კითხვას სვამს მკითხველი
კითხვას სვამს მკითხველი
* რა მიზანი ექნება უფლის მეორედ მოსვლას და მართლა იქნება თუ არა მკვდრეთით აღდგომა საშინელი სამსჯავროს დროს?
- თქვენ რა საკითხებიც გაინტერესებთ - ეს არის ქრისტიანული ეკლესიის ფუნდამენტური მოძღვრება, რომლის გარეშეც ეს ეკლესია არ იქნებოდა. დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერი მოძღვრება, რასაც ეკლესია ქადაგებს და ასწავლის, არის ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტებები და ადამიანი, რაც უნდა დაინტერესებული იყოს, ვერასდროს ჩასწვდება, ვერ ამოიცნობს და ვერ გაიგებს იმას, თუ რა სურს ღმერთს (იმიტომ, რომ ადამიანი ქმნილებაა, ღმერთი კი შემოქმედი). რაც ვიცით ღმერთის შესახებ, ეს არის ის, რაც თავად ინება და ადამიანთა საჭიროებისამებრ გამოუცხადა მათ. ეკლესია სწორედ ამ გამოცხადებით ჭეშმარიტებებს ასწავლის.

მეორედ მოსვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი აუცილებლად იქნება, იმიტომ, რომ ეს თავად გააცხადა და ამის დასტურია ახალი აღთქმის უამრავი ადგილი. ერთს მოვიყვან: "გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ" (საქ. 1,11). შეგიძლიათ ნახოთ ასევე: დან. 7,13, მათ. 25,31, მათ. 26,64, I თეს. 1,10, გამოც. 1,17.

გარდა ამისა, უფლის მეორედ მოსვლა განპირობებულია საღმრთო სამართლიანობით, ისევე, როგორც საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა (რომლის პირველი მაგალითი მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეა) საშინელი და საბოლოო სამსჯავროს წინ. ადამიანი ღმერთმა შექმნა ხორცის და სულის ერთობად, სწორედ ამ ერთობლიობას ჰქვია ადამიანი. ჩვენი აქაური სიკვდილის დროს, როცა სული სხეულს განეყოფა, სხეული მიწაში ლპება, მარტო სულს უხდება პასუხი აგოს ადამიანის (ხორცის და სულის ერთობის) ცოდვებზე. მოგეხსენებათ, არის სუფთა ხორციელი ცოდვები (ნაყროვანება, გემოთმოყვარეობა...), არის სუფთა სულიერი ცოდვები (ამპარტავნება, შური...) და არის ერთობლივი ცოდვებიც. ყველაფერ ამაზე მხოლოდ სული განისჯება. უფლის ყოვლადსამართლიანობა მოითხოვს, რომ ადამიანი, საბოლოო სამსჯავროზე მაინც, სრულად სამართლიანად განისაჯოს სულით და ხორცით, იმიტომ, რომ ადამიანი სწორედ მათ ერთობას ჰქვია. ასე რომ, საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა გარდაუვალი პროცესია, უფლის სამართლიანობიდან გამომდინარე. თუკი გწამთ ღმერთის, ასევე უნდა გწამდეთ მკვდართა საყოველთაო აღდგომის.

* არის თუ არა განსაკუთრებული შობის მარხვა? რა გვევალება მარხვის დროს?

- ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს შობის მარხვა ნოემბრის ბოლოს იწყება და 7 იანვრამდე გრძელდება. ეს მარხვა განსაკუთრებულია, რადგან ბეთლემში იშვა კაცობრიობის მხსნელი. იგი ბაგაში იწვა, ბაგის სიღატაკე დაცემული კაცობრიობის სულის სიღატაკეს გამოხატავდა... ჩვენი გულები, რომლებიც ცოდვით აღსავსე და დაბინძურებულია, ჰგავს პირუტყვის სადგომს და იგი უნდა გამოსუფთავდეს მასში იესო ქრისტეს შესვლით... ჩვენს შემთხვევაში ეს უნდა მოხდეს მარხვით. უფალს ჩვენი არაფერი სჭირდება, გარდა სულიერი სისუფთავისა. მარხვა, რა თქმა უნდა, მხოლოდ კვების რაციონის შეზღუდვა არაა, თუ გვსურს, ჩვენი მარხვა სათნოეყოს უფალს, აუცილებელია ლოცვა, ლოცვა სინანულით. გული და სული უნდა გავითავისუფლოთ სიძულვილისგან, ანგარებისგან, ურთიერთმტრობისა და შეურაცხყოფისგან... ანგელოზებმა ქრისტეს შობისთანავე გვიგალობეს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის და უმეტესად მარხვისას ჩვენ შორის მშვიდობა უნდა იყოს.

საქართველოს ეკლესიაში შობის მარხვაში დაშვებულია თევზის ხმევა, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა. გახსოვდეთ, რომ მარხვა და ლოცვა ის ორი ფრთაა, რომლებითაც ადამიანს შეუძლია ზეცაში ასვლა.
ბეჭდვაელფოსტა
27.11. 2016
ანი
ტაძარში დავესწარი წირვას, ხატსაც ვემთხვიე და და სანტელიც ავანთე, მერე აღმოჩნდა რომ მქონდა დედათა წესი, ეს ცოდვაში მეთვლებაა?
22.09. 2015
ლაშა
ქალბატონო მარინა,ჩემი აზრით თქვენ ცდებით,ადამინს გააჩნია თავისუფალი ნება რომლითაც ის ირჩევს ვის მხარეს დადგეს, თუ ადამიანი ღვთის მხარეს დადგა და მისი ნების შესრულება დაიწყო, რადგან ხატებაა ღვთისა და მხოლოდ მასში პოვებს ადამინი განსასვენებელს და ის არის მისი განვითარების წყარო,ღმერთი მას რაღა თქმა უნდა დააზღვევს ბოროტისგან, მაგრამ როცა ადამიანი ცოდვას ჩადის უარყოფს ღმერთს. რადგან ცოდვის მომენტში გამოდის ღმერთზე ძალიან ცოდვა სწყურია, ბოროტი ვერავის ვერ აიძულებს მთავარი ადამიანის არჩევანია.
01.08. 2015
მარინა
რატომ უნდა დაისაჯოს ადამიანი, რომლსაც ეშმა აიზულებს ბოროტებას ,უფალმა ხომ იცის, რა ძალის მფლობელიც არის, თავად განუწყვეტლად ებრძვის მას. ადამიანი მსხვერპლია და ორ აქლემს შორის კოზაკივით რატომ უნდა გაიჭყლიტოს?
06.06. 2015
სანდრო
ქართველებს მხოლოდ ამით გვამშვიდებენ რომ მოვითმინოთ,ბოროტებას სიკეთით ვუპასუხოდ,ვილოცოთ ვიმარხულოთ,მივუტევოთ და მივიღებთ საუკუნო ნეტარებას
25.02. 2015
manana
tuki mainc unda agvsdget xorcielad,ratomga veyrebit suls sainteresoa.
სხვა სიახლეები
19.01.2016
შეიძლება თუ არა ერთი ბავშვის ნათლია ორი და იყოს?
ორი დის მიერ ბავშვის მონათვლა დანაშაული არ არის. მთავარია, ნათლიებს გააზრებული ჰქონდეთ მათი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე
12.04.2012
მორწმუნეთა შეკითხვებს პასუხობს მონაზონი მოსე მთაწმინდელი, მოძღვარი წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის კელიისა, ყუთლუმუშის მონასტრის წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სკიტიდან.
23.12.2010
მოგეხსენებათ, რომ ჟურნალი "კარიბჭე" თვეში ერთხელ შეხვედრებს აწყობს ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან.
04.03.2010
შეხვედრა მამა თეოდორე გიგნაძესთან

რატომ აკურთხებენ ხატებს?

ხატების კურთხევის საღვთისმეტყველო განმარტება ასეთია:
19.02.2009
"კარიბჭემ" 22 იანვარს კიდევ ერთ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. "შეხვედრა მოძღვართან" - ასე ერქვა საღამოს, რომელიც თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ეს იყო გულწრფელი დიალოგი ჟურნალის კონსულტანტ დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და მსმენელს შორის.
20.03.2008
* რატომ არ დაიშვებიან მშობლები შვილის ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე?
არანაირი საეკლესიო აკრძალვა იმის შესახებ, რომ ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზე ბავშვის მშობლები არ დაიშვებიან, არ არსებობს.
07.02.2008
* როგორ უნდა ვილოცოთ დედათა წესის დროს?

დედათა წესი ქრისტიანად ყოფნისგან არ გათავისუფლებთ, ამ პერიოდშიც ქრისტიანად რჩებით და გევალებათ როგორც ლოცვა, ისე მარხვა.
10.01.2008
* რა განწყობილებით უნდა შეეგებოს ახალ წელს მართლმადიდებელი ქრისტიანი?

- ფაქტია, რომ უკლებლივ, დიდს თუ პატარას, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად უხარია ახალი წელი.
13.12.2007
* 17 დეკემბერს აღესრულება დიდი დღესასწაული წმინდა ბარბარესი. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, არაერთი ხალხური ტრადიცია შემოგვრჩა, თუნდაც ბარბარობის "ბედობის დღედ" მოხსენიება...
29.11.2007
* ვისთან გავარკვიოთ ხატის კანონიკურობა და რომელი წმინდანების ხატები უნდა ვიქონიოთ შინ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat