კითხვას სვმს მკითხველი
კითხვას სვმს მკითხველი
* 17 დეკემბერს აღესრულება დიდი დღესასწაული წმინდა ბარბარესი. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, არაერთი ხალხური ტრადიცია შემოგვრჩა, თუნდაც ბარბარობის "ბედობის დღედ" მოხსენიება... უკავშირდება თუ არა ეს ტრადიციები ქრისტიანულ კანონიკას? ვინ იყო, სად ცხოვრობდა ბარბარე?

- წმინდა ბარბარე, ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი წმინდანია ქართველი ხალხისა. ასეთი გამორჩეულობა შესაძლოა მის არა მარტო ღვთიურ, არამედ იმ ადამიანურ ხასიათსაც მიეწერება, რომელიც ახლოს არის უბრალო მოკვდავის ხასიათთან... ის ხალხური ტრადიციები, რომელიც წმინდა ბარბარესთან დაკავშირებით ჩვენმა ხალხმა შემოინახა, დიდ სიყვარულზე მიუთითებს, მაგრამ ასევე, თანამედროვეთა ურწმუნებასა და მცირედმორწმუნეობაზე მეტყველებს, ურწმუნოებაა სწორედ ე.წ. "ბედობის დღე", იმიტომ, რომ ან იესო ქრისტესი უნდა გწამდეს ან კი ბედ-იღბლის, ბედისწერის და ა.შ. ორივე ერთად შეუთავსებელი მცნებებია, რადგან რა საერთო აქვს ბნელს ნათელთან? რაც შეეხება დანარჩენ ქმედებებს, რომლებიც ქრისტიანული კონტექსტიდან ამოვარდნილი არ არიან, ის შეწყნარებულია და არანაირი პრობლემა არ არის. მაგალითად, ქართველები ბარბარობის შესახვედრად ვაცხობთ ლობიანებს (რადგან მარხვაა!), ვმოძღვრავთ ბავშვებს და ვეუბნებით, რომ თუ კარგად მოიქცევიან, წმინდა ბარბარე შეეწევათ... წმინდა ბარბარესვე ვევედრებით, რომ უზიარებელი არ გავემგზავროთ სასუფეველში (იმიტომ გამოიხატება წმინდა ბარბარე იკონოგრაფიაში ბარძიმით)... ისიც შეისმენს ჩვენს თხოვნას, რადგან ქრისტიანთა მფარველი და მოყვარულია. თვითონაც ქრისტეს გულმხურვალე სიყვარულისთვის ეწამა... წმინდა ბარბარე დაიბადა ქალაქ ილიოპოლში (დაახლ. 306 წელს) მდიდარი წარმართის, დიოსკორეს ოჯახში... ქალწული ღვთაებრივად მშვენიერი იყო და ადრე დაქვრივებულმა მამამ გადაწყვიტა, ერთადერთი შვილი გარეშე თვალთაგან ფარულად აღეზარდა... მიუვალ ადგილზე გამომწყვდეული გოგონა დაფიქრდა სამყაროს შექმნის საიდუმლოებაზე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამყაროს უეჭველად ერთი შემოქმედი უნდა ჰყოლოდა...

როდესაც გათხოვების დრო დადგა, უარი უთხრა უამრავ მთხოვნელს. მამამ იფიქრა, გოგონა ეულად აღზრდამ გულჩათხრობილი გახადაო და თავისუფლება მისცა. ამასობაში ილიოპოლში ალექსანდრიელი ხუცესი ჩავიდა და ქალწული მონათლა... როდესაც დიოსკორე აბანოს აგებდა და მისთვის ორი - მზის და მთავრის სარკმელის გამოჭრა ბრძანა, ბარბარემ მესამე სარკმელიც დაამატებინა.

ამ სოფელს სამნი: მამა, ძე და სულიწმინდა ანათებენო. ამ სიტყვებით განრისხებულმა დიოსკორემ მახვილი შემართა შვილზე... ბარბარე გაიქცა და თავი კლდეს შეაფარა, მაგრამ მალე მწყემსებმა იპოვეს... დიოსკორემ ასული ქალაქის მმართველს მიჰგვარა, რომელმაც ჯერ ტკბილად სცადა გოგონას გადმობირება, შემდეგ კი აწამა... ნაიარევით დაწყლულებული ბარბარე ღამით თავად მაცხოვარმა განკურნა წყლულებისაგან... რა არ სცადეს წარმართებმა მის მოსაქცევად, მაგრამ გოგონა უფრო დიდი წინააღმდეგობით პასუხობდა. ურჯულოებმა მისი დასჯა გადაწყვიტეს... ბარბარეს წამების საცქერლად შეკრებილ ბრბოში იდგა ქალწული იულიანაც, რომელმაც ხმამაღლა დაიწყო ჯალათების მხილება, ისიც შეიპყრეს და ბარბარესთან ერთად საწამებლად შეაგდეს...

ქრისტეს სამსხვერპლოზე წმინდა ბარბარეს წმინდა იულიანაც დაუყენეს გვერდით... როდესაც წმინდა ბარბარემ უკანასკნელი ლოცვა დაასრულა, ციდან ანგელოზთა ხმა გაისმა... თვით მამამ აღმართა ბარბარეზე თავის მოსაკვეთად მახვილი... ქალწულის განგმირვისთანავე ჯალათ მამას საშინელი ელვა დაატყდა თავს და იქვე განგმირა...

* გთხოვთ განგვიმარტოთ, ვინ არის მფარველი ანგელოზი, რა დანიშნულება აქვს მას ადამიანის ცხოვრებაში?

- ანგელოზნი არიან ღვთისაგან შექმნილი უხორცო სულნი. უფალი ყოველ ადამიანს ნათლობის შემდეგ მიუჩენს მფარველ ანგელოზს, რომელიც მასთანვე რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე. მფარველობს მას სიხარულსა და განსაცდელში, ლოცულობს მისთვის უმძიმეს წუთებში და ეხმარება. როცა ჩვენ უზნეოდ ვიქცევით, ჩავდივართ ბოროტებას, მფარველი ანგელოზი დროებით განგვეშორება და გვაგრძნობინებს, რომ მიგვატოვა ჩვენი საქციელით დამწუხრებულმა, თუმცა მალე ჩვენდამი სიყვარულის გამო, როგორც მშობელი, ისევ გვიახლოვდება... მფარველი ანგელოზი ჩვენთან არის სიკვდილის შემდეგაც და მიგვაცილებს უფლის სამსჯავრომდე... მათ შეგიძლიათ შეევედროთ დილისა და საღამოს ლოცვებში, სადაც საგანგებო თავით არის მინიშნებული "ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი სამარადისო"...

* გამიგია, რომ არის ერთი დღე, როცა შეიძლება თვითმკვლელს ეკლესიაში დავუნთოთ სანთელი და ვილოცოთ მისი სულისთვის, როდის?

- მართლმადიდებელ ეკლესიას არ აქვს არც ერთი დღე, როცა თვითმკვლელთა და მოუნათლავთა სულებისთვის ლოცვა და სანთლის დანთება შეიძლება. იესო ქრისტეს სიყვარული ნებაყოფლობითია. იგი ამბობს, ვისაც უნდოდეს, შემომიდგესო... თუ ადამიანი სიცოხლეში არ მივიდა ქრისტესთან, არ იცავდა მის მცნებებს და სასოწარკვეთილებაში მყოფს, უფალი არ გაახსენდა, გარდაცვალების შემდეგ როგორღა უშველის, როცა სინანული უკვე შეუძლებელია... თვითმკვლელთა სახელზე მხოლოდ მოწყალების გაცემა შეიძლება გაჭირვებულთათვის. ამის გაკეთება კი ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
19.01.2016
შეიძლება თუ არა ერთი ბავშვის ნათლია ორი და იყოს?
ორი დის მიერ ბავშვის მონათვლა დანაშაული არ არის. მთავარია, ნათლიებს გააზრებული ჰქონდეთ მათი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე
12.04.2012
მორწმუნეთა შეკითხვებს პასუხობს მონაზონი მოსე მთაწმინდელი, მოძღვარი წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის კელიისა, ყუთლუმუშის მონასტრის წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სკიტიდან.
23.12.2010
მოგეხსენებათ, რომ ჟურნალი "კარიბჭე" თვეში ერთხელ შეხვედრებს აწყობს ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან.
04.03.2010
შეხვედრა მამა თეოდორე გიგნაძესთან

რატომ აკურთხებენ ხატებს?

ხატების კურთხევის საღვთისმეტყველო განმარტება ასეთია:
19.02.2009
"კარიბჭემ" 22 იანვარს კიდევ ერთ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. "შეხვედრა მოძღვართან" - ასე ერქვა საღამოს, რომელიც თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ეს იყო გულწრფელი დიალოგი ჟურნალის კონსულტანტ დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და მსმენელს შორის.
20.03.2008
* რატომ არ დაიშვებიან მშობლები შვილის ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე?
არანაირი საეკლესიო აკრძალვა იმის შესახებ, რომ ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე ბავშვის მშობლები არ დაიშვებიან, არ არსებობს.
07.02.2008
* როგორ უნდა ვილოცოთ დედათა წესის დროს?

დედათა წესი ქრისტიანად ყოფნისგან არ გათავისუფლებთ, ამ პერიოდშიც ქრისტიანად რჩებით და გევალებათ როგორც ლოცვა, ისე მარხვა.
10.01.2008
* რა განწყობილებით უნდა შეეგებოს ახალ წელს მართლმადიდებელი ქრისტიანი?

- ფაქტია, რომ უკლებლივ, დიდს თუ პატარას, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად უხარია ახალი წელი.
29.11.2007
* ვისთან გავარკვიოთ ხატის კანონიკურობა და რომელი წმინდანების ხატები უნდა ვიქონიოთ შინ?
15.11.2007
* რა მიზანი ექნება უფლის მეორედ მოსვლას და მართლა იქნება თუ არა მკვდრეთით აღდგომა საშინელი სამსჯავროს დროს?
- თქვენ რა საკითხებიც გაინტერესებთ - ეს არის ქრისტიანული ეკლესიის ფუნდამენტური მოძღვრება, რომლის გარეშეც ეს ეკლესია არ იქნებოდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat