რაც არ უნდა რწმენა და ღმერთის მადლი გქონდეს, იმას, რაც ნამდვილად შენი გასაკეთებელია, ღმერთი ვერ გააკეთებს
რაც არ უნდა რწმენა და ღმერთის მადლი გქონდეს, იმას, რაც ნამდვილად შენი გასაკეთებელია, ღმერთი ვერ გააკეთებს
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.

პირველი ნაბიჯები
ჩვენი ოჯახი მაინცდამაინც დიდი ეკლესიურობით არ გამოირჩეოდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მე დავიბადე 1967 წელს. იმდროინდელი თაობა გაზრდილი იყო "სამამულო" ომში გამარჯვებული ქვეყნის იდეოლოგიითა და პროპაგანდით. სამოცდაათიან წლებში, "უძრაობის პერიოდში", ეკლესია მოიაზრებოდა კულტურულ-ისტორიულ ძეგლად. მას მხოლოდ ნაციონალურ-ისტორიული ასპექტით აფასებდნენ. სხვათა შორის, პატრიოტიზმი მაშინ მეტად ღვიოდა ქართველებში. მახსოვს, ბავშვობიდანვე მშობლებს ხშირად დავყავდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. თითქმის მთელი საქართველო შემოვიარეთ. სადაც არ უნდა წავსულიყავით, მთასა თუ ბარში, ყველგან სალოცავები იდგა. სიყვარულით გვესაუბრებოდა მამაჩემი ტაძრებზე. იმ დროიდანვე შემოდიოდა ჩემში ერთგვარი განცდა ღმერთის არსებობისა, ეკლესიათა იდუმალი მშვენიერებისა... ახლა ჩემი მშობლები ამქვეყნად აღარ არიან...

ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა ერთი ღვთისმოსავი ქალბატონი, იუნონა კელენჯერიძე, რომელსაც 17 წლის ვაჟი გარდაეცვალა ასთმით. მაშინ მე ათი წლისა ვიყავი. სხვათა შორის, ასთმა მეც მაწუხებდა. ამიტომ ეს ქალბატონი თავისი გარდაცვლილი შვილისადმი სიყვარულს ჩემზე ზრუნვით გამოხატავდა. მისი დამსახურებაა ჩემი და ჩემი უმცროსი ძმის მონათვლა. მე მაშინ ათი წლის ვიყავი, ჩემი ძმა კი - ხუთის. სიონში მოვინათლეთ. მახსოვს, მამაჩემი შეშინებული იყო, შემთხვევით ვინმეს არ დავენახეთ. ჩვენი ნათლიები პარტიული პირები იყვნენ. ქალბატონმა იუნონამ მასწავლა ლოცვები. სახარების კითხვაც დავიწყე. დილა-საღამოს ლოცვებს არ გამოვტოვებდი ხოლმე. დღეში 90-ჯერ ვამბობდი იესოს ლოცვას. ასე რომ, ათი წლიდან დავდიოდი ეკლესიაში, ვესწრებოდი წირვა-ლოცვებს, ვეზიარებოდი.

მერე ჯარში გამიწვიეს. იქაც ბევრს ვლოცულობდი. ჯვარს ვატარებდი, ჩაკერებული მქონდა ტანსაცმელში. ეს საკმაოდ სახიფათო იყო საბჭოთა ჯარში. ერთხელ ტრავმა მივიღე, მიპოვეს ჯვარი და წამართვეს. ჯარში საკმაოდ ხშირი იყო კონფლიქტები, ქიშპი ნაციონალურ ნიადაგზე. განსაკუთრებით ქართველები ვაქტიურობდით ამ მხრივ. ჯარიდან ჩამოსვლისთანავე ფეხით წავედი ქაშვეთის ტაძარში, ერთი მანეთი მქონდა, ვიყიდე სანთლები და ღმერთს მადლობა შევწირე მშვიდობით დაბრუნებისთვის.

პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ერთი ხანობა მამის პროფესია - იურისტობა მინდოდა. უფრო ადრე, 12 წლისამ, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ჩავაბარებდი სასულიერო სემინარიაში. იმ დროს მხოლოდ მცხეთაში იყო სემინარია. ჩემს გადაწყვეტილებაზე ჩემი ახალგაზრდა მეზობლის გარდაცვალებამაც იქონია გავლენა. მის ჩასასვენებელთან რომ ვიდექი, სიკვდილის საშინელებას შემზარავად განვიცდიდი. მოსვენება დავკარგე, ღამეები არ მეძინა. ცხადად ვიგრძენი, რომ სასულიერო სემინარიაში უნდა ჩამებარებინა.

გავიდა დრო. 1989 წელს მივედი ანჩისხატის ეკლესიაში. კრიტიკული კითხვებიც მაწვალებდა. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად რამდენიმეჯერ ბეთანიის მონასტერსაც ვესტუმრე. შიომღვიმის მონასტერშიც დავდიოდი და ვრჩებოდი იქ. ასე რომ, საკმაოდ ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობა მქონდა მონასტრებთან. ვკითხულობდი სასულიერო ლიტერატურას. იმ დროს ბევრი რამ ვთარგმნე და წიგნადაც გამოვეცი. ერთ-ერთი ჩემი პირველი წიგნი ეძღვნება მერაბ კოსტავას შვილის - ირაკლი კოსტავას შემოქმედებას. ძალიან დამაინტერესა ამ ახალგაზრდა პოეტმა და ჩემი ნაშრომით ვეცადე, გამეშუქებინა საკითხი, თუ როგორ გამოძახილს პოვებს მის ლექსებში თეოლოგიური პრობლემები.

ინტენსიური რელიგიური ცხოვრების დაწყება
სასულიერო სემინარიაში იმიტომ ჩავაბარე, რომ უფრო ინტენსიური ეკლესიური ცხოვრება დამეწყო. მონასტერში ყოფნისას აქტიურად ვიყავი ჩართული ლიტურგიკულ ცხოვრებაში. ვმედავითნეობდი, ვიყავი კანონარქი, ევქარისტიისა და ლიტურგიის შესახებ ვკითხულობდი საკმაოდ ბევრ ლიტერატურას: კიპრიან კერნის, შნერმანის, აფანასიევის, ნიკოლოზ უსპენსკის და სხვა ავტორთა წიგნებს. ვკითხულობდი ლიტერატურას ასევე ასკეტიკის შესახებ. მედავითნეობა არ მაკმაყოფილებდა, მინდოდა საეკლესიო მსახურებაში უფრო მეტად ვყოფილიყავი ჩართული. საოცრად მიზიდავდა თვითონ ეს მსახურება. სიმართლე გითხრათ, მაშინ რაღაც განსაკუთრებული მისტიკური განცდები არ მქონია. ეს მერე აღმოვაჩინე, რომ მისტიკაა საეკლესიო მსახურება. წმინდა დიონისე არეოპაგელთან კი მისტიკაა მთელი ცხოვრება. მისტერიას რაღაც განსაკუთრებულ ექსტაზურ მდგომარეობას უწოდებენ, არადა ასე არ არის. მთლიანად მთელი ცხოვრება ქრისტეში არის მისტერიალური. ეკლესია კი ამისი გამოხატულებაა. რაც არ უნდა ჭვრეტდე საღვთო ნათელს, თუ სწორად არ წარმართე ცხოვრება, თუკი შენს სოციალურ ყოფაში არ აისახა ეს ღვთიური მადლი, მაშინ მარტო ჭვრეტა საკმარისი არ არის. სახარებაში წერია, რომ ხე ნაყოფით იცნობა. "საქმეთაგან განმართლდების კაცი და არა სარწმუნოებისაგან ხოლო", - წერს იაკობ მოციქული. ღვთის მადლი არა მხოლოდ საღვთო ნათლის მჭვრეტელობაა, არამედ მოყვასის სიყვარული, ჯანსაღი და ზნეობრივი ცხოვრება, პროფესიონალიზმი, კარგი განათლების სისტემა, საავადმყოფოების აშენება, შემოქმედება და ა.შ. სულიწმინდის ნაყოფებია: უშფოთველობა, მყუდროება, სიყვარული, სულგრძელობა და ა.შ.

უფლის განცდა და შემეცნება
როგორ უნდა დავადგინოთ კრიტერიუმები: სწორად განვიცადეთ ღმერთი თუ არა? რა არის საერთოდ რწმენა? რწმენის სხვადასხვა განმარტებები არსებობს. მაგალითად, წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: რწმენა იგივე სიყვარულია, ღმერთის სიყვარული. და ეს სიყვარული არის უანგარო, რაც ისევ და ისევ არის ღვთის მადლი. ასე რომ, რწმენა არის ღმერთის მადლი. მადლი კი ნიშნავს იმას, რომ იგი არ არის შენი დამსახურება. თუ დაიმსახურე და ღმერთმა მოგცა, მაშინ ეს აღარ ყოფილა მადლი, არამედ - საზღაური. მადლი ხომ დამსახურების გარეშე გვეძლევა. მეორე მხრივ, თუკი რწმენა არის სიყვარული და ღმერთის მადლი, მაშინ რატომ არ აძლევს ღმერთი ყველას ამ მადლს? ასე რომ, მადლისა და თავისუფლების საკითხი ურთულესი საკითხი გახლავთ, რომელსაც ვერავინ ამოწურავს, რადგან ეს არის მისტერია. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, არის ის, რომ მოცემულ დროსა და სივრცეში, რაც გვაქვს, იმაზე დაფუძნებით ვეძიოთ ღმერთი. თუკი იწყებ ძებნას და რაიმეს ეძებ, ესე იგი იმ "რაიმეს" შესახებ ნაწილობრივ უკვე იცი რაღაც. მაშ, როგორღა ეძებ იმას, რაც უკვე იცი? ესეც რთული საკითხია. ისმის კითხვა: როგორ უნდა შევამოწმოთ ჩვენი ნამდვილი რწმენა? პასუხი კი ამ კითხვაზე ასეთია: - ყველაფერი ძიებაა. შენც ეძიე, გამოიკვლიე, თამამად დასვი კითხვები, ჰკითხე შენს მოძღვარს, თუკი პასუხმა არ დაგაკმაყოფილა, იკითხე, ეძიე. იმიტომ რომ ის, რაც შენ განიცადე გუშინ, არ ნიშნავს, რომ დღეს უკვე სწორია. ასეც რომ არ იყოს, ერთხელ რომ განიცადე ღმერთი, ამით არ მთავრდება ყველაფერი. იყვნენ წმინდა მამები, რომლებიც ჭვრეტდნენ უფალს, მაგრამ შემდეგ დაკარგეს ეს განცდა, მერე ისევ დაუბრუნდნენ ძველ მდგომარეობას და ა.შ. ასე რომ, რაც არ უნდა რწმენა და ღმერთის მადლი გქონდეს, იმას, რაც ნამდვილად შენი გასაკეთებელია, ღმერთი ვერ გააკეთებს. გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში შენ უნდა მიიღო. ღმერთი ყველაფერს მოგიწყობს იმისათვის, რომ შენი რწმენის პატარა აქტი ნამდვილად შედგეს. ფილოსოფოს კირკეგორის აზრით, რწმენა არის ნახტომი სიცარიელეში. ტერტულიანე: "მწამს, ვინაიდან აბსურდია". რწმენა არის შენი პირადი თავისუფლების აქტი. იმიტომ, რომ თავად სიყვარულია თავისუფლება, ამავე დროს სიყვარული გახლავთ ღმერთის მადლი. შენ უნდა იაქტიურო, შენ უნდა გაიხსნა, შენ უნდა ეძიო, შენ უნდა შეიყვარო. ძალით ვერავინ შეგაყვარებს. ასე რომ, ღმერთი ელოდება შენს გადაწყვეტილებას. ღმერთისა და ადამიანის თავისუფალი ნების შეხვედრა - ეს არის სწორედ სინერგია, რაზედაც ხშირად საუბრობს ჩვენი პატრიარქი. ამ სინერგიის, ანუ ჩვენი საკუთარი ნებისა და გადაწყვეტილების, ჩვენი თანამშრომლობისა და თანამოქმედების გარეშე რომ შეიძლებოდეს ცხონება, მაშინ ღმერთი არ დაუშვებდა დაცემას, პირდაპირ სამოთხეში შეგვიყვანდა. ღმერთმა შეგვქმნა ჩვენ "ხატად და მსგავსად თვისად". ფსალმუნშიც ხომ წერია: "ღმერთნი სამე ხართ". განა ღმერთს, ამ უსაზღვრო სიყვარულს, შეეძლო ესურვა, რომ მის მიერ შექმნილი რომელიღაცა არსება არ ყოფილიყო სრული?! როგორც ძე არის ხატი მამისა, ასევე ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. ე. ი. როგორი ურთიერთობაც არსებობს მამასა და ძეს შორის, ასეთივე უნდა იყოს შემოქმედსა და ქმნილებას შორის.

მართლმადიდებლობის სულიერი საფუძველი
რაღა თქმა უნდა, მართლმადიდებლობას აქვს ნამდვილი სულიერი საფუძველი და წყაროები, მაგრამ არა მხოლოდ გარეგნულად. ქრისტიანმა, უპირველესად, ბრძოლა და შრომა უნდა აჩვენოს. მორწმუნეს უნდა ჰქონდეს სიყვარული, თავდაჭერილობა, ღირსების გრძნობა, სიქველე, ვაჟკაცობა. მოთმინება და მორჩილება არ გამოიხატება სილაჩრეში. ღმერთის გულისთვის კარგი საქმის კეთებაა საჭირო. პავლე მოციქული, გარდა იმისა, რომ ეპისტოლეებს წერდა, სხვა საქმეებსაც აკეთებდა. მაგალითად, კერავდა კარვებს და ამით ირჩენდა თავს, სხვებსაც ეხმარებოდა. ლუკა მახარებელი ხატავდა და ამავდროულად ექიმი იყო, ხალხს კურნავდა. ანუ მართლმადიდებლობა გამოიხატება უპირველესად ქმედებაში, აქტიურობაში, აზროვნებაში, შინ თუ გარეთ ერთმანეთის პატივისცემაში, სიტყვის გამოთქმის თავისუფლებაში, სხვისი აზრის მოსმენაში, პროფესიონალიზმში, ზრდილობაში, თავმდაბლობაში... მოდით, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ კარგად და პატიოსნად. ღმერთი ყველგანაა. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ღვთის წინაშე ვდგავართ. მხოლოდ მისტერიალურ ცხოვრებასა და დისციპლინას ნუ ვაქცევთ საკრალურად. სამწუხაროდ, ჩვენში ეს ტენდენცია შეინიშნება. გარეგნულმა ფორმებმა და ეთიკამ ჩვენში დაიკავა საკრალური ადგილი. ვიმეორებ, მხოლოდ ფორმების შენარჩუნება არ არის საკმარისი. გავიხსენოთ თუნდაც ისტორია, როგორ ვითარდებოდა ქრისტიანობა და მართლმადიდებლური ტრადიცია პირველი საუკუნიდან მეათე საუკუნემდე, როგორ აითვისა ამხელა რომის იმპერია, მთელი აღმოსავლეთი, რა შედევრები შექმნა. იქ მხოლოდ ფორმების შენარჩუნება არ იყო მთავარი, არამედ, უპირველესად, სარწმუნოების სიმბოლოებისა და შინაარსის დაცვა და შენახვა. დოგმებიც ხომ სახარების შიგთავსს გამოხატავს. ჩვენც შიგთავსზე უნდა ვიზრუნოთ და არა გარსზე.

მღვდლობისა და ქადაგების არსი
მღვდელი არის, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის მსახური, რომელიც ასრულებს საეკლესიო საიდუმლოებებს, წესებს. მღვდელმა უნდა განაწყოს ადამიანები ლოცვისათვის. უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ მსახურება შესრულდეს სწორად. იგი ადმინისტრირებას უნდა უკეთებდეს ეკლესიას, რათა ეკლესია ფუნქციონირებდეს ჯანსაღად. იგულისხმება: შეკრებების ორგანიზება, ავადმყოფების მოვლა, მეგობრობა მრევლის წევრებს შორის. მოძღვარმა უნდა მისცეს თავისი მრევლის წევრებს აზრის გამოთქმის, კითხვების დასმის უფლება. მაგალითად, თუკი ვინმე მიდრეკილია პასიურობისკენ ან რადიკალიზმისკენ, მღვდელი უნდა შეეცადოს, ამ ადამიანს კითხვები დაასმევინოს, გაააქტიუროს და ა.შ. მან თავისი განწყობა უნდა გადასდოს ადამიანებს. ამისათვის კი მღვდელს სჭირდება პირობები. უპირველესად კი - მოცალეობა. არისტოტელე ამბობდა, რომ ჭეშმარიტი ფილოსოფოსი მოცალე უნდა იყოსო. მღვდელსაც უნდა ჰქონდეს ბევრი დრო. ნაკითხი და განათლებული უნდა იყოს, სასურველია ფლობდეს ენებს და ა.შ. წმინდა იოანე ოქროპირს აქვს ,,ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ". იგი მეტად მკაცრ კრიტერიუმებს უყენებს სამღვდელო პირებს. ამ კრიტერიუმებს თანამედროვე მღვდლები ალბათ ვერ შევესაბამებით, მაგრამ ყველა მოძღვარს თავისი ნიჭი და უნარი აქვს და შეძლებისდაგვარად ემსახურება ეკლესიას და მრევლს. ეკლესია და სამრევლო უნდა ფუნქციონირებდეს, როგორც პატარა საზოგადოება. როცა მრევლის რომელიმე წევრს გაუჭირდება ან რაიმე პრობლემა შეექმნება, დანარჩენმა წევრებმა უნდა ილოცონ მისთვის, ერთობლივად ეძიონ გამოსავალი. აქ უნდა მოჰქონდეთ ადამიანებს თავიანთი კითხვები, პრობლემები, ფობიები. ეკლესია ერთი ორგანიზმი უნდა იყოს.

ჰომილეტიკაში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა ააწყოს მღვდელმა თავისი ქადაგება. ძველად წმინდა მამები იყენებდნენ რიტორიკის წესებს. მღვდელი უნდა ეცადოს, მისი ქადაგება იყოს აქტუალური. ამისათვის უნდა იყოს ჩართული არა მხოლოდ სამრევლო, არამედ სოციალურ ცხოვრებაშიც, უნდა ეცნობოდეს ბევრ საკითხს, კარგად იცნობდეს თანამედროვე რეალობას, საზოგადოების მტკივნეულ პრობლემებს და ამაზე უნდა ააგოს თავისი ქადაგება. ქადაგება ხელოვნების დარგია, ისევე როგორც პოეზია, ჰიმნოგრაფია, სვინაქსარი... თანაც საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რამდენად საჭირბოროტო პრობლემებზე ლაპარაკობ, არამედ მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, თუ როგორ ლაპარაკობ. ქადაგებამ ადამიანში უნდა გამოიწვიოს ისეთი შეგრძნება, რომ მასში დაიბადოს აზრი. ასე რომ, თემაც უნდა შეარჩიო და სტილიც. უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ აუდიტორია, ვისთვისაც შენ ქადაგებ, სხვადასხვა ასაკის, გამოცდილების, ინტელექტუალური შესაძლებლობის, გემოვნების მქონე ადამიანთაგან შედგება. ასე რომ, მღვდლობა საკმაოდ რთულია. და მე ვფიქრობ, ყველა უნდა იყოს დაინტერესებული და ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ ნიჭიერ ადამიანებს გაუჩნდეთ მღვდლად კურთხევის სურვილი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
21.08.2008
რუბრიკის სტუმარია დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანტონ ხანთაძე:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat