ასე არასდროს შესცივნია ჩვენს მიწას მარტოობისგან...
ასე არასდროს შესცივნია ჩვენს მიწას მარტოობისგან...
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი: ზოგი ამ მწარე, გაუსაძლისი ყოფით, ზოგი მირაჟისებური განცდებით, ზოგიც რწმენითა და ზოგიც (ალბათ თითებზე ჩამოსათვლელი) გაცვეთილი ოპტიმიზმით. ჩვენს ირგვლივ ბევრია ისეთი (ღმერთო, გვიმრავლე!), მტრის არგასახარად კიდევ რომ შესწევს ძალა, ვაჟკაცურად გაუმკლავდეს ესოდენ მოძალებულ სულიერ ტკივილებს, არ დაუხაროს თავი ახალ-ახალ განსაცდელს", - ვკითხულობთ გაზეთ "ხეობის მაცნის" ფურცლებზე.

უძველესი სალოცავები დგას სამაჩაბლოს კურთხეულ მიწაზე, რაღაც სხვანაირი მადლი ტრიალებს იქ; ახლა ამბობენ, შებინდებისას იმ მიწიდან შემზარავი ხმა ისმის და რაღაც სხვაგვარი, არამიწიერი ნათელი ანათებს იქაურობას, რომელიც ნაცარტუტად არის ქცეული. "ხეობის მაცნის" ჟურნალისტმა ნათია გოჩაშვილმა ამ ხმას "იარის გმინვა" უწოდა: "ახლა იქ ღამე ტურა-მგლები ყმუიან, დღისით კი ყვავები თუ დაფრინავენ... დასჩხავიან ნაგვის გროვად ქცეულ კერას და უბედურებას აღარავის აუწყებენ, უბრალოდ, თვითონ გოდებენ ადამიანების მაგივრად... კატებიც აღარ ჩხავიან თურმე. მარტოს დანგრეულ კერაში ძაღლს არ დაედგომება პატრონის გარეშე...

ქარი თუ შეარხევს ტაძრის კარს და მტვერს გადაწმენდს... სანთლის წმინდა სიმხურვალეს ელიან გარინდებული ტაძრები... რა საზარელი სიჩუმე დგას და რა საზარლად ცივა... ასე არასდროს შესცივნია ჩვენს მიწას მარტოობისგან... დარდში გაყინული გაზაფხულს ელოდება, მზემ მაინც გაათბოს, იქნებ იები მოეფერონ იარაზე... იარა ღრმაა და ისეთი მტკივნეული, რომ ყოველ ღამე გმინავს, სივრცეს აყრუებს და ცოცხალ არსებას აფრთხობს...

თბილი ქვეყნებიდან გადმოფრენას აპირებენ მერცხლები. ბუდემოშლილებს ნეტა გული თუ გაუტყდებათ?.. დაჩეხილ ვაზებთან ერთად იტირებენ, მერე სათითაოდ შეაგროვებენ ვაზის ღეროებს, ნაიარევი მიწიდან აიღებენ ტალახს და ციხე-ტაძრებში გაფრინდებიან, მიწას ტკივილი რომ დაუამონ. იქ, ტაძრებში, მოიშენებენ ბუდეს, დათესენ სიხარულს და სიყვარულს... იმედს გაზრდიან მერცხლები, უკვდავ იმედს..."

მშვიდობის, ჭირთათმენის, გამძლეობის, სიხარულისა და აღმასვლის სულისკვეთებას ლიახვისპირელებს ისევ და ისევ დედაეკლესია უღვივებს. სხვადასხვა ადგილას გაფანტულები, გარკვეულ დღეებში წმინდა სამების ტაძარში იკრიბებიან, თავიანთ მოძღვრებს ხვდებიან, ლოცულობენ, ერთმანეთის ტკივილს იზიარებენ, მხარში უდგანან ერთურთს და ასე იადვილებენ მონატრებასთან გამკლავებას. უმრავლესობას ღრმად სწამს, რომ სიმართლე, სიკეთე და ნათელი გაიმარჯვებს. ეს დღეც დადგება. უფალი არ გაწირავთ, ლიახვის ხეობა კვლავ გაცოცხლდება. სამაჩაბლოს მიტოვებულ ტაძრებში კვლავ აინთება წმინდა სანთლები, კვლავ ჩატარდება წირვა-ლოცვა. ეს რწმენა აცოცხლებს თითოეულ მათგანს, ვიდრე არ დაბრუნდებიან თავიანთ მიწაზე.

ვესაუბრებით ნიქოზისა და ქურთის ეკლესიებში მოღვაწე მღვდელმსახურს, მამა რაჟდენ გინტურს.

- მამაო, როგორ დაადექით სასულიერო გზას?

- ტაძარში სიარული 1998 წელს დავიწყე. ჩემი მოძღვარი გახდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. შემდეგ გამიჩნდა სურვილი, სასულიერო სემინარიაში ჩამებარებინა. ერთი წლის მერე ჩავაბარე კიდეც. ბებიაჩემი (დედის დედა) წარმოშობით ნიქოზელია, ზაფხულობით ხშირად ჩავდიოდი იქ და ასე დავუახლოვდი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტს, მეუფე ისაიას და იქაურ სასულიერო პირებს. სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ ამ ეპარქიაში დავიწყე მსახურება. სამი წლის შემდეგ დავოჯახდი. ჩემი მეუღლე - მარიამ დათაშვილი სოფელ თამარაშენიდან გახლავთ. 2005 წელს მეუფემ დიაკვნად მაკურთხა, 2007 წელს კი მღვდლად დამასხა ხელი. მრევლმა ჩვენი ოჯახისთვის სოფელ ქურთაში შეიძინა ბინა პატარა ნაკვეთით და დავიწყეთ ცხოვრება. პატარაც შეგვეძინა - გაბრიელი. ქურთიდან ნიქოზში გადავდიოდი ხოლმე. თავიდან ცხინვალით მიწევდა გავლა. შემდეგ კი, როცა დროებითი ადმინისტრაცია დააარსეს, ერგნეთის ბაზრობა დაიხურა და ცხინვალი ჩაიკეტა, შემოვლითი გზით გვიწევდა ნიქოზში ჩასვლა. მანქანა არ მყავდა და ფეხით მივდიოდი. სამი საათი მაინც ვუნდებოდი ნიქოზში გადასვლას. დამღლელი კი იყო ის გზა, მაგრამ, ახლა რომ ვფიქრობ, მაინც კარგი იყო. საოცრად მენატრება. დიდი მადლი და ნუგეში იყო უფლისაგან და ენით გამოუთქმელი სიხარულის განცდა ახლდა ყველაფერს. მე და მამა გიორგი დათაშვილი კვირაგამოშვებით ვწირავდით.

- ომის დროსაც იქ იქნებოდით...

- ომის დაწყების წინა დღეს (6 აგვისტოს) ჩემი მეუღლის დას ბავშვი გამოვატანე თბილისში. მე და ჩემი მეუღლე კი ქურთაში დავრჩით. 7 აგვისტოს ღამეს უკიდურესად გამწვავდა ვითარება. დაბომბვა რომ დაიწყო, იქ ვიყავით, არც ვაპირებდით წამოსვლას, მაგრამ შემდგომ, მოგეხსენებათ, როგორც განვითარდა მოვლენები. ხმა გავარდა, რუსის ჯარი უნდა შემოვიდეს ხეობაშიო. ყველა გარბოდა. მთელი ღამე წუთითაც არ შეჩერებულა სროლა. რვაში თვითმფრინავები გვზვერავდნენ. გვეგონა, ჩვენები იყვნენ და გვიხაროდა. თანაც ტელევიზიით აცხადებდნენ, ცხინვალის რეგიონი მთლიანად აიღეს და გაწმინდეს ჩვენებმაო. ამასობაში, დილის 5 საათზე, ცეცხლის წვიმა წამოვიდა. 6-7 საათისთვის მთელი ხეობა თითქმის დაცლილი იყო. მოსახლეობაში განგაში შეიქნა. ატყდა წივილ-კვილი, ერთი უბედურება. ვინ სად გარბოდა თავქუდმოგლეჯილი, ვინ რას აკეთებდა, არავინ უწყოდა. ჩვენს თვალწინ ცვიოდა ჭურვები. ვინ ვის უხტებოდა მანქანაში, არ დაეძებდა. ჩვენც სასწრაფო დახმარების მანქანას გამოვყევით. ახლა თბილისში ჩემს მშობლებთან ვცხოვრობთ.

- დაინგრა და გაცამტვერდა სოფლები. რა მდგომარეობაშია იქაური ტაძრები?

- ზოგიერთი სოფელი მიწასთანაა გასწორებული. ტანკებს უკან მოსდევდნენ მუხლუხებიანი ტრაქტორები, რომლებიც სახლებს ზემოდან უვლიდნენ. მათ უკან მოსდევდა ქვეითი ჯარი. სადაც კი ადამიანს დაინახავდნენ, ყველას ხოცავდნენ. უპატრონოდ დარჩენილი დავრდომილი მოხუცები სახლებში გამოწვეს. 31 კაცი დაიღუპა მთელ ხეობაში. დაიწვა პატარა ლიახვის ხეობის სოფლებიც: ფრისი, არგვიცი, ერედვი, ბელოთი, ქსუისი, დისევი, კულბითი, აწრისხევი, საცხენეთი... ბოსლებიც კი გადაწვეს. ხმაც გამოვიდა, თუკი რკინის ღობეს, ხეივანს ან ჭიშკარს დაინახავენ სადმე, ყველაფერს ჭრიან და მიაქვთო. რკინის ნაგლეჯსაც კი ვერ იპოვი თურმე. ზოგიერთი სახლის კედლები კი დგას, მაგრამ გაძარცვული და გადამწვარია ყველაფერი. დაზიანდა ხეითის მთავარანგელოზი, დაიწვა სვერის წმინდა გიორგის ხის ტაძარი, დაინგრა ნიქოზის საეპისკოპოსოც. მაგრამ მაინც ტაძრებს ისე არ შეხებიან. ყოველ შემთხვევაში, გამიზნულად არ დაუზიანებიათ. არც გაუძარცვავთ. ერთი ასეთი შემთხვევა კი იყო - ფრონეს ხეობის სოფელ ამურის ეკლესიაში ხელყუმბარა შეაგდეს - ვინმე ხომ არ იმალებაო. ასევე ნიქოზიდან მოიპარეს ვერცხლის სანაწილე, რომელშიც წმინდა ალექსი ბერის წმინდა ნაწილი იყო დაცული.

ქურთაში ჩიტიც ვერ გადაფრინდება. იქ შესვლა შეუძლებელია. ახლა ნიქოზსა და ახალგორში ვმსახურობ. ქურთიდან ახალგორში ჩავედი და იქ განვაგრძე მსახურება. სოფელ იკოთის დედათა მონასტერშიც ავდივარ ხოლმე. მარხვის შვიდეულში დედებთან ვიყავი და რადგანაც მოძღვარი არ ჰყავთ, იქ ვმსახურობდი. ახალგორში მოღვაწე მოძღვარი, მამა ანტონიც ადის. თავიდან ახალგორის ეკლესია სავსე იყო მრევლით, ახლა ათიოდ კაციღა დადის ტაძარში.

- ქურთის ტაძარში, სადაც ადრე მსახურობდით, მრევლი აქტიურად ესწრებოდა წირვა-ლოცვას? როგორი ურთიერთობა იყო მრევლსა და მოძღვარს შორის?

- ჩვენი ხეობა ერთი ოჯახივით იყო. მოგეხსენებათ, სულ დაძაბული იყო მდგომარეობა ოსებსა და ქართველებს შორის. დროდადრო აირეოდა ხოლმე სიტუაცია. ღამით გვესროდნენ ხოლმე ბეტეერებით. ხანდახან დაერეოდნენ სოფლებს, ინგრეოდა სახლები, ცეცხლსაც უკიდებდნენ. მთელი ხეობის მოსახლეობამ ერთმანეთის თანადგომით გადავიტანეთ ეს განსაცდელი. სანამ ქურთის ტაძარი გაიხსნებოდა, ხეობის მრევლი წირვა-ლოცვებს ნიქოზში ესწრებოდა. ფაქტობრივად, ნიქოზის ტაძრის ნახევარი ხეობიდან გადმოსული მრევლით ივსებოდა ხოლმე. 2004 წლის არეულობის შემდეგ მრევლი განახევრდა. ვეღარ ახერხებდნენ შემოვლითი გზით გადმოსვლას. მე მაშინ სტიქაროსანი ვიყავი. ჩვენი ხეობელები კარგად მიცნობდნენ. დიდი სიყვარული გვქონდა ერთმანეთისა. ძალიან გაუხარდათ, მე რომ იქ გამამწესეს მოძღვრად. როგორც გითხარით, ბინაც გვიყიდეს, რომ იქ გვეცხოვრა. ჩვენი ურთიერთობა ერთმანეთის თანადგომა გახლდათ.

სხვათა შორის, 2004 წლამდე ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ ისე არ იყო გამწვავებული. ცხინვალიდან ბევრი ოსიც დადიოდა ეკლესიაში, ინათლებოდნენ, ჯვარს იწერდნენ, აღსარებას ამბობდნენ, ეზიარებოდნენ. რაღაცნაირი ნდობა ჩნდებოდა ჩვენსა და მათ შორის. იცოდნენ, რომ ცხინვალის ე.წ. ეპისკოპოსი სინამდვილეში თვითმარქვია იყო. ძალიან გვიხაროდა მათი მოსვლა. დიდი იმედი გვქონდა, ჩვენ შორის კვლავ აღდგებოდა ძველი ურთიერთობები, მაგრამ, სამწუხაროდ, 2004 წელს განვითარებულმა მოვლენებმა ამას ძალიან შეუშალა ხელი. ამ "გაყინულმა კონფლიქტმა", რომელიც 18 წელი გრძელდებოდა, მძიმე და საშინელი დაღი დაასვა ოჯახებს. მოგეხსენებათ, ბევრია შერეული ოჯახი, ან ცოლია ოსი, ან ქმარი. ეს ორივე მხარისთვის ძალზე მტკივნეული იყო. ისინი ტრაგიკულად განიცდიან ამ ყველაფერს.

ჩვენს მრევლს ძალიან დიდი სითბო, სიყვარული და მოკრძალება აქვს მოძღვრისა. ქურთის ეკლესია სამების წმინდა გიორგის სახელობისაა. ასეთი გადმოცემა არსებობს: აქ ადრე ყოფილა წმინდა სამების ტაძარი, რომელიც დანგრეულა და მის საძირკველზე აუშენებიათ წმინდა გიორგის სახელობისა. ეს ტაძარი წლების მანძილზე დაზიანებული იყო და შემდეგ ქურთის გამგებელმა, ბატონმა ნოდარ ყოჩიშვილმა და ბატონმა ემზარ ელბაქიძემ აღადგინეს. ნაკურთხი ჯერ არ გახლდათ, ვინაიდან საკურთხეველში ტრაპეზი იყო მოსაწესრიგებელი. ამის მიუხედავად, ყოველ კვირას ვატარებდი წირვას. მეუფეს უნდა ეკურთხებინა ტაძარი. სამწუხაროდ, არ დაგვცალდა.

კარგად მახსოვს შარშანდელი აღდგომის დღესასწაული. ლიტანიობა ჩატარდა, ძალიან დიდი სიხარული იყო. გამთენიისას მთელი სოფელი შემოვიარეთ აღდგომის საგალობლებით. ხალხი გაკვირვებით გვიყურებდა - პირველად ჩატარდა სააღდგომო წირვა ამ ტაძარში. მერე ერთად ვიტრაპეზეთ. ხან ვგალობდით, ხან ვმღეროდით... ამ აღდგომის დღესასწაულს იკოთში შევხვდი. საოცრად მენატრებოდა ჩვენი ხეობა, რომელსაც მეტსახელად სამოთხე დავარქვით. თუმცაღა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის იმედი ახლაც გვასულდგმულებს, გვინერგავს რწმენას, რომ ბოროტება წარმავალია და სიკეთის მეუფებას არა აქვს დასასრული.

- სამაჩაბლოს ტაძრებში რომ დაიწყეთ მსახურება, რამდენად იყო მრევლში სარწმუნოებრივი ცნობიერება გაღვივებული?

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემს იქ ჩასვლამდე მეუფე ისაია უკვე დიდი ხანი მოღვაწეობდა და ასწავლიდა ხალხს ქრისტიანობას, მე, როგორც სასულიერო პირს, დიდი ძალისხმევა აღარ დამჭირვებია. მეუფე ისაიასთან ერთად იქ მოღვაწეობდა ახალგორის მონასტრის იღუმენი მამა ანტონი. ისინი დაუღალავად იღვწოდნენ ამ მხარეში სარწმუნოებრივი სულისკვეთების გასაღვივებლად. საკუთარი თავის უარყოფა და თავგანწირვა შეიძლება უწოდო მათ მსახურებას. იმ მძიმე დღეებში მეუფე ისაიას წუთითაც არ დაუტოვებია ნიქოზი. მასთან ერთად იყო იღუმენი ანტონიც და ჩვენი ეპარქიის სხვა მღვდელმსახურნიც. დღისით ბაღებს აფარებდნენ თავს, რადგანაც დაბომბვამ მონასტერი დაანგრია, ღამეს კი მეზობლის სახლში ათევდნენ. მათ ნიქოზი არ დაუტოვებიათ ოსების მაროდიორობის დროსაც. იმ მოვლენების დროს მეუფე ისაიამ მეტად შთამბეჭდავი, ვფიქრობ, ისტორული სიტყვები წარმოთქვა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება: "მაინც სიმშვიდის განცდა გვაქვს და ვმადლობთ ღმერთს ყოველივესთვის! ამ დღეებში უამრავ სისაძაგლეს ვუყურეთ და ასეთი განცდა დაგვეუფლა - ბოროტების ჩამდენი თავად არის ძალიან საცოდავი. ღმერთმა დაგვიფაროს ბოროტების ქმნისაგან! ახლა ისეთი ჟამი დგება, რომელიც ძალიან მაშფოთებს და მაფიქრებს. მედარდება, ვაითუ იგივე ჩაიდინოს ქართველმაც! ხომ არ გაიმეორებენ ქართველები იმას, რაც ოსებმა ჩაიდინეს? როდესაც მაროდიორები უკვე განერიდებიან იქაურობას, ხომ არ გამოჩნდებიან ქართველებს შორის ისეთები, რომლებიც საკუთარი მეზობლების ძარცვას დაიწყებენ?! ეს უფრო მეტად მტკივა და მაწუხებს, ვიდრე ის, რომ აქ სხვა მოვა და რაღაცას წაიღებს. ვფიქრობ, თუ ასეთი რამ მოხდება, ამის ჩამდენი სოფელში ვეღარ იცხოვრებს, ის იქ გასაჩერებელი არ იქნება. ომს მაშინ კი არ წავაგებთ, როცა მტერი აგვიკლებს, არამედ მაშინ, თუკი მაროდიორები ჩვენს შორისაც გამოჩნდებიან. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან!"

- ახლა, როგორც ვიცი, ძველი მრევლი სამების ტაძარში იკრიბებით. როგორ ახერხებენ გაფანტული დევნილები ყოველკვირა აქ მოსვლას?

- სამების ტაძართან არსებულ ხარების სახელობის ეკლესიაში ყოველ პარასკევს საღამოს ტარდება ლოცვა, ხოლო შაბათ დილას - წირვა. დევნილები ვიკრიბებით, რათა არ დავკარგოთ ერთმანეთი. ომის მერე ერთი დიდი სტრესი იყო ის, რომ დავკარგეთ ჩვენი ძირძველი მიწა, მეორე, არანაკლებ დიდი დარტყმა იყო ისიც, რომ ხალხი დავიფანტეთ და ერთმანეთს ვეღარ ვხვდებოდით. მხოლოდ სატელეფონო ურთიერთობები გვქონდა ერთმანეთთან. წირვა-ლოცვები რომ დაინიშნა, ეს დიდი ნუგეშია ჩვენთვის. ისევ ერთმანეთს ვხვდებით, ისევ ერთად ვართ და ეს გვაძლებინებს. ისევ დედაეკლესიამ გაგვაერთიანა. ძალიან მძიმეა და ძნელი ამ ადამიანთა მდგომარეობა. ბევრისგან გამიგონია, თითქმის ყოველ ღამე სიზმარში ხედავენ თავიანთ სახლს, ბაღს, რომელიც ახლა ნაგვის გროვაა. სიზმარში კი ყველაფერი ისევ ისეთი ლამაზია თითქოს. გაუსაძლისია მონატრება. ღმერთს სთხოვენ, მოესწრონ კვლავ იქ დაბრუნებას. ჩვენი მრევლიდან ზოგი წეროვანში დასახლდა, ზოგიც - კოდაში, უფრო შორს დასახლებულებს უჭირთ ყოველკვირა აქ მოსვლა. ზოგჯერ ჩვენც მივდივართ. სახლებს ვაკურთხებთ, ნაცნობებს ვნახულობთ. გვიხარია ერთმანეთთან შეხვედრა.

- მოძღვრის როლი ასეთ შემთხვევაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თქვენგან ისინი მოელიან ნუგეშს, გამხნევებას... რამდენად რთულია ეს?

- რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ უფლის დახმარებით შეუძლებელი არ არის. მხოლოდ საკუთარ ძალებს თუ მიენდობი, განწირულების გრძნობა დაგეუფლება კაცს. უფალს ვართ მინდობილნი. უფალი მაძლევს ძალას, შეძლებისდაგვარად გავიზიარო ამ ხალხის სატკივარი, თანავუგრძნო, ვანუგეშო, გავამხნევო, რათა მცირედ მაინც დაუამდეთ იმის დაკარგვის ტკივილი, რაც ყველაზე ძვირფასი იყო მათთვის; ისინი ნერვიულობენ და ფიქრობენ ყველაფერზე: არა მარტო საკუთარ სახლზე, საკუთარ საწოლზე, საყვარელ ნივთებზე, ფოტოსურათებზე, ძაღლზეც კი... ყველაზე ძნელი ის არის, რომ ეშინიათ, არ დაკარგონ წარსული, ყველაზე საუკეთესო წლები და ბოლოს და ბოლოს, წინაპართა სისხლით მოტანილი ძირძველი მიწა. თუმცა თითოეულ ჩვენგანს გვჯერა, რომ კვლავ დავბრუნდებით. ოღონდ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ეს მოხდეს მშვიდობით. ჩვენი ეპარქიის მრევლს და სრულიად საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, სულიერ სიმტკიცეს, ღვთისადმი უსაზღვრო რწმენას, მოთმინებას და კვლავ დაბრუნებას ჩვენს მიწაზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ბეჭდვაელფოსტა
18.08. 2021
სალომე
და ამის შემდეგ ვიღაც გამოვა და იტყვის ჩვენა და რუსეთს შორის უბრალოდ გაუგებრობა მოხდაო!მოძღცარი ამბობს ყველას ესროდნენ ცოცხალს და მოხუცები ცეცხლში გამოწვესო და ისინი ამბობენ რუსს ხალხს ქართველი ხალხი უყვარსოავერც კი ხვდებიან თითოეული რუსეთის საამაებელი სიტყვით რა მძიმედ სცოდავენ უფლის და სამშობლოს,სიმართლის და სამართლიანობის წინაშე!შეიძლება ვკადნიერდები,ღმერთმა ამიტომაც მოუვლინა ვასაძეს ის საშინელი სენი
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
21.08.2008
რუბრიკის სტუმარია დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანტონ ხანთაძე:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat