რა რჩევაც არ უნდა მისცე ადამიანს, თუკი შენს სიტყვას ღვთის მადლი არ მოჰყვება, გულს ვერ შეუძრავს
რა რჩევაც არ უნდა მისცე ადამიანს, თუკი შენს სიტყვას ღვთის მადლი არ მოჰყვება, გულს ვერ შეუძრავს
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე

- მამაო, როგორ დაადექით სასულიერო გზას?

- როგორც ჩემი მშობლები მეუბნებიან, ღვთისადმი, რელიგიისადმი ინტერესს თურმე ნინველობაშივე ვიჩენდი. ბავშვობაში დიდუბეში ვცხოვრობდი და ეკლესიასთან გავლისას ყოველთვის მინდოდა, რომელიმე იქაურ მოძღვარს გავსაუბრებოდი, მაგრამ ის კი არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. ჩვენს გიმნაზიაში დიდი ყურადღება ეთმობოდა ბავშვების რელიგიურ აღზრდას. სურვილი რომ შემატყო, ერთ-ერთმა რელიგიის პედაგოგმა მირჩია, ლურჯ მონასტერში მივსულიყავი.

1993 წელი იყო. ტაძრის მაშინდელი წინამძღვარი, მამა ზაქარია ძინძიბაძე ეზოში ვიღაცას ესაუბრებოდა. მასთან მივედი. პირველი აღსარებაც ჩავაბარე, და ასე დაიწყო ჩემი ეკლესიური ცხოვრება. ტაძარში, მსახურებებზე სიარული ცხოვრების წესად მექცა. ერთ წელიწადში მამა ზაქარიამ სტიქარით შემმოსა და ლოცვა-კურთხევა მომცა, მედავითნეობა შემესწავლა. 13 წლის ვიყავი, პირველად რომ ვიმედავითნე ლურჯ მონასტერში. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში საზოგადოება ათეისტური რეალობიდან ახალი გამოსული იყო და ეკლესიის მიმართ არ ჰქონდათ კეთილგანწყობა. ჩემს ნათესავებსაც პირველ ხანებში არ მოსწონდათ, ეკლესიურად რომ ვცხოვრობდი, მაგრამ მამა ზაქარია რომ გაიცნეს, ყველაფერი მოგვარდა. მამა ზაქარია მის გარშემო მყოფი ადამიანებისათვის სიყვარულისა და თავდადების მართლაც იშვიათი მაგალითი იყო. გულწრფელად მაოცებდა და აღმაფრთოვანებდა მისი ცხოვრების წესი. დილით, წირვას რომ მორჩებოდა, მერე მთელი დღე საეკლესიო საიდუმლოებებსა და წესებს აღასრულებდა. მერე მოახლოვდებოდა საღამოს ლოცვა, რომელსაც ხანგრძლივი აღსარებები მოსდევდა. მთელი დღე ისე გავიდოდა, ერთხელაც არ გაახსენდებოდა სატრაპეზოში შესვლა. მისი თავგანწირვა გარშემომყოფთ გვაძლიერებდა და მისთვის მიბაძვის სურვილით გვავსებდა. ასე გამიჩნდა მღვდლობის სურვილიც. და რაც დრო გადიოდა, ეს მონდომება უფრო და უფრო მიძლიერდებოდა. მღვდლობა მინდოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებდი, თუ რა დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა იყო ეს და ამისთვის მხოლოდ ჩემი სურვილი არ კმაროდა. მინდოდა გამეგო, ღვთის ნებაც იყო თუ არა ეს.

იმხანად კარგი ურთიერთობა მქონდა წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურთან, მამა ანტონ გულიაშვილთან, რომლისგანაც ბევრი რამ მსმენოდა ჩვენი დროის ერთ-ერთი გამოჩენილი რუსი საეკლესიო მოღვაწის, მამა იოანე კრესტიანკინის შესახებ. მამა ანტონი მისი სულიერი შვილი იყო და ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ. გაგონილი მქონდა, რომ მამა იოანეს წინასწარ განჭვრეტის უნარი ჰქონდა. გადავწყვიტე მასთან წავსულიყავი, რათა ღმერთს მისი პირით ეუწყებინა ჩემთვის, იყო თუ არა უფლის ნება ჩემი სასულიერო პირობა. 2004 წლის აგვისტო იყო, როცა მასთან მივედი. მაშინ 95 წლისა იყო (6 თვეში გარდაიცვალა კიდეც). დაუძლურებულს მნახველების მიღება აღარ შეეძლო, მხოლოდ წერილობით გასცემდა პასუხებს საჭირბოროტო კითხვებზე. მომვლელმა ქალბატონმა მირჩია, მეც დამეწერა წერილი და პასუხს დავლოდებოდი. და აი, სამი დღის შემდეგ ამ ქალბატონის ხელით მამა იოანემ გამომიგზავნა წიგნი, რომელსაც ერქვა ,,სვიაშენნიკ". ქალბატონმა მითხრა, რომ ეს იყო მამა იოანეს პასუხი და ლოცვა-კურთხევა. მართლაც, სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 2007 წლის გიორგობას, მეუფე თეოდორემ დიაკვნად მაკურთხა, ხოლო 2008 წლის 22 ივლისს პატარძეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში საგარეჯო-ნინოწმინდის ეპისკოპოსმა, მეუფე ლუკამ მღვდლად დამასხა ხელი. იმ დღიდან ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ვმსახურობ.

- რა გრძნობა დაგეუფლათ მღვდლად კურთხევის დროს?

- ეს იმდენად ღრმა საიდუმლოა, იმდენად სხვა სამყაროში შედიხარ, რომ ერთადერთი მძაფრი გრძნობა, რაც ამ დროს გიპყრობს, შიშია. თავში სულ ერთი კითხვა გიტრიალებს: შეძლებ კი ამხელა ტვირთის ღირსეულად ტარებას? შემდეგ, როცა უკვე მღვდელმსახურება იწყება, ვერც კი აღიქვამ საკუთარ თავს მღვდლად, მერე და მერე ნელ-ნელა ეგუები, თანდათან შეიგრძნობ მღვდელმსახურების მადლს. ტვირთისა და სიმძიმის შეგრძნება უფრო გვიან მოდის, ხანგრძლივი ღვაწლის შედეგად. თავიდან დედაც ხომ სათუთად ეპყრობა ჩვილს, ეფერება, როცა წამოიზრდება, მხოლოდღა მაშინ უშვებს ხელს. ახალნაკურთხი სასულიერო პირზეც ღვთის განსაკუთრებული მადლი და წყალობა ეშვება იმისათვის, რომ შეეგუს ამ რთულ მსახურებას და გამყარდეს მასში. მე ვფიქრობ, რომ მღვდლის უპირველესი მოვალეობა არის ლოცვა, რომელიც ღვთისმსახურებით გამოიხატება. ღვთისმსახურება არასოდეს უნდა ბეზრდებოდეს მღვდელს, პირიქით, სიხარულსა და ბედნიერებას უნდა ანიჭებდეს. ეს არის მყარი საფუძველი იმისა, რომ შემდეგ მან შეძლოს ჯვრის ტარება.

- რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა რამდენად გეხმარებათ ღვთისმსახურებაში?

- ჩემი მეუღლე ("კარიბჭის" თანამშრომელი გვანცა გოგოლაძე) ლურჯ მონასტერში გავიცანი. ორივენი მამა ფილარეტის სულიერი შვილები ვიყავით და მისივე ლოცვა-კურთხევით დავქორწინდით. ლურჯ მონასტერში წლების განმავლობაში დავდივართ, ვმსახურობთ და, ბუნებრივია, განსაკუთრებული სიყვარული და მოკრძალება გვაქვს ამ ტაძრის მიმართ. გვინდოდა, ეს სიყვარული და პატივისცემა რაღაცით გამოგვეხატა. ეს ტაძარი, მოგეხსენებათ, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელზეა აგებული და ამიტომ ჩვენს პირველ შვილსაც ანდრია დავარქვით.

მღვდლისთვის ოჯახი გადამწყვეტია. ზოგჯერ ღვთისმსახურებისა და საეკლესიო წესების აღსრულების შემდეგ მრავალი საათის განმავლობაში გვიწევს აღსარებების მიღება. ეს სულიერი და ფიზიკური თვალსაზრისითაც მეტად მძიმეა. ამის მერე დაღლილი მოდიხარ შინ და დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი გარემო გხვდება, როგორი განწყობით გხვდებიან ოჯახის წევრები, როგორი შეგნებით უდგებიან ამას. ერთი ღიმილიც კი ხშირად საკმარისია მთელი დღის დაღლილობისა და სიმძიმის მოსახსნელად. მღვდელი თითქმის არ ეკუთვნის საკუთარ თავსა და ოჯახს, მუდმივად შინიდან არის გასული, სხვებს უფრო უთმობს ყურადღებას, დროს, ვიდრე ოჯახს. ამ ყველაფერთან მშვიდად შეგუება ღრმა სულიერებას მოითხოვს. წმინდა იოანე კრონშტადტელის ცხოვრებაში წერია, რომ იგი ხშირად დაღლილ-დაქანცული ბრუნდებოდა შინ და ბოლოს და ბოლოს, როცა მოიცლიდა სატრაპეზოდ, სწორედ ამ დროს მოაკითხავდნენ ავადმყოფის საზიარებლად. ისიც მიატოვებდა ყველაფერს და მიჰყვებოდა. ბუნებრივია, ძალიან ძნელია ამ მეტად დაძაბული რეჟიმით ცხოვრება, შეიძლებოდა, ამას მეუღლე აღეშფოთებინა, მაგრამ წმინდა იოანე კრონშტადტელის მეუღლე იყო მოთმინებისა და სიმტკიცის მაგალითი, რომელმაც გაინაწილა თავისი მეუღლის ჯვრის სიმძიმე. როდესაც ადამიანი მღვდლობისთვის ემზადება, ქმარიც და ცოლიც უნდა იდგნენ ერთ საფუძველზე, ანუ ორივე უნდა ეძებდეს სულის ცხონებას. მათი ცხოვრებაც ამ ცენტრის გარშემო უნდა ტრიალებდეს და მხოლოდ მაშინ დაგვირგვინდება ჯვრისწერის საიდუმლოში შესვლა გამარჯვებით. როდესაც ასე არ ხდება, მღვდელი ზრუნავს თავისი მრევლის გადარჩენაზე, მთელ ენერგიას მათ ახარჯავს, ხოლო ცოლი, სამწუხაროდ, მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზე ფიქრობს, ეს, ცხადია, მღვდლის ჯვარს უფრო ამძიმებს.

- თქვენს მრევლზე რას გვეტყოდით?

- დიდ სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობ მრევლისგან. განსაკუთრებული მოწიწება აქვთ ღვთისმსახურებისადმი და ამგვარი განწყობა, თავისთავად, დადებით მუხტს ქმნის ტაძარში. საერთოდ, ღვთისმსახურებაზე მრევლის განწყობას მღვდლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ ადამიანები მოკრძალებით არ დგანან ღვთის წინაშე, საუბრობენ, გონებადაფანტულები არიან, ამ დროს ლოცვის საერთო სულისკვეთება ქვეითდება და მღვდლისთვის ეს ტვირთი ხდება. და პირიქით, მრევლის მოწიწებული დამოკიდებულება ღვთისმსახურებისადმი მღვდელს უფრო განამტკიცებს ლოცვაში. მადლობელი ვარ უფლისა, რომ ამ სოფელში მოვხვდი, მადლიერი ვარ ხალხისა, რომელიც ასეთი განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით მეპყრობა. მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის გათბობის საშუალება არ გვაქვს, პირობები არასახარბიელოა, მაინც მოდის მრევლი და შეძლებისდაგვარად ესწრება ღვთისმსახურებას.

- ზოგიერთს ეშინია, რცხვენია აღსარების თქმის, მღვდლის წინაშე გულის გადაშლისა. ფიქრობს, რომ ის მღვდელიც ცოდვილი ადამიანია. რამდენად მართებულია ასეთი შეხედულება?

- მამები გვირჩევენ, როდესაც ადამიანს მოძღვართან მისვლა სურს, უპირველეს ყოვლისა, ნუ იჩქარებს მის არჩევას, იგი უნდა ევედროს უფალს, რომ გამოუჩინოს ისეთი მოძღვარი, რომელიც მის სულიერ ცხოვრებას წაადგება. მოძღვარი უნდა იყოს მლოცველი. მრევლი ყოველთვის გრძნობს, თუ როგორი გულმოდგინებით, ღვთისადმი შიშითა და მოკრძალებით ასრულებს მოძღვარი საიდუმლოებებს და ამის მიხედვით უჩნდება სურვილი მასთან მისვლისა, მისდამი დამოწაფებისა. როდესაც მძიმე აღსარებას ვისმენ, არავითარი უარყოფითი განწყობა აღმსარებლისადმი არ მეუფლება. მხოლოდ ერთადერთი სურვილი მიჩნდება - როგორმე დავეხმარო მას და გამოვიყვანო მძიმე მდგომარეობიდან. ხანდახან წირვა-ლოცვის დროს უნებურად წინ მიდგება ამ ადამიანთა სახეები და უფრო მეტი სურვილი მიჩნდება, მათთვის მთელი გულით ვილოცო. მოძღვარს თავისი მრევლის ყველა წევრი უყვარს, უფრო მეტი სიყვარული აქვს მათ მიმართ, ვისი სულიც ღრმად არის დაწყლულებული და მეტად სჭირდება განკურნება.

ვიმეორებ, მოძღვრის მთავარი იარაღი ლოცვაა. ჩვენ, თანამედროვე მოძღვრებს, არა გვაქვს ისეთი სიბრძნე, რომ ღვთის ნება განვჭვრიტოთ. ამიტომ უნდა ვაღიაროთ ჩვენი უძლურება და ვითხოვოთ დახმარება ღვთისაგან, რადგან შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისა მიერ. წმინდა მამები ამბობენ, რომ ადამიანებისთვის ლოცვით უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, ვიდრე საუბრით. იმიტომ რომ, რა რჩევაც არ უნდა მისცე ადამიანს, თუკი შენს სიტყვას ღვთის მადლი არ მოჰყვება, ვერ შეძრავს მის გულს. ხოლო შენს სიტყვას მადლი რომ მოჰყვეს, გული მუდამ ლოცვისათვის უნდა გქონდეს განწყობილი, ყველა შენი ლოცვა გულის სიღრმიდან უნდა იყოს გამომავალი. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ მოძღვარმა ქადაგებისას არ წარმოთქვას ლიტონი სიტყვები, ის, რაც გულის სიღრმეში არ განუცდია.

- დღესდღეობით ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ერი. სად ხედავთ გამოსავალს?

- ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ღმერთი რამდენიმე მართალი ადამიანის გამო გადაარჩენდა ხოლმე ამა თუ იმ ერს. ამიტომ ჩვენ, ქრისტიანებმა, უფრო მეტად უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე. უპირველესად, მორწმუნეებმა უნდა დავიწყოთ ჩვენი ცხოვრების გამოსწორება, უფრო მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ ჩვენს თავს, უფრო მეტად შევძლოთ სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. პეტრე მოციქული ამბობს, როდესაც უფალი მოვა სამყაროს განსასჯელად, პირველად ეკლესიიდან დაიწყებს. ჩვენ კი ხშირად ვერ ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ღვთისა და ერის წინაშე. მაგრამ მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს. ხსნა ყოველთვის ღმერთში უნდა ვეძებოთ და, როგორც პატრიარქი ბრძანებს, ყველამ გადავარჩინოთ ჩვენი წილი საქართველო. მხოლოდ ყოველდღიური შრომა და ღვაწლი მიგვიყვანს იმ სანატრელ მიზნამდე, რასაც სასუფეველი და სულის ცხონება ჰქვია.
ბეჭდვაელფოსტა
22.07. 2018
მარიამ გოგილაშვილი
ცრემლისა და ტირილის გარეშე ვერ წავიკითხე.ასე მეგონა ჩემი შვილი მამა ბასილი საუბრობდა...თქვენ ჯვარი გეწეროთ,მამაო, იქნებ იცნობდით კიდეც, ჩემს შვილს- დეკანოზ ბასილ გოგილაშვილს, რომელიც 40 წლის ასაკში....აღესრულა 2016 წლის 2 სექტემბერს. თითქმის ერთნაირად გვაქვს დანახული და შეცნობილი რეალური ,ქრისტიანული ცხოვრების არსი. გაგაძლიეროთ უფალმა ქრისტეს სიყვარულში თქვენს ოჯახტან და სულიერ შვილებთან ერთად! და ყველაზე მთავარი: პატრიარქის სიცოცხლეს მრავალჟამიერი
14.12. 2015
veko
ufali gfaravdet mama levani yoveltvis.dzalian kargi mamao brdzandebit did pativs gcemt shoridan.amatira tqvenma monatxrobma
14.12. 2015
veko
ufali gfaravdet yoveltvis mama levani,dzalian kargi,tbili da mosiyvarule mamao brdzandebit.ametira tqvens monatxrobze
14.12. 2015
მარიამი
მამა ლევან, ღმერთმა გვიმრავლოს თქვენაირი ღვთისმსახურები
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
21.08.2008
რუბრიკის სტუმარია დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანტონ ხანთაძე:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat