰყავდეს. გთხოვთ განმიმარტოთ, ეკლესიურად განსაზღვრულია თუ არა ნათლიების რაოდენობა.
უპირველესად გაითვალისწინეთ ის, რომ ნათლობა არა მხოლოდ ოჯახების დანათესავებაა, არამედ ნათლიას უდიდესი მოვალეობა ეკისრება ღვთისა და ნათლულის წინაშე. ნათლია მუდმივი თანამდევი უნდა იყოს ნათლულისა, რათა ის ქრისტიანულ ცხოვრებას არ ჩამოშორდეს. ამ მოვალეობის შესრულება ერთ ადამიანსაც შეუძლია. შეგიძლიათ ბავშვი რამდენიმე ადამიანსაც მოანათვლინოთ. მაგრამ აქაც, ისე როგორც ყოველ საქმეში, შეეცადეთ ზომიერება დაიცვათ.

უკავშირდება თუ არა ნათლობისა და ჯვრისწერის სანთლების დიდხანს შენახვა საეკლესიო წესს. რა ვუყოთ მათ?
ასეთი სანთლების შენახვა საეკლესიო წესს არ უკავშირდება. ეს მხოლოდ ლამაზი ტრადიციაა. ამ სანთლებს ნათლობისა და ჯვრისწერის დღესასწაულის მოსაგონებლად ინახავენ და ცდილობენ, ასეთივე ლამაზ დღეებში აანთონ. მაგალითად, როცა ბავშვი დაიბადება, ან "ვერცხლისა" და "ოქროს" ქორწილს აღნიშნავენ… თქვენც შეგიძლიათ ასე მოიქცეთ, ან სულაც მაშინ აანთოთ, როცა ამის სურვილი გაგიჩნდებათ.

ვარ მართლმადიდებელი. ჩემს გრიგორიანელ ცოლს სურს ბავშვი გრიგორიანელს მოანათვლინოს, დასაშვებია თუ არა ეს?

კითხვაში დაზუსტებული არ არის, სად გულისხმობთ ბავშვის მონათვლას – გრიგორიანულ თუ ქრისტიანულ ტაძარში. თუკი დედა მართლმადიდებლურ ტაძარში, მოძღვრის ფარულად, ბავშვს გრიგორიანელს მოანათვლინებს, ეს მკრეხელობა იქნება. გრიგორიანელის მონაწილეობა ნათლობაში, მართლმადიდებლური ნათლობის საიდუმლოს უარყოფას ნიშნავს. თუ ბავშვის დედამ გადაწყვიტა შვილი გრიგორიანულ ტაძარში გრიგორიანელ ნათლიას მოანათვლინოს, ამ შემთხვევაში პატარა სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელი გახდება. შეეცადეთ, მეუღლე დაარწმუნოთ, რომ ასეთი ნათლობა თქვენს შვილს წინაპრების რწმენისაგან დააშორებს და საყრდენს დაუკარგავს. თუ ამას ვერ შეძლებთ, ილოცეთ პატარისათვის. უფალი არ დაკარგავს თავის შვილს და ოდესმე ჭეშმარიტებას თვითონვე მოძებნის.

სასულიერო პირებმა მდინარეში უჩემოდ მონათლეს ბავშვი, რომლის ნათლიაც მე უნდა ვყოფილიყავი. ბუნებრივია, ბავშვისათვის ჯვარი არ მიჩუქებია. ვითვლები თუ არა ნათლიად?
თუ ნათლობისას, მღვდელმა ბავშვის მშობლების სურვილით კვერექსის წარმოთქმისას (ლოცვა ნათლობისას) მოგიხსენიათ, ნათლიად ითვლებით.

არაქრისტიანული სარწმუნოების ქალმა მთხოვა მომენათლა, მეც უარი ვერ ვუთხარი. ახლა ის უცხოეთში მიდის საცხოვრებლად. არ მაქვს იმედი, რომ ის იქ მართლმადიდებლურ ტაძარში ივლის და ქრისტიანულად იცხოვრებს. ახლა ვფიქრობ, რაიმე ცოდვა ხომ არ ჩავიდინე ამ ნათლობით?
რაკი ზრდასრულმა ადამიანმა მონათვლა გადაწყვიტა, ესე იგი, იცოდა, რასაც აკეთებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მან მართლმადიდებლობას მიანიჭა უპირატესობა. რასაკვირველია, მისი გაქრისტიანება მხოლოდ ნათლობის რიტუალით არ უნდა დასრულდეს. მას თქვენგან დამოძღვრა სჭირდება ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაზე. სჭირდება მოძღვარი, წირვა-ლოცვა და ზიარება. უნდა უთხრათ მას, რომ სადაც არ უნდა წავიდეს, უნდა მოძებნოს მართლმადიდებლური ტაძარი. აქ მისთვის ილოცეთ და დაეხმარეთ ამ მიზნის მიღწევაში. ასე თუ მოიქცევით, თქვენს შფოთს რაიმე საფუძველი არ ექნება.

ჩემი ნათლია გახდა ბაპტისტი, როგორ მოვიქცე?
ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენი ნათლია ბაპტისტი გახდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თქვენი ნათლობის საიდუმლო აღსრულებულია და თქვენ უფლის მფარველობაში ხართ. წესი ასეთია, – ნათლიამ უნდა იზრუნოს ნათლულის სულიერ ცხოვრებაზე, მაგრამ რამდენადაც თქვენი ნათლია შეცთომილია, ამჟამად თქვენ აღასრულეთ ქრისტიანული ვალი და ილოცეთ მისთვის. შეაგონეთ, რამდენად მცდარია მისი ნაბიჯი.

მონათლული ვარ ეკლესიისგან განკვეთილი მოძღვრისაგან. ვითვლები თუ არა მონათლულად?
თუ თქვენი ნათლობის საიდუმლო საეკლესიო პირმა მაშინ შეასრულა, როცა ის დედაეკლესიის წიაღში იყო და მისი კურთხევით მოქმედებდა, მაშინ მონათლულად ითვლებით. თუ ნათლობა ეკლესიიდან საეკლესიო პირის განკვეთის შემდეგ მოხდა, მაშინ მონათლულად არ ითვლებით. მონათვლის შესახებ მიმართეთ ადგილობრივ მღვდელმთავარს.

მიწვეული ვიყავი ნათლიად, მაგრამ ნათლობაზე მისვლა ვერ შევძელი. ჩემს ნაცვლად ნათლობაში მონაწილეობა ჩემმა დამ მიიღო, თუმცა ნათლობის ჯვარიც მე ვიყიდე და ნათლიადაც მომიხსენიეს. სინამდვილეში ვითვლები თუ არა ნათლიად?

თუკი ნათლიაობაზე თანხმობა გქონდათ მიცემული და მღვდელმა მოგიხსენიათ საიდუმლოს აღსრულებისას, ნათლიად ითვლებით. დაუსწრებლად ნათლიის მოხსენიება მართლმადიდებლობის ტრადიცია არ არის, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ობიექტური მიზეზების გამო, ზოგჯერ ეკლესია ამ საკითხში გამონაკლისს უშვებდა. მაგალითად, როდესაც რუსეთის მეფე, მოციქულთა სწორი ვლადიმირი მოინათლა, მისი ნათლია დაუსწრებლად იყო ბასილი კეისარი. ასე რომ, რადგან თქვენთვისაც გამონაკლისის წესი შესრულდა, აღასრულეთ თქვენი მოვალეობა ღვთის წინაშე – იზრუნეთ ნათლულის სულიერ ცხოვრებაზე.

ჩემს შვილს და დედაჩემის ნათლულის შვილს ერთმანეთი შეუყვარდათ. მათ ამ ნათლობის შესახებ არაფერი იცოდნენ. შეიძლება თუ არა ასეთი ქორწინება?
მართლმადიდებლური წესით, ასეთი ქორწინება აკრძალულია, რადგან ნათლობით ნათესაობა გადადის ნათლიისა და ნათლულის პირდაპირ შტოზე. თქვენი შვილი და დედათქვენის ნათლულის შვილი სწორედ ამ შტოების გაგრძელებას წარმოადგენენ. ურჩიეთ, მივიდნენ მოძღვართან, რომელიც რჩევითა და ლოცვა-ვედრებით დაეხმარება მათ. თქვენც ილოცეთ მათთვის.

გარდაცვლილი ბებიისთვის წესის ასაგებად მოიყვანეს მღვდელი, რომელმაც გვერდით ოთახში მოგვნათლა მე და ჩემი ძმა. მართებულია ასეთი ნათლობა?
რასაკვირველია, მართებულია. თუ ნათლობა შესრულდა მართლმადიდებლობის ყველა წესის დაცვით, სულერთია, ჩატარდა იგი ოჯახში თუ ეკლესიაში, თქვენ მონათლულად ითვლებით. არაფერი არ არის არაკანონიკური იმაშიც, რომ თქვენ იმავე მღვდელმა მოგნათლათ, რომელმაც გარდაცვლილ ბებიას წესი აუგო. ცხოვრებაც ასეა, – ერთსა და იმავე დროს ვიღაც იბადება, ვიღაც კვდება და ვიღაცა ჯვარს იწერს.

შეიძლება თუ არა ბავშვის მონათვლა მარხვის დროს?
ნათლობის საიდუმლოს შესრულება შეიძლება როგორც სამარხვო, ისე არასამარხვო დღეებშიც. მაგრამ თუ თქვენ ბავშვის მონათვლის შემდეგ სახსნილო სუფრის გაშლა გნებავთ (რაც, სამწუხაროდ, ნათლობის საიდუმლოს შემავალი ნაწილი გახდა), მარხვაში ეს არაქრისტიანული საქციელი იქნება. ჩვილი უმჯობესია მონათლოთ დაბადებიდან მეორმოცე დღეს.

შეგნებულად ავარიდე თავი იმ ბავშვის ნათლობას, რომლის მამიდაც მიყვარს და დაქორწინებას ვაპირებ, თუმცა ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას მაინც მომიხსენიეს, როგორ მოვიქცე?

თუ ნათლობაზე თავიდანვე გქონდათ უარი ნათქვამი და ნათლობის საიდუმლოს აღსრულების დროს თქვენი სურვილის წინააღმდეგ მოგიხსენიეს, ნათლიად არ ითვლებით. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ასეთი ჯვრისწერა, საერთო მართლმადიდებლური საეკლესიო კანონიკით, არ იკრძალება. ნათლობით ნათესაობა მხოლოდ ნათლიისა და ნათლულის პირდაპირ შტოზე გადადის.

აუცილებელია თუ არა ნათლულმა ნათლიის დასაფლავების დღეს დაანთოს კელაპტარი გარდაცვლილისთვის და თუ იმ დღეს ვერ მოახერხა, როდის შეუძლია ეს გააკეთოს?
ნათლულის მიერ ნათლიის დაკრძალვაზე სანთლის მიტანა ძალიან ლამაზი ქრისტიანული ტრადიციაა: როგორც ნათლიას ეჭირა სანთელი და ნათებით შეუძღვა ნათლულს ეკლესიის წიაღში, სულიერად დაბადებისას, ასევე ნათლულიც სანთლის ნათებით მიაცილებს მას სამუდამო განსასვენებელში. სასურველია, რომ სანთელი სწორედ დაკრძალვის დღეს დაინთოს, მაგრამ თუკი გარკვეული მიზეზების გამო ეს არ მოხერხდა, ნათლულს ყოველთვის შეუძლია ნათლიას სანთელი დაუნთოს და ლოცვებში მოიხსენიოს.

მყავს ნათლული გოგონა, ჩემზე 22 წლით უმცროსი. მინდა მასთან ქორწინება. ჩამეთვლება თუ არა ეს ცოდვად და ღვთის რისხვად?
ნათლული სულიერი შვილია. როგორც არ შეიძლება იქორწინო საკუთარ შვილზე, ასევე არ შეიძლება იქორწინო ნათლულზე. ამის გაფიქრებაც კი მომაკვდინებელი ცოდვაა. მიბრძანდით ეკლესიაში მოძღვართან და აუცილებლად მოინანიეთ ეს განზრახვა.

სულ რამდენიმე თვის წინ ჩემი მეუღლისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი ბავშვობაში გრიგორიანულ ეკლესიაში ყოფილა მონათლული (მანამდე თავი მართლმადიდებელი ეგონა), 1991 წელს სვეტიცხოველში დავიწერეთ ჯვარი. არის თუ არა ჯვრისწერა ნამდვილი და ხომ არ მეთვლება მრუშობად ცოლქმრული წესის შესრულება?

რახან ჯვარი ქრისტიანულ ტაძარში დაიწერეთ, ჯვრისწერის საიდუმლო აღსრულებულად ითვლება. თქვენი შეუღლება უფლისგან არის ნაკურთხი, მაგრამ რახან თქვენი მეუღლე გრიგორიანულ ეკლესიაშია მონათლული, აუცილებლად უნდა მივიდეს მართლმადიდებლურ ტაძარში მოძღვართან და უამბოს ამის შესახებ. მოძღვარი აღასრულებს მართლმადიდებლურ საეკლესიო წესს ნათლობასთან დაკავშირებით.

გთხოვთ გვიპასუხოთ, ქრისტიანული თვალსაზრისით შესაძლებელია თუ არა ცოლ-ქმარმა მონათლოს ერთი ბავშვი?
ცოლ-ქმარი ვალდებულია ერთმანეთის ნათლულზე იზრუნონ. როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ცოლ-ქმარი "ერთ ხორც არს". რადგანაც ერთი ბავშვის ნათლიებს შორის ქორწინება აკრძალულია, ცოლ-ქმარიც ვერ მონათლავს ერთ ბავშვს.

მიყვარს ჩემი ნათლულის დის ნათლია. შეიძლება თუ არა ჩვენი ქორწინება?
ეკლესია მსგავს კავშირებს სიფრთხილით ეკიდება. თქვენ უკვე ნათლულის ოჯახის ნათესავი ხართ. ნათლობით ნათესაობა კი იმდენივე თაობაზე გრძელდება, რამდენზეც სისხლით ნათესაობა, ოღონდ, პირდაპირი შტოს შთამომავლებზე – ეს ნათესაობა არ ეხება თქვენი ძმის ან დის შთამომავლებს. ეს წმინდა საეკლესიო წესია. პრობლემის გადასაწყვეტად რჩევისათვის მიმართეთ ადგილობრივ მმართველ მღვდელმთავარს.

ბავშვობაში დავკარგე ნათლობის ჯვარი. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემს მშობლებს ჯვარი არ ჰქონიათ დაწერილი. არის თუ არა ჩემი ნათლობა ნამდვილი, უკავშირდება თუ არა ჯვრის დაკარგვა ამ ფაქტს და შეიძლება თუ არა მეორედ ჩემი მონათვლა, თუკი ნათლობა ნამდვილი არ იყო?
იმის მიუხედავად, იყვნენ თუ არა ჯვარდაწერილნი მშობლები ან დაგეკარგათ თუ არა ჯვარი, თქვენი ნათლობა ნამდვილია. ადამიანი ორჯერ იბადება – პირველად – ხორციელად, ხოლო მეორედ, სულიერად, ნათლობით – სულისაგან წმიდისა. ეს მეორედ შობაა და როგორც ხორციელი შობა, მხოლოდ ერთხელ აღესრულება. მრწამსში პირდაპირ წერია: "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მისატევებლად ცოდვათა".

ჩემმა 19 წლის გოგონამ თავისი ნებით წაიყვანა მეგობრები ეკლესიაში და მოინათლა, რამაც ოჯახში დიდი სიხარული გამოიწვია. მაგრამ შემდეგ, ნათლობის ჯვრები გაჭირვებაში მყოფი ამხანაგის დასახმარებლად ლომბარდში შეიტანა, რის შემდეგაც მათი კვალი დაიკარგა. ჩვენ მართლმადიდებელი, ეკლესიური ოჯახი გვაქვს და ძალიან ვდარდობთ – დასჯის თუ არა ღმერთი ჩვენს შვილს ასეთი საქციელისთვის?
უფალი ღმერთი ჩვენი კაცთმოყვარეა და იმაზე მეტადაც, ვიდრე ჩვენ გვგონია. ნუ მიეცემით ურვას მომხდარის გამო. თუ არა აქვს ჯვარი თქვენს გოგონას, შეუძინეთ, აკურთხეთ მის სახელზე და ატარებინეთ. ამავე დროს, აუხსენით, რომ მისი საქციელი არ იყო ღვთის სათნო, მიუხედავად იმისა, რომ მეგობარს გაუმართა ხელი. ურჩიეთ აღსარებაში მოინანიოს.

მყავს ათეისტი მშობლები. მე ჩემი საკუთარი ნებით მოვინათლე მათ დაუკითხავად. მღვდელმა მომნათლა ისე, რომ ნათლია არ მყავდა. ვითვლები თუ არა მონათლულად?

დიახ, თქვენ მონათლული ხართ. ნურც ის გარემოება შეგაშფოთებთ, რომ ნათლია არ გყოლიათ – თქვენი ნათლია არის თვით მღვდელი, რომელმაც მოგნათლათ.

დამპატიჟეს ნათლიად. ნათლობის დღეს შევნიშნე, რომ დედათა წესი მქონდა. ჩავვარდი უხერხულ მდგომარეობაში. ნათლულის ოჯახთან მომერიდა გამხელა და იძულებული გავხდი, საერთოდ არაფერი მეთქვა ამის შესახებ. ღმერთს კი გულში შეწყალებას ვევედრებოდი. გთხოვთ, მიპასუხოთ, როგორ მოვიქცე ცოდვის მოსანანიებლად და ხომ არ იქნება ეს საშიში ჩემი ნათლულისათვის?
მდედრობითი სქესის ყველა წარმომადგენელს უნდა ახსოვდეს, რომ დედათა წესის დროს ქრისტიანულ საიდუმლოებაში მონაწილეობა ყოვლად დაუშვებელია! თქვენს ნათლულს არაფერი დაუშავდება, თქვენ კი მოძღვართან აუცილებლად უნდა თქვათ ამ ჩადენილი ცოდვის შესახებ აღსარებაში და მოინანიოთ.

ვარ მე-7 ათეულ წელში გადამდგარი მამაკაცი – დედით სომეხი, მამით – ქართველი. ბავშვობაში, ალბათ დედის გავლენით, ვარ მონათლული სომხური წესით. ახლა, ჩემს ასაკში, გვიანი ხომ არ არის მართლმადიდებლობაზე გადანათვლა?
მართალაღმსარებლობით სარწმუნოებასთან ზიარება არასოდეს არ არის გვიანი. ცნობილია, რომ ქრისტიანობის დიდი ბურჯი, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად აღიარებული ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე დიდი, სიკვდილის წინ მოინათლა.

ჩემს ახლობელ ამხანაგს, აზერბაიჯანელ მუსლიმანს, დამეგობრების მიზნით სურს მომინათლოს შვილი. რამდენად შესაძლებელია ასეთი ნათლობა, ჩაითვლება თუ არა ის ქრისტიანული საიდუმლოს შესრულებად და ცდომილების შემთხვევაში, შემეძლება თუ არა ბავშვის გადანათვლა?

ბავშვის გადანათვლა (ანუ ხელმეორედ მონათვლა) აბსოლუტურად გამორიცხულია, რადგან მართლმადიდებლურ "მრწამსში" მითითებულია: "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა". ამიტომ, ბავშვისათვის ნათლიის შერჩევის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ამ პიროვნებას ევალება ნათლულის სულიერი ცხოვრების წარმართვა, რისთვისაც, ცხადია, ის თავად უნდა იყოს მონათლული, მართლმადიდებელი ქრისტიანი და ქრისტიანული მცნებებით მცხოვრები ადამიანი.

მსმენია, რომ თუ ახალშობილი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, სასულიერო პირის ახლომახლო არარსებობის პირობებში, ნათლობა შეუძლია შეასრულოს საერო პირმაც. თუ ეს მართალია, რა ევალება ამ დროს საერო პირს?

დიახ, ეს მართალია და ამ დროს ნათლობის შემდეგი ფორმულა წარმოითქმება: "ნათელს იღებს მონა (მხევალი) ღვთისა (სახელი) მამისა – ამინ და ძისა – ამინ, და სულისა წმიდისა – ამინ, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე – ამინ!" და სამჯერ შთაიფლას წყალში (ან ეპკუროს წყალი) მოსანათლ ყრმას.

ჩემს დას უნდოდა თავისი ბავშვის მონათვლა, მაგრამ ამჟამად აღმოჩნდა საზღვარგარეთ. ჩემი დის სურვილი უცვლელია, თუმცა აბრკოლებს ის გარემოება, რომ თავად არ იმყოფება საქართველოში. როგორ მოვიქცეთ?
შეგიძლიათ შეუსრულოთ თქვენს დას სურვილი – მისი სიტყვიერი თანხმობით, ფიზიკური დასწრების გარეშე. მისთვის და თქვენთვის სასურველი ნათლიის შერჩევის შემდეგ მიაღებინებთ ბავშვს ქრისტეს ნათელს.

გახლავართ რწმენაში გაუთვითცნობიერებელი. ჩემმა მეგობარმა კი, რომელსაც შვილი შეეძინა, მთხოვა ნათლიობა. შემიძლია თუ არა ვიკისრო ეს მოვალეობა, თუ თავად არ ვარ მონათლული?

ცხადია, მოუნათლაობის გამო თქვენ არა გაქვთ უფლება, იყოთ ნათლია. ნათლიას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ღმერთის წინაშე ნათლულის სულიერი აღზრდისათვის. ხოლო თქვენ, მონათლულიც რომ იყოთ და არ ცხოვრობდეთ ეკლესიურად, მაშინაც კი გექნებოდათ მორალური დაბრკოლება ამ ნაბიჯის გადადგმისათვის – აბა, რა უნდა ასწავლოს ნათლულს ადამიანმა, ვინც თავად არის რწმენაში გაუთვითცნობიერებელი? საზოგადოდაც, ნათლობა არ უნდა ვაქციოთ ფორმალობად. ნათლობა – ეს არის ახალი ცხოვრების დაწყება იესო ქრისტეში და ნორჩ არსებას სჭირდება დახელოვნებული მეგზური, რომელიც ღვთივსათნო ცხოვრებას და ზნეობრივ სიკეთეს შთაუნერგავს მას, რათა იგი ღირსეულ ქრისტიანად ჩამოყალიბდეს.

შეიძლება თუ არა ცოლად შევირთო ბებიის ნათლულის ძმისშვილი?
ეკლესიურად არ გექნებათ დაბრკოლება, რადგან ნათელმირონობა ამ შემთხვევაში გვერდგამავალი ნათესაური შტოს წარმომადგენლებს აკავშირებს ერთმანეთთან და არა პირდაპირი შტოსას.

მყავს მოუნათლავი შვილი, თუ შეიძლება მოვახმარო მას, მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავიდან აღებული ნაკურთხი ზეთი?
მართალია, ამ ზეთთან არის დაკავშირებული უამრავი სასწაულებრივი კურნება, მაინც გირჩევთ მონათლოთ თქვენი შვილი, რადგან ეკლესიის წიაღში იგი უფრო დაცული იქნება საღვთო მადლის მოქმედებით.

შეიძლება თუ არა ნათლობამ გავლენა იქონიოს ავადმყოფი ბავშვის ჯანმრთელობაზე?

აღწერილია მრავალი შემთხვევა, როდესაც ნათლისღების საიდუმლოს შესრულებას არათუ გავლენა მოუხდენია ბავშვის ჯანმრთელობის გაუმჯობესობაზე, არამედ სასიკვდილოდ გადადებულიც მოუბრუნებია.

შემიძლია თუ არა მე, 16 წლის გოგონამ, მოვნათლო მამაჩემი (მე მონათლული ვარ)?
თქვენ რომ მამათქვენი მონათლოთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ნათლობა იქნება რიტუალური. ნათლიის მთავარი დანიშნულებაა, იზრუნოს ნათლულის სულიერ აღზრდაზე. შვილის რჩევებს კი, უმეტესწილად, ძნელად იზიარებენ მშობლები. ამიტომ, უმჯობესია, ისეთმა ადამიანმა მონათლოს მამათქვენი, ვინც ნაყოფიერად იზრუნებს მისი სულიერებისათვის.

შენახული მაქვს ბავშვის ნათლობის სანთლები და პირსახოცები, რომლითაც შეამშრალეს ის ეკლესიაში. როგორ და როდის უნდა გამოვიყენოთ სანთლები და პირსახოცი?
თქვენ მიერ დასმული კითხვები იმდენად არაარსებით საკითხებს ეხება, რომ ნუ გაიკვირვებთ, თუ სხვადასხვა მოძღვრისაგან სხვადასხვა პასუხს მიიღებთ. ჩვენი პასუხი კი ასეთი გახლავთ: სანთელი შეგიძლიათ დაანთოთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საბაბით, ხოლო, რაც შეეხება პირსახოცს, ის აუცილებლად სათუთად უნდა შეინახოთ, რადგან მასზე წმინდა მირონის კვალია აღბეჭდილი.

მონათლული ვარ კათოლიკური აღმსარებლობის მიმდევრის მიერ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ნათლიამ იცრუა, თითქოს მართლმადიდებელი იყო. ეს ფაქტი ძალიან მაწუხებს. გთხოვთ, გამარკვიოთ, ვარ მონათლული თუ არა და რომელ რელიგიას მივეკუთვნები?
თქვენ ხართ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, რადგან მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხართ მონათლული. მაგრამ ნათლიად არ გეკუთვნით თქვენ მიერ ხსენებული კათოლიკე. თქვენი ნათლია არის ის მართლმადიდებელი მღვდელი, რომელმაც მოგნათლათ.

1958 წელს მომნათლეს თელეთის ეკლესიაში. მშობლებს არ ახსოვთ, მაშინ მართლმადიდებლური იყო ეს ეკლესია თუ გრიგორიანული. თავს ვთვლი მართლმადიდებლად. როგორ მოვიქცე?
საკმარისი არ არის, თავს თვლიდეთ მართლმადიდებლად. უნდა დააზუსტოთ, რომელი აღმსარებლობის მღვდელმა მოგნათლათ თელეთის ეკლესიაში და თუ ის იყო მონოფიზიტი, აუცილებლად უნდა გადაინათლოთ მართლმადიდებლურ ტაძარში.

ბებიის ნათლობაზე მივიღე მირონი ჩემი ნათლიის დაუსწრებლად – მის სახელზე. ერთი წლის შემდეგ მეორედ მოვინათლე ჩემი ნათლიის თანდასწრებით. ჩემი ორჯერ მონათვლა ხომ არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სარწმუნოებას?
თავდაპირველად უნდა გაერკვეთ, რას გულისხმობს თქვენი "მირონის მიღება" და თუ მასში რეალური ნათლისღება იგულისხმება, მაშინ თქვენი ქმედება ეწინააღმდეგება ეკლესიის ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, რადგან მართლმადიდებლური ქრისტიანობა აღიარებს "ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა".

ჩემი ბავშვის მონათვლა ვთხოვე მეგობარს, ხოლო შემდეგ, ნათლობის დროს, ვეღარ მოვახერხე დაკავშირება. შეიძლება თუ არა ხსენებული შემთხვევის გამოსწორება, როცა ბავშვი უკვე მონათლულია?
არ შეიძლება – მას უკვე ჰყავს ნათლია (თუ საგანგებოდ ასეთი პირი არ ყოფილა საიდუმლოში მონაწილედ, მაშინ მღვდელი თვით არის ნათლია!).

ჩემი ძმა მონათლა მოუნათლავმა კაცმა. შეიძლება თუ არა მისი ხელახლა მონათვლა. თუ არა და როგორ უნდა მოვიქცეთ?
თქვენი ძმა მონათლულია. ის მოუნათლავი კაცი არ არის ნათლია, მაგრამ ამ შემთხვევაში ნათლიის მისია თვით მღვდელს აქვს შესრულებელი.

შეიძლება თუ არა აღდგომა დღეს ადამიანის ნათლობა?
არათუ შეიძლება, ადრე ქრისტიანებს ჰქონდათ ტრადიცია, კათაკმევლები (მოსანათლები) 40 დღის მანძილზე ემზადებოდნენ ამ დღისათვის, რათა სწორედ აღდგომას მონათლულიყვნენ!
მყავს ნათლული, რომელიც გათხოვდა და ქმრის ოჯახის წევრები მოითხოვენ ჯვრისწერისთვის მის მეორედ გადანათვლას, რადგან ის თურმე არ ყოფილა მონათლული "წყალში შთაფვლის" გზით.
ასეთი შეხედულება მცდარი გახლავთ. ეკლესიის ისტორიის მიხედვითა და საეკლესიო სწავლებით, მონათვლა წყალში შთაფვლითა და წყლის პკურებით ერთნაირად მიღებული და თანაბარმნიშვნელოვანია.

წერილს გწერთ ახალციხიდან. მონათლული ვარ სომეხი მღვდლის მიერ, იმ ხანად, როცა ჩვენთან ქართული ეკლესია არ მოქმედებდა. ნათლია ქართველია. საჭიროა თუ არა ხელახალი მონათვლა ქართულ ეკლესიაში?
თუ ტომით სომეხი მღვდელი სარწმუნოებით მართლმადიდებელია და მართლმადიდებლური წესით მოგნათლათ, არავითარი ხელახალი მონათვლა არ არის საჭირო. ხოლო თუ ის მონოფიზიტია, აუცილებლად უნდა მიმართოთ მართლმადიდებელ მღვდელს, რათა მისი მეოხებით შესრულდეს თქვენი ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან დაკავშირების საიდუმლო!

თუკი სამმა ნათლიამ მონათლა ბავშვი, ამ უკანასკნელმა სამი ჯვარი ერთდროულად უნდა ატაროს?
მონათლულმა უნდა ატაროს ერთი ჯვარი და არა სამი. თანაც, სავალდებულო არ გახლავთ, რომ ეს იყოს ნათლობის ჯვარი. ნათლობის ჯვარს ხშირად სათუთად ინახავენ, როგორც განსაკუთრებულ სიწმინდეს და სხვა ჯვარს ატარებენ.

ერთ-ერთი დიდნათლობის დროს, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მდინარე მტკვარში მოვნათლე შვილები. ნათლიებმა განბანეს ბავშვები, მაგრამ უცოდინარობის გამო არ მომხდარა მირონცხება. ჩაითვლებიან თუ არა ბავშვები მონათლულად?
თავდაპირველად, დაბეჯითებით უნდა უწყოდეთ, ნამდვილად შესრულდა თუ არა მირონცხება და თუ თქვენი ვარაუდი გამართლდა, უნდა მიმართოთ მოძღვარს, რომელსაც შეუძლია მირონცხებით დაასრულოს ნათლისღება.
1989 წლის 31 მაისს ჩატარებული ფარავნის ტბის კურთხევის ცერემონიაზე, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ ლოცვა აღავლინა და ნათლობა ჩაატარა, მეც მოვინათლე. ოთხი წლის შემდეგ კი მშობლებმა მეორედ მომნათლეს.

გთხოვთ, გამარკვიოთ, ეწინააღმდეგება თუ არა აღნიშნული ქმედება რელიგიურ კანონზომიერებებს?
ცხადია, ეწინააღმდეგება. ეს არის საკმაოდ მძიმე ცოდვა, რადგან მართლმადიდებლური მრწამსით ჩვენ ვაღიარებთ ერთ ნათლისღებას, მოსატევებელად ცოდვათა. ორჯერ მონათვლა არ შეიძლება არანაირი მიზეზით. ეს საქციელი აღსარებით უნდა მოინანიოთ თქვენც და თქვენმა მშობლებმაც.

მყავდა ერთი ნათლია, რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა. როგორ უნდა წარვმართო მომავალში ჩემი სულიერი ცხოვრება ნათლიის გარეშე?
ნათლიის დანიშნულება არის ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვა. ზრდასრულ ადამიანს ეკლესიის გზითა და წმინდა მამათა სწავლების მეოხებით აქვს ჭეშმარიტებასთან ზიარების საშუალება, რასაც იგი ნათლიის გარეშეც შეძლებს. რაც შეეხება თქვენს დამოკიდებულებას ნათელმირონობის მოვალეობისადმი, უნდა დაამყაროთ ლოცვითი ურთიერთობა ნათლიასთან და ილოცოთ მისი სულის გადასარჩენად.
ერთი წლის წინ მოვნათლე შვილი. ნათლობის ცერემონიალზე მას, წესისამებრ, ეკავა სანთელი, რომლის შესახებაც მღვდელმა მითხრა: – ბავშვს ყოველ დაბადების დღეზე ცოტა ხნით აუნთე ხოლმეო. მოხდა ისე, რომ ბოლო დაბადების დღეზე შინ არ ვიყავით და ვერ ავუნთე. მას შემდეგ არ მასვენებს დანაშაულის გრძნობა.
მღვდლის მსგავსი დარიგება შეგიძლიათ არ მიიღოთ მკაცრ აუცილებლობად. მას მხოლოდ ის სურვილი ამოძრავებდა, რომ თქვენთვის არ დაევიწყებინა უმნიშვნელოვანესი დღე თქვენი შვილის ცხოვრებაში – მისი ნათლისღება!

შეუძლია თუ არა 13 წლის გოგონას ბავშვის მონათვლა?
13 წლის გოგონას აქვს ნება ბავშვის მონათვლისა, ოღონდ იგი უნდა იყოს ეკლესიურად იმდენად გაცნობიერებული, რომ შეძლოს რელიგიურად აღზარდოს თავისი ნათლული.

ვარ 39 წლის. ბავშვობაში ორჯერ მომნათლეს. ვიცი, რომ ეს დიდი ცოდვაა, მაგრამ დღემდე ისიც არ ვიცი, საერთოდ, ვითვლები მონათლულად, თუ არა?
თქვენი პირველი ნათლობა ჩაითვლება ჭეშმარიტად, ხოლო მეორე – არა!

ვარ მონათლული მუსლიმანური წესით, მაგრამ შვილიშვილები მყავს ქრისტიანულად მონათლული და შინაც ქრისტიანულად ვლოცულობ. მაქვს თუ არა ამის უფლება?
თავდაპირველად გავარკვიოთ – რომელი სარწმუნოების მიმდევარი ბრძანდებით. თუ თქვენ მორწმუნე ქრისტიანი ხართ, უნდა მოინათლოთ და დაიწყოთ ეკლესიური ცხოვრება. ხოლო თუ თქვენ არ თვლით საკუთარ თავს ქრისტიანად და ამ მიზეზით არ გსურთ ნათლისღება, თქვენს ლოცვას არ ექნება ძალა.

მე, თვითონ მოუნათლავმა, ჩემი უცოდინარობით მოვნათლე მეგობარი ყველა წესის დაცვით. ითვლება თუ არა ის მონათლულად და ჩამეთვლება თუ არა ეს საქციელი ცოდვად?
შეგიძლიათ არ იღელვოთ. ნათლობა შესრულდა. ხოლო, თუ თვითონ თქვენ მოინათლებით, ამით განაახლებთ კავშირს მასთან, ვინც თქვენ წაგიყვანათ ნათლიად. ხოლო იმ საკითხს, ჩაითვლებით თუ არა ამ შემთხვევაში ნათლიად, თქვენ გაარკვევთ ეპისკოპოსთან.

რა დამოკიდებულება შეუძლიათ გააჩნდეთ ერთმანეთში ერთი ბავშვის ნათლიებს?
ერთი ბავშვის ნათლიები ერთმანეთის სულიერი ნათესავები ხდებიან.

საჭიროა თუ არა თავიდან მოინათლოს ადამიანი, როდესაც იეღოველთა სექტიდან მართლმადიდებლურ ეკლესიაში ბრუნდება?
ნათლობის განმეორება არ შეიძლება. როდესაც ადამიანი ხდება სექტანტი და იღებს მონაწილეობას სექტის წეს-ჩვეულებებში, მას ეძლევა ეპიტიმია (საეკლესიო სასჯელი). უმჯობესია, თუ ასეთ საკითხს გადაჭრის ეპისკოპოსი.
ბეჭდვაელფოსტა
16.06. 2021
შეიძლება თუ არა მამაკაცმა მონათლოს გოგონა?
შეიძლება თუ არა, ბავშვი მონათლოს საპირისპირო სქესის ადამიანმ?ა
07.06. 2021
გამაარჯობათ
შეიძლება თუ არა რომ ჩემი მამიდაშვილის მეჯვარე ვიყო>??
18.05. 2021
ილონა
გამარჯობა, Მაინტერესებს შეუძლია თუ არა ბიძიას დისშვილის მონათვლა.
20.04. 2021
გამარჯობათ
მიყვარს ჩემი დის ნათლულის დედა და შეიძლება ჩვენი ურთიერთობა ???
12.04. 2021
ნინი
მოგესალმებით! ჩემი ძმა არის ჩემი უახლოესი მეგობრის ძმის ნათლია და რამდენად შესაძლებელია რომ მე ვიყო ჩემი მეგობრის მეჯვარე და შემდეგ მისი შვილის ნათლია?
სხვა სიახლეები
12.04.2012
მორწმუნეთა შეკითხვებს პასუხობს მონაზონი მოსე მთაწმინდელი, მოძღვარი წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის კელიისა, ყუთლუმუშის მონასტრის წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სკიტიდან.
23.12.2010
მოგეხსენებათ, რომ ჟურნალი "კარიბჭე" თვეში ერთხელ შეხვედრებს აწყობს ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან.
04.03.2010
შეხვედრა მამა თეოდორე გიგნაძესთან

რატომ აკურთხებენ ხატებს?

ხატების კურთხევის საღვთისმეტყველო განმარტება ასეთია:
19.02.2009
"კარიბჭემ" 22 იანვარს კიდევ ერთ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. "შეხვედრა მოძღვართან" - ასე ერქვა საღამოს, რომელიც თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ეს იყო გულწრფელი დიალოგი ჟურნალის კონსულტანტ დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და მსმენელს შორის.
20.03.2008
* რატომ არ დაიშვებიან მშობლები შვილის ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე?
არანაირი საეკლესიო აკრძალვა იმის შესახებ, რომ ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე ბავშვის მშობლები არ დაიშვებიან, არ არსებობს.
07.02.2008
* როგორ უნდა ვილოცოთ დედათა წესის დროს?

დედათა წესი ქრისტიანად ყოფნისგან არ გათავისუფლებთ, ამ პერიოდშიც ქრისტიანად რჩებით და გევალებათ როგორც ლოცვა, ისე მარხვა.
10.01.2008
* რა განწყობილებით უნდა შეეგებოს ახალ წელს მართლმადიდებელი ქრისტიანი?

- ფაქტია, რომ უკლებლივ, დიდს თუ პატარას, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად უხარია ახალი წელი.
13.12.2007
* 17 დეკემბერს აღესრულება დიდი დღესასწაული წმინდა ბარბარესი. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, არაერთი ხალხური ტრადიცია შემოგვრჩა, თუნდაც ბარბარობის "ბედობის დღედ" მოხსენიება...
29.11.2007
* ვისთან გავარკვიოთ ხატის კანონიკურობა და რომელი წმინდანების ხატები უნდა ვიქონიოთ შინ?
15.11.2007
* რა მიზანი ექნება უფლის მეორედ მოსვლას და მართლა იქნება თუ არა მკვდრეთით აღდგომა საშინელი სამსჯავროს დროს?
- თქვენ რა საკითხებიც გაინტერესებთ - ეს არის ქრისტიანული ეკლესიის ფუნდამენტური მოძღვრება, რომლის გარეშეც ეს ეკლესია არ იქნებოდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat