"იცი, როგორ დავიღალე?! "
"იცი, როგორ დავიღალე?! "
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა. მითხრა: "იცი, როგორ დავიღალე?! საავადმყოფოებიდან მოვდივარო".

გვსურს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ღირსი მამა გაბრიელი

* * *
საყვედური.

ერთხელ სამთავროში ახალჯვარდაწერილი წყვილი მისულა, მამა გაბრიელის საფლავთან ულოციათ, შეწევნა უთხოვიათ. ზუსტად ჯვრისწერის წლისთავზე ქმარს სიზმრად მამა გაბრიელი გამოსცხადებია და უსაყვედურია: "თქვენ რომ ქორწილის დღეს ჩემს საფლავთან ილოცეთ და შეწევნა მთხოვეთ, არ დამვიწყებია; აქამდე არ მეცალა, ახლა კი მოვიცალე, მოვედი, რომ შეგეწიოთ და მაინტერესებს, ეკლესიურად რატომ არ ცხოვრობთო..."
* * *

ყუმბარა

1993 წელია. ჩემი მეგობარი გ.-ი. ქუჩაში მიაბიჯებს. უცებ მის წინ მანქანა გაჩერდება. საჭესთან მამამისი ზის, მის გვერდით კი მამა გაბრიელი დაბრძანებულა. ჩაჯექიო, ეტყვის მამა. გ.-ი. უხალისოდ დაჯდება უკანა სავარძელზე. რა ქნას - ჯიბეში ხელყუმბარა უდევს და ეჭვი არ ეპარება, რომ მამა გაბრიელმა უკვე იცის მისი საიდუმლო. "ნეტავ არ თქვას, ნეტავ არ თქვასო", - მხურვალედ ივედრება გულში. უცებ მამა გაბრიელი მიუბრუნდება და ჰკითხავს: "ვთქვა?" გ.-ი. თანხმობის ნიშნად თავს დაუკრავს, გულში კი შეემუდარება, არაო. მამა გაბრიელი გაიღიმებს და არაფერს იტყვის.
* * *

სიზმარი

ჩემმა ნათლიდედამ, დარიამ, მამა გაბრიელი სიკვდილის მერე გაიცნო. ძალზე შეუყვარდა ღირსი მამა, ყოველ დი-ლა-საღამოს მას ავედრებს თავის ოთხ შვილს. ერთ საღამოს, ცხოვრებისეული საზრუნავით და ბოროტი ადამიანების შემოტევით დაღლილმა, მამა გაბრიელს შესთხოვა: "რა იქნებოდა, მამაო, ძილში მაინც მჩვენებოდი და გენუგეშებინეო!" მერე დილით დარიას უფროსი ვაჟი ილია ეუბნება (მან დედის ლოცვის შესახებ არაფერი იცოდა): წუხელ მამა გაბრიელი ვნახე სიზმარში. ვიღაც ცუდი ქალი გვეჩხუბებოდა, მოვიდა მამა გაბრიელი, თავისი ანაფორა მოგვაფარა და იმ ქალს უთხრა: ესენი ჩემი შვილები არიან და თავი დაანებეო". ასე შეუსრულდა დარიას ნატვრა.
* * *

ნუგეში

შემზარავი ფაქტი მოხდა ქართველი ხალხის ცხოვრებაში. მტერმა შეძლო ხალხის დაპირისპირება და უგუნურთა აყოლიება, რამაც ძმათამკვლელი ომი გამოიწვია.

ჩემი მეგობრის და, ანსამბლ "რუსთავის" სოლისტი, რომელიც ქმარ-შვილთან ერთად დამწვრობის ცენტრში აივანზე იდგა, ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

ამ ორმა ტრავმამ იგი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. ვცდილობდი, როგორმე გამომეყვანა განსაცდელისგან და ეკლესია-მონასტრებში დავატარებდი. ერთ დღეს სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერს ვეწვიეთ. მაშინ პირველად ვნახე უძველეს კოშკთან მდგარი კაცი, თვითონაც რომ არ ჰგავდა ამ საუკუნისას. იგი ჩიტებს საკენკს უყრიდა. ყურადღება მივაქციე, რომ აფრინდნენ, რაღაც საოცრად ბევრი ჩანდა, თითქოს ცა წამით გაშავდა. ჩიტების დამპურებელი ბრძანდებოდა ბერი გაბრიელი. შევედით ტაძარში. კანკელის ხატებს მირონი სდიოდა. მალე წირვა დაიწყო. როდესაც ჯერი ქადაგებაზე მიდგა, ამბიონზე მამა გაბრიელი გამოვიდა. წმინდანად შერაცხილი პირველი ქრისტიანი მეფე-დედოფალი მირიანი და ნანა, აგრეთვე წმინდა ნინო ის სახელებია, რომელთა ხსენების გარეშე სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ქადაგება არ ჩაივლის.

სწორედ ნანა-მირიანის საძვალესთან ახლოს ვიდექი, როცა ბერმა გაბრიელმა დაიწყო ქადაგება. მსგავსი არას-დროს არაფერი მსმენია. მაშინ სიტყვა სალოსი არც კი ვიცოდი, რას ნიშნავდა. ბერი ხან ერთ მხარეს მიწვა, ხან მეორეს. გაკვირვებული ვუცქეროდი ჩემთვის გაუგებარ ქმედებას. როდესაც მომიახლოვდა, თვალებით შემომვედრა და მხოლოდ ორი სიტყვა მითხრა, - "სიყვარული გქონდეთ". სახელი ჩემთვის არ უკითხავს, თვითონვე ამოიცნო: "ღმერთმა დაგლოცოს, ნანა", - თქვა და რამდენიმე ადამიანის გამოტოვებით ჩემი ნათლიისკენ გადაინაცვლა, თავზე ხელი დაადო, სახელი არც მისთვის უკითხავს, ისე უთხრა: "ღმერთმა დაგლოცოს, ნინო".

წამებში რაც მოხდა, იყო მოულოდნელი და გამაოგნებელი. მომხდარმა მთლიანად შეცვალა ჩვენი დამოკიდე-ბულება სარწმუნოებისადმი. მამა გაბრიელმა თავისი დიდი სიყვარულით უფლისადმი, განჭვრეტისა და ნათელხილვის უნარით უმოკლეს დროში მოახდინა სასწაული და ღმერთი დაგვანახვა.
* * *

პარაკლისი

ეს ამბავი 80-იანი წლების ბოლოს მოხდა. მამა დავითის (ახლა მეუფე დანიელი) სულიერმა შვილმა თბილისის სა-მედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და რაიონში გაანაწილეს (ვგონებ, სამეგრელოდან იყო). გოგონას სულიერი მოძღ-ვრის მიტოვება არ უნდოდა, მით უმეტეს, მის მხარეში ხომ მოქმედი ტაძარი არ იყო, ეს კი მას სულიერად დაანგრევდა. კათედრაზეც ვინღა დატოვებდა სოფლელ უპატრონო გოგონას, მაშინ როცა დიდი და ფულიანი კაცების შვილები რიგში იდგნენ. შეწუხებული გოგონა მამა გაბრიელს მიადგა და თავის გასაჭირს მოუყვა. ბერი წამოდგა, ქალიშვილი ტაძარში ჩაიყვანა და ღვთისმშობლის ხატთან პარაკლისი გადაუხადა. მერე დამოძღვრა და შინ დამშვიდებული გაუშვა. გოგონა მეორე დღეს სოფელში უნდა წასულიყო. იმავე საღამოს ტელეფონზე ინსტიტუტიდან შეატყობინეს, კათედრაზე დატოვებული ხართ თანამშრომლად და ხვალ სამსახურში გამოცხადდითო.
* * *

მადლი ქმედებით მოიპოვება

დედა პარასკევა იგონებს:

"ერთხელ, მამა გაბრიელი თავისი კელიის წინ იჯდა. მასთან ორი ვაჟი მოვიდა, კურთხევა აიღეს და მამა გაბრიელის კურთხევით, მის მახლობელ ჯორკოებზე ჩამოსხდნენ. მცირე მოკითხვის და საუბრის შემდეგ ერთ-ერთმა ბერს უთხრა: - მამაო, გთხოვთ, რამე გვასწავლეთ ცხონებისათვისო.

მამა გაბრიელმა თავი დაუკრა და საუბარი განაგრძო. 20-25 წუთში მონასტერში გლახაკი კაცი შემოვიდა, ტაძარ-ში შევიდა და მონასტრიდან წასვლა რომ დააპირა, მამა გაბრიელმა გლახაკს თავისთან უხმო. გლახაკი კიბეზე ამოვიდა, მამა გაბრიელი პატივისცემით შეხვდა და სთხოვა:

- მე კელიაში შევალ და ცოტა ხანს დამელოდეთო.

მამა გაბრიელი კელიაში შევიდა და გლახაკს საჩუქრად ახალი პერანგი და საცვლები გამოუტანა. ცოტა საზრდელიც ჩაულაგა და გულთბილად დაემშვიდობა. გლახაკი რომ წავიდა, მამა გაბრიელი ვაჟებს შეუტრიალდა და უთხრა:

- აი, ამ გლახაკის სახით ჩვენთან უფალი იყო მოსული, სიკეთე გაგვაკეთებინა და მადლი მოგვანიჭა. დაიმახ-სოვრეთ, მოყვასნო, თუ კეთილ საქმეებს სიყვარულით არ გააკეთებთ ქრისტეს წინაშე, ტყუილად ნუ იფიქრებთ, რომ ქრისტესნი ხართ".

* * *
შუშანიების სავანეში

წმინდა გაბრიელი რამდენიმე ხნით დარჩენილა ღირსი მამა ალექსის (შუშანია) აშენებულ სავანეში. ამას სავანის მორჩილები - ნინო და ზოია შუშანიები იგონებდნენ: - ჩვენთან სამი თვე დარჩა. აღავლენდა ლოცვებს, ნათლავდა ბავშვებს... მამა გაბრიელს ისეთი ქადაგება ჰქონდა, მკვდარს გააცოცხლებდა. მუდმივად გინდოდა, გესმინა და მის გვერდით ყოფილიყავი.

საცხოვრებლად სასიმინდე აირჩია (სამთავროში კი საქათმე!!!). არქიმანდრიტმა მელქისედეკმა (მიქავა) გააფრთხილა: - იქ მორიელები არიან, არ დაგკბინონო. მაგრამ მამა გაბრიელს ვერაფერი ვნებდა, ანგელოზები იცავდნენ. სასიმინდე ისე მოაწყო, თვალს ვერ მოწყვეტდი. ხატებით გაამშვენა და ისეთი მადლიანი გახადა, გაგაოცებდა. იქიდან მუდმივად ამოდიოდა საკმევლის სურნელი. წმინდა გაბრიელს შუშანიებისთვის უსწავლებია: "რაც უნდა ცუდს გიკეთებდეს კაცი, დაითმინე, ბოროტებას ნუ ჩაიდენ, ღვთის განგების იმედი არასოდეს დაკარგო და უფალი კეთილი საქმისთვის კეთილს მოგაგებს, ყოველთვის შენთან იქნება".

ყველას კი ამას ასწავლიდა: "რაც შეიძლება ბევრი სიკეთე ჰქმენით ქრისტეს წინაშე, რათა ამქვეყნიდან გასულნი თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ".

* * *
მაყვალა

მონაზონი ეკატერინე (ებრალიძე) იგონებს:

ერთხელ მამა გაბრიელი "კაკლოვანში", სამრეკლოს გვერდით მშვიდად იჯდა. ამ დროს მოვიდა საკმაოდ ლამაზი თვალებშეღებილი ქალი, შარვალი ეცვა. მოსვლისთანავე მიეჭრა ბერს და ჩაუჯდა კალთაში, დაუწყო კოცნა: "მამა გაბრიელ, რა ლამაზი ხარ, რა მშვენიერი, როგორ მომწონხარ, მე კიდევ მოვალ და გინახულებ"...

იმდენად უცნაური და არაბუნებრივი რამ ხდებოდა, ვერ გაგვეგო, გახევებულები ვუყურებდით და ვფიქრობდით, რა ამოძრავებდა მას.

მამა გაბრიელს თვალები ზეაღეპყრო და თითქოს გაქვავდაო, ხმას არ იღებდა. ეს საქციელი ჩვენთვის - მონაზვნებისთვის მაშინ ძალიან სასაცილო იყო. ასე გვეგონა, ვინმემ სპეციალურად შემოაგზავნა ეს ქალი. ბერი საკმაო ხანს დუმდა და ისე ისმენდა უაზრო ლაპარაკს. მერე უცბად შეხედა მას და უთხრა: "ჰო, მაყვალა, მოდი კიდევ". თავისი სახელის გაგონებამ ლამის გააგიჟა მაყვალა და ხვევნა-კოცნა გააორმაგა. როცა გული იჯერა, როგორც იქნა, კარგა ხნის შემდეგ, თითქოს გამოფხიზლდაო, წამოხტა ბერის მუხლებიდან და თვალი მოგვავლო. ყველანი ვიცინოდით. მან ნელ-ნელა უკან დაიხია და ჭიშკრისაკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა.

ვიფიქრეთ, მაყვალა ხვალაც მოვა და იგივე სურათი გამეორდებაო. ის მართლაც მოვიდა, მაგრამ მოხდა სასწაული - მას წინა დღით ნანახ ქალთან არაფერი აკავშირებდა, გარდა სახელისა. ჩაეცვა გრძელი შავი კაბა, დაეფარებინა თავსაფარი, საღებავები კი არა და ტირილისაგან თვალები ჰქონდა დაწითლებული. მიადგა ბერის სენაკის კარს და დაიწყო მოთქმა: "მამა გაბრიელ, ვიცი კარს აღარ გამიღებ. ვიცი, აღარასოდეს გნახავ. შემინდე ჩემი გუშინდელი საქციელი. ვგრძნობ, რაც გამიკეთე, აღმადგინე მკვდარი და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული. მადლობას გიხდი ყველაფრისათვის".

ისეთი სულის შემძვრელი სანახავი იყო ყოველივე ეს, ირგვლივ მყოფნი დიდხანს ვტიროდით. ორმა ერთმანეთისგან განსხვავებულმა დღემ გაგვაოგნა. მაშინ ანალიზის გაკეთების უნარი წაგვერთვა. ახლა კი თვალნათლივ ვგრძ-ნობთ, რომ მამა გაბრიელმა მოახდინა უხილავი კურნება. გამახსენდა ერთი დეტალიც: ვიდრე მაყვალა მოვიდოდა მეორე დღეს, ბერი მოულოდნელად ადგა და შევიდა თავის სენაკში. მან იგრძნო ქალის მოსვლა და არ ისურვა მასთან შეხვედრა. კიდევ ერთი, როგორც კი წავიდა მაყვალა წინა დღეს, ბერი მაშინვე ადგა, შევიდა თავის სენაკში და მერე აღარავინ მიუღია. მუხლმოდრეკილი ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინ.

მეორე დღეს, წირვის მერე, ტაძრის კართან წაიქცა, შუბლზე კოპი გამოესახა. მაშინვე მივცვივდით, წამოვაყენეთ და ოთხმა მონაზონმა ძლივს ავიყვანეთ კიბეზე, ისე დამძიმდა, გეგონებოდა, ტყვია მიგვქონდა. კვნესოდა, ძალიან შევშინდით. უცებ ერთი მონაზონი წაბარბაცდა და როიალის კლავიშებს ჩამოკრა იდაყვი, რომელიც იმჟამად მის სენაკში იდგა, მუსიკის ხმაზე ბერმა თავი წამოსწია. მეორე მონაზონმა მიაძახა: ერთხელ კიდევ დაარტყი ხელი, შეიძლება ესიამოვნოსო. კლავიშები ამოძრავდა და მერე აჟღერდა. მამა გაბრიელი წამოდგა სრულიად ჯანმრთელი ადამიანივით და დაიძახა: "შალახო დაუკარით", ისე ლამაზად აამოძრავა ხელები, გეგონებოდა, საოცრებას ვხედავო. ცეკვას სიმღერაც მიაყოლა: "ვის უნახავს ძველისძველი ჯვრის მონასტერი". სიმღერა დაამთავრა თუ არა, დაიწყო მოთქმა-გოდება: "ეს რა მომივიდა, ეშმაკმა მაჯობა. გუშინ როიალის კლავიშებზე ქვები ეცემოდა, მე შევრისხე: დაიკარგე აქედან-მეთქი. მან მიპასუხა: "მაგ როიალზე გაცეკვებო და მაცეკვა კიდეც".

მამა გაბრიელი ის ღვთისმსახური იყო, რომელსაც ვერ შეაქებდი. მას სძაგდა კაცთაგან ქება, ამიტომაც როდესაც ბრძნულს მოიმოქმედებდა, მაშინვე წაშლიდა, ისეთს რამეს ჩაიდენდა. ჩვენ მოწმენი გავხდით კურნებისა - ბოროტისაგან შეპყრობილი როგორ გაათავისუფლა, შეცვალა მთლიანად. მამა გაბრიელს უნდოდა ამოეშალა ჩვენი გონებიდან ეს ყველაფერი, ამიტომ დასჭირდა გამაბათილებელი ქცევა, თითქოსდა ეშმაკმა აჯობა.

ბერი გაბრიელი ისეთი მორწმუნე იყო, ისეთი მლოცველი და ქრისტეს მცნებათა ისეთი უბადლო შემსრულებელი, შეუ-ძლებელია მისთვის ეშმაკს ეჯობნა. მან თავი დაიმცირა, უსუსურად წარმოგვიდგა, რათა დავერწმუნებინეთ მის იმჯერად წარმოთქმულ სიტყვებში და მიაღწია კიდევაც. მაშინ ჩვენ ყველაფერი ისე გავიგეთ, როგორც მას სურდა. ღმერთმა მხოლოდ წლების შემდეგ გაგვინათა გონება და დაგვანახვა მისი სიბრძნე.

ასეთი იყო ჩვენი საყვარელი მოძღვარი, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ვუგებდით. იგი ხშირად გვსაყვედურობდა: "თქვენ ვერ გაიგეთ ჩემი სიყვარული".

ვთხოვ მამა გაბრიელს, ილოცოს და ევედროს ღმერთს ჩვენი სულების გადარჩენისთვის.

* * *

"დაიჩოქე"

ჰყვება საქართველოს სახალხო არტისტი ზინაიდა კვერენჩხილიძე:

"გარდაბანში, ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის დღეს, ანსამბლ "რუსთავის" გალობის ფონზე ოპიზარის შექმნილ წმინდა ნინოს საგალობელს ვკითხულობდი. თურმე მამა გაბრიელი იქ ბრძანდებოდა. ტექსტი ბოლომდე ჩავიკითხე თუ არა, ბერმა შემაჟრჟოლებელი ხმით დაიქუხა: "დაიჩოქე!" მოულოდნელობისაგან გავოგნდი, მივხვდი, რომ კურთხევა მე მეხებოდა, მაგრამ ისე გავხევდი, ვერ დავიჩოქე. მას მივჩერებოდი თვალმოუშორებლივ. საოცარი გამომეტყველება ჰქონდა, სახეზე ნათელი გადასდიოდა, თვალები უბრწყინავდა, ამქვეყნიურს არ ჰგავდა, რაღაც არაბუნებრივად გადიდდა, ამაღლდა, მისი თავი ღრუბლებს სწვდებოდა. ყველას ზემოდან დაგვყურებდა, ხელში კვერთხი ეჭირა.

გვერდში მყოფმა გოგი გეგეჭკორმა მირჩია, კურთხევა დაუყოვნებლივ შემესრულებინა, ანზორ ერქომაიშვილმა მანიშნა, დაიჩოქეო. მისთვის თვალი არ მომიშორებია, ჩემდა უნებურად ისე დავეშვი მუხლებზე. ასე მეგონა, მე კი არ დავიჩოქე, რაღაც ძალამ მაიძულა, ჩამემუხლა.

შესრულდა თუ არა მისი კურთხევა, ბერი ზეციდან დაეშვა, დალაგდა და ჩვეულებრივი სიმაღლე მიიღო. ნამდვილად იგრძნობოდა, რომ ჩვენგან განსხვავებით ბერი სხვა განზომილებაში იმყოფებოდა. ძალა, რომელმაც დამაჩო-ქა, ვიგრძენი, ნამდვილად ბერი გაბრიელისგან მოედინებოდა".

* * *
ვერელი ბიჭები და ბერი გაბრიელი

"ერთხელ ჩემი ვერელი მეზობლები სამთავროში წავიყვანე მამა გაბრიელთან, - ჰყვება რ. ი., - გზად მის ამბებს ვუყვები, ვეუბნები, წმინდა ბერი უნდა გაგაცნოთ-მეთქი. ბერის სენაკს რომ მივუახლოვდით, მამა გაბრიელი გამოვიდა, მთვრალივით ბარბაცებდა, პურის ნამცეცებს იფურთხებოდა. გვერდზე გამიყვანეო, მთხოვა. მერე სენაკში შეგვიყვანა და საუბარი დაიწყო. დაიწყო მაგრამ, რა დაიწყო! უმძიმეს, მა-მათმავლობის ცოდვებს იბრალებდა: "ეს ჩავიდინე, ის ჩავიდინე, შენ თუ გაგიკეთებია ასეთი რამ, ან შენო?" - სტუმრებს ეკითხებოდა. ვეღარ გავუძელი და გარეთ გამოვედი. იქვე, სენაკთან ჩავჯექი და გაოგნებული გულში ვიმეორებ: "რატომ აკეთებ ამას, მამა გაბრიელ, რატომ?!" ცოტა ხნის შემდეგ ჩემი მეზობლები, თავის დაკვრით, დიდი მოწიწებით დაემშვიდობნენ ბერს და გზაში სულ იმას ამბობდნენ, ჭეშმარიტად წმინდანი ყოფილაო. მაშინღა მივხვდი, რომ ალბათ დაფარული ცოდვები შეახსენა".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
21.08.2008
რუბრიკის სტუმარია დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანტონ ხანთაძე:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat