ყოველ წირვაზე ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ეკლესია მხრებზე მაწევს
ყოველ წირვაზე ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ეკლესია მხრებზე მაწევს
ევროპული ლიტერატურის, კულტურისა და ფილოსოფიის ფასდაუდებელი ღირებულება თუნდაც ის არის, რომ მათში შესანიშნავადაა გამოხატული ჭეშმარიტი ნათლის შემეცნებას მოკლებული პიროვნების სულიერი, მსოფლმხედველობრივი, ზნეობრივი კრიზისი; ნაჩვენებია ადამიანის გაუცხოება და მარტოობა. კრიზისი, რომელიც ხასიათდება უღმერთობით გამოწვეული ტანჯვით, ნიჰილიზმით, სკეპტიციზმით, გულგატეხილობით, საბოლოო ჯამში, განაპირობებს ცხოვრების აზრისა და გზის ძიებას. "გზა ხსნისა" კი მართლმადიდებელი ეკლესია, მასში დავანებული სიბრძნე და ჭეშმარიტებაა.

დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიის მღვდელმსახური, იღუმენი ლაზარე (გაგნიძე). მამა ლაზარე ამბობს, რომ იგი მთელი თავისი არსებით XX საუკუნის შვილია და რომ ამ რთული და წინააღმდეგობრივი ეპოქის ყველა პრობლემამ, ყველა ბზარმა "მის გულზე გაიარა". იგი ერისკაცობაში ცნობილი და წარმატებული გერმანისტი გახლდათ. სხვა ფაქტორებთან ერთად, გერმანულ ლიტერატურაში დაუნჯებულმა ფასეულობებმაც გაუკვლიეს მას გზა ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ. ეს გზა საკმაოდ ზიგზაგოვანი აღმოჩნდა, მაგრამ როგორც ერთი ჩვენი დროის ფილოსოფოსი ამბობდა: "მხოლოდ სიბნელით გამოწვეულ ტანჯვას შეუძლია გადააქციოს სინათლის წყურვილი ჭეშმარიტ სინათლედ".

- მამაო, როგორ შეუდექით ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ, ეკლესიისკენ მიმავალ გზას?

- ქრისტიანული აზროვნება ადამიანს ოჯახიდან და წინაპრებიდან გენეტიკურად ეძლევა, ხოლო პიროვნების გაეკლესიურებას გარკვეულწილად მისი შემდგომი ცხოვრება განაპირობებს. მე XX საუკუნის შვილი ვარ და ვთვლი, რომ ამ საუკუნეში შექმნილი პირობების შესატყვისად და მისგან გამომდინარე ვიცხოვრე.

4 წლისა დედით დავობლდი და ძირითადად ბებიასთან მიხდებოდა ყოფნა. იგი მაისურაძის ქალი გახლდათ, რაჭის სოფელ წედისიდან, ხუცების ოჯახში იყო გაზრდილი. 14 წლისა გათხოვდა, მაგრამ ამის მიუხედავად ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ოჯახიდან გამოჰყვა, მთელი ცხოვრების მანძილზე დიდ სამსახურს უწევდა. ჩემი ეკლესიაში მოსვლა, ალბათ, ბებიაჩემის ღვთისმოსაობამაც განაპირობა. თუმცა მაშინ ეკლესია სოფლად დახურული იყო, მღვდელმოქმედება - აკრძალული, ბებია, ჩვეულებრივ, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს მარხულობდა, არ გამოეპარებოდა ეკლესიის მიერ დაწესებული არც ერთი მარხვა. ჩემს გულსა და გონებაში დაილექა ქრისტიანული ფასეულობები, რის ცოცხალ მაგალითსაც ბებიაჩემი იძლეოდა. შემდეგ კი, როცა უკვე საამისო ჟამი დადგა (და ეს იყო 1992 წლის დიდმარხვის დასაწყისი), პირველად მივედი მოძღვართან, დღეს უკვე შემოქმედელ მთავარეპისკოპოსთან, მეუფე იოსებთან და ეკლესიური ცხოვრება დავიწყე.

- თქვენ ერისკაცობაში გერმანისტი ბრძანდებოდით. დაგეხმარათ თუ არა გერმანულ ლიტერატურაში დაუნჯებული უმაღლესი ღირებულებები მართლმადიდებელი სარწმუნოების პოვნაში?

- საერთოდ, როცა ადამიანი შინაგანად მაძიებელია, მთელი ცხოვრების მანძილზე იღრმავებს ცოდნას და იფართოებს თვალსაწიერს. ჭეშმარიტი ლიტერატურა ხვეწს და ასათუთებს ადამიანის გრძნობა-გონებას, ასწავლის ფიქრს მეტაფიზიკურ პრობლემებზე, ამაღლებულ იდეალებზე. ჩემს გერმანისტად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ გერმანელ ქართველოლოგს, ქალბატონ გერტრუდ პეჩს. იგი თეოლოგი გახლდათ, იკვლევდა ქართულ სასულიერო მწერლობას, ქართულ ქრისტიანობას. მისი დისერტაცია ეხებოდა ლუკას სახარებას. მისი უდიდესი ხელშეწყობით გავიარე უძლიერესი სკოლა იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში. ძველ გერმანულსა და გოთურს მასწავლიდა იენის უნივერსიტეტის ცნობილი პროფესორი, ბატონი მეტკე, ხოლო თანამედროვე ლინგვისტიკას - ცნობილი პროფესორი, პრაღის სკოლის წარმომადგენელი ჰენრიკ ბეკერი. ამ სკოლამ ჩამომაყალიბა არა მხოლოდ გერმანისტად, არამედ დღევანდელ სასულიერო პირადაც, რადგანაც გოთური ენა, ფაქტობრივად, გოთურ სახარებაზე მუშაობით გავიარეთ. თუმცა მე მაშინ შორს ვიყავი ეკლესიური ცხოვრებისგან, მაგრამ გოთური ბიბლია ჩემს გულსა და გონებაში დაიძირა. შემდეგ - თავად გერმანულ ლიტერატურაში დასმული ღრმა ირაციონალური, მისტიკური პრობლემატიკა: თომას მანი, ჰერმან ჰესე, რილკე, ჰოლდერლინი... დღესაც წამოუდგენლად მიმაჩნია, თავს თვლიდე ასეთი ლიტერატურის მკვლევარად და არ იცნობდე ქრისტიანობას. ქრისტიანული აზროვნებისა და ცხოვრების გარეშე ამ მწერლების ნაწარმოებების წვდომა შეუძლებელია.

- როგორ გადაწყვიტეთ სასულიერო გზას შედგომოდით და თუ შეიცვალა თქვენი მსოფლმხედველობა ამის შემდეგ?

- თავიდან სათანადოდ განსწავლული არ ვიყავი ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ღვთისმსახურებითი წესების შესრულებაში. მოხდა ისე, რომ ეკლესიაში მივედი აღდგომის მარხვის დასაწყისში. როდესაც მარხვა დასრულდა, მეუფე იოსებმა მთხოვა, საკურთხეველში მივხმარებოდი. ეს იყო მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში. შევეწინააღმდეგე - საკურთხეველში შესვლის ღირსად არ მიმაჩნდა თავი. მეუფემ მაინც შემიყვანა და თითქმის სასწაული მოხდა - ჩემს გონებაში ყველაფერი გადაბრუნდა. დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა... დღეს ბევრი პატარა ბავშვი შეგვყავს საკურთხეველში, მაგრამ მათთვის ეს, ალბათ, არ არის ისეთი ღირებული. ჩემთვის კი, 54 წლის კაცისთვის, ეს იყო, ფაქტობრივად, ახლად შობა, ახალი ცხოვრების დაწყება. თითქოს აქამდე არც კათედრის გამგე ვყოფილიყავი, არც კომუნისტური პარტიის წევრი.

დიაკვნობაში საკმაოდ გამიჭირდა, რადგან, როგორც გითხარით, სათანადო სკოლა არ მქონდა გავლილი. მართლმადიდებლური სამყარო ჩემთვის ისეთი ნაცნობი და ახლობელი არ იყო, როგორიც დღევანდელი ახალგაზრდობისთვისაა. მე ვიყავი ერთი მწიგნობარი, ვიკვლევდი ლიტერატურას, უცხო ენათა ინსტიტუტის კათედრის გამგე გახლდით და უფრო გერმანისტების აღზრდის პრობლემით ვიყავი დაკავებული, ვიდრე სულიერებით. მაგრამ უფალმა უდიდესი შემწეობა გამიწია. დავიწყე ჩემი წარსულის ნგრევა, რაც, მოგეხსენებათ, არცთუ უმტკივნეულო პროცესია. ვიდრე ჩემი წარსული არ დავანგრიე, ნაცარტუტად, არარაობად არ ვაქციე და ბოლომდე თავი არ დავიმდაბლე, არაფერიც არ გამოვიდა. ფაქტობრივად, ამის შემდეგ დაიწყო ჩემი სამოძღვრო საქმიანობაც.

- რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც მღვდლის რთული და საპასუხისმგებლო უღელი იტვირთეთ?

- 1992 წლის 14 ოქტომბერს დიაკვნად მაკურთხეს, ხოლო 1995 წლის ამაღლებას (1 ივნისს), უწმინდესის კურთხევით, მეუფე დანიელმა ფოკის მონასტერში მღვდლად დამასხა ხელი. მღვდლად კურთხევის საიდუმლოს ადამიანი ბოლომდე ვერასოდეს ჩასწვდება. როცა უწმინდესმა დიაკვნად დამასხა ხელი და საგანგებო ლოცვას მიკითხავდა, თუ მიწაში არ ჩამიტანდა ის ენერგია, რომელიც მაშინ ჩემსკენ წამოვიდა, არ მეგონა. იმ მომენტში უზარმაზარი ძალა ვიგრძენი. ამ ენით აუწერელი საიდუმლოს წვდომა და გამოთქმა თანაბრად მძიმეა და რთული. ისეთი შეგრძნებაა, რომ შენ ხარ მსხვერპლად შეწირული ცხვარი: "ვითარცა ცხოვარი, კვლად მიიგვარა". იმის ტვირთვა, რაც მართლმადიდებელ მოძღვარს მიეცემა, უფლის შეწევნის გარეშე შეუძლებელია. პირველი წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში ჩავატარე და ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მხრებზე მედო სვეტიცხოველი. ყოველ წირვაზე მაქვს ასეთი განცდა, თითქოს ეკლესია მხრებზე მაწევს (კვირა დღეებსა და დღესასწაულებზე სამთავროს დედათა მონასტერში ვწირავ, ხოლო დანარჩენ დღეებში - ქაშვეთის ტაძარში). ეს დიდი პასუხისმგებლობაა უფლისა და მრევლის წინაშე. იგი უბრალო მსახურება არ გახლავთ, არამედ ღვაწლია, რომლისთვისაც მღვდელი რუდუნებით უნდა ემზადებოდეს. ყოველი წირვისათვის მე 2-3 დღით ადრე ვემზადები.

- ბერობა ღვთისმსახურების აღმატებული გამოხატულებაა. როგორ გადაწყვიტეთ ბერად აღკვეცა?

- ბერი ცდილობს, ანგელოზებრივად იცხოვროს ამ ქვეყანაზე, რაც, თავისთავად, ადამიანისთვის მომხიბვლელს ხდის ასეთ ცხოვრებას. ამ მცდელობაში თანდათან გრძნობ, რომ ყოველდღიურად გემატება სულიერი ძალა და სიმხნევე. ბერი ყოველდღიურად ლოცულობს ასობით გარდასული წინაპრისთვის, ასობით გაჭირვებული, უმწეო ადამიანისთვის. ეს კი უდიდეს ძალას მატებს მას. ბერის ცხოვრება უფლისა და მოყვასისთვის თავგანწირვაა. ბერად აღკვეცის გადაწყვეტილება თავისთავად მოვიდა. ამაზე თითქმის არც მიფიქრია. უფალმა ყველაფერი უჩემოდაც კარგად მოაგვარა.

- პირველ ნაბიჯებს რომ დგამდით სასულიერო მოღვაწეობის გზაზე, არ გაგიჭირდათ ძველ, თუნდაც პროფესიულ ჩვევებთან განშორება? როგორი ურთიერთობა გაქვთ ძველ მეგობრებთან?

- როცა უწმინდესმა დიაკვნად მაკურთხა და მის კალთასთან ჩავიმუხლე, თავზე ხელი დამადო და მითხრა, - აი, ასე, კაბით ივლით და იმუშავებთ ძველ სამსახურშიო. ამგვარად განვაგრძობდი ჩემი ძველი პროფესიითაც მუშაობას.

ჩემს ძველ მეგობრებთან, რასაკვირველია, ისევ თბილი ურთიერთობა მაქვს. მე მყავს ერთი მეგობარი - ზიგფრიდ ფროიდი - ანთროპოლოგი, არქეოლოგი გახლავთ. ანტიკომუნისტური პოზიციის გამო დევნიდნენ. 40 წლის დაკარგული მყავდა და ახლახან ერთმანეთი მოვძებნეთ. ტელეფონით მკითხა: - ჯუმბერ, არ ვიცი, როგორ მოგმართოო. ვუთხარი, უკვე მამა ლაზარე ვარ-მეთქი. მან კი - ისევ ათეისტი ვარო. მიუხედავად ამისა, იგი ჩემი მეგობარია და ასეთად დარჩება ყოველთვის. მყავს ევანგელისტი, კათოლიკე მეგობრებიც.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს მრევლთან, ლმობიერი ხართ თუ მკაცრი?

- მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობა არ არის მეგობრობა, ესაა ურთიერთობა მამისა და შვილისა. გარკვეული დისტანციაა საჭირო. ჩემს მრევლს არ ავიწყდება, რომ მე მათი მოძღვარი ვარ და არც მე მავიწყდება, რომ იგი ჩემი სამწყსოა და მის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა მმართებს.

ურთიერთობაში ლმობიერი ვარ, მაგრამ ჩემი ლმობიერება სიმკაცრეს გულისხმობს. ზოგი მათრახით ცდილობს ადამიანის სულიდან სარეველას ამოძირკვას, მე კი ამას ვაკეთებ ღიმილითა და ლმობიერების დროშით. მათ იციან, როცა გავუღიმებ, ნიშნავს, რომ რაღაცით უკმაყოფილო ვარ, რაღაცას მკაცრად ვთხოვ...

ჩვენ ადრე მრევლთან ერთად ხშირად მივდიოდით ძეგვში მოსალოცად. ვატარებდით ღამისთევის ლოცვებს. სამწუხაროდ, ადგილობრივმა მოსახლეობამ ვერ აგვიწყო ნაბიჯი და ამ ბოლო დროს ვეღარ ვახერხებთ იქ ლოცვას. მრევლის დიდი ნაწილი სამთავროს დედათა მონასტერში მოდის დღესასწაულებზე, როცა მე ვატარებ წირვას. ფაქტობრივად, აღდგომას და შობას ერთად ვხვდებით.

- მამაო, რა მიგაჩნიათ ჩვენი დროის ყველაზე მწვავე პრობლემად?

- სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს თავისუფლებისთვის მზაობა. ჩვენი ეკლესია, ფაქტობრივად, სულ რაღაც 15-20 წელია, რაც დევნილი აღარ არის. იმ უღმერთობის ხანიდან ახლა გამოვედით და პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ქრისტიანობაში. ამიტომ ჯერ არა ვართ ისეთ სიმაღლეზე, როგორზეც უნდა ვიყოთ, როგორზეც ჩვენი წინაპრები იყვნენ. ჩვენში რომ ჭეშმარიტი ქრისტიანული სულისკვეთება და მზაობა იყოს, ბევრი რამ უფრო ადვილად გადასატანი და მოსათმენი იქნებოდა; თუნდაც ეკონომიკური ფორმაციის ცვლასთან დაკავშირებული მტკივნეული პროცესები. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. მაგალითად, ჩემი ბავშვობა სამამულო ომს დაემთხვა. ჩვენ, ძირითადად, სოფელში ვიყავით გახიზნულნი. ჩვენი წინაპრები ადრე დღე და ღამე შრომობდნენ ნატეხი პური და მჭადი რომ ჰქონოდათ. 5-6 წლისანი ვიყავით და უკვე ვშრომობდით - ასაკის შესაფერ საქმეს გვავალებდნენ უფროსები. ადრე ლუკმაპურისთვის შრომობდნენ. დღეს კი თითქოს გაჭირვებაა ჩვენს ქვეყანაში და, ამავდროულად, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი პრესტიჟული მარკის მანქანებით დაჰქრის. ყველას, რატომღაც, მხოლოდ სოციალური პრობლემა გვტკივა. ჭეშმარიტი ქრისტიანი კი, უპირველეს ყოვლისა, სასუფეველს ეძიებს. სოციალური სიდუხჭირით ამართლებენ ქურდობასაც. ქურდობა ყველა ეპოქაში არსებობდა, მაგრამ მისი დღევანდელი, არნახულად გაზრდილი მასშტაბები იმით არის განპირობებული, რომ ჩვენს ეპოქაში მომხვეჭელობა გაიზარდა. ღირებულებები, მოთხოვნილებები შეიცვალა. ჩვენ ნატეხი პურით ვკმაყოფილდებოდით, დღეს კი ეს ნატეხი პური ნარკოტიკმა შეცვალა. წიგნის სიყვარული შემცირდა. მახსოვს, ჩემს სტუდენტობაში ერთმანეთს "ვააადმყოფებდით" ამა თუ იმ მწერლით. წიგნები გაცრეცილი გვქონდა კითხვით, თვალები - ამოღამებული. საჯარო ბიბლიოთეკა მკითხველს ვერ იტევდა...

- მამაო, რას უსურვებთ ჩვენი ჟურნალის მკითხველს?

- "კარიბჭის" მკითხველს, ქართველ ერს, ვუსურვებ მოთმინებას, რომ მდაბლად აიტანოს ყველა ის განსაცდელი, რაც ჩვენს დროში ხდება. ღმერთმა გაგაძლიეროთ, დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat