ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია. სიწმინდით და განსწავლულობით გამორჩეული ღირსი აქილე თესალიის ქალაქ ლარისის ეპისკოპოსად აირჩიეს.
წმინდა აქილე მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში და ამხელდა არიოზის ერესს. კრების დასრულების შემდეგ თავის ქალაქში დაბრუნებულმა ღირსმა მამამ დაანგრია საკერპოები და მრავალი სხვა სასწაული მოახდინა. მან ააშენა ქრისტეს ეკლესიები და მდიდრულად განამშვენა ისინი. წმინდანს უფლისგან სნეულებათა კურნების ნიჭი მიემადლა. წმინდა აქილე გარდაიცვალა დაახლოებით 330 წელს. 978 წლიდან მისი წმინდა ნაწილები განისვენებს ბულგარეთში, ქალაქ პრესპუში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი