უფრო დიდებული რა შეიძლება განიცადოს ადამიანმა
უფრო დიდებული რა შეიძლება განიცადოს ადამიანმა
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.

- მამა ილია, თქვენ საქართველოს მოსახლეობა გიცნობთ, როგორც სანდრო კავსაძეს, საბჭოთა პერიოდში კომკავშირულ და პარტიულ მუშაკს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, ამავე პერიოდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მოადგილეს, გენერალ-მაიორს. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ კი იყავით პრივატიზაციის მინისტრი, ადამიანის უფლებათა და ეროვნებათა შორის ურთიერთობების კომიტეტის (სამინისტრო), თავმჯდომარის და ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი, შვეიცარიასა და ჟენევაში გაეროს ევროპის განყოფილებაში დესპანი... სახალხო დამცველის ინსტიტუტის შექმნის ინიციატორი და თვით კანონის, სახალხო დამცველის შესახებ ავტორი, საქართველოს პრეზიდენტის პირადი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში... ხომ არაფერს დაამატებდით?

- მადლობელი ვარ კორექტულობისა და ჟურნალისტური ტაქტისათვის! მით უმეტეს, როგორც მივხვდი, თქვენ არ აპირებთ დაუბრუნდეთ ჩემს წარსულ საქმიანობას, ზემოთ აღნიშნულ თანამდებობებზე... ესე იგი, არ ვისაუბრებთ ჩემს საჯარო, სახელმწიფო თუ პარტიულ საქმეებზე, რომელსაც მე, ბერად აღკვეცის შემდგომ, განვიხილავ, როგორც ჩემი ცოდვების ერთ დიდ, "გაერთიანებულ ბანკს"!!!

- მე გავეცანი "Prime Time"-სა და "სვაბოდნაია გრუზია"-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუებს, სადაც აცხადებთ, რომ სხვა საჯარო გამოსვლას აღარ გააკეთებდით. ხომ არ მეტყვით, მოახერხეთ საგაზეთო "მდუმარების" აღთქმის შესრულება?

- კარგად იცით, რომ ბერს არ უხდება საჯარო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებელი საუბრები, განსაკუთრებით კი იმ ამბების თხრობა, რომლებიც მის საერო ცხოვრებას, სახელმწიფო და პარტიულ საქმიანობას ეხება. სწორედ ამიტომ ვარ კმაყოფილი და ვაფასებ თქვენს ჟურნალისტურ კულტურას, თავიდან რომ ამაცილეთ წიაღსვლები ჩემი ათეისტური წარსულის სიღრმეებიდან. "მდუმარების აღთქმის" დაცვა უფლის დახმარებით შევძელი - ორ წელიწად-ნახევრის შემდეგ დღეს პირველად ვსაუბრობ ჟურნალისტთან, მაგრამ არა პოლიტიკაზე?!

- და მაინც: თქვენი ბიოგრაფიის მქონე კაცმა, როგორ გადაწყვიტეთ ბერად აღკვეცა?

- უფალი ხედავს გულს და მან მშვენივრად იცის, რომ წამითაც ვერ დავაყენებ ჩემს თავს, თქვენს მიერ აღნიშნული ფაქტების შემქმნელთა, იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც გულისხმობთ. მათი სულიერების სიმაღლე და სიწმინდე დღეს ჩემთვის ორიენტირია!!!

გზა, ერიდან ბერობამდე, რა თქმა უნდა, უფლის ბოძებულია, ჩემი დიდი სურვილი იყო, არჩეული გზა ბორძიკისა და დაცემის გარეშე გამევლო. თითქმის შევძელი, თუმცა აქაც იყო გარკვეული ნიუნსები. 65 წელს გადაცილებული ვიყავი, როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, ბუნებრივად დაირღვა ის სულიერი სივრცე, რომელსაც წლების განმავლობაში ერთად ვქმნიდით. გამოსავალს ეკლესიაში და საფლავზე ხშირი სიარულით ვნახულობდი. ბერობაზე ფიქრი დამაწყებინა შესანიშნავმა ადამიანმა და მოქალაქემ, იმ დროს ხილიანზე მდებარე წმინდა ბარბარეს მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა, მამა ელისემ. მისი სითბო და ქრისტიანული ძმობა დღემდე მომყვება და მეხმარება მონაზვნობის ჯვრის ზიდვაში. მორჩილის კაბა წმინდა ბარბარეს მონასტერში ჩავიცვი. ბერად მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში აღმკვეცეს. ბერ-დიაკვნის ხარისხში სვეტიცხოვლობას ამიყვანეს (14 ოქტომბერს) სვეტიცხოვლის ტაძარში! რა შემიძლია გითხრათ, გარდა იმისა, რომ უსაზღვროდ ვმადლობდე უფალს მფარველობისა და სიყვარულისათვის.

- მაინც ხომ არ დააზუსტებდით იმ კონკრეტულ გარემოებას, რამაც განაპირობა თქვენი მონაზვნობა?

- სამყარო იმდენად ურთიერთდამოკიდებული და რთულია, რომ შეუძლებელია გამოყო რაიმე ერთი ძალა, გარდა ღვთიურისა. ერთი გარემოება, ერთი პირობა, რომელმაც განაპირობა ესა თუ ის, თუნდაც მცირე მნიშვნელობის მოვლენა, ადამიანის ცხოვრებაში. ლევ ტოლსტოი ერთგან შესანიშნავად მსჯელობს ამ საკითხზე - იმისათვის, რომ ერთი მწიფე ნაყოფი მოწყდეს და ჩამოვარდეს ხიდან, უამრავი ქმედებაა საჭირო და ბევრი პირობა უნდა შესრულდეს. კერძოდ, ნაყოფის სიმწიფის ხარისხი, მისი მასა და წონა, ტენიანი ან მშრალი ამინდი, ნიავის ძალა და ასე შემდეგ. და, თუ ერთი მწიფე ნაყოფის ხიდან ჩამოსავარდნად ამდენი ძალისხმევაა საჭირო, ნათელია, თუ რაოდენი ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური, სოციალური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფაქტორი განაპირობებს ადამიანის ცხოვრების წესის კარდინალურად შეცვლას. მიუხედავად აღნიშნულისა, ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე მაინც შევაჩერებ თქვენს ყურადღებას; მამა ელისეს რეკომენდაციით მე შევისწავლე საკითხი: "ადამიანი, ადამიანის უფლებები და სახელმწიფო, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ეპისტოლეებში".

ზოგადად, ეპისტოლეების ერთობლიობამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ანალიზი, დებულებები და პრაქტიკული მაგალითები მსოფლიოს ნებისმიერი უმაღლესი რანგის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციას დაამშვენებდა და აამაღლებდა!

აი, რას ამბობს ადამიანის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 1985 წლის სააღდგომო ეპისტოლეში: "ბიბლიისა და წმინდა მამათა სწავლანის მიხედვით, კაცი არის განსაკუთრებული მოვლენა, გვირგვინი ქმნილებისა, მეფე და უფალი ამა სოფლისა, მიკროკოსმოსი, მომცველი თავის თავში ყოველივე არსებულისა, რადგანაც ორი სამყაროს - სულიერისა და ხორციელის მიჯნაზე დგას; ერთი მხრივ, იგი შემოფარგლულია სივრცით და დროით; არის გარკვეულ ეპოქაში რომელიმე ერის წარმომადგენელი, ამა თუ იმ ქვეყნიდან, თუმცა, ამავე დროს, შეუძლია სულიერად მოსწყდეს კონკრეტულობას, განსაზღვრულ გარემოს და იცხოვროს იდეათა და განყენებული აზროვნების სფეროში, სადაც ჭეშმარიტების, მშვენიერების, სამართლიანობის, სიყვარულის, ბედნიერების ძიების სურვილი მისი მუდმივი თანამგზავრი იქნება".

ვინც იცის სიტყვის რაობა, ვისაც შეუძლია განასხვავოს სიტყვათა ერთობლიობის მშვენიერება - ჩვეულებრივი სალაპარაკო სიტყვათა წყობისაგან, ნამდვილად დამეთანხმება, რომ ეს სენტენცია დიდი პოეზიაა, ულამაზესი სიმღერაა, განზოგადებული სრულყოფილი ჰარმონიაა ადამიანზე, რომელშიც ვხედავთ მწყემსმთავრის უსაზღვრო სიყვარულს, მის მიერ ულამაზეს ფერებში დახატულ ფილოსოფიურ პორტრეტს კაცისას...

- თქვენ თბილად მოიგონეთ მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერი, რა შეგიძლიათ თქვათ ამ მონასტერზე?

- თუ ჩემგან მხოლოდ "სითბო" იგრძენით მარტყოფის ღვთაების მონასტრისადმი, მაშინ ან მე ვერ გამოვხატე სრულად გრძნობა, ან თქვენ გამოგრჩათ რაღაც, რამეთუ ღვთაების მონასტერი ჩემთვის ყველაფერია, ის ნამდვილად ღვთაებრივია, ამაღლებულია და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ მონასტერში დავიბადე ბერ ილიად! დიდებულია ეს მონასტერი, თავისი სტუმრებით, მორჩილებით, ბერებით, ბერ-დიაკვნებით, ბერ-მონაზვნებით, წინამძღვრით, არქიმანდრიტით - მამა ბენიამინით. უფალი იყოს მათი მფარველი, ბერული სიკეთე და ბედნიერება არ მოაკლოს ღმერთმა. მარტყოფის ღვთაების მონასტერი არის საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი ნათელი და ღირსეული ნაწილი.

- თქვენ დღეს სვეტიცხოვლის მონასტერში ცხოვრობთ?

- კარგად მესმის თქვენი შეკითხვის მეორე პლანი! მაგრამ, თუ დამეთანხმებით, პირდაპირ გიპასუხებთ: დარწმუნებული ვარ, რომ სვეტიცხოვლის მონასტერში მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან მოსული, ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტიანი ბერი ღმერთს მადლობას შესწირავდა სვეტიცხოვლის სიწმინდეების შეხებისათვის. თუ ქართველი ბერისთვის ბედნიერება შეიძლება იყოს რაიმე, მის მწვერვალად სვეტიცხოვლის მონასტერში ცხოვრება, სვეტიცხოვლის ტაძარში წირვა-ლოცვის აღვლენა შეიძლება ჩაითვალოს! მუდმივად ვმადლობ უფალს, რამეთუ სვეტიცხოვლობის დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ვარ აყვანილი დიაკვნის, შემდეგ მღვდლის ხარისხში. ახლახან მღვდელმონაზვად მაკურთხეს. ვერც კი ვიტყვი, უფრო დიდებული რა შეიძლება განიცადოს ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა".

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
21.08.2008
რუბრიკის სტუმარია დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანტონ ხანთაძე:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat