ამბობენ, რომ ძალიან მკაცრი ვარ
ამბობენ, რომ ძალიან მკაცრი ვარ
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს. მამა არჩილმა საუბრის დასაწყისშივე შეგვახსენა ალექსანდრე ელჩანინოვის სიტყვები: `ადამიანთა უმეტესობა ან წარსულის მოგონებით ცხოვრობს, ან მომავალზე ოცნებით; ამასობაში კი თვალსა და ხელს შუა გადის ის, რასაც ნამდვილი ცხოვრება ჰქვია _ აწმყო, დღევანდელი დღე~. მიუხედავად ამისა, სულგრძელად შეგვისრულა თხოვნა და წარსული გაიხსენა, თან დასძინა, რაც ორმოცს გადავაბიჯე, ბავშვობა განსაკუთრებით ხშირად მახსენდებაო.

წინაპრები

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
არაერთხელ თქმულა, ბავშვობა, მოგონებები ჩვენი თავშესაფარიაო. და კიდევ: ჩვენ ჩვენი ბავშვობა და წარსული გვიცავსო. ამ შემთხვევაში ოჯახს, სარწმუნოებრივ აღზრდას ვგულისხმობ.
ჩემს წინაპართა შორის მამაჩემის მამას, იოსებ პაპას, გამოვყოფდი. უაღრესად განათლებული ადამიანი გახლდათ. შვიდი ენა იცოდა: გერმანული, ფრანგული, კავკასიური ენები... ახლაც მახსოვს, სულ პაწიებს მუხლებზე როგორ შეგვისხამდა ხოლმე. ლექსებით ლაპარაკი უყვარდა, თავადაც გამოთქვამდა ხოლმე ექსპრომტად. მამაჩემსაც ჰქონდა ეს ნიჭი. ჩემზე და ჩემს ძმაზეც ამბობენ ნათესავები, პაპათქვენის ნიჭი დაგემადლათო. პირველი ცნობისწადილი სწორედ იოსებ პაპამ გაგვიღვივა სულში.
დედის მხრიდან დედაჩემის ბებიას, ჩემს დიდ ბებიას, მაგდანის გავიხსენებდი. 105 წელი იცოცხლა. უაღრესად მორწმუნე და მკაცრი მმარხველი გახლდათ: ოთხივე მარხვასა და ოთხშაბათ-პარასკევს უზეთოდ ინახავდა. დედაჩემი იტყვის ხოლმე: შვილო, კი არ გეწყინოს, მაგრამ თქვენი მარხვა რა მარხვაა, აი, ის უნდა გენახათო. მე და ჩემი ძმა სულ პატარები ვიყავით, მაგდანი ბებიამ პირჯვრის გადაწერა რომ გვასწავლა. თან ჩვენს ენაზე, ბავშვურად, გვიხსნიდა: არსებობს ბოროტი ძალა და მის მოსაგერიებლად პირჯვარი უნდა გამოვისახოთო.
დედ-მამამ კარგი, ზნეობრივი აღზრდა მოგვცა და წიგნის სიყვარული შთაგვინერგა. მართალია, თავად ისინი დიდად განათლებულნი არ იყვნენ, მაგრამ ცნობისწადილი ყოველთვის ჰქონდათ. მახსოვს მამაჩემისა და დედაჩემის უძილო ღამეები, ჩვენს სწავლა-განათლებაზე დათენებული. ვფიქრობ, შვილები მშობლების ამაგს მხოლოდ პატიოსანი ცხოვრებითა და ჩვენი საკუთარი შვილების ასევე ზნეობრივად და სარწმუნოებით აღზრდით თუ გადავიხდით. სხვაგვარად შეუძლებელია.
ჩემმა მშობლებმა ბევრი სიმწარე ნახეს. მამაჩემი მუშა იყო მეტალურგიულ ქარხანაში, დედა _ დიასახლისი. ხელფასი თვიდან თვემდე არ გვყოფნიდა.
ხრუშჩოვის პერიოდიც მახსოვს, როცა შავი პურიც კი სანატრელი გვქონდა. მამაჩემი ხელს რომ მოუჭერდა, პურს წყალი გასდიოდა. დაახეთქებდა ხოლმე მაგიდაზე _ რას გვაჭმევენო! აი, ასეთი პურიც კი გვენატრებოდა. რომ გამოგველეოდა, მე და ჩემი ძმა დედასთან მივიდოდით და ტირილით ვეხვეწებოდით, რამე გვაჭამეო. დედაჩემი სიმწრისგან, რომ იტყვიან, ხორცებს იგლეჯდა. ისე განიცდიდა, ისე ტიროდა, მის ყურებას ვეღარ ვუძლებდი, გარეთ გავდიოდი და ღმერთს მთელი გულით ვევედრებოდი, ფული მაპოვნინე-მეთქი. ხურდა ფულს ხშირად ვპოულობდი, ერთხელ ერთად შეკრული ასიგნაციებიც კი ვიპოვე. დედას ეჭვი გაუჩნდა, გაჭირვების გამო ხელმრუდობას ხომ არ შეეჩვიაო, და მაგრად მცემა: როგორც უნდა გაგვიჭირდეს, ქურდობა აღარ გაბედოო! მე ყველაფერი ავუხსენი. მერედა, იცი, ვინ არის ღმერთიო? _ მკითხა. ვუპასუხე: არ ვიცი, ვინ არის და როგორია, მაგრამ ყოვლისშემძლეა და გაჭირვებულებს ეხმარება-მეთქი. ჩვენი სახლის უკან ბუჩქები იყო. იქ გავედი. დედაც გამომყვა, თან ხელი წამავლო _ არ გამექცესო. დავიწყე ხმამაღლა ლოცვა და ტირილი: ღმერთო, ფული მაპოვნინე, რომ დედამ აღარ იტიროს-მეთქი. მართლაც, ბუჩქის ძირას უამრავი ხურდა ვიპოვე... შემდეგ, როცა სახლში ფულს მივიტანდი ხოლმე, აღარაფერს ამბობდა.
აი, ასე წვეთ-წვეთობით იძერწებოდა ჩემს სულში რწმენა იმისა, რომ არსებობს რაღაც უხილავი ძალა, რომელსაც ღმერთი ჰქვია. და მხოლოდ მოგვიანებით, წმინდა წერილიდან შევიცანი იგი ყოვლადწმიდა სამებად.

"წმინდა გიორგი
ჩემზე ნაწყენი იყო"
დედაჩემის სოფელი ქვემოჭალა გახლავთ. იქ დღემდეა შემორჩენილი ამილახვრების სასახლე. იქაური ყოფილა გივი ამილახვარიც. ეს ის გივი ამილახვარია, რომელმაც თბილისის სიონის ტაძარი თათრებისგან იხსნა და ამის გამო მისი მოხსენიება და აღაპი დააწესეს. მის ოჯახში ორმოცი წელი ინახებოდა ანჩის ხატი, რომელიც უკანასკნელად სწორედ მან შეამკო და თბილისში, ანჩისხატის ეკლესიაში, წარმოგზავნა. ამილახვრების სასახლის შორიახლოს, ეკლესიას მიშენებულ კოშკში, სადაც სამშობიარო ჰქონდათ გახსნილი, დავბადებულვართ მეც და ჩემი და-ძმაც და ეს მთელი ცხოვრება მეუცნაურებოდა.
სანამ სკოლაში შევიდოდი, მამის სოფელში, ქსოვრისში, ვიზრდებოდი. ბავშვობაში თითქმის სულ ვდუმდი. მოგვიანებით თანასოფლელები გამომიტყდნენ: შვილო, თურმე ლაპარაკი გცოდნია, არადა, პატარაობისას მუნჯი გვეგონეო. ცოტას ვლაპარაკობდი, სამაგიეროდ, მდუმარების ჟამს ბუნებაზე დაკვირვება მიყვარდა. სულის სიღრმემდე შემძრავდა და მაოცებდა მისი მრავალფეროვნება და მშვენიერება. ძალისაებრ ვცდილობდი დამესკვნა, ვინ და როგორ შექმნა ყოველივე ეს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ქმნილების განხილვიდან ნელ-ნელა უხილავი ღმერთის აღიარებამდე მივდიოდი.
ქსოვრისში არის ერთი პატარა სალოცავი, რომელსაც ლაშარის წმინდა გიორგი ჰქვია. თანასოფლელები ჰყვებოდნენ, რომ ომიანობის, ლეკიანობის დროს აქ მეზობელი სოფლებიდან ლაშქარი (აქედან სახელწოდებაც: `ლაშქარის~, `ლაშარის~ სალოცავი) იკრიბებოდა; მღვდელი პარაკლისს აღავლენდა და ღმერთსა და წმინდა გიორგის ავედრებდა ქვეყანასაც და მის დამცველებსაც.
ამ სალოცავთან ოდითგანვე არაერთი სასწაული აღესრულებოდა. სალოცავის ძალა თავადაც გამოვცადე. ყრმობისას, ვიქნებოდი რვა-ცხრა წლის, ბიძაშვილ გოგონებთან ერთად მთიდან ვეშვებოდი. სალოცავს რომ გავუსწორდით, ძალიან გამიკვირდა: ეს ქვების ხროვა რა არის ან ჯვარი რატომ აღუმართავთ-მეთქი. მათ მითხრეს, ამ სალოცავს ლაშარის წმინდა გიორგი ჰქვია და დიდი ძალა აქვსო. მე თავი ავიმაღლე და სალოცავს შევანერწყვე. თუ ძალა აქვს, რამე მიყოს-მეთქი, _ ვთქვი თავმომწონედ.
წამოვედით. ექვსი-შვიდი ნაბიჯიც არ გვქონდა გადაგმული, რომ ნათლად დავინახე, სოფელ ილტოზის მხრიდან, სადაც წმინდა გიორგის ეკლესია დგას, ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი მოდიოდა. ხელში მათრახი ეჭირა. რომ მომიახლოვდა, მხრებზე მათრახი გადამკრა და მრისხანედ მითხრა: აბა, გამოსცადე, მაქვს თუ არა ძალაო! ვკვნესოდი და შიშისგან გულის სიღრმიდან `ვაი, დედას~ ამოვიძახებდი. ტირილით დავეკითხე ბიძაშვილებს, თქვენც ხედავთ-მეთქი წმინდა გიორგის? იუარეს, ვერაფერს ხედავდნენ. დიდმოწამეს მხოლოდ მე ვხედავდი და ტკივილსაც მხოლოდ მე განვიცდიდი. ამის შემდგომ უჩვეულო რამ მოვლენები დამეწყო: სრულიად საღ-სალამათი მოულოდნელად გრძნობას ვკარგავდი და ნემსითღა მაბრუნებდნენ.
აქვე ისიც უნდა მოვიგონო, რომ მე და ჩემი ძმა ილტოზის წმინდა გიორგის მონებად შეგვწირეს. ძალზედ ავად გავხდით, ექიმებმა ვერა გვიშველეს რა და, როდესაც იმედი გადაეწურათ, მშობლებმა ჩვენი თავი ილტოზის წმინდა გიორგის შეუთქვეს. წავიდნენ სალოცავში, სანთლები დაანთეს, ილოცეს, მამალი შესწირეს (ჩანს, ხელმოკლედ იყვნენ და ცხვარი ვერ შეუთქვეს), ტაძარს შემოუარეს და მერე უკან წამოგვიყვანეს. ერთი წელიწადი თმა არ შეგვჭრეს. ეს უძველესი ხალხური ადათი, რომელსაც ბერად დაყენება ჰქვია, ვფიქრობ, იუდაური ჩვეულებიდან, ნაზორეველობიდან მოდის. მართლაც, იმ დღის შემდეგ ყოველგვარი წამლობისა და აქიმობის გარეშე განვიკურნეთ მეც და ჩემი ძმაც.
ერთხელ სიზმრისეულ ჩვენებაში ვნახე წმინდა გიორგი, გაჭირვებულთა დასახმარებლად ცხენს მიაგელვებდა. შევთხოვე, მეც შემეწიე-მეთქი. შენთვის არა მცალიაო! _ ნაწყენი იყო.
წლების შემდგომ, როცა ეკლესიური ცხოვრება დავიწყე და სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე, ჩვენს რექტორს, მეუფე თადეოზს, აღსარებაში ვუთხარი ჩემი სიყრმის დროინდელი უმეცრებით ჩადენილი ცოდვა. ჩვენს საგვარეულო სალოცავში, გერის წმინდა გიორგიში ავედით (ნიშანდობლივია, რომ სოფელ ქემერტშიც, სამაჩაბლოში, საიდანაც წარმოშობილა ჩვენი გვარი, წმინდა გიორგის სალოცავია). მეუფემ ისე დაიმდაბლა თავი, რომ ჩემთან ერთად მუხლისჩოქით შემოუარა სალოცავს, _ შენი ცოდვების ნახევარს მე ავიღებო, _ და პატიებას სთხოვდა წმინდა გიორგის (დღეს ლაშარის სალოცავში ჩვენ მიერ აღმართული გრანიტის დიდი ჯვარი დგას წარწერით, რომელშიც წმინდა გიორგის ჩემს თავსა და სახლეულს ვავედრებ).
როგორც რუსთველი ამბობს პავლე მოციქულის მიხედვით, `შიში შეიქმს სიყვარულს~. ღვთის შიშმა დაისადგურა ჩემს სულში, რაც ჩემი მღვდლობით დასრულდა.

უნივერსიტეტი ორჯერ მივატოვე
სკოლა რომ დავამთავრე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სასწავლო პროცესისა რა მოგახსენოთ და იმ პერიოდიდან მეტი სიტკბოებით მოვიგონებდი ლიტერატურულ წრეს, სადაც ჩემი პირველი ლექსების განხილვა მოხდა.
ლექსების წერა რომ დავიწყე, იმ ხანებში განსაკუთრებით გამიტაცა ფრანგულმა სიმბოლისტურმა პოეზიამ. ორიგინალში ვკითხულობდი და ჩემი სიამოვნებისთვის ვთარგმნიდი არტურ რემბოს, შარლ ბოდლერს, სტეფან მალარმეს... ლოტრეამონის `მალდორორის სიმღერების~ თარგმნაც მინდოდა, მაგრამ ფრანგულ ენაზე ვერ მოვიძიე. და მხოლოდ ახლა, მღვდლობაში, დაახლოებით 5-6 წლის წინათ ერთ მორწმუნეს, ფრანგულის კარგ მცოდნეს, პარიზში მოვაძებნინე ეს პოემა და გამოვაგზავნინე; შემდგომ სულიერ შვილს ვათარგმნინე. ამით დავიცხრე ცნობისწადილი.
უნივერსიტეტი ორჯერ მივატოვე. ერთ-ერთი `მიტოვების~ შემდეგ ჯარში წამიყვანეს. გარკვეული აზრით ვიტყვი, რომ ერთგვარი სკოლა იქაც გავიარე _ საკუთარ ტყავზე ვიწვნიე, რამდენად გონებისწამრთმევი იყო სამხედრო სუბორდინაცია. რუსულ ჯარში ასეთი გამოთქმა არსებობდა: თავი შენთვის საჭირო არ არის, თავი ოფიცერს აქვს; შენ მუხლი უნდა გქონდეს მაგარიო. თუმცა სწორედ ის ოფიცრები იყვნენ, რომ ამბობდნენ: `რფრ ყფლტკ ზ გჯჰნეგტ.^ დცტ ნეგტ. ბ ნეგტ.~ (პორტუპეა სამხედრო ოფიცრის ქამარია). ლიტერატურამ გადამარჩინა. ჰერმან ჰესე, თომას მანი, ჰოფმანი ყველაზე ღრმად იქ წავიკითხე, ბიბლიოთეკაში. რუსულ ჯარში სამსახური სადისტური წამება იყო. მე ამას განათლება დავუპირისპირე. ისინი მე მწყობრში მაწვალებდნენ, მე მათ _ პოლიტმეცადინეობებზე. ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე ველაპარაკებოდი. მათ, რა თქმა უნდა, ბევრი არაფერი იცოდნენ და ჯარისკაცები აბუჩად იგდებდნენ. ბოლოს გამირიგდნენ: აღარ ჩაგაყენებთ მწყობრში, ოღონდ პოლიტმეცადინეობებზე ნუ გაგვაწვალებო. იმ დღიდან მარშირების დროს არხეინად ვიჯექი ხოლმე ბიბლიოთეკაში და ქართულ და ევროპულ კლასიკურ ლიტერატურას ვკითხულობდი.
დავბრუნდი. ჩემმა ძმამ და რძალმა ჩემს დაუკითხავად აღმადგინეს უნივერსიტეტში _ მიდი პირველ სექტემბერს და თუ მოგეწონება, დარჩიო. თანაკურსელები მომეწონა, მაგრამ... ისევ წამოვედი.
გულის სითბოთი მოვიგონებ ერთ ჩემს თანაკურსელ გოგონას, თამრიკო ჩუბინიძეს. ეკლესიური, მორწმუნე ქალიშვილი გახლდათ. ანბანი სარწმუნოებისა მან მასწავლა და თანაც მირჩია, სასულიერო სემინარიაში ჩააბარე, მეც მოგეხმარები _ მოგამზადებო.
ალბათ ისიც უნდა ითქვას: უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშივე ძალზედ მომწონდა ერთ-ერთი ჩემი თანაკურსელი გოგონა. ვხედავდი, ეკლესიაში დადიოდა. მაშინ ვერაფრით გამეგო, როგორ შეიძლებოდა, ჯვარცმულისთვის მეცა თაყვანი. სიონშიც პირველად იმ მიზნით შევედი, შემემოწმებინა, მართლა იდრეკდნენ თუ არა მუხლს ქრისტიანები ჯვარცმის წინაშე და შემდეგ დამეცინა _ განათლებული გოგო ხარ და ჯვარცმულს როგორ უჩოქებ-მეთქი. ამ მიზნით დავიწყე წმინდა წერილის კითხვაც. ბოლომდე რომ ჩავიკითხე სახარება, აღმომხდა: უფალო, შენ ყოველთვის ჩემთან იყავი, მაშინაც, როცა შენი სახელი არ ვიცოდი! _ და შევიტკბე და შევიყვარე ის, რომლის უხილავად ჩემთან მყოფობას დედის საშოდან შევიგრძნობდი. ჰერაკლიტე ეფესელი ამბობს: ბევრი მიწა და ტალახი უნდა თხარო,  პატარა ალმასი რომ იპოვო, მაგრამ როდესაც იპოვი, ხვდები, რომ ღირდა წვალებად. ეს ალმასი ჩემთვის იესო ქრისტეა.
უნივერსიტეტიდან საბოლოოდ წამოსვლისას ძალიან დიდი წინააღმდეგობა გამიწიეს. რექტორი დავით ჩხიკვიშვილი გახლდათ. მისით დაწყებული და დედაჩემით დამთავრებული, ყველა წინააღმდეგი იყო, გარდა მამაჩემისა. მაინც ჩემი გავიტანე და სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე. მამამაც დამლოცა.
იმ დროს დაოჯახებაზე საერთოდ არ ვფიქრობდი, ბერად აღკვეცა მსურდა. პატრიარქს ვთხოვე და მისი კურთხევით ბეთანიის მონასტერში წავედი. პირველ ხანებში ჩემს მოძღვარს, მამა იოანეს (შეყლაშვილს), გამუდმებით ფილოსოფიაზე, ლიტერატურაზე ველაპარაკებოდი. გამუდმებით ვამტკიცებდი რაღაც-რაღაცეებს... ორი კვირის შემდეგ მამა იოანემ შესძახა: ღმერთო, ეს რა განსაცდელი მომივლინე ამ ადამიანის სახითო! მე, რაღა თქმა უნდა, მაშინ არ მესმოდა მისი.
და აი, გავიდა ხანი და ერთ მშვენიერ დღესაც მივედი მოძღვართან და ვუთხარი, რაღაც დამიბლაგვდა გონება, დამიჩლუნგდა და ერში უნდა დავბრუნდე-მეთქი. მართლაო? _ გაუხარდა, _ მადლობა ღმერთს, სწორ გზაზე დამდგარხარო.
რაღაც ნიჭს ვგრძნობდი ჩემში, რომელიც მაწვალებდა და არ მაჩერებდა მონასტერში. ვილოცე, ჯვარი გადავსახე წმინდა წერილს და გადავშალე (მახსოვდა, შეჭირვებისას დოსტოევსკი იქცეოდა ასე). მინდოდა, უფლისგან პასუხი მიმეღო, სად იყო ჩემი ადგილი _ მონასტერში თუ ერში. ორგზის გავაკეთე ეს და ორგზისვე ერთი და იგივე სიტყვები მომხვდა თვალში: `შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი~. ვიგრძენი, რომ ამით ღმერთი ერში, მოყვასთან, დაბრუნებისაკენ მომიწოდებდა. მოგვიანებით, პატრიარქის კურთხევით, უკან დავბრუნდი.

"ჩვენი მღვდლად კურთხევა სიზმარ-ცხადში მოხდა"

რაკი გაინტერესებთ, როგორ მივედი მღვდლობამდე, ხელდასხმამდე, დავიწყებ იმით, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანის სიცოცხლე იწყება არა შობიდან, არამედ დედის წიაღში მუცლადღების წუთიდან.
ალბათ, დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, მაგრამ დღემდე ცხადად მახსოვს შეგრძნება, დედის წიაღში ყოფნის დროიდან რომ მომყვება: რაღაც უხილავი ძალა მაიძულებდა, ამ სოფლად ვშობილიყავი, რაც მე ძალიან არ მინდოდა... მორიდებითა და შეფარვით დიდხანს ვეკითხებოდი სხვებს, რაიმე მსგავსი თუ ჰქონდათ განცდილი. ორ-სამჯერ ვცადე კიდეც, სხვებისთვის მომეთხრო, რაც განვიცადე, მაგრამ ამას ყოველთვის გაუგებრობა და ირონია მოსდევდა. ამიტომ ის ჩვენება გულში ჩავიკალი. მხოლოდ წლების შემდგომ, სტუდენტობის წინა წლებში, როდესაც სალვადორ დალის, ლეონარდო და ვინჩის მოგონებებს გავეცანი, ერთგვარად დავმშვიდდი. დალი იხსენებს, რომ დედის საშოში ხილვა ჰქონდა, ლეონარდომ აკვანში, თვეებისამ, ჩვენება იხილა...
სიტყვა `მღვდელი~ არამეულიდან ქართულად რომ ვთარგმნოთ, ცეცხლის მატარებელ ჭურჭელს, ცეცხლით განმწმედელს ნიშნავს. ცხადია, საუბარია ღვთაებრივ ცეცხლზე, იმ მადლზე, ცეცხლის ენების მსგავსად რომ დაადგა ღვთისმშობელ მარიამსა და მოციქულებს. და რამდენადაც მღვდელს უდიდესი მისია აქვს ამ სოფელში, რადგან იგი, ანდრეი ტარკოვსკის თუ დავესესხებით, არის სტალკერი _ გამყოლი, ღვთის მონა და მსახური, რომელმაც ადამიანები ჭეშმარიტებამდე უნდა მიიყვანოს, ამიტომ ადამიანის მზადება ხელდასხმისათვის დედის საშოდანვე იწყება.
მესამე კურსზე დავოჯახდი (სხვათა შორის, ჩემი მომავალი მეუღლეც სიზმრისეულ ჩვენებაში გავიცანი _ სვეტიცხოველში, ლეჩხუმის ღვთისმშობლის დიდებულ ხატთან. ცხადშიც ზუსტად იგივე განმეორდა: სვეტიცხოველში _ ჩვენი და იერუსალიმის პატრიარქები ერთად წირავდნენ _ ჯარის მეგობარმა გოგონა გამაცნო, რომელიც  ღვთის ნებითა და მადლით მალე ჩემი ცოლი გახდა).
მამა მძიმედ მყავდა ავად, მომაკვდავი იყო. ჩემი სტიპენდია სულ რაღაც 7 მანეთს შეადგენდა. დაუსწრებელზე გადავედი, რომ რაიმე სამსახური მეშოვა. უწმინდესმა არჩევანის საშუალება მომცა: ერთი სამსახური სასანთლეშია, მაგრამ დიდ ფულთან გექნება საქმე და საცდურიც დიდი იქნება. ვფიქრობ, შენ ფულის კაცი არა ხარ, წიგნის კაცი ხარ, ჩაგაბარებ წიგნებს და მრევლს ასწავლეო. იმ დღიდან, როცა წირვა-ლოცვა არ იყო, ძალისაებრ ჩემისა ვასწავლიდი სიონში მოსულ მრევლს.
სიმართლე გითხრათ, როცა სემინარიაში შევედი, მღვდლობაზე არც ვფიქრობდი. უბრალოდ, ისეთ გარემოში ყოფნა მსურდა, სადაც ღმერთი იდიდებოდა. ერთხელაც საპატრიარქოსთან ერთ-ერთი სასულიერო პირი შემხვდა და დამცინავად მითხრა, სინოდის კრებაზე შენზეც იმსჯელესო. ძალიან გამიკვირდა, მღვდელმთავრებს ჩემზე რატომ უნდა ესაუბრათ-მეთქი. იერარქს უთქვამს, ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ მღვდლად არასოდეს ვაკურთხებთო. და აი, სწორედ მაშინ, როდესაც ამგვარი ფორმით უარი თქვეს ჩემს კურთხევაზე, სურვილი გამიჩნდა მღვდლად ხელდასხმისა.
მივედი ჩემს მოძღვართან და რჩევა ვკითხე. დამარიგა და მითხრა: ილოცე, ღმერთს სთხოვე, _ უკეთუ შენთვის სათნოა, უფალო, და ჩემი სულისთვის სასარგებლო, მღვდლობის ღირსი გამხადეო. მეც გულმხურვალედ ვევედრებოდი უფალს, ღვთისმშობელ მარიამს, წმინდა დიდმოწამე გიორგის...
იმ ხანებში დედაჩემმა რამდენიმეგზის იხილა ღვთისმშობელი სიზმრისეულ ჩვენებაში. გაოცებული ამბობდა: ქალი დავბერდი და ასეთი რამ არ მინახავსო. თურმე დედაღვთისამ ლოცვანი გადასცა და ანუგეშა, შენი შვილი მალე ჩემთან იქნებაო. ღვთისმშობელს შავი სამოსი სცმია.
იმავე შავად მოსილმა ღვთისმშობელმა თავად მეც მაკურთხა სიზმრისეულ ჩვენებაში: სიონში შევედი. ენით აღუწერელი სილამაზე იყო. რაღაც უჩვეულო შვიდფერი ციაგი ანათებდა ტაძარს. გამიკვირდა, საიდან მოდის-მეთქი ეს ნათელი. სხივებს თვალი რომ გავადევნე, წმინდა ტრაპეზზე დასვენებული სახარება დავინახე. იმ სახარებას ჰგავდა, პატრიარქი რომ ხმარობს წირვა-ლოცვისას, მაგრამ ბევრად უფრო ძვირფასი, პატიოსანი ქვებით შემკული იყო. მისგან გამოდიოდა ეს სპექტრი სინათლისა და მთელ ტაძარს აელვარებდა. რაღაც ძალამ კანკელთან მიმიყვანა. მახსოვდა, რომ ერისკაცისთვის შესვლა არ შეიძლებოდა და აღსავლის კართან გავჩერდი. კანკელის უკანა მხრიდან, იქიდან, სადაც ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული, შავად მოსილი ყოვლადწმიდა ქალწული გამობრძანდა, ტრაპეზიდან სახარება აიღო და აღსავლის კარში მდგარმა ჯვარი გადამსახა. სახარებას რომ ვემთხვიე, ძალიან ტკბილი ხმით მითხრა (ის ხმა დღემდე მიდგას ყურში): შვილო, არჩილ, ეს შენი გახდება, მალე ჩემთან იქნებიო.
ცხადში კი _ და ეს მაშინ, როცა მღვდლად ხელდასხმაზე უარი უთქვამთ _ მოულოდნელად დამიბარა უწმინდესმა და მითხრა, კურთხევისთვის მოვმზადებულიყავი (სხვათა შორის, ჩემი მღვდლად ხელდასხმა არჩილობას დაემთხვა).
კურთხევის მეორე დღეს დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში გამამწესეს. დიდუბის ეკლესიაში მანამდე არ ვიყავი ნამყოფი. და აი, სამადლობელ სანთლებს ვანთებდი... უცებ სახტად დავრჩი _ სიზმრისეულ უხილავ მაკურთხეველში დიდუბის ღვთისმშობელი შევიცანი!
აი, ამგვარად მოხდა ჩვენი მღვდლად ხელდასხმა სიზმარ-ცხადში.

ბევრს მიაჩნია, რომ ძალიან მკაცრი ვარ

"გარდასული დღეები მობრუნებულა, ოღონდ არა სიჭაბუკის მონატრებად, არამედ გულის ჭიდილის თვალნათლივ ანარეკლად, ახალგაზრდა კაცის შინაგანი წიაღსვლების სულიერ დოკუმენტად".
როსტომ ჩხეიძე

პირველი ლექსები ცამეტი-თოთხმეტი წლის ასაკში დავწერე. მაშინ, როცა ექსტაზები დამეწყო, როცა პირველად შევიგრძენი ზენაარი ძალის არსებობა. შემდგომ ბევრი მათგანი დავხიე. რაც გადარჩა, უკვე მოგვიანებით, 1997 წელს, მღვდლობაში, შევკრიბე და წიგნად გამოვეცი. გაინტერესებთ, რატომ გადავწყვიტე ამდენი წლის შემდეგ ჩემი ლექსებისა და ნოველების გამომზეურება? ახლავე აგიხსნით.
საკმაოდ დიდი მრევლი გვყავს; ბევრს მიაჩნდა და ახლაც მიაჩნია, რომ ძალიან მკაცრი ვარ. მინდოდა, მათთვის დამენახვებინა, რომ თუ მართლაც მკაცრი ვარ, მხოლოდ მათ გამო და მათთვის, თუმცა სულში საკმაოდ ლირიკული განწყობილებებიც შეიძლება მქონდეს.
ამასთან, სწორედ იმ ხანებში დაიწყო მიეთმოეთი (რომელიც დღემდე გრძელდება): რამდენიმე `დასავლურად მოაზროვნე~ სასულიერო პირი ჩვენს სამღვდელოებას უმეცრად და გაუნათლებლად მიიჩნევდა, რითაც ძალაუნებურად საკუთარი განსწავლულობით მოჰქონდა თავი. თუმცა, რამდენადაც მათ ვიცნობ, დიდი განათლება არცა აქვთ. დასავლეთში რამდენიმეთვიანი იეზუიტური სასწავლებლის გავლა განათლებულობას სულაც არ ნიშნავს. მაგონდება პავლე მოციქულის სიტყვები: ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აღაშენებსო. სწორედ სიყვარული აკლიათ მათ. ისინი ზოგად, აბსტრაქტულ სიყვარულზე გვესაუბრებიან _ ყველას სიყვარულზე, რომელიც სინამდვილეში არავისი სიყვარულია. ქრისტე კი კონკრეტული, ცოცხალი ადამიანის სიყვარულს გვასწავლის _ არა ცოდვის სიყვარულს ადამიანში, არამედ _ ცოდვილი ადამიანისა.
და კიდევ ერთი: დღეს ზოგიერთი ცდილობს, ჩვენი ეკლესია ე.წ. ეკუმენისტურ საბჭოში მიაბრუნოს. ვისაც ეს ეზმანება, მინდა ვუთხრა, რომ მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დაფუძნებულია კლდეზე სარწმუნოებისა და არა ზოგიერთი ადამიანის ახირებასა და მცდარ შეხედულებებზე. მადლობა უფალს, რომ ასეთების ხელში არაა სადავეები ივერიის ეკლესიისა! და არც არასოდეს იქნება.
ჰო, ფსევდონიმი შემთხვევით არ შეგვირჩევია. საბას მიხედვით, "აგნისანი _ ესე მაღალთა და შვენიერთა და უნაყოფოთა ხეთა ეწოდების". ბატონმა როსტომ ჩხეიძემ, რომელსაც წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნის, მშვენივრად შეიგრძნო კრებულის პოეტური განწყობილება და აღნიშნა: `ფსევდონიმის არჩევაში გულისტკივილი გამოსჭვივის, რომ ეს დასაწყისი ვეღარ გაგრძელდა, ვეღარ ამაღლდა და უნაყოფოდ გადაეგო~. სწორედ ამ მიზნით იქნა ეს სახელი შერჩეული. თუმცა, ვფიქრობ, სუბლიმირება სამწერლობო ენერგიისა ღვთისმსახურებაში მოხდა... მათ როდი ვედრები, მაგრამ არ შემიძლია არ მოვიგონო ჩვენი წმინდა მამები, ისინი ხომ, ყველანი, უდიდესი პოეტები და მწერლები იყვნენ. გნებავთ, გრიგოლ ღვთისმეტყველის ღვთაებრივი ჰიმნები გავიხსენოთ ანდა იოანე დამასკელის პოეზია, პოეზია იოანე მინჩხისა... საღვთისმსახურო წიგნები ორიგინალში ლექსადაა დაწერილი, გასაოცარი პოეტური სახეები და ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სიბრძნე ჩანს მათში.
და საერთოდ, ღვთისმსახურება, ამ სიტყვის ფართო და ღრმა გაგებით, არის არა ის, რომ აკეთო, რაც შენ გინდა, არამედ ღვთის ნება აღასრულო _ აკეთო ის, რაზედაც უფალი გაკურთხებს. ბაყაყი რომ ბაყაყია და მღვრიე გუბეში ზის, ისიც კი, როგორც დავით წინასწარმეტყველის ცხოვრებიდან ვიცით, თავისი ყიყინით ცისა და ქვეყნის შემოქმედს ჰიმნს უგალობს. ის, რაც ჩვენ უბრალო ყიყინად ჩაგვესმის, ღვთისთვის საგალობელი ყოფილა. და აი, მეც სწორედ ის ბაყაყი ვარ, რომელიც გუბეში ზის, ყიყინით ადიდებს თავის შემოქმედს და სურს, სიხარული და ნეტარება ღვთისმსახურებისა, ღვთის ქება-დიდებისა თავის თანამოძმეებს - მსმენელს, მრევლს - გაუზიაროს.

ესაუბრა ნატო ტოროშელიძე
"კარიბჭე" 2004 წ. #5 ივნისი.

ბეჭდვაელფოსტა
09.02. 2017
ანა
გამარჯობა, ქალბატონო მანანა, მაპატიეთ ახლა წავიკითხე თქვენი კომენტარი. რამდენიმე თვეა, რაც გაუქმდა საიტი. სამწუხაროდ უცნობია აღდგება თუ არა, მაგრამ თუ რაიმე ახალი გავიგე აუცილებლად გაგაგებინებთ. ღმერთმა გაგაძლიეროთ და მალე დაგაბრუნოთ საქართველოში.
25.12. 2016
მანანა
გამარჯობათ,საზღვარგარეთიდან გეხმიანებით.როცა დროს ვპოულობ მამა არჩილის ქადაგებებს ვუსმენდი საიტზე motsikuli.com .ბოლო ერთი თვეა აღარ იხსნება.იქნებ ვინმემ მიზეზი გამაგებინოს.ამ ქადაგებების გარეშე ძალიან მიჭირს.სულიერად მაძლიერებს.მამა არჩილს დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ.გმადლობთ თუ ინფორმაციას მომაწვდით.
26.02. 2015
ნინო
დღეგრძელი იყავი მამაო, ღმერთმა ძალა მოგცეთ რომ თქვენი ქადაგებების მოსმენა დიდ ხანს შევძლოთ, ჩვენ ცოდვილებმა
23.02. 2015
:)
- უფალო არ ვარ ღირსი პატიება გთხოვო... ჩემივე ხელით გამოვჭედე ჩემი სატარებელი ჯვარი და თავი - მოღალატის ხატად, ხელუხლებელი არცერთი მცნება არ დამიტოვებია, ცოდვით ვსვარე სამოსელი პირველი: სიტყვით, საქმით და გულისხმისყოფით. ჩემივე ჯვარმა ამიყვანა ეშაფოტზე და შემიკრა თოკი სახრჩობელაზე. ეს არ იყო თვითმკვლელობა, ეს მონანიებას უფრო ჰგავდა, დაუსრულებელი აწმყოს მონანიებას, რადგან ვგრძნობ, როგორ ვიბადები ადამიანებში, როგორ მეორდება ჩემი ცოდვები და ეს დაბადება მკლავს მოძღვარო! არ ვარ ღირსი პატიება გთხოვო... ის კაენი ვარ, რომლის ადგილი კიდობანში არ მოიძებნა. ეს მე ვიყავი უფალო, მე დაგადგი ოცდაათ ვერცხლად ნაყიდი ეკლის გვირგვინი თავზე ისე, რომ მამლის პირველ დაყივლებასაც არ დაველოდე როცა იყო თენების მთვარე, მე გეამბორები დღესაც, როცა იერუსალიმში დაფნის შტოებით შემომყავხარ, შემდეგ კი სამ ლურსმანს ვიღებ და შენსკენ ვანიშნებ. პეტრეს ნაცვლადაც მე ვიყავი, როცა კლდე გატყდა, დიახ უფალო მე ვიყავი შენი უძღები შვილი, რომ აღარ დავბრუნდი. ჩემს აშენებულ ქალაქებში ვიყავი სოდომში და გომორში და მაშინ დავიწყე შენი ჯვრის გამოთლა ჭინკების დავლურში. ახლა კი ტაძრის კარს ვდარაჯობ... რთული ყოფილა ადამიანობა... რთული ყოფილა მზის ქვეშეთში ცხოვრება... და... და ეს მეორმოცე დღეა ჭაღარა ცოდვებით ამოსვრილი და სისხლით გავსებული ჩემი წმინდა ემბაზი. არ ვარ ღირსი პატიება გთხოვო მოძღვარო, მაგრამ რატომ ეს ყველაფერი? რატომ გაჭაღარავდა ცოდვები?
22.02. 2015
ალექსი
ღმერთმა წყალობა და ჯამრთელობა მოგცეს მამაო და დიდხანს გვიცოცხლოს შენი თავი
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
21.08.2008
რუბრიკის სტუმარია დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანტონ ხანთაძე:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო"
2012 წლის 20 დეკემბერი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ერის ცხოვრებაში

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat