კითხვას სვამს მკითხველი
კითხვას სვამს მკითხველი
* ვისთან გავარკვიოთ ხატის კანონიკურობა და რომელი წმინდანების ხატები უნდა ვიქონიოთ შინ?

უძველესი დროიდან ხატები იქმნება ხატმწერთა მიერ. მათი უმრავლესობა ბერი იყო (მაგალითად, ღვთისმშობლის პირველი ხატის შექმნას ლუკა მახარებელს მიაწერს საღმრთო გარდამოცემა). ხატის შექმნამდე ხატმწერი ბევრს ლოცულობდა და მარხულობდა, ამიტომაც მრავალი უძველესი ხატი სასწაულმოქმედი გახლდათ. დღეისთვის ხატებზე დიდი მოთხოვნილებისა და ასევე მხატვრის მიერ შესრულებული ხატების სიძვირის გამო, ეკლესიის მიერ დაშვებულია ლითოგრაფიული გამოსახულებანი, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რა ხერხით იქნება შესრულებული ხატი, მას უნდა მოვეპყროთ კეთილმოშიშებითა და კრძალვით. უმჯობესია ხატების შეძენა მონასტრებსა და ტაძრებში, რათა არ შეგეშალოთ და მაღაზიაში არამართლმადიდებლური ხატი არ შეიძინოთ, ხოლო თუ უკურთხებელს შეიძენთ, ის ხატი აუცილებლად უნდა აკურთხებინოთ.

თუკი თქვენ მიერ შეძენილი ან ნაჩუქარი ხატი მართლმადიდებლური კანონიკის მიხედვით რაიმე ეჭვს იწვევს, აუცილებლად დაეკითხეთ მღვდელმსახურთ. მორწმუნეებს შინ, როგორც წესი, აქვთ შემდეგი ხატები: მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის, თავიანთი მოსახელე წმინდანის, აგრეთვე განსაკუთრებული პატივით მოსილი წმინდანებისა. რაოდენობრივად არავინ გზღუდავთ: შეგიძლიათ იქონიოთ იმდენი ხატი, რამდენიც გაგიხარდებათ. თუ ხატი უსარგებლო გახდა (დაიკარგა გამოსახულება, გაფერმკრთალდა, დაზიანდა), იგი უნდა დაიწვას ან სუფთა ადგილას დაიმარხოს. გახსოვდეთ, მთავარი ხატების რაოდენობა კი არ არის, არამედ მათთან აღვლენილი წრფელი ლოცვა!

* როგორ უნდა შევინახოთ უქმე?

რაც შეეხება საღმრთო დღესასწაულებს, არსებობს წესი: ექვსი დღე აკეთე შენი საქმე, მეშვიდე - უძღვენი უფალს შენსას. კვირა-უქმესა და სადღესასწაულო დღეებში ქრისტიანი, როგორც წესი, ესწრება საღმრთო მსახურებას, ხოლო შინ ამ დღეებში მიზანშეწონილია საეკლესიო წიგნების კითხვა და მომეტებული ლოცვა. შეძლებისდაგვარად, ყოველი საქმე, რომლის გადადება შეიძლება მომდევნო დღისათვის - გადაიდება. მაგრამ ყოველთვის არსებობს აუცილებელი რამ, რასაც ვერაფრით გადადებ: ბავშვების მოვლა, საკვების მომზადება, ავადმყოფზე ზრუნვა, მოღვაწეობა მოყვასის სასიკეთოდ, თუმცა, თვით გადაუდებელ საქმეებს მოკიდებული, გულში სულ უნდა ლოცულობდეთ და ფსალმუნებდეთ და სულ გახსოვდეთ სიწმინდე დღესასწაულისა.

* რით აიხსნება, რომ ზოგიერთი მღვდელი უცხოური მანქანებით დაქრის, იესო ქრისტე კი ცხენზეც არ ჯდებოდა და თავმდაბლობის გამო ვირზე იჯდა?

დავიწყოთ იქიდან, რომ თქვენ არ იცნობთ ქრისტეს და სასურველია, მისი სარწმუნოება უკეთ შეისწავლოთ! ჯერ ერთი, ქრისტე ამ ტრანსპორტის საშუალებას იმიტომ ირჩევდა, რომ ავტომობილი არ არსებობდა. მეორეც, იერუსალიმში დიდებით შესვლისას ვირზე მჯდომი არა თავმდაბლობის, არამედ პრინციპული მოტივის გამო იყო - იგი შედიოდა ქალაქში მშვიდობის მოსატანად - ვირი მშვიდობის სიმბოლოა, ხოლო ცხენზე მეომრები სხედან და, შესაბამისად, იესო ცხენზე მბრძანებლის, დამპყრობლის, გამარჯვებულის იერს შეიძენდა. მესამე - ქრისტე მაშინდელი ტრანსპორტის სხვა საშუალებებზე არასდროს უარს არ ამბობდა (ნავი, გემი და სხვა). მეოთხე - განა თქვენ არ გინახავთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ფეხით მოსიარულე მღვდელი? დაყუდებული ბერები კი მონასტერში ცხოვრობენ...

დღევანდელი ცხოვრების ტემპი მოითხოვს, რომ ადამიანი სწრაფად გადაადგილდეს, დრო რაციონალურად გამოიყენოს. ამისთვის საჭიროა მანქანა. მღვდელს რაც უფრო მეტი დრო დარჩება მრევლისთვის, მით უკეთესია.

დაბოლოს, რატომ არ გიკვირთ სახელმწიფო ჩინოვნიკების მანქანები? მაგრამ თქვენ გიკვირთ მღვდლის მანქანა, რადგან ზოგადად მღვდლის საქმიანობა მიგაჩნიათ საეჭვოდ და უსარგებლოდ. შესაბამისად, ხართ ურწმუნო, ურწმუნოებაა მიზეზი თქვენი შურისა, რადგან მიგაჩნიათ, რომ მღვდელს არ უნდა ჰყავდეს მანქანა და არც სვამთ კითხვას: საიდან, რა შემოსავლით აქვს ეს მანქანა სასულიერო პირს.

ამიტომ მანქანა, თუნდაც უცხოური (რაც, უმეტესწილად, უფრო ხარისხიანს ნიშნავს), შეიძლება სასულიერო პირსაც ჰყავდეს. ისიც ხომ საზოგადოების წევრია და გარეგნული ცხოვრების წესს ისევე ემორჩილება, როგორც ნებისმიერი ადამიანი. მანქანის ყოლა არაფერს ცვლის, მთავარია, სასულიერო პირი ღვთისგან დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებდეს.
ბეჭდვაელფოსტა
03.05. 2016
551456200
yvelas mieces, uketesi cxovreba.
02.05. 2016
ირმა-ირინე
სასულიერო პირთ ყველაფერი განსაკუთრებულად უნდა ჰქონდეთ ისინი ჩვენთვის ძალიან ბავრს გაიღებენ თუკი ის ფუფუნება ექნება ყველას რომ მანქანა ჰქონდეთ ჰქონდეთ ამაზე კარგი რაა
08.05. 2015
ნინო
როგორ უნდა იყოს განლაგებული ხატები?
28.03. 2015
Маиа
Рогори патареби варт Кристеши!роца адамиани сулиерад изрдеба ис дидбунебовани хдеба да миси сулис чурчели дзалзе бевр,моквасис сисустеебс итевс да арц уквирс бавшви ром гамартулад дидивит вер азровнебс!Гмерто мохеде урцмунобас чемсас,мацховне,рата чемс иргвлив атасеби цхонднен!
27.03. 2015
მარი
:) ნამეტანი პროვოკაციული შეკითხვაა.მართალია მამაო,ვეთანხმები–– რა მნიშვნელობა აქვს მღვდელი რით ივლის მთავარია პატიოსანი და კარგი მოძღვარი იყოს.ჩემს მოძღვარსაც ყავს მანქანა,მაგრამ ის ძალიან კარგი მამაოა,მრევლიც პატივს სცემს და უყვარს.მე ვიცი მოძღვარი რომელმაც მანქანა დედის ავადმყოფობის გამო გაყიდა,მას ხშირად უწევდა სიარული სახლებშისაზიარებლად,საკურთხებლად და ა.შ.უმანქანობა დიდ დროს ართმევდა და ძალიან იღლებოდა–––––ამის შემყურე მრევლმა,რომელთაც თავიანთი სათნო(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით)მოძღვარი ძალიან უყვარდათ ფული შეაგროვეს ,მოძღვრის ჩუმად,რადგან ის ამის უფლებას არ მისცემდა და მანქანა უყიდეს.უარზე იყო მამაო,მაგრამ ძალით დაუტოვეს და კიდევ ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება.ერთმა ბიზნესმენმა რომელსაც თავისი მოძღვარი ძალიან უყვარდა მას მანქანა აჩუქ–––მერე ატყდა განკითხვები სად იშოვა? აი ასე იშოვა –––––ღვთის გარეშე არაფერი ხდება და მასაც ღმერთმა ამ გზით გამოუგზავნა ტრანსპორტი და ა.შ.
სხვა სიახლეები
19.01.2016
შეიძლება თუ არა ერთი ბავშვის ნათლია ორი და იყოს?
ორი დის მიერ ბავშვის მონათვლა დანაშაული არ არის. მთავარია, ნათლიებს გააზრებული ჰქონდეთ მათი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე
12.04.2012
მორწმუნეთა შეკითხვებს პასუხობს მონაზონი მოსე მთაწმინდელი, მოძღვარი წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის კელიისა, ყუთლუმუშის მონასტრის წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სკიტიდან.
23.12.2010
მოგეხსენებათ, რომ ჟურნალი "კარიბჭე" თვეში ერთხელ შეხვედრებს აწყობს ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან.
04.03.2010
შეხვედრა მამა თეოდორე გიგნაძესთან

რატომ აკურთხებენ ხატებს?

ხატების კურთხევის საღვთისმეტყველო განმარტება ასეთია:
19.02.2009
"კარიბჭემ" 22 იანვარს კიდევ ერთ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. "შეხვედრა მოძღვართან" - ასე ერქვა საღამოს, რომელიც თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ეს იყო გულწრფელი დიალოგი ჟურნალის კონსულტანტ დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და მსმენელს შორის.
20.03.2008
* რატომ არ დაიშვებიან მშობლები შვილის ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე?
არანაირი საეკლესიო აკრძალვა იმის შესახებ, რომ ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე ბავშვის მშობლები არ დაიშვებიან, არ არსებობს.
07.02.2008
* როგორ უნდა ვილოცოთ დედათა წესის დროს?

დედათა წესი ქრისტიანად ყოფნისგან არ გათავისუფლებთ, ამ პერიოდშიც ქრისტიანად რჩებით და გევალებათ როგორც ლოცვა, ისე მარხვა.
10.01.2008
* რა განწყობილებით უნდა შეეგებოს ახალ წელს მართლმადიდებელი ქრისტიანი?

- ფაქტია, რომ უკლებლივ, დიდს თუ პატარას, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად უხარია ახალი წელი.
13.12.2007
* 17 დეკემბერს აღესრულება დიდი დღესასწაული წმინდა ბარბარესი. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, არაერთი ხალხური ტრადიცია შემოგვრჩა, თუნდაც ბარბარობის "ბედობის დღედ" მოხსენიება...
15.11.2007
* რა მიზანი ექნება უფლის მეორედ მოსვლას და მართლა იქნება თუ არა მკვდრეთით აღდგომა საშინელი სამსჯავროს დროს?
- თქვენ რა საკითხებიც გაინტერესებთ - ეს არის ქრისტიანული ეკლესიის ფუნდამენტური მოძღვრება, რომლის გარეშეც ეს ეკლესია არ იქნებოდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat